ალექსი I კომნენოსი – ბიზანტიის სასწაულებრივი შემობრუნება (ნაწილი II)

hotvilebi da aleqsi komnenosi.jpg

…და შემდეგ გამოჩნდა იგი ცხრა ნორმანთან ერთად, რომლებმაც შუბი აძგერეს მას. მაგრამ კატარფრაქტის ჯავშანმა ექვსივე შუბი შეაჩერა. ცხენმა გაიტაცა იგი უსაფრთხო ადგილისკენ… 

პაპის მიერ გამზადებულმა პასუხის მასშტაბებმა ალექსი შეაშფოთა. უკანასკნელი რამ რაც მას სჭირდებოდა იყო დასავლელ რაინდთა გამანადგურებელი ურდო, რომელიც მისი დედაქალაქისკენ მოემართებოდა. ის რაც იმპერატორს რეალურად სურდა იყო დაქირავებულთა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც მის ავტორიტეტს აღიარებდა, ხოლო პაპმა კი გააგზავნა უდისციპლინო ბრბო, რომელიც ცოტას უსმენდა და ბევრს მოითხოვდა. და კიდევ მრავალი მიზეზი იყო, რითიც ჯვაროსნული ლაშქრობები უნდობლობას იწვევდა. პაპმა არა მხოლოდ ჭკვიანურად შეცვალა წმინდა ომის ობიექტი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლზე, არამედ უგულებელყო ალექსის მოხსენიება თავის გამოსვლებში. მან ჯვაროსნები მტკიცედ აიყვანა თავისი კონტროლის ქვეშ და ამყარებდა იდეას, რომ საქრისტიანოს უმაღლესი ავტორიტეტი თავად იყო და არა იმპერატორი. უფრო მეტიც, მთელი იდეა წმინდა ომისა უცხო იყო ბიზანტიური აზროვნებისათვის. მკვლელობა, წმინდა ბასილი კესარიელის მიხედვით, ხანდახან საჭირო, თუმცა არა სანაქებო აქტი იყო, და რა თქმა უნდა, უსაფუძვლო ცოდვების გამოსასყიდად.  აღმოსავლური ეკლესია მტკიცედ იცავდა ამ ხაზს საუკუნეების მანძილზე, მაშინაც კი როცა დიდ მეომარ იმპერატორს ნიკიფორე ფოკას ჰქონდა მცდელობა ყველა მებრძოლი, რომელიც კი მუსლიმებთან ბრძოლაში დაიღუპებოდა წამებულად გამოეცხადებინა. ომი, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ყოფილიყო კანონიერი, საფუძვლიანი, მაგრამ მაშინ, როცა მთელ დიპლომატიაში ის იყო უსაზღვროდ უპირატესი. უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლური კლერგი არ რთავდა მეფეებს ნებას მახვილი აღემართათ,  ხოლო მათგან განსხვავებით ნორმანი სასულიერო პირები არა მხოლოდ საშუალებას აძლევდნენ თავიანთ ჯარს  არამედ თავად უწინამძღვრებდნენ ხოლმე მათ.

Byzantinischer_Mosaizist_um_1122_001.jpg
ბიზანტიური მოზაიკა, რომელზეც გამოსახულია ალექსი კომნენოსი 1122 წ.

ცხადია, ამ უცნაური დასავლელი რაინდებისა არ სჯეროდათ და ზოგიერთ ბიზანტიელს ეჭვი ჰქონდა, რომ მათი მიზანი იერუსალიმის განთავისუფლება კი არა, არამედ კონსტანტინოპოლის აღება იყო. ვისაც ეჭვი ეპარებოდა მათ მხოლოდ გზად მყოფი ჯვაროსნების დიდებული მეთაურებისთვის უნდა შეეხედათ, რომელთა შორისაც იმყოფებოდა რობერტ გუისკარის საძაგელი შვილი – ბოემუნდი.

ქალაქის კარიბჭესთან გამოჩენილ ჯვაროსანთა პირველ ჯგუფსაც არ შეუცვლია ალექსის აზრი მათზე. როცა პაპი იტალიაში დაბრუნდა, ლაშქრობებისკენ მოწოდება სხვებმა გააგრძელეს. მათ შორის ნაკლებად მიმზიდველი ბერი, პეტრე მეუდაბნოე, ჩრდილოეთ საფრანგეთსა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც უქადაგებდა ღატაკებს და სთავაზობდა გაჭირვებულ გლეხობას შანსს მათი განადგურებული ცხოვრების სახსნელად. მან შეკრიბა 40 000-მდე  კაცი, ქალი და ბავშვი, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ლაშქრობის დაწყებას. პეტრე თავად მეთაურობდა მათ კონსტანტინოპოლისკენ. როცა უნგრეთს მიაღწიეს გამოჩნდა, რომ ჯარში უმრავლესობა არაკეთილშობილური მიზნებისთვის იყო გაწევრიანებული და არც პეტრეს ან სხვა ვინმეს შეეძლო მათი მოთოკვა. ისინი ძარცვავდნენ ქალაქგარე ტერიტორიებს, ცეცხლი წაუკიდეს ბელგრადს და იჭრებოდნენ ყველა ციტადელში, რომელიც კი მათ მომარაგებაზე უარს ამბობდა. ქალაქ ნიშთან (სერბეთი), გაბრაზებულმა ბიზანტიელმა მმართველებმა სადამსჯელო რაზმი გააგზავნეს და დაახლოებით 10 000 ჯვაროსანი დახოცეს. როცა პეტრემ თავის ,,სახალხო ჯვაროსნებთან“ ერთად კონსტანტინოპოლს მიაღწია, ისინი ნაკლებად გავდნენ დამშეულთა ბრბოს და დაღლილ ყაჩაღებს. იმის მიხვედრით, რომ მათ თურქების წინააღმდეგ შანსი არ ექნებოდათ, ალექსიმ განიზრახა მათი უკან მიბრუნება, მაგრამ ისინი უკვე საკმაოდ შორს იყვნენ წასულები. გასაკვირი არ იყო, რომ ეს ხალხი უცებ კიდევ ერთი თავის ტკივილი გახდა – არბევდნენ კონსტანტინოპოლის გარეუბნებს – რაც უკანასკნელი ნიშანი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ალექსის ისინი მცირე აზიაში გადაეყვანა.

ბიზანტია 8-12.jpg
ბიზანტია და მისი სასაზღვრო ცვლილებები VIII-XII სს.

ხალხთა ჯვაროსნულ ლაშქრობას, როგორც მოსალოდნელი იყო, ცუდი დასასრული ჰქონდა. შემდეგი სამი თვის განმავლობაში ჯვაროსნები დანაშაულებს სჩადიოდნენ ადგილობრივი ბერძენი მოსახლეობის წინააღმდეგ – როგორც ჩანს, მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ისინიც ქრისტიანები იყვნენ – სანამ შეცდომით აღმოჩნდებოდნენ თურქების ხაფანგში. პეტრემ გაჭირვებით მოახერხა კონსტანტინოპოლისკენ გაბრუნება, თუმცა მისი ,,არმიის“ მნიშვნელოვან ნაწილს არ გაუმართლა. ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი ბავშვების ერთი ნაწილი თურქებმა მონათა ბაზარზე გაყიდეს და დანარჩენები დახოცეს. შემდგომი ცხრა თვის განმავლობაში გამოჩენილი არმია უკვე აღარ გავდა პეტრეს ყაჩაღთა ბრბოს. დასავლეთ ევროპელი ძლევამოსილი რაინდების წინამძღოლობით, ისინი წარმოადგენდნენ დისციპლინირებულ და დიდ ძალას, რომელიც ორჯერ აღემატებოდა ჯარს, რაც კი ალექსის შეეძლო შეეკრიბა. ამ უზარმაზარი არმიის მომარაგება და კვება ნამდვილი კოშმარი იყო, რასაც ის ართულებდა , რომ იმპერატორი არ ენდობოდა მათ ერთი გოჯითაც. ალექსი ექსტრემალური საფრთხის წინაშე იდგა. დასავლეთელებმა ფიცი დადეს, რომლისთვისაც ერთგულად უნდა ემსახურათ, მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად უნდა გაეკეთებინათ. ცალ-ცალკე მათ იმდენი ძალა არ შესწევდათ, რომ დედაქალაქი აეღოთ, მაგრამ ერთად ეს უკვე შეეძლოთ. კონსტანტინოპოლი საცდური იყო მრავალი თაობისთვის, რომელთაც მისი დაპყრობა სურდათ; რატომ აღმოჩნდნენ ჯვაროსნები ასეთი განსხვავებულები?

People's_Crusade_(cs).JPG
,,ხალხთა ჯვაროსნული ლაშქრობის” ამსახველი რუკა

იმპერატორს ჰქონდა შეშფოთების მიზეზი. მისი დედაქალაქი ყველა იმ ქალაქზე დიდებული და მომხიბლავი გახლდათ, რომელიც კი ჯვაროსნებს დასავლეთში უხილავთ. ღარიბი რაინდისთვის, ქალაქი წარმოუდგენლად უცხო იყო, ჩაძირული ოქროში, ხოლო მოსახლეობა მინიმუმ ოცჯერ მეტი ვიდრე ლონდონის ან პარიზის. ეკლესიები სავსე იყო მისტიური რიტუალებით, რომელიც მათთვის ერეტიკულად გამოიყურებოდა და ქუჩები სავსე იყო ათობით ენაზე მოლაპარაკე ვაჭრებითა და დიდებულებით, რომელიც გარემოს ეგზოტიკურ გოდოლად აქცევდა. თვალს სჭრიდათ მოქალაქეთა ბრწყინვალე ჩაცმულობა და პრიალა აბრეშუმი. საჯარო მონუმენტები წარმოუდგენლად დიდი იყო, სასახლეები საოცრად ჩინებული და ბაზარი ძალიან ძვირი. გარდაუვალი იყო კულტურული შეჯახება. ბიზანტიელები ჯვაროსნებს როგორც ოდნავ ცივილიზებულ ბარბაროსებს ისე უყურებდნენ; უკმაყოფილონი იყვნენ თავიანთი ქონებისა და მოსავლის ძარცვით, როცა ჯვაროსნები პასუხად ,,ნაზ“ და ,,სუსტ“ ბერძნებს დასცინოდნენ მათი სურნელოვანი საჭურისებისა და მდარე ტანსაცმლის გამო, რომლებთან ერთადაც უნდა ელაშქრათ.

peter-the-hermit-preaching-the-first-crusade-peoples-crusade-in-1096-ERGM3G.jpg
პეტრე მეუდაბნოე მოუწოდებს ჯარს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ, 1096 წ.

ბიზანტიური სამეფო კარის მიერ მოწყობილი დახურვის ცერემონიით გაღიზიანებულმა ჯვაროსნებმა, ალექსის წინააღმდეგ ფარული ზიზღი გაიღვივეს – ერთი იმდენად შორს წავიდა, რომ როცა ალექსი მათთან შესახვედრად მოდიოდა მის გვირგვინსაც კი წაეპოტინა. იმპერატორმა შეძლო თავის შეკავება. გაურკვეველი საფრთხეებისა და ძვირფასი საჩუქრების მახვილგონივრული ნარევით, მან თითოეულისგან სცადა ფიცის მოპოვება. თუმცა ცოტამ გამოამჟღავნა სურვილი ერთგულებისა, რამდენიმემ პირფერობა გამოავლინა (მაგალითად ბოემუნდმა), მაგრამ საბოლოოდ ყველა ლიდერმა ფორმალურად მაინც გააკეთა ეს და აღუთქვა იმპერატორს, რომ მის იმპერიას დაუბრუნებდა ყველა აღებულ ქალაქს მის მიწაზე. მხოლოდ რაიმონდ ტულუზელმა თქვა უარი გადაჭრით მისი სიტყვის დაკონკრეტებაზე, ნაცვლად იმისა, რომ იმპერატორის სიცოცხლისა და ქონებისთვის ,,პატივი ეცა“.

alexius_comnenus_i_by_lordshadowblade.jpg
…ზოგიერთი იმდენად გათავხედდა, რომ იმპერატორის გვირგვინსაც წაეპოტინა…

1097 წლის პირველ თვეებში, განსაცდელს ბოლო მოეღო; ჯვაროსნებმა გადაკვეთეს ბოსფორი და დროებით მცირე აზიის სანაპიროებზე შეჩერდნენ. ალექსიმ შვებით ამოისუნთქა. ეს არმია იმპერიისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა (თუნდაც მათ ანატოლია გაეთავისუფლებინათ მუსლიმებისგან), ვიდრე დაშლილი თურქული სახელმწიფო. ერთადერთი რაც ალექსის დარჩენოდა იყო ის, რომ დალოდებოდა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

მცირე აზიაში გადასვლიდან მალევე ჯვაროსნებმა ნიკეისკენ აიღეს გეზი, ანტიკური ქალქისკენ, სადაც 8 საუკუნით ადრე პირველი საეკლესიო კრება გაიმართა (325). თურქეთის სულთანი, რომელმაც სახალხო ლაშქრობა ჯვაროსნებისა შემუსრა, უფრო მეტად გაღიზიანებული იყო, ვიდრე შეშფოთებული. იმის მაგივრად, რომ მისი გათვლებით, მოწინააღმდეგე წინის მსგავსად იგივე ზომის ,,არმიით“ მოვიდოდა, ახლა უკვე დიდ და ორგანიზებულ ძალასთან მოუწია ბრძოლა. მტერს უკვე კარგად აღჭურვილი ცხენები ახლდა თან, ხოლო რაინდთა ჯავშანი კი მათი ისრებისთვის გაუმტარი იყო. მისი არმია პირველივე შეტაკებისას თითქმის ნამსხვერევებად იქცა და გაოგნებულმა სულთანმა სულთანმა სწრაფად დაიხია უკან.

first_crusade.jpg
პიველი ჯვაროსნული ლაშქრობის მარშრუტი და სამხედრო კამპანია, 1095-99 წწ.

ერთადერთი, რამაც ჯვაროსანთა გამარჯვებას ხინჯი მიაყენა იყო  ნიკეის დანებება ბიზანტიელებთან – რომლებმაც დაუყოვნებლივ დაკეტეს კარიბჭე და უარი თქვეს ჩვეულებრივ, მოქალაქეთა ძარცვაზე. მათი ქცევა ამ შემთხვევაში გასაგები იყო, რადგან ნიკეა ყოფილი ბიზანტიური ქალაქი გახლდათ, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტიანი იყო, მაგრამ ჯვაროსნებისთვის ეს ღალატის ტოლფასი აღმოჩნდა. ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ, რომ იმპერატორი არ დაბნეულა არჩევანის გაკეთებისას მტრებსა და მოკავშირეებს შორის – განსაკუთრებით მაშინ, როცა ალექსიმ უყოყმანოდ მიიღო თურქთა შეწყალების თხოვნა, რომ ემსახურათ იმპერიული სტანდარტებისთვის და ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ. ჯვაროსნებმა, ამ შემთხვევაში დუმილი ამჯობინეს, მაგრამ მათი ეჭვები კარგს არაფერს წინასწარმეტყველებდნენ სამომავლო ურთიერთობებისთვის მათსა და ბიზანტიას შორის.

fdvfdzvb.jpg
სელჩუკი და იტალო-ნორმანი დაქირავებულები, XI-XII სს.

ალექსი უფრო მეტად იმით იყო გახარებული, რომ უარყო დასავლელ რაინდთა შელახული სიამაყე, რადგან ის მტკიცედ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ჯვაროსნებს შანსი არ ექნებოდათ აურაცხელი მუსლიმი მტრის წინააღმდეგ მათ გზაზე. სულთანმა კიდევ სცადა ჯვაროსანთა შეჩერება, მაგრამ ორი კატასტროფული მარცხის შემდეგ, მან ბრძანება გასცა, არაფრის მარაგი დაეტოვებინათ მტრისთვის და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გასცლოდნენ მოწინააღმდეგეს. საზარელი მარშის შემდეგ მცირე აზიის ცეცხლოვან გულში, ჯვაროსნებმა ანტიოქიას მიაღწიეს და მოახერხეს გზის მის შიგნით გაკვალვა. ქალაქი მალევე აიღეს, მაგრამ უცებ ქალაქ მოსულის თურქი მმართველი გამოჩნდა, და ჯვაროსნები, რომლებიც წყლის კატასტროფულ უკმარისობას განიცდიდნენ, იძულებულნი გახდნენ თავიანთი ცხენები დაეხოცათ საკვებისათვის. ალექსი მათ დასახმარებლად გაემართა, მაგრამ შუა გზაზე გადააწყდა გამოქცეულ ჯვაროსანს, რომელმაც შეატყობინა, რომ  ყველა იმედი დაკარგული იყო და ქალაქი უკვე მალე დაეცემოდა. იმის გაცნობიერების გამო, რომ მისი არმია არაფრისთვის შეიძლებოდა შეწირულიყო მოტრიალდა და დაბრუნდა კონსტანტინოპოლში.

463925009.jpg
ანტიოქიის ალყის ამსახველი შუა საუკუნეების მინიატურა

ჯვაროსნები კი არ დანებებულან. მათი შთაგონების წყარო გახდა წმინდა შუბი, რომელიც ანტიოქიაში საწაულებრივად აღმოაჩინეს. ამან ძალიან გაამხნევა ჯარისკაცები. შუა ზაფხულში უკვე იერუსალიმსაც მიაღწიეს, ხოლო 1099 წლის 15 ივლისს, წარმატებით აიღეს წმინდა ქალაქი. ბევრი ჯვაროსანი ატირდა როცა ქალაქი დაინახა, სადამდე მისაღწევისთვისაც ამდენი ხანი იწვალეს, მაგრამ ისინი იქ ოთხი წლის დაგროვილი ბოღმით შევიდნენ და არაფერი დაინდეს. მოსახლეობიდან მხოლოდ მცირე გადარჩა – არ შეიწყალეს არც მუსლიმი, არც ებრაელი და არც მართლმადიდებელი და არაქრისტიანთა სისხლის ტბები მეორე დილამდე იდგა.

რამდენიმე კვირა დასჭირდათ, რომ დამპალი გვამების სიმყრალისგან გათავისუფლებულიყო ქალაქი, სანამ ისინი იერუსალიმის მეფეს აირჩევდნენ. ფიცის მიხედვით, რომელიც მათ ალექსის მისცეს ყველაფერი მისთვის უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ ამის მინიმალური შანსიც კი აღარ იყო. ანტიოქიაში დაუხმარებლობა მათ ალექსის ღალატად მიაჩნდათ, რაც ათავისუფლებდათ პირობის დაცვისგან. ბოემუნდმა ასევე ჩამოართვა ალექსის ანტიოქია და თავი პრინცად, მის პირველ მთავრად გამოაცხადა; და საერთოდაც ამ ლაშქრობას წმინდა მიწასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე რამდენიმე ჯვაროსნული სამეფო-სამთავროს დაარსება მოჰყვა. თუ იმპერატორს რაიმეზე პრეტენზიის განცხადება მოუნდებოდა ეს უკვე ჯარის დახმარებით უნდა გაეკეთებინა.

first-crusade-siege-of-jerusalem-1099-godfrey-of-bouillon-enters-jerusalem-H7ADWM.jpg
ჯვაროსნები იერუსალიმს იღებენ

თუმცა ალექსის სასიხარულო მიზეზი, პალესტინაში წასვლის მაგიერ, მაინც ჰქონდა. მისთვის ყოფილი ქრისტიანული ბუფერული სახელმწიფოებიც კარგი საკბილო იყო, რომლებიც საუკუნეების წინ დაკარგული ჰქონდა ბიზანტიას. მაგრამ ბოემუნდმა კარგი ლუკმა წაართვა ანტიოქიის სახით. დიდი ხნის მანძილზე ხომ სწორედ ანტიოქია განიხილებოდა იმპერიის მეორე ქალაქად და ეკლესიათა საპატრიარქო ცენტრად. მისი მოსახლეობა სრულიად მართლმადიდებლური იყო, ენა ბერძნული, ხოლო კულტურა ბიზანტიური. მაგრამ როცა ბოემუნდმა გადაწყვიტა, რომ მართლმადიდებელი პატრიარქი ლათინით შეეცვალა, ალექსი თითქმის უძლური აღმოჩნდა. ბოემუნდმა ის შეურაცხყო, დააზიანა და ძალით გააძევა. იმპერატორმა ჯვაროსანთა შორის არეულობა გამოიყენა, რათა დაებრუნებინა იმპერიის ჩრდილო-დასავლეთი მცირე აზია და მათთან ერთად ქალაქები – ეფესო, სარდისი და ფილადელფია, მაგრამ მისი არმია ძალზე გაიწელა, და იმედიც კი აღარ იყო იმის, რომ სირიამდე მიეღწია.

Byzantium_in_1170.PNG
ბიზანტია 1170 წლისთვის

დავით მაზმიშვილი

წყარო:  http://crossandcresent.blogspot.com.au/2016/09/alexius-i-comnenus-byzantine-comeback-ii.html

Byzantine.png
ბიზანტიის იმპერიული სიმბოლო, ორთავიანი არწივი
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s