გერმანული იტალია

sagvto romis imperia.jpg

იტალიაში მშვიდობა და გარკვეული სტაბილურობა X საუკუნის შუა ხანებში დაბრუნდა, როდესაც ოტომ, გერმანიის საქსონიელმა მეფემ, პირდაპირ მოსთხოვა თავის ცოლს, ადელაიდას (ქალიშვილი, ქვრივი და საყვარელი იტალიის წინა სამი მეფის) იტალიის ტახტი და საკუთარი თავი ლანგობარდთა მეფედ გამოაცხადა. ის კარლოს დიდის გზას გაჰყვა და 962 წელს რომში ჩავიდა, სადაც პაპმა დაადგა გვირგვინი. ეს ტრადიცია იტალიაში სამი საუკუნის მანძილზე გაგრძელდა, როდესაც მას გერმანელ იმპერატორთა სამი დინასტია განაგებდა – საქსონელთა, სალიელთა და შვაბთა (ჩვეულებრივ ცნობილი, როგორც ჰოჰენშტაუფენები) – ხანმოკლე შესვენებებით, როცა ქვეყანას უელფებისა და სუპლინბურგერების ოჯახები განაგებდნენ. მეფეთა გალერეა შედგება ერთი ლოთარის, ორი ფრიდრიხის, სამი კონრადის, ოთხი ოტოსა და შვიდი ჰაინრიხისგან. მეფეები თავიანთ თავს ,,რომაელთა და ყოველთა იმპერატორთა ხელმწიფეებს“ უწოდებდნენ (rex romanorum et semper augustus), ხოლო მათი კორონაცია ამ სახელწოდებით მიუთითებდა მათსავე როლებსა და ცალკეულ ვალდებულებათა სირთულეებზე, რომლებიც ეკისრებოდათ, როგორც გერმანიის, იტალიის მეფეებსა და საღვთო რომის იმპერატორებს. გერმანელ პრინცებად არჩევის შემდეგ ისინი შარლემანის საყვარელ აახენში ეკურთხებოდნენ და იცნობოდნენ რომაელთა მეფეებად. ლანგობართა მეფის ტიტულის მოსაპოვებლად მათ ალპები უნდა გადაელახათ, ხოლო აქ კორონაცია ხდებოდა პავიაში, მონცასა ან მილანში. ბოლოს ჩადიოდნენ რომში, რათა პაპს გადაეცა მათთვის უფლება გამხდარიყვნენ საღვთო რომის იმპერატორები.

გერმანიის იმპერია გადაჭიმული იყო ბალტიიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ხოლო ადრიატიკიდან ტირენის ზღვამდე. გრძელი დისტანცია მთათა სისტემებით აიძულებდა იმპერატორებს ხანგრძლივი დრო გაეტარებინათ გზაში. შეიძლებოდა მონარქი იტალიაში ყოფილიყო და პაპებთან ინვესტიტურისათვის ბრძოლაში ყოფილიყო ჩართული, როცა ჩრდილოეთში სამოქალაქო ომს ეფეთქა. კრიზისის მოგვარების შემდეგ, იმპერატორი სწრაფად ბრუნდებოდა უკან , რათა ლომბარდიელ აჯანყებულებს დაპირისპირებოდა ან უფრო სამხრეთით წასულიყო რათა სამშვიდობო ხელშეკრულება გაეფორმებინა ბიზანტიასა და სიცილიის ნორმანთა სამეფოსთან. მიუხედავად ამისა, მათ მაინც გააჩნდათ დრო აქტიური საგარეო პოლიტიკისთვის, როგორიც მაგალითად პოლონეთში მოწყობილი ოთხი ჯვაროსნული ლაშქრობა იყო. პროგნოზირებადი შედეგი ამ გაშმაგებული აქტიურობისა იყო იტალიის უყურადღებოდ დატოვება.

იმპერატორებს თავიანთი სასამართლო და საფინანსო ინსტიტუციები ჰქონდათ იტალიაში; მათ მხარდამჭერები ჰყავდათ ეპისკოპოსთა და მაგნატთა წრეშიც, რომელთაც ქალაქთა ადმინისტრაციებში ეყრდნობოდნენ. მბრძანებლობის არარსებობის შემთხვევაში ინსტიტუციები სუსტდებოდა და ეპისკოპოსებიცა და ამით წახალისებული მაგნატებიც იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ:ძირითადად, შეთქმულებებითა და იმპერატორისგან განდგომის გზით. XI საუკუნის იტალიის სამართავად სტრუქტურა ცუდად იყო აღჭურვილი, სადაც ამ პერიოდში აგროკულტურული სიმდიდრე, სავაჭრო ექსპანსია და დემოგრაფიული აღმასვლა საზოგადოებისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციას იწვევდა. ქალაქების ზრდა და კეთილდღეობა მოქალაქეებს სურვილებს უღვივებდა და თვითდაჯერებულობას მატებდა , რომ საკუთარი საზოგადოებების შექმნაზე ეზრუნათ. იტალიელები მალე დაფიქრდნენ, რომ მათთვის წამგებიანი იყო ადგილზე მუდმივად არმყოფი უცხოელის უღელქვეშ ყოფნა და საეჭვო თავსმოხვეული კანონების აღსრულება. ამიტომ მათ მალე თავიანთი ლიდერების, სასამართლოსა და მილიციის არჩევა დაიწყეს. იმპერატორებმა, რომლებიც გერმანიაში განუწყვეტელი ომებით დაბნეულები იყვნენ, გარკვეულ დათმობებზე წასვლა ამჯობინეს, ფორმალურად მაინც ეცნოთ ადგილობრივი კომუნების სუვერენიტეტი. გვიან XI საუკუნეში მათი მმართველობა ლომბარდიასა და ტოსკანაში უკვე ნომინალურ ხასიათს ატარებდა. ფრიდრიხ ბარბაროსამ (ჟღალწვერა), შვაბიის მთავარმა, რომელიც იმპერატორი გახდა 1155 წელს, გადაწყვიტა კურსი შეეცვალა. ულმობელი მეომარი, გრანდიოზული შეხედულებებით თავის უფლებებსა და ღირსებებზე, შემდგომში ტევტონთა კავშირის სიმბოლო გახდა, გერმანელ რომანტიკოსთა გმირი და ადოლფ ჰიტლერი შთაგონების წყარო, რომელმაც ოპერაციას კოდური სახელწოდება ,,ბარბაროსა“  მის საპატივსაცემოდ დაარქვა. მან ოტოები კეისართა მონაცვლედ ჩათვალა და თავიც მათსავე მემკვიდრედ გამოაცხადა. მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია ავგუსტუსის სწორი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე ის ითვლებოდა საფრანგეთისა და ინგლისის მეფეთა უმცროს განმგებლად. იტალიაში მას განზრახული ჰქონდა, რომ აღედგინა ე.წ. ,,რეგალიების უფლებები“, რის მართებულობაშიც ბოლონიელმა ადვოკატებმა მოხერხებულად დაარწმუნეს. ეს ითვალისწინებდა უფლებას დაენიშნა იმპერატორს ჩინოვნიკები ქალაქებში, აგრეთვე გადასახადები თევზსა და მარილზე და მიეღო ფინანსური სარგებელი ბაჟისა და შესყიდვებისაგან. მას ფული სჭირდებოდა და მტკიცედ იდგა ამ გზაზე, რათა მიეღო იგი; ის ასევე სარგებლობდა პრესტიჟით, რომელიც სხვათა დამორჩილების შედეგად მიიღო.

Frederick I, Barbarossa.jpg  ფრიდრიხ I ბარბაროსა

მილანის დაუმორჩილებლობით ,,შთაგონებული“ ბარბაროსა იტალიაში შეიჭრა და ნახევარ ათწლეულში დაიკავა იგი. მისი საბაბი – და შეასძლებელია, რომ ეს უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ საბაბი – იყო ის, რომ დაეხსნა მილანელებისგან გაუკაცრიელებული პრო-იმპერიული ქალაქები, როგორებიც იყო კომო და ლოდი. ბარბაროსამ მილანი 1162 წელს დაიპყრო და გაანადგურა. ის ასევე გაუსწროდა ქალაქ კრემას, მის ერთ-ერთ მოკავშირეს, რომელსაც განსაკუთრებული სისატიკით გაუსწორდა: კრემას მძევლები საალყო მანქანების წინ მიაბეს, რათა მათ თავიანთი ნათესავებისა და თანამოქალაქეების ნასროლი ისრები ვერ აეცილებინათ.

ბარბაროსას მოქმედებებმა აიძულა იტალიის 16 ქალაქი შეექმნათ ლომბარდიის ლიგა 1167 წელს, რათა იმპერიულ არმიას დაპირისპირებოდნენ. თავიდან კონფონტაცია არიდებული იქნა, თუმცა, გადაუდებელმა საქმეებმა აიძულა იმპერატორი დაბრუნებულიყო გერმანიაში და მას ახალი არმიისთვის რამდენიმე წლის მანძილზე აღარ უწინამძღვრია. მიუხედავად რამდენიმე ქალაქის განდგომისა, ლიგამ დიდი გამარჯვება მოიპოვა იმპერიის წინააღმდეგ 1176 წელს ლეგნანოში, მილანთან ახლოს. ქვეითებმა აიძულეს ბარბაროსას გერმანული კავალერია ბრძოლის ველს გასცლოდნენ. ნახევარკუნძულისთვის ეს ისტორიული მომენტი იყო, შესაძლოა ყველაზე გამაერთიანებელი თეოდორიხის სიკვდილსა და თანამედროვე იტალიის შექმნას შორის. როცა პატრიოტებმა, XIX საუკუნეში გაწმინდეს ისტორია საგმირო მოვლენების აღსაწერად, ლეგნანოს ბრძოლა ლიტერატურისა და მხატვრობისთვის პოპულარულ ინსპირაციად იქცა. მან შთააგონა, აგრეთვე, ვერდი თავისი ერთ-ერთი გამორჩეულ ოპერა  ,,La Battaglia di Legnano’’  დაეწერა.

დამამცირებელმა მარცხმა აიძულა ბარბაროსა მოლაპარაკებებზე წასულიყო, 1183 წლის კონსტანციის შეთანხმებით ფრიდრიხმა კომუნებს უფლება მისცა მმართველები თავად აერჩიათ, შეექმნათ თავიანთი კანონმდებლობა და ემართათ საკუთარი ტერიტორიები. დათმობები მისი მოწინააღმდეგეებისთვის ნომინალური და უმნიშვნელო იყო: მათ შორის იყო ერთგულების ფიცი და დაპირება, რომ ჯამურ თანხას მომავალ იმპერატორებს გადასცემდნენ, რათა მათ გაეგზავნათ ის რომში იმპერატორთა კორონაციისთვის. როგორც ჯულიანო პროკაჩი წერს: ,,კომუნებმა იმპერატორისგან სრული სუვერენიტეტი იცნეს, მაგრამ დათმეს სუვერენული უფლებები, რომელიც მათ ჰქონდათ.“  ბარბაროსა შვიდ წელიწადში დაიღუპა, მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისას (მან რუმელი თურქები დაამარცხა, იკონიის ბრძოლაში, ყილიჩ-არსლან II-ის მეთაურობით 1190 წელს), ანატოლიაში. იგი მთის პატარა მდინარეში გაუფრთხილებელი მოქმედებით დაიხრჩო. თუმცა მისი იტალიური ამბიციები მისსავე შვილიშვილში, იმპერატორ ფრიდრიხ II-ის პიროვნებაში აგრძელებდა არსებობას, ჩრდილო იტალიის ქალაქების უშედეგო დაშინების მცდელობების სახით.

ბარბაროსასა და კომუნებს შორის დაპირისპირება შემადგენელი ნაწილი იყო უფრო დიდი და ფართო ბრძოლისა საღვთო რომის იმპერატორებსა და პაპობას შორის, რომელსაც ლომბარდიის ლიგა უჭერდა მხარს. მრავალი ბრძოლა იტალიური მიწებისთვის, გახდა პაპის მხრიდან ინტერნაციონალიზაციის მიზეზი, რომელიც მოუწოდებდა გერმანელ და ფრანგ მთავრებს დახმარებისთვის. იტალიის კომუნათა კონკურენტულმა ფრაქციებმა ეტიკეტის უცხოური ფორმა შემოიტანეს ქვეყანაში. პაპის მხარდამჭერები ცნობილი იყვნენ როგორც გველფები, მათ კი თავისთავად ბავარიელ ველფთა ოჯახს მოუწოდეს, რომ იმპერატორად ოტო IV გამოეგზავნათ. XIII საუკუნის დასაწყისში ის მოკლე დროით იმყოფებოდა იმპერატორის ტახტზე, თუმცა პირადად იმ დროისთვის შეუსაბამო იყო ისევე, როგორც შემდგომში დიდი ბრიტანეთის ჰანოვერელი მეფეები. მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ გიბელინები, რომლებმაც ტიტული უფრო გაურკვეველი წყაროდან მიიღეს, სალიელთა და შემდგომში ჰოჰენშტაუფენთა ქალაქ ვაიბლინგენიდან. ეს სახელი ხანდახან გამოიყენებოდა შვაბიის დინასტიის აღსანიშნავად. შუა საუკუნეების ბრძოლების მიწურულს გველფები და გიბელინები მოტივირებული იყვნენ ადგილობრივ წარმოებაზე, ვიდრე ერთგულებაზე რომის პაპისა თუ იმპერატორთა მიმართ.

როცა პაპმა ლეო III-მ კარლოსი იმპერატორად აკურთხა (800 წ.), ცხადი გახდა, რომ ფრანკები, როგორც პაპების ლანგობარდებისგან დამხსნელები ალიანსის უპირატესი პარტნიორები გახდნენ. ლეოს მემკვიდრეები ცდილობდნენ შეეცვალათ როლები და თავად აერჩიათ იმპერატორთა სასურველი კანდიდატები. XI საუკუნეში ისინი მოითხოვდნენ, რომ გვირგვინი იმპერატორებს პაპებისგან მიეღოთ, როგორც ქრისტეს მონაცვლეებისგან დედამიწაზე და უმაღლესი ავტორიტეტებისგან საქრისტიანოში. ძალაუფლება მათი სიამაყისა და პრესტიჟის შემადგენელი ნაწილი იყო. გრეგორი VII-მ, რომის პაპმა (1073-85), დაჟინებით მოითხოვა, რომ მონასტრების, საეპისკოპოსოებისა და სხვა კლერიკალური ინსტიტუციების კლერგი თვითონ დაენიშნა: დაუმორჩილებელი სეკულარი მმართველები განდევნეს ეკლესიიდან. იმპერატორმა ჰაინრიხ IV-მ, მოინდომა გაეგრძელებინა მამამისის, ჰაინრიხ III-ის მიერ წარმოებული პაპების დანიშვნისა და გადაყენების პოლიტიკა ისევე, როგორც ეპისკოპოსებისა. მანაც გრეგორი გადაყენებულად გამოაცხადა და ,,ცრუ ბერად“ შერაცხა. შურისძიების გრძნობით აღვსილმა პაპმა წაახალისა ჰაინრიხის ქვეშევრდომები აჯანყებისკენ. შეშფოთებულებმა, მისგან მომდინარე საფრთხეებით გერმანიაში, აიძულეს იგი წასულიყო კანოსაში და სამი დღის განმავლობაში თოვლსა და ყინვაში დალოდებოდა პაპს,  სანამ გრეგორი ეკლესიიდან განკვეთილს შეუნდობდა. წონასწორობის აღდგენა კიდევ სამი წელი მიმდინარეობდა და ჰაინრიხი კვლავ განკვეთილ იქნა ეკლესიიდან. ამავე ხანებში ჰაინრიხმა დაიკავა რომი და ანტიპაპს აკურთხებინა თავი იმპერატორად, მაგრამ გრეგორიმ გამოაგდო იგი რომიდან ნორმანი მოკავშირეების დახმარებით, რომელთაც ქალაქის დიდი ნაწილი გადაწვეს. ჰაინრიხისა და გრეგორის მტრობა არ იყო უნიკალური შემთხვევა: შუა საუკუნეების ისტორიაში უხვად მოიძებნება მაგალითი, როცა იმპერატორი ტახტიდან აგდებს პაპს, პაპი კი იმპერატორს განკვეთს ეკლესიიდან, ისევე როგორც სხვა მონარქებს.

კამათის საგანი პაპსა და იმპერატორს შორის, აგრეთვე, ნორმანთა სიცილიის სამეფოს სტატუსი იყო. სამხრეთ იტალია ჩრდილოეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ის უფრო აგრარული და ფეოდალური იყო, ასევე, ეთნიკურად მრავალფეროვანი. მის ცხოვრებას განსაზღვრავდა ხმელთაშუა ზღვა და მისი ხალხების უცნობი დამაკავშირებელი გზა პოს ხეობასა და ევროპას შორის  ალპების გავლით.  ავტორიტარი მმართველების უღელქვეშ, რომელთაც მოსწონდათ ეკონომიკის სფეროს პირადად ხელმძღვანელობა და არაკომფორტულად ცხოვრობდნენ ფეოდალ ბარონთა გვერდით, ნაკლები შანსი ჰქონდა ქალაქს განვითარებისთვის, როგორც ეს ჩრდილოელებს შეეძლოთ. რამდენიმე ადგილის აყვავებამ შედეგი არ მოიტანა, რადგან თუნდაც აყვაბული ამალფის პორტი, რომლის ვაჭრებსაც კავშირები ჰქონდათ ეგვიპტესა და ბოსფორთან, მალე მოიშალა. როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში, რომაელებს, ლანგობარდებსა და ფრანკებს თავიანთი ადგილი მყარად ეჭირათ, ისევე, როგორც შემდგომში ბიზანტიელი ბერძნებისა და არაბი მუსლიმების დიდ რიცხვს. (ებრაული უმცირესობა აქაც სახლობდა). ეს მულტიკულტურული, მულტიკონფესიური ამალგამა (შენადნობი), მოულოდნელად შედუღაბდა სამეფოდ ნორმან რაინდთა დაჯგუფების მიერ, რომელთა შთამომავლებიც ბრწყინვალედ და წარმატებულად მართავდნენ მას 200 წლის მანძილზე.

მათმა მოხალისე რაზმებმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ადრეული XI საუკუნიდან დაიწყეს ჩამოსვლა. პაპმა ბენედიქტე VIII-მ დაიქირავა ისინი ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად აპულიაში, რის შემდეგაც რამდენიმე რაინდმა, რომელთა შორის ძმები ჰოტვილები გამოირჩეოდნენ მიწები მიიღეს მადლიერი მფლობელებისგან. ნორმანთა შიშმა აიძულა შემდგომში პაპი შებრძოლებოდა მათ, მაგრამ ის დამარცხდა და ჰოტვილთა 5 ძმიდან ერთ-ერთმა, რობერტ გვისკარმა შეიპყრო იგი, 1053 წელს. თავისუფლების სანაცვლოდ, საუკეთესო სიტუაციის შემთხვევაში, პაპობის სუვერენიტეტი იცნობოდა სამხრეთში, მაგრამ რობერტ გვისკარი ხდებოდა მეფე. მან თავის თავს უწოდა ,,აპულიისა და კალაბრიის მთავარი და სიცილიის მომავალი მთავარი“.  ზედსართავი სახელი ,,მომავალი“ მალე ზედმეტი გახდა, როცა  ახალი მმართველი, უმცროსი ძმის, როჯერის დახმარებით კალაბრიაში შეიჭრა და 1061 წელს სიცილია დაიკავა. ამის შემდგომ, რობერტ გუისკარი ორიენტირებული საკუთრივ კონტინენტის მიწებზე იყო, ხოლო როცა აპენინზე მან ბარი დიკავა, სამხრეთ იტალიაში 1071 წელს, რეგიონში ბიზანტიის ბატონობა დასრულდა. ხოლო  როჯერმა (ცნობილი, როგორც ,,დიდი გრაფი“) სიცილიელ არაბებს პალერმო წაართვა (1072) და კუნძულის დაპყრობა დაასრულა 1090 წელს.  ძმების სიკვდილის შემდგომ, დიდი გრაფის შვილმა, ასევე როჯერმა, ჰოტვილთა მიწების გაერთიანება დაასრულა და გახდა სიცილიის მეფე, როჯერ II.

palatinis eklesiis mozaika palermoshi.jpgპალატინის ეკლესიის მოზაიკა პალერმოში

ახალი ხელმწიფე შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული მონარქი იყო, კულტურული, შორსმჭვრეტელი და დახვეწილი. იგი ასევე, უნარიანი მმართველობითაც გამოირჩეოდა. მან უარი თქვა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე რელიგიური შემწყნარებლობის გამო, რაც მისთვის ფუნდამენტური ღირებულება იყო. ის მოითხოვდა, რომ მისი ხალხის კანონი და ადათები პატივცემული ყოფილიყო. ბერძნულისა და არაბულის თავისუფლად მოსაუბრე თავმჯდომარეობდა ინტელექტუალურ და კოსმოპოლიტურ სამეფო კარს. არქიტექტურა მის სამეფოში მუსულმანურის, ნორმანულის და ბიზანტიურის ნაზავი იყო. ეს სტილი შეგიძლიათ დღესაც იხილოთ პალერმოში, პალატინის სამლოცველოში, სადაც იხილავთ მოზაიკას და სან ჯოვანი დელი ერემიტის ეკლესიის წითელ გუმბათს. მან სიცილიას დაუბრუნა კეთილდღეობა და გავლენა, რომელიც ძველი ბერძნების შემდეგ არ ჰქონია –  და რომელიც მას აღარასდროს დაბრუნებია. მან ხმელთაშუა ზღვის უდიდესი კუნძული მიკროსამყაროდ აქცია. კუნძულისთვის, ზოგადად, იშვიათად ხდება ზღვა ასეთი პროცესების განვითარების წყარო, ადგილი სადაც კულტურები, კონფესიები და ხალხები ურთიერთპატივისცემით გამოირჩევიან.

San Giovanni Degli Eremiti.jpgSan Giovanni Degli Eremiti

პაპები ნორმანებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც საღვთო რომის იმპერატორებს: იყოლიებდნენ და ეხვეწებოდნენ, როცა სჭირდებოდათ; ებრძოდნენ და ყრიდნენ, როცა მათგან სარგებელს ვეღარ ხედავდნენ. რობერტ გუისკარმა და როჯერ II-მაც  გადაიტანეს ეკლესიიდან განკვეთა. როცა ჰოტვილებისა და ჰოჰენშტაუფენების დინასტია (ბარბაროსას ოჯახი) ნათესავურად დაუკავშირდა ერთმანეთს მტრობა უკვე პერმანენტული გახდა. როჯერის მემკვიდრე გახდა მისი შვილი უილიამ I, კიდევ ერთი წარმატებული და ნიჭიერი ჰოტვილი, უსამართლოდ ცნობილი მისი მტრების მიერ, როგორც უილიამ ,,ცუდი“, ხოლო მისი შვილიშვილი, უილიამ II, როგორც ,,კარგი“, რადგან ის უფრო რბილი ხასიათის იყო მუდმივად შემაწუხებელი და მომაბეზრებელი სუბიექტების მიმართ. ლეგნანოს ბრძოლის შემდეგ ბარბაროსადან მოყოლებული გარკვეული ხანი იტალიას საფრთხე არ შექმნია, მაგრამ ამ დროს უილიამმა გადაწყვიტა თავისი დეიდა კონსტანცა მიეთხოვებინა იმპერატორის მემკვიდრისთვის, ჰაინრიხ VI-თვის. თვითონ უშვილო ქორწინებაში იმყოფებოდა, ამ კავშირით კი ვაჟს შეიძლებოდა სიცილიის მეფის გვირგვინი დაედგა თავზე და დამატებოდა ტიტულატურას, რომელიც მოიცავდა გერმანიის, იტალიის მეფეებსა და საღვთო რომის იმპერატორს. იმის პერსპექტივამ, რომ იმპერატორს შეიძლებოდა ახლა უკვე პაპის სახელმწიფოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიები ემართა, ბუნებრივია, შეაშფოთა კალესტინ III, რომელმაც პირველად შეუწყო ხელი მტრის პრეტენდენტს (ჰოტვილთა უკანონო შვილს) სიცილიის გვირგვინისკენ მიმავალ გზაზე და შეეცადა ხელი შეეშალა ჰაინრიხის გეგმისთვის, თავისი შვილი ფრიდრიხი გაეხადა გერმანიის მეფე. მისი გეგმები მას შემდეგ ჩაიფუშა, რაც ის 1196 წელს, ორი წლის ასაკში აირჩიეს მეფედ, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიჭს მშობლები ოთხი წლისას დაეღუპა, კონსტანციას შვილის გამო ახალმა პაპმა ინოკენტი III-მ, როგორც მისმა მეურვემ, გადადებული ბრძოლა გარდაუვალი გახადა.

ჩვილი ქარიზმატული ფრიდრიხ II გახდა, მონარქი, რომელიც კულტურული რანგით თავისი დროის მმართველებთან შედარებით, როგორც სასტიკ, უხეშ და ფარისეველ ადამიანებთან,  უკეთეს მმართველად წარმოჩინდება. ,,მსოფლიო საოცრება“, ის იყო თავისი დროის სანაქებო ლინგვისტი, კანონმდებელი, აღმშენებელი, მეომარი, წინამძღოლი და მეცნიერი. მან ორნითოლოგიაში ჩინებული ნაშრომი შექმნა შევარდნით ნადირობაზე და უარყო მოსაზრება, რომ ზღვის იხვი იჩეკებოდა ზღვის მონაზარდებში. ეს დედუქციური მსჯელობით მიღებული მოსაზრების მაგალითი უფროა, ვიდრე დაკვირვებით, რადგან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა შეესწავლა ამ ტიპის იხვთა ჩვევები არქტიკულ წრეში. მისი შედარება თანადროულ მეფეებთან შესაძლებელია, მაგრამ ის არ იყო ისეთივე ბრძენი მმართველი ან ისეთივე კულტურული პიროვნება, როგორც ბაბუა დედის მხრიდან, როჯერ II. ის ცნობილი იყო, როგორც სამართლიანი და შემწყნარებელი რელიგიური თვალსაზრისით, მაგრამ არა ისეთი მცოდნე, როგორც არის ეს გაზვიადებული. ნიჭის მიუხედავად, მან ვერ გადაწყვიტა სამი ძირითადი პრობლემა მისი მდგომარეობისთვის: ურთიერთობები პაპებთან, ლომბარდიის ქალაქებთან და სიცილიასა და იმპერიას შორის ურთიერთობები.

712px-Kingdom_of_Sicily_1154.svg.png

მეფობის დასაწყისში ფრიდრიხმა წინააღმდეგობა გაუწია პაპებს მცირეწლოვანი შვილის სიცილიის ტახტზე აყვანაში, ხოლო შემდეგ თავად გახდა გერმანიის მმართველი. როცა ის 25 წლის ასაკში, 1220 წელს ეკურთხა იმერატორად , მან დაარწმუნა პაპი იურიდიულად გაყოფილიყო გვირგვინები. თუმცა მომდევნო პაპი გრეგორი IX ამაში დარწმუნებული არ იყო, ერთ დროს წმ. ფრანცისკესა და წმ. დომინიკეს მეგობარი, ახლა კი დოგმატიკოსი და ეკლესიის გულფიცხი წინამძღოლი. 1227 წელს მან განკვეთა იმპერატორი, ხოლო თავად ფრიდრიხმა კი ჭირის ეპიდემიის გამო ჯვაროსნული ლაშქრობაც კი მიატოვა; ერთწლიანი ექსპედიციის შემდეგ, პაპი ისე იყო განრისხებული, რომ სიცილიაში შეიჭრა, მაშინ, როცა მისი მეფე საზღვრებს გარეთ ლაშქრობდა საქრისტიანოსთვის. ფრიდრიხი მალე დაბრუნდა წმინდა მიწიდან, სადაც ის იერუსალიმის მეფედ ეკურთხა, დაამარცხა პაპის არმია და აიძულა გრეგორი მოლაპარაკებებზე წასულიყო და გაეთავისუფლებინა იგი ექსორიისაგან.

1230 წლიდან ზავი მათ შორის დახლოებით 10 წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ პაპმა არ დათმო თავისი ამბიციები, რომ ჰოჰენშტაუფენები გაეყარა სიცილიიდან და ხელი შეეწყო ახალი დინასტიის ჩამოყალიბებისათვის იმპერიაში. ფრიდრიხის შეჭრამ სარდინიაში კი, 1239 წელს საბაბი ბისცა მას კიდევ ერთხელ განეკვეთა იმპერატორი და კავშირი შეეკრა პროგველფულ ქალაქებთან ჩრდილოეთში. გრეგორი 1241 წელს მოკვდა, მაგრამ მისი ვენდეტა გააგრძელა, შურისმაძიებელმა  მემკვიდრემ, კერძოდ ინოკეტი IV-მ, რომელმაც ფრიდრიხი გადაყენებულად გამოაცხადა და უწოდა მას ანტიქრისტე, ხოლო გერმანელ ამომრჩეველს მოუწოდა ახალი იმპერატორის კანდიდატურა მიეღოთ. ,,მსოფლიო საოცრებას“ (Stupor mundi) შეიძლება უიღბლო ურთიერთობები ჰქონოდა პაპობასთან, მაგრამ მისი ქმედებები ლომბარდიის ქალაქებთან მიმართებაში უგუნური იყო. იმის გამოცხადებით, რომ ჩრდილოეთ იტალიის ქალაქები მას უნდა ეკუთვნოდეს და ეს სამართლიანია, გადაწყვეტილი ჰქონდა იგივე წარმატებისთვის მიეღწია, როგორც მისმა ბაბუამ, მამის მხრდან, ბარბაროსამ, თუმცა რომელსაც ბოლოს მაინც უშედეგოდ დაუმთავრდა მცდელობა. 1226 წელს მან იმპერიული კრება მოიწვია კრემონაში, გიბელინების ყველაზე ერთგულ ქალაქში, და გამოაცხადა მისი მიზანი ,,რეგალიების უფლებების აღდგენისა“. მისმა ამბიციებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოიწვია ლომბარდიის ლიგის აღორძინება, რის შედეგადაც პოს ხეობის ქალაქები მეოთხედი საუკუნის მანძილზე უწევდნენ წინააღმდეგობას მას. ფრიდრიხმა ლიგა 1237 წელს, კორტენუოვას ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა ზედმეტი მოუვიდა უპირობო დანებების მოთხოვნის წაყენებაში, რაზეც ქალაქებმა უარი განუცხადეს; იმავე წელს მან დამამცირებელი მარცხი იგემა ბრესციას ხანგრძლივი ხანგრძლივი ალყის შემდეგ. მიუხედავად სამხედრო წარმატებებისა 1240-41 წლებში, როცა მან პაპის სამფლობელოები დაიკავა, ხოლო 1246 წელს სამხრეთში აჯანყება აღკვეთა, კამპანიებს გრძელვადიანი ღირებული შედეგი არ მოუტანია.  მეტიც, 1248  წლის პარმას ალყა უფრო დამამცირებელი იყო, ვიდრე ბრესციის, როცა ალყაშემორტყმული გარნიზონი, როგორც ჩანს მოულოდნელად გამოვიდა ქალაქიდან და ფრიდრიხის ბანაკი დაარბია, როცა ის ნადირობდა.

frederick-ii-holy-roman-emperor-4.jpgფრიდრიხ II

იმპერატორი 1250 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილის კონრადის ხანმოკლე ზეობის შემდეგ მისმა უკანონო შვილმა მანფრედმა შემოიერთა. კიდევ ერთი ნიჭიერი შთამომავალი ჰოტვილებისა, მანფრედი იყო პოეტი, მეცნიერი და უფრო ბრძენი დიპლომატი ჩრდილოეთ იტალიის ქალაქებთან მიმართებით, ვიდრე მამამისი. ფრიდრიხის სიკვდილმაც ვერ შეაჩერა პაპების სურვილები აღმოეფხვრათ ჰოჰენშტაუფენების დინასტია და ეპოვათ ახალი მონარქი სიცილიის ტახტისთვის. 1266 წელს, პაპების ვედრებით, შარლ ანჟუელმა, საფრანგეთის მეფის ძმამ, წარმატებით დაიპყრო ის: მანფრედი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო ჰოჰენშტაუფენების უკანასკნელი მამაკაცი წარმომადგენელი, კონრადის ახალგაზრდა შვილი, კონრადინი სიკვდილით დასაჯეს.

შარლი სიცილიაში არაპოპულარული იყო, ხოლო რითიც გამოირჩა ის იყო, რომ დედაქალაქი პელრმოდან ნეაპოლში გადაიტანა. 1282 წელს იგი კუნძულელებმა გააძევეს აჯანყების დროს, რომელიც ცნობილია, როგორც ,,სიცილიური მწუხრი“. მისი ადგილი შესთავაზეს მეფე პეტრე არაგონელს, რომლის ცოლიც მანფრედის ქალიშვილი იყო. პეტრეს მიღება და აღზევება ჰოჰენშტაუფენთა მხარდამჭერებს იმედს აძლევდა, მაგრამ არაგონელის მმართველობა კუნძულის დაკნინების მომასწავებელი გახდა. ჩრდილო აფრიკისა და არაბული სამყაროდან გამოსვლის შემდეგ ახლა უკვე საფრანგეთისა და იტალიისგანაც მოწყვეტილი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, კონტინენტის სამხრეთი საუკუნეების მანძილზე ცნობილი იყო, როგორც ,,კონტინენტური სიცილია“ – ეს სახელი დროდადრო უბრუნდებოდა სიცილიას, ხოლო საბოლოოდ ორი სიცილიის სამეფო ეწოდა. უკვე XIII­ საუკუნის მიწურულიდან კუნძული ესპანეთის ფორპოსტად იქცა, იბერიასთან ინერტულად მიბმული 400 წლის მანძილზე. როგორც სარდინია, ისევე იღებდა ის მეფისნაცვლებს, მაგრამ ესპანელ მმართველთაგან მაინც ნაკლები ყურადღება ერგებოდა მას.

ფრიდრიხის ხელმწიფობის შედეგი ის იყო, რომ  მისი დინასტია გადაშენდა, ხოლო სიცილია გაღატაკდა, რომელიც თავისი ომებით იხდიდა ამ საშინელებას. სხვა დანაკარგი იდეური იყო, იტალიის გაერთიანება ერთი მმართველის ქვეშ, რაც მას სურდა და რაც აღარავის უცდია  მომდევნო ექვსი საუკუნის მანძილზე. მისი წარუმატებლობის ბენეფიციარები იყვნენ ტოსკანა და ჩრდილოეთის სხვა ქალაქები, რომელთაც ახლა შეეძლოთ კულტურული და კომუნალური განვითარება – ისევე, როგორც მათ ადგილობრივ კონკურენციას – ზედმეტი საგარეო ჩარევის გარეშე. კულტურული მონარქიის დაცემამ სამხრეთში გამოიწვია კულტურული აღმასვლა ჩრდილოეთში.

 

 

დავით მაზმიშვილი

 

წყარო: weaponsandwarfare.com

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s