ალექსი I კომნენოსი – ბიზანტიის სასწაულებრივი შემობრუნება (ნაწილი I)

tumblr_mn27paL5Q21r19f96o1_500.jpg

ალექსის, მართლაც, შეუდარებელი სამხედრო რეპუტაცია ჰქონდა. ის იბრძოდა მანასკერტში, მაგრამ მან ძალაუფლება აღიდგინა იმ დროისათვის ჩვეული გზით, თავისი ხანმოკლე წინამორბედის ჩამოგდებით, ნაცვლად თურქებთან ომისა. მისი მრავალფეროვანი არმია სავსე იყო უცხოელი დაქირავებულებით, ხოლო როგორც კი კონსტანტინოპოლის კედლებში შემოუშვა ისინი, მათ დაიწყეს ქალაქის ძარცვა და მთელი დღე დასჭირდა რათა კონტროლი აღედგინა მათზე.

ალექსი საეჭვოა, რომ მხსნელი გამხდარიყო. არისტოკრატული წოდების წევრი, რომელსაც მაკედონური დინასტია დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა, თავიდან რიგით უზურპატორს წარმოადგენდა ინტერვენტ დიდებულთა გრძელ სიაში, რომლებმაც იმპერიას ფორტუნა წაართვეს. ხელსაყრელი დასაწყისი რთული იყო, მაგრამ მთავარი ცუდი ჯერ კიდევ წინ იყო. ალექსის კორონაციიდან რამდენიმე თვეში, მის ყურამდე ხმა მოვიდა, რომ ნორმანთა საშინელი ძალები დალმაციის სანაპიროზე გადმოსხდნენ და საპორტო ქალაქ დურაცოსკენ (ახლანდელი დურესი, ალბანეთი) მიემართებოდნენ. თუ ისინი მას აიღებდნენ, მათ უკვე პირდაპირი წვდომა ექნებოდათ ათასწლოვან ვია-ეგნატიასთან და იქიდან პირდაპირ შეიჭრებოდნენ კონსტანტინეპოლში.

07.jpg
ნორმანთა ლაშქრობები ევროპაში IX-XI სს.

ნორმანები უბრალოდ მოხეტიალე ავანტიურისტთა ბანდები არ ყოფილან. ვიკინგთა მემკვიდრეებმა მე-11 საუკუნეში თავიანთი დიდი წარმატებების ისტორია დაწერეს. იმ დროს, როცა ჩრდილოეთში, ნორმანდიაში ცნობილი ძმები საქსონურ ინგლისში გზებს ცვეთდნენ უილიამ დამპყრობლის ხელმძღვანელობით, სამხრეთელმა ნორმანებმა პაპის არმიის განდევნა მოახერხეს, ხოლო თავად იგი დააკავეს და იტალიიდან რომის იმპერიის უკანასკნელი ნაშთიც გამოაძევეს. რობერტ გუისკარის თაოსნობით აიღეს სიცილია, დაიკავეს პალერმო და საფუძვლიანად მოთხარეს სარაცინთა ძლიერება კუნძულიდან. როცა სამშობლოში მტრები დაამარცხა და მადა გალესა იმპერიის სისხლისთვის, გულფიცხმა გუისკარმა ყურადღება ბევრად უფრო მაცდურ ბიზანტიურ ჯილდოს მიაპყრო. დურაცოს როგორც კი მიუახლოვდა აუღელვებლად და სიხარულით შემოარტყა ალყა ქალაქს, მაგრამ მისმა მოსახლეობამ კარგად იცოდა, რომ ალექსი გზაში იყო და საერთოდ არ აპირებდნენ დანებებას. რამდენიმე თვიანი უშედეგო იერიშების შემდეგ, რობერტმა უფრო დაცულ პოზიციაზე გადაინაცვლა. 18 ოქტომბერს იმპერატორი არმიასთან ერთად გამოჩნდა. ძალები, რომელსაც ალექსი კრებდა მცირე დროში საკმაოდ დიდ რაოდენობას  მიაღწია, მაგრამ მას აზიანებდა იმჟამინდელი ტრადიციული ბიზანტიური სისუსტე. არმიის ბირთვი ელიტური ვარანგთა გვარდიისგან შედგებოდა, მაგრამ დანარჩენი არადისციპლინირებული მასა იყო, დაქირავებულთა ბრბო, რომელთა ერთგულება და სიმამაცე ეჭვქვეშ იდგა. ალექსის ერთადერთი ნუგეში ვარანგები იყვნენ, რომელთაც ომი ძლიერ სწყუროდათ.

a5aaa5ca813b052ff19a7c09eebd82ca.jpg
ვარანგები ბრძოლისას

15 წლით ადრე, ნორმანთა ჰერცოგი ანგლო-საქსურ ინგლისში შეიჭრა , მოკლა კანონიერი ხელმწიფე ჰასტინგსთან. მრავალმა მათგანმა, ვინც ნორმანულ ინგლისში საკუთარ თავზე გამოსცადა აუტანელი ცხოვრება, როგორც მეორეხარისხოვანმა მოქალაქეებმა საბოლოოდ კონსტანტინოპოლისკენ აიღეს გეზი, სადაც ისინი თავიანთ ვიკინგ ბიძაშვილებთან ერთად ჩაირიცხნენ ვარანგთა გვარდის რიგებში. ბოლოს და ბოლოს ისინი უკვე იმ უცხოელთა პირისპირ იდგნენ, რომლებმაც მათი სახლები გაანადგურეს, ოჯახის წევრები დაუხოცეს და მათი ქონება მიიტაცეს. თავიანთი საზარელი ორპირა ნაჯახის ქნევით, ვარანგები იჭრებოდნენ ნორმანთა ხაზში და ჩეხდნენ ნებისმიერ სულიერს, ცხენსა თუ კაცს, რომელიც კი გზად შეხვდებოდათ. ნორმანების მძვინვარე იერიში შეჩერდა, მაგრამ ალექსის თურქმა მოქირავნეებმა უღალატეს და მან უპირატესობის განმტკიცება ვეღარ შეძლო. როცა ნორმანდიულმა კავალერიამ გარშემო დაიწყო შემოვლა იმპერიული არმიის დიდი ნაწილი დაიფანტა და უიმედოდ დარჩენილი ვარანგები დაჩეხეს მოწინააღმდეგეებმა. შუბლში დაჭრილმა ალექსიმ ბრძოლა მიატოვა, იგი მიხვდა, რომ ბრძოლა წააგო. მალე ის ბულგარეთში გაიქცა, რათა განადგურებული ძალები აღედგინა.

იმპერია ისეთი სუსტი აღმოჩნდა, როგორც გუისკარი იმედოვნებდა და ბიზანტიის არმიის რჩეული ნაწილის განადგურებით ის უკვე რეალურ წინააღმდეგობას ალექსის მხრიდან აღარ ელოდა. 1082 წლის გაზაფხულზე, ჩრდილოეთ საბერძნეთის დიდ ნაწილთან ერთად დურაცო დაეცა და გუისკარს უკვე თავდაჯერებულად შეეძლო დაეტრაბახა თავის მხლებლებთან, რომ ზამთარში ისინი კონსტანტინოპოლის სასახლეში ინადიმებდნენ. დამპყრობელთა კულინარიული გეგმების ხელისშემშლელი ალექსი იყო, რომელიც მათგან შორს იმყოფებოდა. მუდამ მოხერხებულმა იმპერატორმა იცოდა, რომ მას იმედი არ უნდა ჰქონოდა მტერთან პირისპირ დგომის, მაგრამ ომის სხვა გზაც არსებობდა და მისი უნარიანი დიპლომატია უფრო მტკიცე იარაღს წარმოადგენდა, ვიდრე ფოლადი. გუისკარმა მთელი სამხრეთ იტალია დაიპყრო, მაგრამ მის მეტეორულ კარიერას გზაზე მტრების მომრავლებაც სდევდა თან. მათ შორის მთავარი ჰაინრიხ IV იყო, გერმანიის იმპერატორი, რომლის ძალაუფლებაც ჩრდილოეთ იტალიაზე ვრცელდებოდა და ნერვიულად ადევნებდა თვალს ნორმანთა გაძლიერებას სამხრეთში. როცა ალექსიმ ოქროს საკმარისი რაოდენობა გაუგზავნა მას შესაბამისი რჩევით, რომ ნორმანთა იმპერატორი არცერთისთვის კარგი არ იქნებოდა, ჰაინრიხი რომში შეიჭრა და პანიკაში ჩავარდნილი პაპი აიძულა გუისკარისთვის დაბრუნება ეთხოვა. რობერტი ჭოჭმანობდა, მაგრამ მან მალე იტალიელებს ჯიბეებში ბიზანტიური ოქრო უპოვა, რასაც მალე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში აჯანყება მოჰყვა. მისი კბილები ღრჭიალისგან ჩამოიშალა, გუისკარს წასვლის გარდა გზა აღარ ჰქონდა, ადგილზე თავისი შვილი ბოემუნდი დატოვა, რათა მას გაეგრძელებინა საშინაო ბრძოლები.

dz 2 saukuneshi romaelebma via egnatia.jpg
რომაელების მიერ ძვ.წ. II საუკუნეში დაგებული გზა Via Egnatia

ალექსი მოულოდნელად დაესხა მას თავს, უცებ შეაკოწიწა დაქირავებულთა სამი არმია, მაგრამ თითოეული მათგანი ერთნაირად უიღბლო აღმოჩნდა იმპერატორისთვის, რომელმაც განძის კლების გარდა ვერაფერი მიიღო. ნორმანები, ქარიზმატული ლიდერის გარეშეც კი აღემატებოდნენ მის იმპერიულ ძალებს, ამიტომ ალექსიმ მოკავშირეების ძიება დაიწყო, რათა შებრძოლებოდა მათ. მზადმყოფი მან მხოლოდ ვენეცია აღმოაჩინა – ყველაზე პრობიზანტიურად განწყობილი საზღვაო რესპუბლიკა – რომლის ხელმძღვანელობაც ისევე შეშფოთებული იყო, როგორც გუისკარის ამბიციების თვალსაწიერში მყოფი ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ერთეული. საზღვაო დახმარების სანაცვლოდ, ალექსიმ უპრეცენდენტოდ შეამცირა ვენეციური ტარიფები (ადგილობრივი ვაჭრების პერსპექტივით კი საკმაოდ საშიში რამ იყო) და ვენეციას მისცა სრული კოლონია კონსტანტინოპოლში იმპერიულ წყლებში თავისუფლად ვაჭრობისთვის. დათმობებმა პრაქტიკულად ბიზანტიელი ვაჭრები ზღვიდან გაიყვანა, მაგრამ იმ გაზაფხულს ამის ფასი ყველამ ნახა, როცა ვენეციურმა ფლოტმა მოკვეთა ბოემუნდი მარაგით შევსებისა და გაძლიერებისგან. ამ დროისათვის, ნორმანები სრულიად გამოიფიტნენ. დაახლოებით ოთხი წელი იყო გასული ბიზანტიის ტერიტორიაზე გადასხმიდან და მიუხედავად ამისა ისინი შთამბეჭდავად უმკლავდებოდნენ მათ წინააღმდეგ გაგზავნილ ძალებს და კონსტანტინოპოლამდეც ცოტაღა ეკლდათ. ოფიცრების დიდი ნაწილი აღფრთოვანებული არ იყო გუისკარის შვილით და მხოლოდ სახლში დაბრუნებაზე ფიქრობდა. ალექსის გამჭრიახობით გაღებული ქრთამებით მათ მალე უკმაყოფილების გამოთქმა დაიწყეს და როცა ბოემუნდი დაბრუნდა იტალიაში, რათა მეტი ფული მიეღო, მისი ოფიცრები სასწრაფოდ დანებდნენ. მომდევნო 1085 წელს, 70 წლის გუისკარი კვლავ სცდის ბედს, მაგრამ კუნძულ კეფალონიას ვეღარ სცდება და იწირავს ციებცხელება. ის შეიწირა დაავადებამ მაშინ, როცა მტრის აურაცხელმა ხმალმა ვერაფერი ავნო და მოკვდა თავისი სურვილის აუსრულებლად. იმპერიამ შვებით ამოისუნთქა და თვალი უფრო ნაკლები საფრთხეებისკენ მიაპყრო აღმოსავლეთით.

05.jpg
ბიზანტია, სლავები და თურქების შემოჭრა აღმოსავლეთიდან X-XI სს.

მუსლიმური საფრთხე – ისევე როგორც ნორმანული – ბოლოს საოცრად შემცირდა შემთხვევითი სიკვდილით. ალექსის მოსვლისას იმპერიის სათავეში ისე ჩანდა , რომ თურქებს მცირე აზია უნდა მიეტაცებინათ. 1085 წელს ანტიოქია ჩაბარდა მათ, მომდევნო წელს ედესა და სირიის უდიდესი ნაწილი. 1087 წელს უდიდესი ამბავი მოხდა და მუსლიმებმა უკვე იერუსალიმი დაიკავეს. მათმა ფანატიკოსმა ხელმძღვანელებმა ქრისტიან პილიგრიმებს სრულად მოუჭრეს გზა. სანაპიროზე თურქებმა ეფესო დაიკავეს და საბერძნეთის კუნძულებისკენ იწყეს გადასვლა. ქიოსი, როდოსი და ლესბოსი ზედიზედ დაიკავეს. მაგრამ როცა ჩანდა, რომ თითქოს აზია დაიკარგა მოულოდნელად სულთანი მოკვდა და მისი სამეფო დაიყო. ნორმანთაგან მომდინარე საფრთხის დაბლაგვებითა და მუსლიმი მტრის დანაწევრებით, იმპერიას ამაზე კარგი შანსი არც მისცემია, რათა დაერტყა სელჩუკებისთვის – ალექსიმ იცოდა ეს როგორ გაეკეთებინა. ყველა იმპერატორს ესაჭიროებოდა არმია, მაგრამ როგორც ნორმანებთან ბოლო ბრძოლებმა აჩვენა, მისი ძალები სამწუხაროდ არასაკმარისი იყო. ალექსის კვლავ მოკავშირეებისკენ მობრუნება დასჭირა რათა ძალები გაემყარებინა და 1095 წელს ასეც მოიქცა. აიღო კალამი ხელში და მისწერა წერილი პაპს.

tumblr_m38rjrZHLJ1ruo07wo1_500.jpg

გადაწყვეტილება, რომ მიემართათ რომისთვის გარკვეულწილად მოულოდნელი იყო სქიზმიდან 41 წლის გასვლის შემდეგ, მაგრამ იმათი დიდი ნაწილი, ვინც ჩართული იყო ამ სამწუხარო მოვლენაში უკვე გარდაცვლილი იყო და გაღიზიანებამაც შემდგომ ათწლეულებში იკლო. იმპერატორი და პაპი ხანდახან თეოლოგიურ დეტალებზე საუბარს თავს არიდებდნენ, თუმცა მათ ერთი რწმენა ჰქონდათ და ეს იყო ქრისტიანობა , როგორც ალექსი წერდა ურბანს. კეთილი ნების ჟესტი იყო ის, რომ ალექსიმ კონსტანტინეპოლში კვლავ გახსნა ლათინური ეკლესიები და როცა მისმა ელჩებმა ურბან II-სთან მიაღწიეს, მათ იგი შემრიგებლური განწყობით დახვდა. შემაძრწუნებელმა თურქულმა დაპყრობებმა ის საფუძვლიანად შეაშფოთა და სავალალო მდგომარეობა, აღმოსავლელი ქრისტიანებისა, მუსლიმთა უღელქვეშ უკვე აღარ შეიძლებოდა დიდხანს ყოფილიყო იგნორირებული. საუბარი მათ შორის შემონახული არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ პაპი მალე საფრანგეთის გზას დაადგა, მის გონებაში კი გრანდიოზული ახალი გეგმები იშლებოდა. ისლამმა ჯიჰადი გამოაცხადა საქრისტიანოს წმინდა მიწების დასაპყრობად და თავიანთი რწმენის ევროპაში გასავრცელებლად; ახლა კი დადგა დრო დიდი ქრისტიანული კონტრშეტევისა. 18 ნოემბერს, პაპმა დიდი პლატფორმა მოამზადა ფრანგულ ქალაქ კლერმონთან და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა.

UrbanII.jpg
პაპი ურბან II კლერმონში მიმართავს ქრისტიანებს

სარაცინები, აცხადებდა ის, ქარიშხალივით შემოიჭრნენ უდაბნოდან, რათა მიეტაცათ ქრისტიანული მიწები და წაებილწათ მათი ეკლესიები, დაეხოცათ ქრისტიანი პილიგრიმები და შეევიწროებინათ სარწმუნოება. მათ შებღალეს აღდგომის ტაძარი იერუსალიმში და აიძულეს აურაცხელი მორწმუნე მიეღოთ ისლამი. დასავლეთს ამის ატანა აღარ შეეძლო – ეს იყო ყველა ქრისტიანის საღვთო მოვალეობა, რომ მათი აღმოსავლელი ძმებისთვის დახმარება აღმოეჩინათ. სარაცინებმა მიიტაცეს ღვთის ქალაქი და ახლა მართალ ჯარისკაცებს ის უნდა გამოეხსნათ მათგან. ყველა ვინც წმინდა გულით ილაშქრებდა ცოდვები მიეტევებოდა.

იმ მომენტში, როცა პაპმა გამოსვლა დაასრულა ხალხი ძლიერ აღფრთოვანდა. შუა საუკუნეების ევროპა აღვსებული იყო ძალადობით და შეკრებილთა უმრავლესობამ მტკივნეულად იცოდა თუ რამდენი სისხლი იყო მათ ხელებზე. ახლა კი, უცებ, მათ შანსი მიეცათ აეცილებინათ მარადიული წყევლა ღვთის სახელით მახვილის ხელში აღებით. ეპისკოპოსმა მუხლი მოიყარა ნიშანთან და პირობა დადო რომ ჯვარს აიღებდა. პაპის მოხელეებმა შესაბამისი მასალა მოიტანეს მათთვის ვისაც თავიანთ ტანსაცმელზე ჯვრის მიკერება სურდა, როგორც მათი გეგმების სიმბოლოსი. საფრანგეთი, იტალია და გერმანია პაპის გზავნილების მიღებისთანავე დაირაზმა. გლეხებმა და რაინდებმა მისი ალამი აიღეს. გამოხმაურება იმდენად დიდი იყო, რომ პაპმა სპეციალურად დაიწყო ზოგიერთთა გამხნევება, რომ დარჩენილიყვნენ მოსავლის ასაღებად და შიმშილის თავიდან ასაცილებლად. ყველაზე ველურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდა იგი ასეთ გამოცოცხლებას.

RichardI-03.gif

დავით მაზმიშვილი

წყარო: crossandcresent.blogspot.com.au

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s