აღმოსავლეთთან ბრძოლის არაპოლიტკორექტული ისტორიიდან (ნაწილი I)

cropped-crusades-site.png

(სანამ უშუალოდ თარგმანს შემოგთავაზებდეთ მოკლედ განვმარტავ, თემა არ ითვალისწინებს ვინმეს დამცირებას ან შეურაცხყოფას, გარდა პოლიტკორექტორი ინდივიდებისა, რომლებიც შეგნებულად აყალბებენ ისტორიას. რელიგია არ არის მტერი, მტერი ტვინგარეცხილი ლიბერალია! და მასთან ერთად ყველა არაბუნებრივი იდეის მატარებელი პიროვნება. საკუთრივ ამ თემას ახლა მხოლოდ ორ ნაწილად შემოგთავაზებთ (ორიგინალი წყარო ოთხ ნაწილად იყოფა), ხოლო ჯვაროსანთა ისტორიის ამოუწურავ საკითხებს სამომავლოდ.)

დღეს დასავლეთის ახალი თაობის თვალწინ ცოცხლდება მილიტარისტული ისლამი. ისინი ხედავენ თუ როგორ გადადის ,,არაბული გაზაფხული“ ფუნდამენტალისტურ ზამთარში. აქედან გამომდინარე, შესაბამისი დროა, თვალი გადავავლოთ მოვლენებს, რომლებიც ბევრის მიერ მიჩნეულია სიძულვილისა და უნდობლობის ციკლის ინიციატორად დასავლეთსა და ისლამს შორის.

ყველაფერი კლერმონში (საფრანგეთი), 1095 წელს დაიწყო, როცა პაპმა ურბან II-მ საქრისტიანოს მეომრებს იარაღის ხელში აღებისა და ლევანტისა და პალესტინის წმინდა მიწების განთავისუფლებისკენ მოუწოდა მუსულმანი ოკუპანტებისგან. მე განზრახ ვიყენებ სიტყვა ,,ოკუპანტებს“, ტერმინს, რომელიც ხშირად გამოიყენება დღეს პალესტინელებისა და მათი მხარდაჭერების მიერ მთელ მსოფლიოში. ამიტომ მიწის სამხედრო თვალსაზრისით დაპყრობა (ან ისრაელის შემთხვევაში, პასუხი თავდასხმაზე) გამარჯვებულს არალეგიტიმური ოკუპანტის სტატუსს უფრო ანიჭებს, ვიდრე ეს დეფინიცია აუცილებლად სამართლიანად გამოიყენება არაბ-მუსულმან დამპყრობლებთან მიმართებით ახლო აღმოსავლეთში; რომელთა მიერაც დაპყრობილმა პალესტინამ (,,წმინდა მიწამ“ ქრისტიანებისთვის) გამოიწვია დაგვიანებული რეაქცია. ჩვენ კი მას ჯვაროსნული ომების სახელით ვიცნობთ.

Arab_Caliphate.jpg

რამდენადაც ხშირია ისტორიული ფაქტების კონფლიქტი პოლიტკორექტულობასთან, იმდენადვე ისინი მაინც დოგმებზეა მორგებული. ასევეა ჯვაროსნების შემთხვევაშიც. თუმცა არასდროს მაინტერესებდა, თუ რას მიიჩნევს პოლიტკორექტულობა ,,კორექტულად“. ვცდილობ, თვალნათლივ შევამოწმო ჯვაროსანთა ისტორია, რათა გავათავისუფლო ის პოლიტკორექტული დოგმებისგან, რომლითაც გარშემორტყმულია ეს განსაკუთრებული მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. მუსლიმი არაბები და თურქები  ახლო აღმოსავლეთში ბატონობდნენ მე-11 საუკუნისთვის და ისინი ჩვეულებრივი უცხო დამპყრობლები იყვნენ; და არა ადგილობრივი ხალხები. არაბები არაბეთის ნახევარკუნძულიდან მოვიდნენ. თურქების ისტორიული სამოსახლო კი ევრაზიის სტეპები, კასპიის ზღვის ჩრდილოეთი და არალის ზღვებია; სადაც ისინი მომთაბარე მწყემსების სასტიკი ყოველდღიურობით ცხოვრობდნენ. მე-7 საუკუნეში, არაბთა მხედრობა, ისლამის მიღების შემდეგ, სწრაფად მოედო ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, ესპანეთსა და ინდოეთის სუბკონტინენტის ნაწილს; ეს იყო ნამდვილი ,,დაპყრობითი ბლიცკრიგი“. მე-10 საუკუნეში, სელჩუკ თურქთა დაჯგუფება ირანში გადასახლდა, სადაც მათ სპარსული კულტურის გარკვეული თავისებურებანი შეითვისეს და ისლამი მიიღეს. ჯვაროსნულ ეპოქაში თურქები ახლო აღმოსავლურ და ისლამურ პოლიტიკაში დომინანტურ ძალას წარმოადგენდნენ. ორივე შემთხვევაში არცერთი მათგანი წმინდა მიწის მკვიდრი მოსახლე არ ყოფილა; მათ უბრალოდ ჩაანაცვლეს ქრისტიანული და ებრაული ხელისუფლებები, რომლებიც მანამდე არსებობდა აქ.

ისლამი გვიან გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი რელიგია, მას შემდეგ რაც გამოჩნდა მექელი ვაჭარი (ამ აღმსარებლობის მიმდევრებისთვის, ალაჰის მოციქული) მუჰამედი, მე-7 საუკუნეში. ეს რელიგია ათასობით წლით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე იუდაიზმი, 1100 წლით, ვიდრე ბუდას ცხოვრება და 600 წლით, ვიდრე ქრისტიანობის ჩამოყალიბება. განსხვავებით ქრისტიანული სწავლებისგან, რომელიც მოუწოდებს თავის მიმდევრებს უყვარდეთ მტრები, აპატიონ მათ შეცოდებანი და უქადაგონ ურწმუნოებს მისიონერული (ევანგელისტური) გზით; ისლამი მოუწოდებს თავის ერთგულ მრევლს ცეცხლითა და მახვილით გაავრცელონ სწავლება. უღვთოთა წინააღმდეგ წარმოებული საღვთო ,,ჯიჰადი“, მუსულმანებს აძლევს გარანტიას, რომ სამოთხეში აუცილებლად მიიღებენ ადგილს (ან იანაში (ღვთიურ ბაღში)).

11.png
,,პოლიტიკორექტულობა არის ტირანია ბედნიერი სახით” – ჩარლტონ ჰესტონი (ამერიკელი მსახიობი და პოლიტიკური აქტივისტი)

მუსულმანებს უყვართ, როცა მათი რელიგია ,,ტოლერანტულად“ იწოდება. თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ არამუსლიმებთან მათი შემწყნარებლობა უტოლდებოდა მათსავე დამოკიდებულებას მეორეხარისხოვანი მოქალაქეებისა და მონების მიმართ; და მხოლოდ მათთან, ვინც მიიღებდა მუსულმანურ მმართველობას. ისლამის ძალადობრივი სამხედრო კამპანიის პირველმა ბიძგებმა, 631-750 წლებში, ჩაახშო და ჩაანაცვლა ზოროასტრული სარწმუნოება სასანიდურ ირანში. მიწებზე, რომლებსაც ისინი იკავებდნენ, ქრისტიანები და იუდეველები მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ხდებოდნენ და მათ უფლებრივ მდგომარეობას მუსულმანები საფუძვლიანად ენაცვლებოდნენ. ისლამის სამხედრო ისტორია ხშირად იგნორირებული და უარყოფილია; თუმცა ჯვაროსნების ფესვები შემდეგში უნდა ვეძებოთ: ეს იყო რელიგიებისა და ცივილიზაციების შეჯახების საწყისი.

ჯვაროსნული ლაშქრობების პოსტმოდერნული ხედვა ასეთია:  ჯვაროსნები იყვნენ ხარბი, რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ,,მშვიდობიან“ მუსლიმურ ცივილიზაციას ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ თითქოს მათი ამოძირკვითა და გაცამტვერებით დატოვეს ხანგრძლივი სიძულვილი და უნდობლობა დასავლეთში მუსლიმთა მიმართ, რაც დღემდე გრძელდება, მათივე დამახინჯებული პერსპექტივით. პროფესორი თომას ფ. მადენი (სენ-ლუისის უნივერსიტეტი) ამბობს:

224027173_1280x720.jpg
,,ჯვაროსნული ლაშქრობები ძირითადად ასახავს წმინდა ომების მთელ სერიას ისლამის წინააღმდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გადამეტებული ძალაუფლების მქონე პაპები და იბრძოდნენ რელიგიური ფანატიკოსები. ისინი განასახიერებენ თვითკმაყოფილებასა და შეუწყნარებლობას, რაც შავ ლაქად ამჩნევია კერძოდ კათოლიკური ეკლესიის ისტორიას, ხოლო ზოგადად, დასავლური ცივილიზაციისას. პროტოიმპერიალისტთა თესლმა, ჯვაროსნებმა დასავლური აგრესია მშვიდობიან აღმოსავლეთში შეიტანეს და მოახდინეს განათლებული მუსლიმური კულტურის დეფორმირება, ხოლო იქ მხოლოდ ნანგრევები დატოვეს”

საუკეთესო სემთხვევაში ეს არის ვიწრო და ერთფეროვანი ხედვა, ხოლო უარესში არაზუსტი სისულელე. მე ვცდილობ არგუმენტირებულად დავამტკიცო, რომ დიდი ბრძოლა ისლამსა და დასავლეთს შორის დაიწყო ბევრად უფრო ადრე, მე-7 საუკუნეში; რაც ჯვაროსნების შემდეგ გაგრძელდა ომებით ოტომანი თურქების და ბერბერი მეკობრეებისა ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქრისტიანული სახელმწიფოების წინააღმდეგ; და საბოლოო ჯამში, გრძელდება დღეს მსოფლიოში განხორციელებული ძალადობით ახალი ისლამისტი ექსტრემისტების მიერ. მუსლიმთა ძალადობა ჯვაროსნებზე ნელა დაიწყო, მაგრამ მას ღრმა ფესვები აქვს.

000092_xgaplus.jpg
ფრანკთა მეფე შარლ მარტელი (,,ურო”), ტურის ბრძოლა (732). ისლამის წინსვლა ევროპის კონტინენტზე შეჩერდა.

პოლიტკორექტული ხედვა ისლამზე ცალსახაა – ეს არის ,,მშვიდობის რელიგია“, რომელიც ყოველთვის იყო დასავლეთის მხრიდან მიყენებული ზიანის, აგრესიისა და ექსპლოატაციის მსხვერპლი. ხოლო მათი ძალადობა წარსულსა და აწმყოში, საუკეთესო შემთხვევაში გაგებულია, როგორც მხოლოდ ბუნებრივი თავდაცვითი რეაქცია საგარეო აგრესიაზე. ეს მოსაზრება წინააღმდეგობაში მოდის შემდეგ ფაქტებსა და ქრონოლოგიასთან:

  • ისლამი არასდროს ყოფილა ,,მშვიდობის რელიგია“. მუჰამედის დროიდან (570-632) მუსლიმური ექსპანსიის მთავარი საშუალება ყოველთვის ხმალი იყო. მუჰამედმა თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი სამხედრო მეთაურად გაატარა; თავის თანამემამულე არაბების მოქცევითა და დამორჩილებით იყო დაკავებული.
  • მუჰამედმა ბრძანება გასცა თავი მოეკვეთათ ებრეული ტომის, ბანუ ქურაიზას ყველა მამაკაცისთვის, მას შემდეგ რაც ისინი გარკვეული პირობებით დანებებაზე დათანხმდნენ. მათი საქონელი მუსლიმებს გადაეცათ, ხოლო ქალები და ბავშვები მონებად აქციეს. მუჰამედი თავად სარგებლობდა აქედან და ტვირთიდან იღებდა წილს, მათ შორის ცოლსა და ერთ მონას (სახელად რაიანა).
  • მუსლიმი სწავლულები შემდეგში ამ ინციდენტს პრეცენდენტად იყენებდნენ; როცა მტერი მათ ნებდებოდა სიცოცხლისა და ქონების შენარჩუნების გარანტიით, მუსულმან ლიდერებს უფლებაცა და მოვალეობაც ჰქონდათ, რომ გაეტეხათ ფიცი და მოეკლათ ,,ურწმუნო“, ხოლო მისი ქონება მისცემოდა მის მეომრებს; ეს ითვლებოდა საუკეთესო ინტერესად ან ჯიჰადის ხელშემწყობ ფაქტორად მუსულმანებისთვის. ისლამურ სამართალში, ეს პრინციპი მოხსენიებულია როგორც ,,სა’ად ბ. მუ’ადჰის მაგალითი.“
  • ისლამის მეომრები მუჰამედის სიკვდილის შემდეგ სწრაფად მოედვნენ ნახევარკუნძულის გარე ტერიტორიებს და აღმოსავლეთ რომის იმპერიის/ბიზანტიის ქრისტიანული მიწებისკენ გაილაშქრეს, ისევე როგორც სასანიდური სპარსეთისაკენ. ორივე მათგანი ურთიერთშორის ათწლეულების ბრძოლების შედეგად გამოფიტულები იყო. ახლო აღმოსავლეთის მიწების უმრავლესობა, სადაც მანამდე ქრისტიანული, ებრაული და ზოროასტრული თემები ცხოვრობდნენ, სწრაფად იძლივნენ და იძულებით თუ გადმობირებით მოახდინეს მათი გამუსლიმება.
  • მე-8 საუკუნეში ისლამურმა არმიამ გაფართოების პიკს მიაღწია; მათ ჰქონდათ დაპყრობილი ესპანეთი დასავლეთში და მათი იმპერია უკვე გადაჭიმული იყო პირენეებიდან აღმოსავლეთით მდინარე ინდამდე.
  • მავრებმა (მუსულმანი ტომი ჩრდილო აფრიკიდან, რომელთაც დაიპყრეს ესპანეთი მე-8 საუკუნეში) მიაღწიეს საფრანგეთს, პირენეებთან. აქედან ისინი ძარცვავდნენ და წვავდნენ ყველაფერს რაც გზად ხვდებოდათ. ისინი პუატიეს ბრძოლაში შეაჩერეს (732) ფრანკებმა.
9f011f5dc76ad571cc9bb68d22966edd.jpg
კონტინენტური დასავლეთ ევროპა 740 წლისთვის
  • მუსლიმებს ორჯერ ჰქონდათ ალყა შემორტყმული კონსტანტინოპოლისთვის, აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქისთვის და რომელიც ევროპის დამცველ მთავარ ქრისტიანულ ბასტიონს წარმოადგენდა მათი აგრესიისაგან. მეორე ალყა (717-718) მოიხსნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბიზანტიელებმა თავიანთი საიდუმლო იარაღი ე.წ. ,,ბერძნული ცეცხლი“ გამოიყენეს.
  • შემდგომი ოთხი საუკუნის მანძილზე ისლამური სამყაროს საზღვრები იყო მუდმივი ბრძოლებისა და დაპირისპირებების ზონა მუსულმანებსა და მათ მტრებს შორის. ისინი ხშირად იყვნენ დამნაშავე მცირე მნიშვნელობის მქონე სასაზღვრო კონფლიქტებში. მოხეტიალე მუსლიმი მეომრები, რომელთაც ,,ღაზები“ ეწოდებოდათ, წარმოადგენდნენ ინდივიდებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ღაზში, მარბიელ სამხედრო ექსპედიციებში; ისინი წმინდა ვალად თვლიდნენ, რომ გადაეკვეთათ საზღვრები ურწმუნოთა დასარბევად და მათ მოსაკლავად. ტიტული ,,ღაზი“ ერთ-ერთი ყველაზე საპატიო გახდა მუსულმანურ საზოგადოებაში.
  • მე-11 საუკუნეში თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს ანატოლია (ახლანდელი თურქეთი), მანასკერტის ბრძოლის (1071) შემდეგ, ბიზანტიის იმპერიისა და ქრისტიანული სამყაროს გული წმ. პავლეს დროიდან მოყოლებული; მომთაბარე თურქებმა მალე გადააქციეს ყოფილი დამუშავებული მიწები ნამდვილ უდაბნოდ.

ამდენად, საუკუნეების უკან დაწყებული ჯვაროსნული ლაშქრობები, ბრძოლა მუსლიმებსა და დასავლეთს შორის გახდა მუდმივი, სასტიკი ცხოვრებისეული ფაქტი.

15590591_955803187884255_8094578613574036492_n.jpg

დავით მაზმიშვილი

წყარო: http://www.scout.com

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s