იბერი – მდინარე რომელიც მოგვითხრობს არიულ ისტორიას

colchis_and_iberia_1706.jpg
ლაიფციგში დაბეჭდილი რუკა, 1706 წ

ბერძნულ-რომაულ გეოგრაფიაში, იბერია ეწოდებოდა  სამეფოს სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მდებარეობდა თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მას პირველი ალბანეთი ემეზობლებოდა, ხოლო მათ ზემოთ არსებობდა სარმატული აზია (Sarmatia Asiatica), რომლის ერთ-ერთი ტომიც ,,სერბი” (Serbi) იყო. რუკა დაბეჭდილია ლაიფციგში, 1706 წელს, მაგრამ ის მეტწილად პტოლემეს ახ. წ.II საუკუნის რუკაზე დაყრდნობით შეიქმნა.

წინა სტატიებში უკვე გაჩვენეთ, რომ სიტყვა ,,ალბანეთი“, შესაძლოა, ლათინური ვარიანტი იყო იმ ხალხის აღსანიშნავად, რომელიც საკუთარ თავს არიელებს უწოდებდა და სახელი თანამედროვე ირანიდან აქვთ მიღებული. შეზღუდული სივრცის გამო, მე გთავაზობთ კიდევ ერთ სტატიას მათ სავარაუდო წარმოშობაზე.

londoni 1770, aseve vxedavt serbebs.jpg
ეს რუკა კი დაბეჭდილია ლონდონში 1770 წელს. ლაიფციგელი კოლეგის მსგავსად მასზეც იგივე ტოპონიმიკაა ასახული

ამჯერად, სწრაფად გადავინაცვლოთ ორ ბალკანურ სახელმწიფოზე – სერბეთსა და ალბანეთზე. თუმცა არა მხოლოდ დღეს, არამედ პტოლემეს დროსაც არსებობდა აქ ტომი სახელად ალბანი, რომელიც დღევანდელი ალბანეთია და ქალაქი სერბინიუმი, რაც დღევანდელ სერბეთის რესპუბლიკას შეესაბამება. ეს ტოპონიმები პირველი ათასწლეულის გარიჟრაჟზევე აირეკლა. მგონი უცნაურია, რომ ჩვენ დღესაც შეგვიძლია ვნახოთ ბალკანეთში მდინარე სახელად იბარი. ის მიედინება 276 კილომეტრზე სამი ქვეყნის ტერიტორიაზე – მონტენეგროში, კოსოვოსა და სერბეთში (ცოტა ხნის წინ ეს მთლიანად სერბეთის მიწა იყო).

ibari serbetshi.png
მდინარე იბარი და ქალაქი არილე სერბეთში

მე ასევე მოვხაზე პატარა ქალაქი არილე (Arilje) (ამ სახელის დასახლება ბალკანეთში არაერთია). მისი ეტიმოლოგია, შესაძლოა, ორ რამეს ნიშნავდეს: 1. არიელების ქალაქი; 2. თეთრი ქალაქი (როგორც ბელგრადი).

მოდით ნახტომი კიდევ გავაკეთოთ, ამჯერად იბერიის ნახევარკუნძულზე. ცნობილია, რომ ის სახელს მდინარე ებროდან იღებს, რომელსაც ძველ ბერძნულად იბეროსს ეძახდნენ, ხოლო ლათინურად იბერუსს ან ჰიბერუსს. კვლავ იგივე სახელი? დიახ მაგრამ ის უფრო უცნაურია, რომ მის პრე-რომაულ მოსახლეობაში არსებობდა სეურბებისა და ალბიონების ტომი.

iberiis preromauli xalxebi da enebi.jpg
იბერიის (პირინეის) ნახევარკუნძულის პრე-რომაული ხალხებისა და ენების რუკა

იბერიის სამეფოს დაკავშირება იბერიის (დღევანდელი პირინეის) ნახევარკუნძულთან ათას წელს ითვლის. გამოჩენილმა ქართველმა რელიგიურმა მწერალმა, გიორგი მთაწმინდელმა (გიორგი ათონელი) (1009-1065) ქართველ დიდებულებს მისწერა თავის სურვილზე, გამგზავრებულიყვნენ იბერიის ნახევარკუნძულზე და სტუმრებოდნენ დასავლეთის ქართველებს, როგორც ის უწოდებდა მათ. არაა ცნობილი იცოდნენ თუ არა მათ ბალკანური კავშირების შესახებ.

როგორც ვხედავთ, მსგავსი სახელები ჩნდება სამ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ადგილას და ფაქტობრივად, ერთსა და იმავე დროს. ეს უცნაური დამთხვევაა?

მაგრამ ის მხოლოდ აქ არ ჩერდება. როგორც ითქვა, მდინარე ებროს ლათინური შესატყვისია ჰიბერუსი, ხოლო ლათინურარდ ირლანდია – ჰიბერნიად იწოდებოდა. მისი ეტიმოლოგია დაუზუსტებელია, თუმცა უფრო მეტად მიღებულია, რომ მომდინარეობს სიტყვიდან ,,ჰივერ“ – ზამთარი. მაგრამ რა მოხდება თუ მას სანაცვლოდ დავაკავშირებთ იბართან? სიტყვა ,,ირლანდია“ შესაძლოა, ასევე ,,არიელთა მიწას“ ნიშნავდეს, რაც ლათინურად გადაითარგმნება, როგორც ,,ალბანეთი“.

არის თუ არა ეს ვერსია ძალზე გადამეტებული? არა, რადგან დიდი ბრიტანეთის მთელ კუნძულს ერთ დროს ალბიონი/ალბანეთი ერქვა. ეს მისი უძველესი სახელია.

10756240615_d7816b4036_b.jpg
ალბიონის სამეფო

მომდევნო საუკუნეებში კი სიტყვა ალბა მხოლოდ შოტლანდიასთან ასოცირდებოდა. რატომ შოტლანდია? რადგან ეს იყო კუნძულის ის ნაწილი, რომელიც რომაელებმა ვერ დაიპყრეს. ამდენად ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა რომაელებისგან შეიძლება ალბანელებად იწოდებოდა, ხოლო ირლანდიას, რომელიც რომაული ლეგიონებისგან ფაქტობრივად ხელშეუხებელი იყო, ჩვეულებრივ შემორჩა სახელი – არია, რაც მთელ გაერთიანებულ სამეფოს ეწოდებოდა რომაელებამდე?

მაგრამ ვინ იყვნენ ეს არიელები? რა თქმა უნდა, არა დღევანდელი ალბანეთის მკვიდრნი. ერთ-ერთი ვერსიით სახელი შესაძლოა გალიიდან (თანამედროვე საფრანგეთი) იყოს წარმომდგარი. ერთი თეორიის მიხედვით, გალიც ასევე ,,თეთრს“ ნიშნავს, რძესავით თეთრს უფრო ზუსტი განმარტებისთვის (ეს იმ დროის ბერძნულ ენაში – გალა = რძე). ბერძნებს სავაჭრო კონტაქტები ჰქონდათ გალებთან რომაელებამდე, ამიტომ შესაძლებელია, რომ სახელი შემდგომში ისესხეს, რათა ადვილად გაერჩიათ ხმელთაშუაზღვისპირელი მუქი კანის ხალხები, ჩრდილოელი თეთრებისგან. ამ ვერსიას შეგვიძლია დავუჯეროთ იმდენად, რომ ჩვენ სწორედ ევროპაში ვიცნობთ პირველ ლაქტოზის მიმღებ გენებს, რომლებიც პირველი რძის მსმელები იყვნენ. ირლანდიური ლეგენდა ,,Lebor Gabala Erenn” (დაპყრობების წიგნი) გადმოგვცემს, რომ ისინი არიან გელების (Gaels) მემკვიდრეები, რომლებიც ცხოვრობდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე. ორი ძმა ეიბარი – ეიბარ დუნი (მუქი) და ეიბარ ფინი (ქერა), პირველი გელები იყვნენ, რომლებმაც ირლანდია დაიპყრეს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის – იგივე ლეგენდის მიხედვით, მათი წარმოშობა უკავშირდება ბაბილონის გოდოლსა და სკვითიის პირველ მეფეს. გარკვეული კვლევები ერთმანეთს უკავშირებს სიტყვებს ,,სკვითსა“ და ,,სკოტს“, მაგრამ რა მოხდება თუ ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის?

Prerome.gif
კელტური ცივილიზაციის გავრცელების არეალი პრე-რომაულ პერიოდში

ამდენად არიელი, ალბანელი და გალი შეიძლება, ერთსა და იმავეს აღნიშნავდეს სამ ენაზე. იგივე პარალელები არსებობს გერმანულში. ვენდების სახელი წარმოდგება გერმანიკული ვენტოდან (vento) – თეთრი (ინგლ. winter), თუმცა ვენდები სლავები არიან, რომელთა მცირე რაოდენობა გადარჩა საუკუნეების მანძილზე. მოსახლეობენ ბერლინის გარშემო, თავიანთ თავს, საკუთარ ენაზე, სორბებს უწოდებენ. ,,სერბი“ მრავალი ავტორის მიხედვით სლავების უძველესი ეთნონიმია.

გერმანიაში კეისარი შენიშნავს ტომს ებურონებს, ჩრდილო-აღმოსავლეთ გალიაში. თუ გალებს ნამდვილად ჰქონდათ სლავური ელემენტები სკვითების მეშვეობით, მაშინ ადვილად მივხვდებით რატომ ერქვა Old Sarum-ს ინგლისში ლათინურად სორბიო-დუნუმი ან რატომ უწოდებდნენ ადრიანეს კედლის რომაულ კასტრუმს (castrum – სასიმაგრო კოშკი) მიღმა შოტლანდიის ვაკეებს ვინდო-ლანდას (იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვინდო-ბონაზე, რომელიც უძველეს ვენას ეწოდებოდა). პარალელებზე საუბრისას ვერ გამოვტოვებთ იმ ფატსაც, რომ ირლანდიის უმნიშვნელოვანესი მაღლობის სახელი – ტარა ირეკლება სერბეთის ერთ-ერთი მთის სახელში, რომელიც ასევე ტარად იწოდება და ტარას ქვეშ გამავალი მდინარე ბოინი საოცრად ჰგავს ასევე მდინარე ბოიანას (ალბანეთსა და მონტენეგროში). ეს მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითებია.

1543614e4942.jpg
ექვთიმე, გიორგი და იოანე მთაწმინდელები

არსებობს თუ არა წარმოდგენილ პრეტენზიათა მეცნიერული მტკიცებულებები? დიახ, თანამედროვე გენეტიკა გვიჩვენებს, რომ R1 ჰაპლოჯგუფი წარმოიქმნა უკრაინის სტეპებში და მიმოიფანტა ევროპაში, ხოლო კვალი დატოვა სლავურ R1a-სა და გერმანიკულ/კელტურ R1b-ში. ამ ჰაპლოჯგუფის აკვანი იბერიის სამეფოდან არცთუ ისე შორს დაირწა, რაზეც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ. მიგრაციის პირველმა ტალღამ ბალკანეთს მიაღწია ქრ.შ.-მდე 4200 წლისთვის, მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის ,,დაპყრობა“ მოხდა 2 ათასწლეულით უფრო გვიან.

[…] (ამ და სხვა  ადგილას აღნიშნული ნიშნით გამოტოვებულია დეტალური პროცენტული მაჩვენებლები ან ხალხებისა და მათი ჰაპლოჯგუფების ურთიერთმიმართება Eupedia-ს მიხედვით. მასალა შეგიძლიათ იხილოთ სტატიის სრულ ვერსიაში ინგლისურ ენაზე)

r1a-migration.jpg
R1a გენის მიგრაცია ევროპაში
r1b-migration-map.png
R1b გენის მიგრაცია ევროპაში

სიტყვა ,,იბარი“ ბასკურ ენაში ნიშნავს ველს. ამის საშუალებით კი ადვილად ავხსნით იბერიის ნახევარკუნძულის ეტიმოლოგიას, მაგრამ რა კავშირშია ეს საქართველოსთან? ოფიციალური ისტორიის მიხედვით, ევროპული რკინის ხანა კავკასიის ამავე რეგიონიდან მომდინარეობს, უხეშად რომ ვთქვათ ქრ.შ.-მდე 11 საუკუნიდან. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული თუ რას ეძახდა ამ გენეტიკური მასალის გამავრცელებელი ხალხი საკუთარ თავს, მაგრამ ჩემს ორ პენსს ჩამოვდივარ არიელებზე, რადგან სიტყვა რკინის (iron) ეტიმოლოგიაც მათ უკავშირდებათ. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ხეთები იყვნენ თავისი დროის მოწინავე ტექნოლოგები.

[…]

ancient-world-celts-two-gaulic-warriors-on-horse-circa-2nd-century-BJNMJE.jpg
გალები

ჰეროდოტე წერს, რომ ნომადმა სკვითებმა აგროკულტურა ისწავლეს თრაკიელებისგან ქრ.შ.-მდე V საუკუნეში. რაც იმას ნიშნავს, რომ კონტაქტები ადრეულ ეტაპზევე ხდებოდა, ჯერ კიდევ ჰეროდოტემდე. რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ბალკანელი თრაკიელები და სარმატები რომაელების წინააღმდეგ გვერდიგვერდ იბრძოდნენ ადრიანოპოლის ბრძოლაში (დღევანდელი ედირნე, თურქეთი). ამ პროცესებში, არიელებმა საკუთარი სახელი უხვად დატოვეს სერბების, ხორვატებისა და ალბანელების (არიელების) უკან, მრავალ სხვა ტოპონიმთან ერთად.

az_img_horoscope_aries.png
ვერძის თანავარსკვლავედი

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მოხდა ვერძის (aries) ასტროლოგიურ ხანაში. ,,ოდისეის“ ხანას ეკუთვნის მითი იაზონსა და არგონავტებზე, რომლებიც ოქროს საწმისის ძიებაში იყვნენ, შესაძლოა ალეგორიულად უკავშირდებოდეს ციურ მითოლოგიას. თუმცა ის ფაქტი, რომ მათი დანიშნულების ადგილი კოლხეთი იყო, მიანიშნებს მითის შესაძლო არიულ წარმოშობაზე. ამ ადგილას შეიქმნა სწორედ სტვირი, რომელიც დღეს შოტლანდიასა და ირლანდიასთან ასოცირდება, ისევე როგორც ადგილობრივ ბალკანელებთან. საქართველო ასევე არის უმდიდრესი მეგალითური კულტურის აკვანი, რომელიც ირლანდიაშიც აირეკლა, სანამ ის დატოვებდა თავის კვალს შავი და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე. მეურნე სკვითები, რომლებიც შესაძლოა აღარ მისდევდნენ მომთაბარე ცხოვრების სტილს, ცნობილი არიან როგორც ,,გეორგი“ (Georgi) ანტიკურ ავტორებთან.

f239fa61ac63e49bb429fae14b5b3118.jpg
ოქროს საწმისის მითი ყველა ქართველისთვისთვის კარგადაა ცნობილი 

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომაელები დიდად არ იწუხებდნენ თავს კელტების/გალების/გერმანელების შესავიწროებლად. […] ზოგიერთ ამ ანტიკურ ტომთაგან სლავური წარმოშობის იყო და თამაშობდა უმნიშვნელოვანეს როლს ევროპის ადრეულ პრეისტორიაში…

8 290_.png

დავით მაზმიშვილი

წყარო:   https://cogniarchae.wordpress.com/2016/01/23/iber-a-river-that-tells-the-aryan-story/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s