გერმანიის ტომობრივი საწყისები

tumblr_lgazp7sfgy1qg14gco1_1280.png

ქრ.შ.-მდე I საუკუნეში, ცენტრალურ ევროპაში ცხოვრება შეიცვალა, როცა გერმანიკული მოდგმის ხალხები, ახალმოსულები რეგიონში, თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე დასახლდნენ. მათ გარკვეული ენობრივი საერთო გააჩნდათ. ინდოევროპულ ენათა კონა ლინგვისტური თვალსაზრისით კლასიფიცირდება, როგორც გერმანიკული; ეს ეთნოლინგვისტური ჯგუფი, როგორც ჩანს ჩრდილოეთ ევროპაში წარმოიშვა. ეს სხვადასხვა ტომი ერთიან ჯგუფად არ ჩამოყალიბებულა, ისინი ხშირად აწარმოებდნენ ომებს ერთმანეთის წინააღმდეგ და ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ და არეულად სხვა ხალხებთან ერთად მათი მასიური მიგრაციის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ურთიერთობებში იყვნენ კელტები, რომლებიც გერმანელთა გამოჩენამდე დომინირებდნენ რეგიონში.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი პერიოდის წყაროები ბუნდოვანია და არქეოლოგებს საბოლოო დასკვნის გამოტანა უჭირთ, როგორც ჩანს, ისინი სამხრეთ სკანდინავიიდან და ჩრდილოეთ გერმანიიდან მოვიდნენ ამ სივრცეში. მათი მიგრაციის მარშრუტი მიემართებოდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით, სადაც შედიოდნენ კონტაქტში გალიის ტერიტორიაზე კელტებთან, ხოლო აღმოსავლეთში ირანულ, ბალტიურ და სლავურ ხალხებთან. ამ ხნის განმავლობაში გერმანიკულმა ენებმა დომინანტობა მოიპოვეს რომის საზღვრებთან, როგორც თანამედროვე გერმანიის, ისე ავსტრიის, ჰოლანდიისა და ინგლისის ტერიტორიებზე. რომის იმპერიის დასავლეთ პროვინციებში, კერძოდ, გალიაში, რომელიც მოიცავდა თანამედროვე საფრანგეთსა და ბელგიას, გერმანელი იმიგრანტები რომაული კულტურის ღრმა გავლენას განიცდიდნენ და ითვისებდნენ ლათინურ დიალექტებს. გერმანულად მოსაუბრე ხალხის შთამომავლები ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ეთნიკური ჯგუფი გახდა; და არა მხოლოდ გერმანელები, ესენი არიან ასევე დანიელები, შვედები, ნორვეგიელები და ჰოლანდიელები.

რომაული წყაროები ხშირად არეული და წინააღმდეგობრივია იმის მცდელობაში, რომ მოახდინონ მრისხანე გერმანელ ,,ბარბაროსთა“ იდენტიფიკაცია, რომლებთანაც შეტაკებები ჰქონდათ საზღვრებთან. ამდენად, რომაელი ავტორები, მაგალითად იულიუს კეისარი იყენებდა ბუნდოვან ტერმინებს, როგორიცაა გერმანი სხვადასხვა გერმანული ტომის აღსაწერად, რომლებიც ამ მიწებზე სახლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები დარწმუნებულნი არ არიან სხვადასხვა ტომების განფენილობის სიზუსტეში, რომლებიც გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს ან შეკავშირებულ კულტურებს წარმოადგენდნენ, რომაული წყაროები მაინც მრავალ გერმანულ ტომს მოიხსენიებს; მათ შორის ალემანებს, კიმბრებს, ფრანკებს, ფრიზებს, საქსონელებს და შვებებს (სვებებს).

შემდგომში კეისარმა გაილაშქრა კიდეც მრისხანე ფრიზებზე, გალიაში კამპანიის დროს. ამავე პერიოდში იულიუსმა აღწერა ეს გერმანული ტომები, რომელთაც მკაფიოდ ადარებს კელტებს. კეისრის მიხედვით, ეს ხალხები უპირატესობას უფრო ანიჭებდნენ ომებს, ვიდრე რელიგიას ან საშინაო ცხოვრებას. მათ რელიგიას არ გააჩნდა ორგანიზებული სასულიერო ფენა და ორიენტირებული იყო ბუნების თაყვანისცემაზე; კეისრის აზრით, გერმანელები მთელ ძალებს ახარჯავდნენ ომებს.

კეისარი ასევე აღწერს დუნაის პირზე მოსახლე გერმანელთა პასტორალურ (აგრარულ) ეკონომიკას. იულიუსი ისევ უსვამს ხაზს, რომ ისინიც ომზე იყვნენ ფოკუსირებულნი. წერს, რომ განსხვავებით რომაელებისგან, ისინი თავს არიდებდნენ სიმდიდრესა და ფუფუნებას; ცხოვრობდნენ თავდასხმებითა და დაპყრობებით. კეისრისავე გადმოცემით, გერმანელთა მეომრული სული მათ მებრძოლებს მრისხანე მტრებად აქცევდა და ის ადარებდა მათ სამხედრო ძალას უფრო ცივილიზებულ კელტებთან. გერმანელთა მებრძოლი სულისკვეთების ხაზგასმით კეისარმა აღმოაჩინა, რომ კელტების შეცდენა რომაული ფუფუნებით უფრო ადვილად იყო შესაძლებელი; შედარებისთვის:

,,იყო დრო, როცა გალები გერმანელებს მამაცობით ჯობნიდნენ და დამამცირებელ ომებს აწარმოებდნენ მათ წინააღმდეგ, მაგრამ მათი ხალხის დიდი რაოდენობისა და მიწების უკმარისობის გამო აარსებდნენ კოლონიებს რაინზე… სიახლოვე [რომის პროვინცია გალიასთან] და ზღვის გადაღმა მხარეების სავაჭრო საქონლის ცოდნა, რომლითაც მარაგდებოდნენ გალები ბევრ რამეში მათი ფუფუნებისკენ სწრაფვას განაპირობებდა, ისევე, როგორც ცივილიზაციისას. ხარისხიან სიკეთეებზე მიჩვევამ გამოიწვია ის, რომ გერმანელებს სიმამაცეში აღარ უტოლებდნენ თავს.“

ტაციტუსის გერმანია    

კეისარი არ იყო ერთადერთი რომაელი, რომელმაც მიგრირებული გერმანელები აღწერა ცენტრალურ ევროპაში და რომელთაც საფრთხე შეუქმნეს იმპერიის რაინ-დუნაის საზღვრებს. გაიუს კორნელიუს ტაციტუსი (დაახლ. ახ.წ. 55-120) რომაელი არისტოკრატი, დაიბადა კეისრიდან 150 წლის შემდეგ, გალიაში, ახლა უკვე პროვნიციაში, სადაც იმპერატორმა იმარჯვა. მან წარმატებული პოლიტიკური კარიერა აიწყო, გახდა სენატორი, კონსული და ბოლოს იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, აზიის მმართველი, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. 98 წელს დაწერილ ნაშრომში, ,,გერმანია“, იგი აღწერს გერმანიკულ ტომებს დეტალური ეთნოგრაფიული მონაცემებით. მიუხედავად მისი პოლემიკური განზრახვისა, ის დაიწერა ,,ბარბაროსთა“ ღირსებისა და ძალის შედარებისთვის, რომაელთა დაღმასვლასა და სისუსტესთან; ასევე მეორეხარისხოვანი დამოკიდებულებით გერმანელთა ადათებთან, მისი ნაშრომი საინტერესო სურათს გვიხატავს რომაელთა თვალთახედვაზე მათ ჩრდილოელ ,,ველურ“ მეზობლებზე. მეცნიერები ეჭვობენ, რომ ტაციტუსი რომის საზღვრებთან საერთოდ არასდროს ყოფილა, მაგრამ თავისი თხზულების შექმნისას მან უკვე დამუშავებული წყაროები გამოიყენა, მათ შორის კეისრისა და პლინიუსის ადრეული ჩანაწერები გერმანელებზე. ის შესაძლოა ესაუბრებოდა რომაელ ვაჭრებს და ჯარისკაცებს, რომელთაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ გერმანულ ტომებთან.

ტაციტუსის შრომის გარკვეული პასაჟები მე-19 საუკუნის გერმანელმა ნაციონალისტებმა გამოიყენეს; განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც იგი მათ ფიზიკურ სიძლიერესა და  რასობრივი სიწმინდის მომენტებს აღწერდა. გაოცებული გერმანელთა ტანადობით, რომაელი ავტორი წერს, რომ ,,ამ მოდგმაში ვერ იპოვით რასობრივ აღრევას (შერეულ ქორწინებებს), არიან განსაკუთრებული ხალხი და ისეთი სუფთა, როგორც არცერთი სხვა“. ის რაც დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია კელტებისა და გერმანელების ურთიერთშორის კონტაქტებსა და აღრევებზე, მათი რასობრივი სიწმინდე ეჭვქვეშ დგება (მთ. გამომდინარე იქიდან, რომ ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის, მსგავსი მოსაზრებები, ვფიქრობ დოკუმენტური წყაროების უგულებელყოფაა).

Germanic thing, drawn after the depiction in a relief of the Column of Marcus Aurelius.jpgგერმანული თინგი, გამოსახულია მარკუს ავრელიუსის სვეტზე (II ს.)

უფრო სარწმუნო ჩანს, ტაციტუსის აღწერილობა გერმანელთა დიდ სამხედრო ძლიერებაზე, რაზეც აღნიშნავს მათ ერთობას ბრძოლის ველზე. მისი მიხედვით, გერმანული ტომები მეთაურებს სამხედრო დამსახურებებისა და ბრძოლის ველზე ჩადენილი გმირობების გათვალისწინებით ირჩევდნენ. გარდა ამისა, ბელადები არ სარგებლობდნენ შემთხვევითი ავტორიტეტით და მართვადნენ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენსაც თავიანთ ხალხს ამარჯვებინებდნენ. ,,გერმანიაში“ ტაციტუსი წერს: ,,ისინი თავიანთ მეფეებს დაბადების ადგილას მიიყვანდნენ, თავიანთ გენერლებს სიმამაცის ფუძეზე. ისინი არ იყვნენ შეუზღუდავი ან შემთხვევითი უფროსები, ხოლო გენერლები მაგალითით უფრო მეტს აკეთებდნენ, ვიდრე წინამძღოლობით. თუ ისინი ენერგიულები და შესამჩნევები არიან, თუ ისინი წინა ხაზზე იბრძვიან, ამ ყოველივეს აღტაცებით აკეთებენ“.

ტაციტუსისთვის გერმანელთა სამხედრო ძლიერების სიდუმლო ტრაიბალური საზოგადოების ერთიანობა იყო. ავტორი ამტკიცებს, რომ რომის იმპერიის ლეგიონებისგან განსხვავებით, გერმანული სამხედრო დაჯგუფებები კლანებისა და ოჯახებისგან შედგებოდა და მეომრები თავიანთი ნათესავების მხარდამხარ იბრძოდნენ, იბრძოდნენ თავიანთი პატივისათვის. ამ მეომართა საზოგადოებაში, ინდივიდები პატივს მიაგებდნენ თვალსაჩინო გმირობის მაგალითებს; თითოეული ცდილობდა დაეჯაბნა მისი თანამებრძოლი მამაცობით. ახალგაზრდა მებრძოლები ცდილობდნენ მიეღწიათ თავიანთი ნათესავების მხრიდან პატივისცემისთვის და ბელადების მხრიდან აღიარებისთვის, რომლებიც ნაძარცვ ნადავლს უმამაცეს ჯარისკაცებს გადასცემდნენ. გარდა ამისა, ტაციტუსის მიხედვით, გერმანელ მებრძოლებს თავიანთი ქალები და ბავშვებიც კი გაჰყავდათ ბრძოლის ველზე. შესაბამისად,  მოიპოვებდნენ შესამჩნევ ძლიერებასა და მრისხანებას იმის ცოდნით, რომ იცავდნენ ოჯახს ამოჟლეტისა და დამონებისგან: ,,მამაცობის სტიმული არ არის დროებით შეკრულ ჯგუფებსა ან მტრის რიგებში შეჭრაში, არამედ ოჯახსა და ნათესაობაში. მათთან სიახლოვე უძვირფასესია მათთვის, რახან ისმენენ ისინი ქალთა გოდებასა და ბავშვების ტირილს. აქ არიან მოწმეები, რომლებიც თითოეული ადამიანის თვალში ყველაზე ძვირფასია, აქ ქება დიდ სურვილებს აღძრავს მათში“.

pre-christian-bc-bronze-age-germans-DMJN9J.jpgქრისტიანობამდელი გერმანელები

აგრძელებს რა გერმანელთა ტრაიბალური სამხედრო რაზმების განხილვას, ტაციტუსი აგრეთვე განიხილავს გერმანელთა პოლიტიკური ცხოვრების ეგალიტარულ, თანასწორ ბუნებას,  იგი განასხვავებს მას რომაელ იმპერატორთა ავტოკრატიული მმართველობისაგან, რომლის ქვეშაც თავად იყო. მისივე თქმით, გერმანული ტომები პერიოდულად იკრიბებოდნენ, რათა განეხილათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. როცა ბელადები პირველები იწყებდნენ სიტყვის თქმას, თითოეულ მეომარს ჰქონდა უფლება მიემართა კრებისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე, რითაც აღწევდნენ ორმხრივ შეთანხმებას. გერმანული სამხედრო რაზმების ერთობა ნარჩუნდებოდა ასევე უზომო დროსტარებებით, სადაც ტომის წევრები მიირთმევდნენ ნაძარცვ ხილს და იმას რასაც ბელადი უწყალობებდა. მიუხედავად ტაციტუსის მიერ გერმანელთა რელიგიური წესების შესწავლისა, ის მაინც ძველ დამახინჯებულ რომაელ ავტორთა წყაროებს ეფუძნებოდა, ამიტომ ის მცირე შუქს ჰფენს მათ რწმენა-წარმოდგენებს; თავის ჩანაწერებში ის აქებს გერმანელთა ქორწინების წესების უბრალო, სადა მორალს: ,,მათ მტკიცე საქორწინო კავშირები აქვთ: მათ ხასიათში ამაზე უფრო დიდ საქებარს ვერაფერს ნახავთ“. ტაციტუსისთვის ქების ღირსია გერმანელი ხალხების ცოლ-ქმრული ერთგულება, რომელსაც ადარებს იმპერიული რომის, როგორც ის აღიქვამს, ოჯახურ დეკადანსს. რომაელი არისტოკრატის მიხედვით, გერმანული ტომები მონოგამიურ ცხოვრების წესს მისდევდნენ და მათთან ღალატი უმკაცრესად ისჯებოდა. ახალგზარდა წყვილს შორის მზითევიც კი იყოფოდა, რაც ირეკლებოდა მხედრულ სულში, რომელსაც ტაციტუსი ასე განსაკუთრებულად გამოარჩევს ყველა ტომში; საქმრო პატარძალს აძლევდა ,,ხარებს, ცხენესა და აღვირს, ასევე ფარსა და შუბს ან მახვილს“, როგორც საქორწინო საჩუქრებს, ხოლო საცოლეს ,,თავის მხრივ გულისსწორისთვის (უკვე მეუღლისთვის) მოჰქონდა სამხედრო აღჭურვილობა“. ეს საჩუქრები მათ ძლიერ კავშირზე მიუთითებდა და ჩვენ კი შეგვახსენებს გერმანულ კულტურაში ომის უპირატესობას.

დავით მაზმიშვილი  

წყარო: weaponsandwarfare.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s