ჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთის სავაჭრო კომპანია

dutch_trade_routes-7481909_std.jpgჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთის სავაჭრო კომპანიის საზღვაო მარშრუტები

მე-17 საუკუნის დასაწყისში დაარსებული ორი სააქციო საზღვარგარეთული სავაჭრო კომპანია ტრანსფორმირდა შორეულ ევროპულ საზღვაო კომერციად. ინგლისის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია (EIC) დაარსდა 1600 წლის 31 დეკემბერს, ინგლისური სამეფო ხელისუფლების მიერ დამტკიცებული სიგელის საფუძველზე, ხოლო ჰოლანდიის გაერთიანებული აღმოსავლეთ ინდოეთის სავაჭრო კომპანია (VOC) 1602 წლის 20 მარტს, ნიდერლანდის გენერალური შტატების მიერ, რომელსაც მიენიჭა ექსკლუზიური უფლება ევაჭრა ნებისმიერი მიმართულებით კეთილი იმედის კონცხის აღმოსავლეთით. ჰოლანდიური კომპანია დაარსდა 6 მილიონი გულდენის ღირებულების სააქციო კაპიტალით (რაც 300 მილიონი ევროს ექვივალენტია) და ორგანიზაციული თვალსაზრისითა და სიდიდით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი ინგლისელი ნათესავისგან.

ჰოლანდიელები აზიაში გვიან მოვიდნენ. ისინი აქ პორტუგალიელების მოსვლიდან საუკუნის შემდეგ გამოჩნდნენ. თუმცა მანამდე მრავალი ჰოლანდიელი და ფლამანდიელი ზღვაოსანი თუ ჯარისკაცი დაცურავდა აზიისკენ პორტუგალიური გალეონებით. აქედან გამომდინარე, მათთვის საზღვაო მარშრუტები აზიისკენ კარგად იყო ცნობილი. ჰოლანდიელები საიდუმლოდ მოიპოვებდნენ დამატებით რუტერებს (სახელმძღვანელოები, რომლებიც საზღვაო მიმართულებებს აჩვენებდა) და რუკებს ლისაბონში. ,,The Itinerario” (გზამკვლევი) იყო პორტუგალიის იმპერიის ვრცელი გამოკვლევა აზიაში, რომელიც დაწერა იან ჰიუგენ ვან ლინსხოტენმა, გოას ეპისკოპოსის ყოფილმა მდივანმა. მან დეტალურად აღწერა სანავიგაციო გზები აზიის მიმართულებითა და  თავად აზიაში. მან ასევე მწვავე კომენტარები გააკეთა კორუფციაზე, რომელსაც პორტუგალიურ ინდოეთში ჰქონდა ფესვები გადგმული მე-16 საუკუნის ბოლოსათვის. მანუსკრიპტით ხელმძღვანელობდა ჰოლანდიური ფლოტი, რომელმაც დასავლეთ იავას მიაღწია 1595 წელს და ერთ წელიწადში რამდენიმე ენაზე გამოიცა.

the-flag-of-the-dutch-east-india-company-flying-on-the-replica-ship-A4BH4J.jpgჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთის სავაჭრო კომპანიის ემბლემა

შექმნა და პიკის წლები

1596 წელს პირველი ფლოტის შინ დაბრუნების შემდეგ, აზიური ბაზარი ბრძოლისთვის თავისუფალი იყო. რვა სხვადასხვა ჰოლანდიურმა კომპანიამ პორტებიდან 14 ფლოტი გააგზავნა ინდოეთისკენ, ჯამში 65 გემი, გზად კი 11 დაკარგეს. ჰოლანდიის პროვინციის მიწის ადვოკატის (მმართველი მოსარჩელე), იოჰან ვან ოლდენბარნეველტის (1547-1619) წაქეზებით, ყველა ეს კომპანია გაერთიანდა. ამით შეიქმნა ჰოლანდიური ოსტ-ინდოეთის თავისებური ფედერალური ორგანიზაცია, ექვსი პალატით , რომელიც ჰოლანდიისა და ზეელანდის პროვინციების ექვს პორტში ვრცელდებოდა და რომელიც თავიანთი ზომების მიხედვით წარმოადგენდნენ ერთ ან რამდენიმე პირს გენერალურ საბჭოში. მას უწოდებდნენ ჯენტლმენთა ჩვიდმეტეულს (მასში ამსტერდამს ექვსი ადგილი ეკავა). კომპანიის წესდების განახლება ხდებოდა ყოველ 21 წელიწადში ერთხელ გენერალური შტატების მიერ. კომპანიების გაერთიანებამ უზარმაზარი რყევები გამოიწვია აზიიდან იმპორტირებული საქონლის ფასებზე, როგორც მაგალითად პილპილსა და სანელებლებზე, რომლებიც საერთო სტრატეგიას დაექვემდებარა.

michiel-jansz-van-miereveld-attr-portret-van-johan-van-oldenbarnevelt-HN2E6T.jpgიოჰან ვან ოლდენბარნეველტი

თუ გავითვალისწინებთ, რომ ინგლისური ოსტ-ინდოეთი ყველა სავაჭრო ორგანიზაციათაგან პირველი დაფუძნდა, ჰოლანდიელ კონკურენტს კიდევ ჰქონდა მიზანი: გაეგრძელებინა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის იბერიელი საზღვარგარეთელი მტრების წინააღმდეგ. ამგვარად, ისტორიკოსი ჩარლზ რალფ ბოქსერი ჰოლანდიურ ოსტ-ინდოეთს უწოდებს ,,დავთრისა და ხმლის კომპანიას“ (1965). არანაკლებ 1/3 დაიხარჯა მთავარი ბიუჯეტიდან ომისთვის მოლუკის კუნძულებზე, სადაც პორტუგალიელებს ებრძოდნენ, თუმცა შედეგად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ამოიღეს.

ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა, რასაც ევროპელი ერები, რომლებიც აზიაში ვაჭრობდნენ და ინდუსტრიულ რევოლუციამდე შეეჩეხნენ, იყო ის თუ როგორ გადაეხადათ იმპორტირებული ფუფუნების საგნებისა და ტროპიკული საქონლისთვის. თავდაპირველად, ევროპას შალის ქსოვილისა და ოქროს ზოდების გარდა ცოტა რამ გააჩნდა. იან პიტერსზოონ კოენმა (1587-1629), რომელიც ოსტ-ინდოეთის კომპანიაში თავიდან გენერალი, შემდეგ კი გენერალ-გუბერნატორი იყო, შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომ გამკლავებოდა ამ პრობლემას. მომსწრემ პორტუგალიელი მტრების წარმატებისა აზიაში, ყურადღება გაამახვილა ფართო ინტრა-აზიური სავაჭრო ქსელის შექმნაზე, რომელიც გავრცელდებოდა მოხადან (არაბეთის ნახევარკუნძული) ჰირადომდე (იაპონია), რაც საშუალებას მისცემდა კომპანიას დიდი მოგება მიეღო (ინტრა-აზიური ვაჭრობიდან შეეძლოთ გადაეხადათ ტვირთის ევროპაში დაბრუნებისათვის). სუმატრაში გუჯარათის ტექსტილს ვაჭრობდნენ პილპილსა და ოქროზე; პილპილს ბანტენიდან – დასავლეთ იავაში ვერცხლის რიალსა და კორომანდელის ტექსტილზე ინდოეთში. ჩინური რკინის, აბრეშუმის, ფაიფურისა და ოქროს ნაკეთობებს სანდელზე, წიწაკასა და რიალზე ცვლიდნენ ბანტენში და ა.შ.

jan-pieterszoon-coen-by-jacob-waben-early-17th-century-jan-pieterszoon-D98J31.jpgიან პიტერსზოონ კოენი

იმისათვის, რომ სავაჭრო ქსელზე ზედამხედველობა გაეუმჯობესებინა, კოენმა დააფუძნა ახალი ცენტრი ყოფილ იავის პორტში, ჯაკატრის სამთავროში (ახლანდელი ჯაკარტა). მას გადაარქვეს სახელი და უწოდეს ბატავია, რომელიც შემორჩა ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის დედაქალაქს დეკოლონიზაციამდე (1949). კოენის აზრით კომპანია სამ ბურჯს უნდა დაყრდნობოდა: დიდი შემოსავლების მქონე ტექსტილის ვაჭრობას კორომანდელის სანაპიროსა და ინდონეზიის არქიპელაგს შორის; სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიას ბანდის არქიპელაგსა და მოლუკებში; და ვაჭრობას ჩინეთსა და იაპონიასთან. გარდა პირდაპირი ვაჭრობისა ჩინეთთან, რომლის განხორციელებაც ვერ მოხერხდა, სხვა სამიზნეები დაკმაყოფილდა, თუმცა კიდევ ერთი მიზანი ძვირფასი ლითონების შემოტანა ევროპიდან ვერასდროს განხორციელდა. 1660-იანებისთვის კომპანიამ გამოაძევა და ჩაანაცვლა პორტუგალიელები (და ესპანელები ტიდორთან) მოლუკებზე (1603-1662), მალაკაში (1641) და მაკასაარში (1667) ინდონეზიის არქიპელაგზე, ცეილონზე (1640-1657), კოჩინზე (1663) მალაბარის სანაპიროზე და ნეგაპატნამზე (1659) ინდოეთში. ჰოლანდიელებმა შეცვალეს პორტუგალიელები იაპონიის უმცირეს კუნძულ დეშიმაზე, მაგრამ ისინი განდევნეს ფორმოზადან მინის ერთგულებმა და ჟენ ჩენგონგმა (მას კოჩინგას ეძახდნენ, იყო სამხედრო მეთაური).

VOC-მა აპოგეას 1690-იანებში მიაღწია. საშუალოდ, 80-90 გემი, რომელიც დაცურავდა აზიის წყლებში, ემსახურებოდა 22 ფაქტორიას სპარსეთიდან იაპონიამდე. ჰოლანდიის რესპუბლიკაში ყოველ პალატას თავისი გემთმშენებელი ცენტრი და საქონლის საწყობი გააჩნდა,  რომელთა მუშებიც კომპანიის ადგილობრივ შტოებს ემსახურებოდნენ, შედეგად იზრდებოდა ადგილობრივი საქალაქო ეკონომიკა. გარდა ამისა, ნიდერლანდის 2 500 დასაქმებულისა, კომპანიას ემსახურებოდა 16 000 თანამშრომელი, ვაჭარი, ჯარისკაცი და მეზღვაური აზიაში. მათმა რიცხვმა 1750 წლისთვის 23 000-ს მიაღწია. ტროპიკული ჰავა ბევრ მუშახელს მოითხოვდა. VOC-ის 200 წლიანი არსებობის მანძილზე, მხოლოდ ერთი-მესამედი 937 000 ადამიანისა, რომელიც აზიაში გაემგზავრა 4 700 გემით, საბოლოოდ 3 300 გემით დაბრუნდა უკან.

inglisis-agmosavlet-indoetis-kompania.pngინგლისის აღმოსავლეთ ინდოეთის სავაჭრო კომპანიის ემბლემა

ზოგადად, ჰოლანდიის სანაპიროსთან ყოველწლიურად, სამი ფლოტი რჩებოდა. ხშირად სამხედრო ხომალდები ინგლისურ არხზე ხუთიდან ათ გემამდე ჯგუფებს ედგნენ ესკორტად. მე-17 საუკუნეში დიდი ჰოლანდიური ოსტ-ინდოეთის გემი 700 ტონამდე ტვირთს დაატარებდა, გარდა ტვირთისა აქ შედიოდა 250-300 ადამიანი – მათგან 140 მეზღვაური, 120 ჯარისკაცი და რამდენიმე ათეული მგზავრი. მეზღვაურთა დიდი ნაწილი სკანდინავიიდან და ჰოლანდიიდან იყო, მაგრამ ჯარისკაცთა უმრავლესობა გერმანული სამთავროებიდან გახლდათ. მგზავრები, ძირითადად, უმაღლესი ოფიციალური პირები იყვნენ, ცოლებითა და ბავშვებით.

დროთა განმავლობაში სხვადასხვა სავაჭრო საქონლის მნიშვნელობა არსებითად შეიცვალა. ზოგიერთი მათგანი, როგორიც იყო პილპილი და სანელებლები არქიპელაგიდან და დარიჩინი ცეილონიდან ვაჭრობის საყრდენი იყო, მაგრამ 1680-იანი წლებიდან დაწინაურდა შაქარი და ტექსტილი, ამას მოჰყვა მოდური პროდუქტები, კერძოდ, ყავა (იავადან) და ჩაი (ჩინეთიდან), რამაც ევროპული სმის კულტურის მოდერნიზაცია გამოიწვია.

დაცემა მე-18 საუკუნეში

მე-18 საუკუნის შუა ხანებში, VOC-ის განსაკუთრებული მდგომარეობა შეიცვალა. ინტრა-აზიური სავაჭრო მოქმედებები შესუსტდა, როცა აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობამ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. თუმცა ამავე პერიოდში, გაიმყარა მდგომარეობა ვრცელ ტერიტორიებზე ცეილონსა და იავაზე, სადაც ბრძოლა ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა. ამდენად, ორგანიზაცია, რომელიც მოწინავე საზღვარგარეთულ სავაჭრო კომპანიად შეიქმნა, თანდათან დიდ კოლონიურ იმპერიად იქცა, მაგრამ მე-18 საუკუნის ბოლოდან დაცემა დაიწყო. წარსულში კორუფცია და მოდუნებული მართვა პასუხისმგებელი გახდა მის დაცემაზე. აკრონიმს ხუმრობითაც კი ამბობდნენ ,,Vergaan Onder Corruptie” (,,კორუფციაში ჩამპალი”). მზარდმა კონკურენციამ ინგლისის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიასთან, რომელიც იმედგაცრუებული იყო ჰოლანდიელთა ყოველგვარი მოქმედებით მას მერე, რაც დაიპყრეს ბენგალი ინდოეთში, ასევე  დიდი როლი ითამაშა მის დაკნინებაში.  კერძო ,,ქვეყნის მოვაჭრეები“ არა მხოლოდ VOC-ის ფასებს აყენებდნენ დარტყმას მის საზღვაო გზებზე, არამედ ფარულად უსხლტებოდნენ მონოპოლიებს. სასიკვდილო დარტყმა კომპანიამ მიიღო ანგლო-ჰოლანდიური ომის დროს (1780-84), როცა ბრიტანეთის ფლოტმა თითქმის ყველა საზღვაო ხომალდი წაართვა კომპანიას და თანდათან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყველა დამაკავშირებელი გზა კოლონიებთან გაწყდა. ჰოლანდიაში კომპანიის მეთაურებს დიდი ვალების დაბრუნება აღარ შეეძლოთ. VOC-ი ფაქტობრივად გაკოტრდა, ხოლო მისი ნაციონალიზაცია ჰოლანდიის ხელისუფლებამ 1795 წელს მოახდინა. მას შემდეგ რაც ხუთ წელიწადში კომპანიის ქარტიას ვადა გაუვიდა, მისი ვალი 200 მილიონ გულდენს აღემატებოდა.

VOC-მა ვრცელი არქივები დატოვა ჰააგაში, ჯაკარტაში, კოლომბოსა და ჩენაიში (დაახლოებით 4 კილომეტრი სიგრძის მანუსკრიპტები). ეს იყო კარგად ორგანიზებული ბიუროკრატიული ინსტიტუცია დიდი საინფორმაციო ქსელით, მიძღვნილი სავაჭრო უფლებების შენარჩუნებასა და მის პოლიტიკურ პოზიციას აზიაში. საბუღალტრო ჩანაწერების გარდა, არქივების დიდი ნაწილი დაცული იქნა და მისი ნაწილი გამოიცა კიდეც. ეს არქივები წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს ნებისმიერ დასავლურ ენაზე მუსონურ აზიასთან დაკავშირებით XVII – XVIII საუკუნეებში.

kadri flmidan karibis zgvis mekobreebiკადრი ფილმიდან ,,კარიბის ზღვის მეკობრეები” (პილპილის ქილა)

დავით მაზმიშვილი

https://weaponsandwarfare.com/2015/09/15/dutch-east-india-company/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s