მიგრანტთა კრიზისის რომაული გამოცდილებიდან

hadrians-wall-original-height.jpegადრიანეს კედელი (ასევე ცნობილი, როგორც რომაული კედელი)

არქეოლოგები მუშაობენ რომაელ ლეგიონერთა ციხე-სიმაგრეზე, ადრიანეს კედელთან (დიდი ბრიტანეთი) და აქვთ ეჭვი, რომ აღმოაჩინეს ლტოლვილთა ბანაკი, რომელიც განკუთვნილი იყო ჩრდილოეთიდან შემოსული მშვიდობიანი ტომებისთვის. ისინი სავარაუდოდ დიდ არეულობას გამოექცნენ დაახლოებით მესამე საუკუნეში. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ლტოლვილთა ბანაკი, აღმოჩენები ბადებს მრავალ კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ რომაელებს მათთან და რამდენად შეესაბამება დღევანდელ დამოკიდებულებას იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რომაელები შედარებით თანაგრძნობით იყვნენ განსმჭვალული ლტოლვილთა მიმართ, განსაკუთრებით თავიანთი სავარაუდო წარმოშობის გამო. მთავარი აქ რომაელთა მითიური წინარეისტორიაა: მათმა ლეგენდარულმა დამაარსებელმა, ტროელმა პრინცმა – ენეასმა, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც თანმხლებთა მცირე ჯგუფსა და ოჯახის უახლოეს გარემოცვასთან ერთად მოახერხა მშობლიური ქალაქის ბერძნული აპოკალიფსისგან თავის დაღწევა, წლები იხეტიალა, ვიდრე აპენინზე დადგამდა ფეხს. შესაბამისად რომაელებსაც დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით.

მრავალი ბერძნული ქალაქი, რომლებიც მოფენილი იყო დასავლეთსა და ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთში, მშვიდობიანი მიგრაციის პროდუქტი არ ყოფილა. ეს გახლდათ სისხლიანი მღელვარების შედეგი, რომელიც რეგულარულად აჩაღებდა პოლიტიკური ზეწოლის ქურას, რომლის ეპიცენტრიც ანტიკური საბერძნეთის ქალაქებში მდებარეობდა. მშობლიური სამოსახლოს მიტოვება და ახლის ძიება ყველაზე მისაღები და უსაფრთხო ვარიანტი იყო მათთვის, ვისთვისაც ამ შიდა კატაკლიზმებით მხარეები უკვე დაკარგული ჰქონდათ. ასევე იყო კართაგენიც, რომის უდიდესი მტერი, რომლის მითიური დამაარსებელიც, დედოფალი დიდო ქალაქ ტვიროსიდან გაიქცა, სადაც ტირანი მმართველი იჯდა ტახზე, თავისივე ძმა, რომელმაც ქმარი მოუკლა. რომის იმპერიისათვის, მიეღოთ და დახმარებოდნენ მაღალი სტატუსის მქონე ლტოლვილებს მოსაზღვრე ტომობრივი საფეოდალოებიდან დიდი ხნის მანძილზე იყო მთავარი ობიექტი მათი დიპლომატიური სტრატეგიისა. დამხობილი ლიდერები და უზურპატორი მეფეები ხშირად ელოდებოდნენ ყურის თხოვებასა და კომფორტულ შემწეობას რომაელებისგან. მოსალოდნელი ანაზღაურება კი პრორომაული პოლიტიკა იყო თუ მათ თანამდებობის დაბრუნებაში დაეხმარებოდნენ. გარდა ხელმძღვანელი ელიტისა, რთულია თვალყური ადევნო გადაადგილებულ პირთა ნებისმიერ მნიშვნელოვან მოძრაობას, უმთავრესი მიზეზი კი სასაზღვრო დაცვა იყო. მათ ის უფრო ევალებოდათ, რომ ბარბაროსთა მიწაზე გადასული რომაელებისთვის სწრაფი დახმარება აღმოეჩინათ, ვიდრე შიდა წესრიგზე ეზრუნათ.

a604373a5e5f0dabdf02b9b168d678f4.jpgგოთები რომის იმპერიის შიდა ტერიტორიებისკენ

ისტორია საინტერესო მაგალითს გვთვაზობს თუ როგორ აღმოჩნდა ჩართული რომის იმპერია მიგრანტთა კრიზისში, ხოლო მისმა რეზონანსმა როგორ გამოიწვია უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა თანადროულ ეპოქაში.  ახ.წ. 376 წელს იმპერატორ ვალენსის ყურამდე მიაღწია საგანგაშო ინფორმაციამ, რომ 100 000-მა გოთმა თავი მოიყარა მდინარე დუნაის შორეულ ნაწილთან. მალე აშკარა გახდა, რომ ეს არ იყო ბარბაროსთა შემოსევა. ეს ურდო შედგებოდა ქალების, ბავშვებისა და რა თქმა უნდა, მამაკაცებისგან. მათი ლიდერები ნებართვას ითხოვდნენ, რომ დასახლებულიყვნენ იმპერიის შიდა ტერიტორიებზე, სამაგიეროდ, იმპერატორს აღუთქვამდნენ მოკავშირეობას. საკუთრივ  მათი სამეფო სასტიკ ჰუნებს ჰქონდათ განადგურებული. ეს სიტუაცია რომაელებისთვის მომგებიანი ჩანდა: რომის არმია უფასო ცოცხალი ძალის ქრონიკულ უკმარისობას განიცდიდა. თუმცა რაც ამას მოჰყვა, ნამდვილი კატასტროფა იყო. არასტაბილურ ადამიანთა წყალდიდობა რომაულ სივრცეში შესასვლელად ემზადებოდა, ჩინოვნიკებმა წარუმატებლად სცადეს რიცხობრივი კონტროლის დაწესება მათზე. აქ ლტოლვილები უფრო დიდ კატასტროფაში ჩაცვივდნენ, ბანაკებში თვიდან თვემდე ვრცელდებოდა ავადმყოფობები და შიმშილი. გოთები დაუძლურდნენ.

ასეთ საშინელ პირობებში, გასაკვირი არ იყო, რომ სასოწარკვეთილმა ლტოლვილებმა ქალაქგარე რეგიონების რბევა დაიწყეს საკვების მოსაპოვებლად. ვალენსმა დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაელაშქრა იმპერიული არმიით გოთებზე. შედეგი კი ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო კატასტროფა იყო, რაც კი ოდესმე რომს განუცდია. ადრიანოპოლის ბრძოლაში, ვალენსი თავისი არმიის უდიდეს ნაწილთან ერთად დაეცა. მისი მემკვიდრე, თეოდოსი იძულებული გახდა მშვიდობა ეთხოვა გოთებისთვის, რომლებმაც ამის შემდგომ უფრო გაიმყარეს პოზიციები და მიიღეს ხელსაყრელი პირობები, რაც აძლევდა მათ ფართო ავტონომიას, ხოლო თავად კი იმპერიული არმიის ძირითად მასას შეადგენდნენ. ახლა რთული არაა მივხვდეთ, რატომ განსჯის ადრიანოპოლს მრავალი ისტორიკოსი, დასავლეთის იმპერიის დაცემის დასაწყისად.

თუკი რამე შეგვიძლია ვისწავლოთ ადრიანოპოლიდან არის ის, რომ არასდროსაა გარანტირებული ორმხრივი შედეგი დიდსულოვანი მოპყრობისა მათ მიმართ, ვინც ჩვენი მფარველობის ქვეშაა, არაკეთილშობილ ქცევას კი შეუძლია გამოიწვიოს უკმაყოფილება, სიმწარე და საბოლოოდ კატასტროფა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც კარგად უნდა აღვიქვათ.

refugees-welcome-eu-attitudes-to-immigration-this-map-shows-the-2766487.png

დავით მაზმიშვილი

წყარო: www.theguardian.com

P.S. მომავალში აუცილებლად მიეძღვნება ერთი ან რამდენიმე თარგმანი ადრიანოპოლის ბრძოლას

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s