კაცობრიობის ,,დავიწყებული” კრიმინალი, ანუ როგორ დავფაროთ დანაშაული?

iavarqmnili drezdeni.jpg
იავარქმნილი დრეზდენი

მოსახლეობის მიზანმიმართული დაბომბვის ამორალურობა და მოკავშირეთა სხვა სამხედრო დანაშაულებები

1995 წლის თებერვლის საისტორიო ჟურნალის, რამდენიმე სტატია ეხებოდა დრეზდენის მოვლენებს. ეს ამბავი 50 წლის მომხდარი იყო. ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში (ბრიტანული იერიშებით) და ზედიზედ 2 დღის განმავლობაში (ამერიკული იერიშებით), 1945 წლის 14 და 15 თებერვალს მიწასთან გაასწორეს ქალაქი დრეზდენი. დრეზდენის დაუნდობელი დაბომბვა, რომელიც იმ დროისთვის წითელი არმიისგან გამოქცეული გერმანელებისთვის დევნილთა თავშესაფრად იყო ქცეული და არანაირი სამხედრო მნიშვნელობა არ გააჩნდა, განხორციელდა ომის მიწურულს (დაღუპულთა რიცხვი, რომელსაც ოფიციალურად მოკავშირეები ასახელებენ – 25 000 – არის სრული აბსურდი და შეურაცხყოფა). ამერიკელები სწორად იგებენ იმ დანაშაულს, რომელიც ტერორისტებმა ჩაიდინეს 2001 წლის 11 სექტემბერს, რამაც მათი 3 000 მოქალაქე შეიწირა. გერმანია ომის ბოლო ორი წლის განმავლობაში (1943-45) ყოველდღიურად უმკლავდებოდა მომაკვდინებელ დარტყმებს მოსახლეობაზე და საკმაოდ ხშირად 1942 წლის მანძილზე  (მცირე ,,შესვენება“ აიღეს მოკავშირეებმა გერმანული ქალაქების წინააღმდეგ 1944 წლის შუაში, როცა თვითმფრინავებს D-დღის ოპერაციების მხარდასაჭერად ამზადებდნენ). აქ საჭიროა გავეცნოთ ისტორიულ კონტექსტს.

chamoyares 3, 900 tona bombi suratze Sedegi.JPG
მოკავშირეებმა დრეზდენში ჩამოყარეს დაახლოებით 3 900 ტონა საავიაციო ბომბი, სურათზე კი მისი შედეგია ასახული

ომის დასაწყისამდე, 30-იანი წლების შუა პერიოდში (და აგრეთვე განიარაღების კონფერენციებზე 1932-33 წლებში) გერმანიამ თავის მეზობლებს (მათ შორის ინგლისს) შესთავაზა შორსმჭვრეტელური წინადადებები, რომ აეკრძალათ თვითმფრინავების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებში (სადაც მხოლოდ უდანაშაულო მოქალაქეები ცხოვრობდნენ), მომავალი კონფლიქტის დროს. მას არ დაეთანხმნენ. როცა 1940 წლის გაზაფხულზე დასავლეთ ევროპაში ომი დაიწყო, გერმანიას არ დაუბომბავს ინგლისის ქალაქები. ის შემოიფარგლა სამხედრო სამიზნეებზე იერიშების მიტანით ნიდერლანდებსა და საფრანგეთში (როტერდამი დაიბომბა 1940 წლის 14 მაისს, მაგრამ ეს იყო რადიო კომუნიკაციების ბრალი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კავშირი მიწაზე გერმანიის არმიასა და ჰაერში ლუფტვაფეს შორის). თუმცა 1940 წლის მაისში, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა (RAF) დაბომბეს გერმანული ქალაქები კონფლიქტის წინა ხაზის მიღმა, კონკრეტული სამხედრო მიზნების არარსებობით (ფრაიბურგი დაიბომბა 10/11 მაისს, ხოლო რური, ინდუსტრიული რაიონი, 15 მაისს). ინგლისი 4 თვე აგრძელებდა დაბომბვებს, სანამ ჰიტლერი არ დაიღალა ანგარიშების მოსმენით გერმანელ ბავშვებზე, ქალებსა და მოხუცებზე, რომლებიც იხოცებოდნენ ან სახიჩრდებოდნენ საავიაციო რეიდების დროს და ბერლინის გარეუბნის დაბომბვის შემდეგ, გადაწყვიტა, შური ეძია ლონდონზე სექტემბერში (გერმანიის მიერ ინგლისის დაბომბვა რეალურად შეწყდა რამდენიმე თვეში სამხედრო საჰაერო ძალების მძიმე დანაკარგების გამო და ასევე იმიტომ, რომ აღმოსავლეთის ფრონტს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი დიდი რესურსები სჭირდებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ მათ მიერ ინგლისზე საჰაერო იერიშებისგან მოქალაქეთა დანაკარგები არასდროს  გატოლებია ბრიტანული ავიაციის მიერ დაბომბილი გერმანული ქალაქების დანაკარგებსა და მსხვერპლს ურბანულ არეალში). ბრიტანეთი აღიარებს, რომ მათ მიერ გერმანიაზე მიტანილი საჰაერო იერიშები ჰიტლერისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო, რათა მასაც იგივე გაეკეთებინა. ეს ,,საჭირო“ იყო ომში ბრიტანელების მასობრივად ჩასართავად. ინგლისის საზოგადოების უმრავლესობა ენთუზიაზმით არ იყო განმსჭვალული გადაერჩინათ პოლონეთი 1939 წელს და როცა ის ძალიან სწრაფად დამარცხდა, ომის მიზეზს მაინც ვერ ხედავდნენ.

London-Blitz-007.jpg
Luftwaffe ლონდონის თავზე

1923 წლის თებერვალში, ჰააგის კონვენციით შეიმუშავეს წესები, რათა საჰაერო გზით მოქალაქეთა დატერორება აეკრძალათ ან მათი დაზიანება, ვინც ომში არ იღებდა მონაწილეობას. ასევე აიკრძალა დიდი და პატარა ქალაქებისა და სოფლების დაბომბვა, რომლებიც უშალოდ არ ესაზღვრებოდა სამხედრო ოპერაციების ზონას. სამწუხაროდ, ეს კანონპროექტი ფორმალურად იქნა მიღებული.

ჰიტლერის ერთ-ერთი სტრატეგიული შეცდომა დიუნკერკის ევაკუაციის ნებართვა იყო, რომ შეჩერებულიყო სატანკო დივიზიების წინსვლა სანაპიროსკენ, სადაც ბრიტანული სამხედრო ნაწილები იმყოფებოდნენ, რომლებიც ფაქტობრივად, ხაფანგში იყვნენ მომწყვდეულები. ზუსტად ეს ბრიტანელები შემდგომში ჩრდილოეთ აფრიკაში გადასხეს, სადაც წინააღმდეგობას უწევდნენ გენერალფელდმარშალ ერვინ რომელის სატანკო არმიებს. მაგრამ ამით ის ფიქრობდა, რომ ინგლისთან მორიგება კიდევ შეიძლებოდა, თუმცა არ ჰქონდა წარმოდგენა რა განიზრახა ბრიტანეთის სამხედრო ხელისუფლებამ (რომელსაც ახლა უკვე ჩერჩილი ედგა სათავეში), რომელიც ფიქრობდა გერმანიის სრულ განადგურებაზე. ჰიტლერმა არჩია არ დაემარცხებინა ინგლისი (მან შეაჩერა ოპერაცია ,,ზეელოვე“ (ზღვის ლომი)). ქვეყნის თუნდაც სამხრეთ-აღმოსავლეთის ოკუპაცია ინგლისს რეალურად ომიდან გამოთიშავდა, ხოლო სახმელეთო არმიის დაუხმარებლობის შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელი გახდებოდა წინააღმდეგობა, როგორც ეს 1940 წლის მაისში მოხდა.

d70400365c491894f4b9b4a2f382d60f.jpg
პირველი მსოფლიო ომის დროს ბომბების ჩამოყრა ხელითაც ხდებოდა

მოდით ჩავხედოთ ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის მიერ განმარტებულ კაცობრიობის წინააღმდეგ  ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს. ტრიბუნალის წესდებიდან:

მუხლი 6.

(ბ) ომის დანაშაულებები: კერძოდ, კანონის ძალადობრივი დარღვევები ან ომის წესების დარღვევები. ასეთი დარღვევები შეიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით, არასათანადო მოპყრობით ან დეპორტაციით სამხედრო მიზნების ან სხვა დანიშნულებისთვის; ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკვლელობით, არასათანადო მოპყრობით სამხედრო ტყვეებთან ან ზღვით გადაადგილებულ პირებთან, მძევლების დახოცვით, სახელმწიფო ან კერძო ქონების მიტაცებით, დიდი და პატარა ქალაქების ან სოფლების თვითნებური განადგურებით ან აოხრებით გაუმართლებელი სამხედრო საჭიროებებისთვის.

(ც) კრიმინალი კაცობრიობის წინააღმდეგ: კერძოდ, მკვლელობა, განადგურება, დამონება, დეპორტაცია ან სხვა არაჰუმანური ქმედებები განხორციელებული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, ომამდე ან ომის მიმდინარეობისას; ან პოლიტიკური, რასობრივი ან რელიგიური ნიშნით დევნა ან ტრიბუნალის იურისდიქციის ფარგლებში კრიმინალთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, მოყვანილია თუ არა მასთან შესაბამისობაში ქვეყნის შიდა კანონმდებლობა.

ზემოთ მოყვანილი ციტატები ამოღებულია წიგნიდან ,,ხუთი კაცი ნიურნბერგში“ (James McMillan, copyright 1985, Harrap Limited, London, page 26).

GermanAirForceWWI-20.jpg
გერმანული საავიაციო ჭურვები პირველ მსოფლიო ომში

საინტერესოა, რომ მაკმილანი წერს 1942 წლის თებერვლის დირექტივაზე, რომელიც მიიღო ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა – დაებომბათ გერმანიის სამოქალაქო ცენტრები. ის ფიქრობს, რომ თუ ტრიბუნალი როლებს შეიცვლიდა, ბრიტანელებს გაუჭირდებოდათ თავიანთი მოქმედებების (სამხედრო დანაშაულებების) დაცვა. ნიურნბერგის დეფინიციის მიხედვით ნათელია, რომ თავაშვებული და მიზანმიმართული სამოქალაქო ცენტრების დაბომბვა არის სამხედრო დანაშაული (შედეგად უდანაშაულოთა მკვლელობით, დასახიჩრებით და უსახლკაროდ დარჩენით). ასევე ზემოთ მოყვანილი ცნებების მიხედვით ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულიცაა. უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გერმანელები იყვნენ ბოროტები არ ამართლებს მათ საშინელებებს. ხშირი ძახილი ჰოლოკოსტზე მოკავშირეთა დანაშაულებებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, რომელიც დავიწყებული არ უნდა იქნას. ჩვენ იშვიათად გვესმის მოკავშირეთა სამხედრო დანაშაულებებზე. საოცრება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ისტორიას გამარჯვებულები წერენ, და მისი მიზანიც მათი მსახურებაა. ამ პერიოდის ისტორიის მრავალი სასკოლო და საუნივერსიტეტო წიგნი უბრალოდ პროპაგანდაა და მეტი არაფერი. მაგალითად, 1943-ში კატინის ტყის ხოცვა-ჟლეტის გერმანელებზე დაბრალება, რომელმაც პოლონეთის ინტელიგენციისა და სამხდრო ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა. თუმცა, ჩვენ დღეს ვიცით, რომ მასობრივი ხოცვის ბრძანება სტალინმა გასცა და რომელიც 1940 წელს NKVD-ს მიერ ჩატარდა (ეს იყო KGB-ს წინამორბედი  და ხელმძღვანელობდა ბერია). ეს იმისთვის, რომ არ დაგვავიწყდეს საბჭოთა კავშირის მოკავშირეების მხარეზე ყოფნა ომის პერიოდში.

NKVD-GESTAPO (Poland 1939) 2.jpg
NKVD-სა და გესტაპოს წარმომადგენლები პოლონეთში, 1939 წ.

თანამედროვე ბრიტანელმა ფილოსოფოსმა, ენტონი კლიფორდ გრეილინგმა საფუძვლიანად შეისწავლა გერმანიისა და იაპონიის წინააღმდეგ საავიაციო კამპანია და შექმნა დოკუმენტური წიგნი ,,მკვდარ ქალაქებს შორის“, ისტორია და მორალური მემკვიდრეობა, რომელიც მოქალაქეთა დაბომბვამ დატოვა გერმანიასა და იაპონიაში (2006, Walker and Company, New York). ეს საჰაერო სამხედრო კამპანია არ ემსახურებოდა იმას, რომ სწრაფად დასრულებულიყო ომი დასავლეთში.

რაც შეეხება მართლმსაჯულების მონეტის ორ მხარეს, სად იყო იმის კომპენსაცია, რაც უდანაშაულო მსხვერპლს მიადგა ან ვინც დაიღუპა, დაიჭრა ან დაობლდა დაბომბვებისგან? ამ სამყაროში, არ იყო საზღაური მათთვის. და სად იყო სასჯელი მათთვის, ვინც ბრძანებებს იძლეოდა და აღასრულებდნენ ამ საზარელი აქტებს (ჩერჩილი, ჯ.მ. სპაითი, არტურ ჰარის ,,ბომბდამშენი“, სერ არჩიბალდ სინკლერი, ლორდ ჩერუელი (პროფესორ-აკადემიკოსი ლინდმანი)? და ამერიკელი ხელმძღვანელები, რომლებიც გვიან ჩაერთვნენ გერმანული და იაპონური ქალაქების დაბომბვაში; ან ის პილოტები , რომლებიც ამ ბრძანებებს აღასრულებდნენ)? მათთვის ისევ არავინ იყო.

Tokyo_1945-3-10-1.jpg
ტოკიო, 1945 წ.

წითელი არმია აუპატიურებდა და კლავდა ყველაფერს რაც გზად ხვდებოდა აღმოსავლეთ პრუსიის, პომერანიისა და ზემო სილეზიიდან ბერლინამდე 1944-45 წლებში. თავიანთ სახელოვან არმიას ამას შეაგონებდნენ თავად სტალინი, გენერალი მარშალი ჟუკოვი და კომუნისტი პროპაგანდისტი ილია ერენბურგი. აუპატიურებდნენ ყველა ასაკის ქალებს.

14 მილიონი ეთნიკური გერმანელი გააძევეს უკვე ყოფილი სამშობლოდან. ბერტრანდ რასელიც კი წერს ,,ეთნიკურ წმენდაზე“, რისი რედაქტორიც თავად იყო, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მართლზომიერად და ჰუმანურად, ოღონდ არაჰუმანური პროგრამით. [Mass Deportations, The Times (London) 31st October, 1945, and Food Parcels Still Needed, The New York Times 3rd November, 1945.  Both letters are reprinted in Yours Faithfully, Bertrand Russell – A Lifelong Fight for Peace, Justice, and Truth in Letters to the Editor, Edited by Ray Perkins, Jr. (copyright 2002, Open Court, Chicago) on pages 163 – 165.]

auschwitz-auschwitz-deaths_650x400_61422882911.jpg
გერმანული საკონცენტრაციო ბანაკის, აუშვიცის შესასვლელი

ანტიკომუნისტი აღმოსავლეთ ევროპელები (მათ შორის, ანტისტალინელი რუსები), რომლებიც წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ გერმანიის მხარეს ამერიკელებმა ძალით დაუბრუნეს საბჭოელებს  1945-46 წლებში. ეს ხალხი გააგულაგეს, რომელთაგან ზოგი თავად გაანადგურეს, ზოგსაც თავისით, ტანჯვა-წვალეთით ამოხდა სული. [The East Came West, by Peter J. Huxley-Blythe, (2005 (originally published in 1964), Life and Liberty Publishing, Murrieta, California) tells this sad tale.  (Huxley-Blythe (1925 – 2013) served in the British Royal Navy.)]

ilia erenburg.jpg
ილია ერენბურგი

სხვა დანაკარგები: გერმანელი ტყვეების მასობრივი ხოცვის გამოკვლევა ფრანგებისა და ამერიკელების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (An Investigation into the Mass Deaths of German Prisoners at the Hands of the French and Americans after World War II, by James Bacque) (1989). დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ გერმანელ ტყვეებს სიკვდილამდე აშიმშილებდნენ ბანაკებში. წიგნის მიმოხილვებში ჩნდება ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, რომელიც შესაძლოა გადამეტებული იყოს, ხოლო სხვათა აზრით ის უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ავტორი სხვა ნაშრომშიც მიმართავს გერმანელ ტყვეთა დაღუპულთა რაოდენობას (ძალიან მაღალ რიცხვს) – ,,დანაშაულებები და შეწყალებები“. წიგნში ის წარმოადგენს მოკავშირეთა სამხედრო პერსონალისა და ექიმების განცხადებებსა და ანგარიშებს 1945-47 წლების ბანაკებზე. დოკუმენტური მტკიცებულებებით, არსებობდა სპეციალური პოლიტიკა გერმანელი ტყვეების მიმართ, რომ ისინი დაესვათ თითქმის საშიმშილო დიეტაზე.

bertnard raseli.jpg
ბერტნარდ რასელი

Crimes and Mercies, The Fate of German Civilians Under Allied Occupation, 1944 – 1950, by James Bacque (copyright 1997, Little, Brown & Company (UK) London) – წიგნი მოგვითხრობს წინასწარ განსაზღვრულ საკვების დისტრიბუციის აღმოფხვრაზე ამერიკის მიერ ოკუპირებულ ზონაში გერმანელი მოქალაქეებისთვის ომის შემდეგ. ამან გამოიწვია შიმშილობა და ახალშობილთა მაღალი სიკვდილიანობა. ზოგიერთი შეშფოთებული ამერიკელებისა და კანადელების ჯგუფები, მათ შორის ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი, ცდილობდნენ დახმარებოდნენ ტანჯულ გერმანელ მოქალაქეებს გვიან 40-იანებში.

hans morgentau.jpg
ჰანს მორგენთაუ

ამერიკის ფინანსთა მინისტრს, ჰენრი მორგენთაუს ჰქონდა სადამსჯელო და შურისმაძიებელი გეგმა (ცნობილი როგორც ,,მორგენთაუს გეგმა“), რომ გაენადგურებინა გერმანული ინდუსტრიის ნარჩენები ომის შემდეგ. გერმანია აგრარულ მეურნეობას უნდა დაბრუნებოდა და აღარ უნდა ჰქონოდა საშუალება ინდუსტრიის აღდგენისა. გერმანულ აგროკულტურას უნდა ჩამორთმეოდა თანამედროვე სასუქი საშუალებები და ფერმის აღჭურვილობა. ეს გეგმა მრავალ გერმანელს შეიწირავდა ომის დასრულების შემდეგ. ამერიკული პროპაგანდის მიუხედავად, გეგმა არ ამუშავებულა. ამ ფაქტზე მოგვითხრობს ბაკე თავის წიგნში. ციტატა წიგნიდან:

,,ჩანაწერები აშკარად გვიჩვენებს, რომ მოკავშირეები გეგმავდნენ დამანგრეველ მოპყრობას გერმანიის წინააღმდეგ, სანამ ნაცისტების რასობრივი დანაშაულებები დასავლეთში სრულად გახდებოდა ცნობილი. მოკავშირეთა პოლიტიკა გერმანელთა დამშევისა ათწლეულებით ადრეული პერიოდის ,,გამოგონებაა“ – 1918/19  წლებში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მათ მიერ გაგრძელებულმა საზღვაო ბლოკადამ გამოიწვია მილიონი გერმანელის დაღუპვა“.

tomi gantan, harlepuli 1940.jpg
უინსტონ ჩერჩილი ტომი განთან ერთად, 1940 წ.

ყოველივე ამ დანაშაულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ სხვადასხვა არაადამიანური მეთოდით რამდენიმე მილიონი გერმანელი დაიღუპა (ყველაზე ცოტა 3 მილიონი, ომის შემდეგ). ჯეიმს ბაკე ნაშრომში აჯამებს მონაცემებს ჯგუფებად – საკუთარი სამშობლოდან გამოძევებულები (უმთავრესად აღმოსავლეთიდან), სამხედრო ტყვეები და მაცხოვრებლები (ომის წინა გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც არ გამოუძევებიათ ქვეყნიდან) – და მათი რიცხვი აღწევს მინიმუმ 9 300 000 – ს და მაქსიმუმ 13 700 000 – ს.

herbert huveri ass prezidenti 1929-33 fsd.jpg
ჰერბერტ ჰუვერი, აშშ-ს პრეზიდენტი 1929-33 წლებში

მოკავშირეთა სხვა დანაშაულებები მოიცავს ინტელექტუალური ქონებისა და პატენტების ძარცვას გერმანიიდან.

რა იწვევს ამ ბოროტ სიძულვილს? ბრიტანეთის სამხედრო მთავრობა მიზანმიმართულად ,,ირჯებოდა“ იმისთვის, რომ გერმანიის ყოველი დიდი და პატარა ქალაქი დაბომბვით განადგურებულიყო. და ეს მანიაკალური სიძულვილი მხოლოდ ბრიტანელებით არ შემოიფარგლება. მსგავსი ფაქტების სიმცირეს (თუ თანაბრობას ან მეტობას არა) არ განიცდიდა ამერიკული ძალები ევროპის კონტინენტზე.

German-POW.jpg
გერმანელი ტყვე ამერიკელ ჯარისკაცთან ერთად (პროპაგანდისტული ფოტო)

წყარო: larrysmusings.com

UK-USA-Bombs-WW2.gif
ამერიკისა და ბრიტანეთის მიერ ჩამოყრილი ბომბები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტერიტორიაზე (თვეების მიხედვით)

P.S. სტატია წარმოადგენს მხოლოდ მისი ორიგინალის ავტორის პოზიციას. თარგმნის მიზანი მხოლოდ დამახინჯებული ისტორიული ფაქტების გასწორება და შევსებაა. სამხედრო დანაშაულებები ვრცელდება ომში მონაწილე უკლებლივ ყველა მხარეზე, რისი დამამტკიცებელი ფაქტებიც უხვად მოიპოვება.  

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s