აღმოსავლეთთან ბრძოლის არაპოლიტკორექტული ისტორიიდან (ნაწილი II)

 

EU19_122.jpg
ევროპა 1100 წლისთვის

ჯვაროსნული ლაშქრობები

მანასკერტში (სომხეთში) კატასტროფული მარცხის შემდგომ ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I კომნენოსმა თურქებისგან დაპყრობილი მიწების გამოსახსნელად ფრანკებს მიმართა დასავლეთში დახმარებისთვის. მიმართვა პაპმა ურბან II-მ მოამზადა, რომელიც კლერმონის საბჭოსა და პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას თავკაცობდა. დასავლეთ ევროპის პასუხი იმაზე უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ამას რომელიმე პაპი ან იმპერატორი მოელოდა. როცა ალექსიმ სამხედრო დახმარება ითხოვა, რომ მებრძოლები დაქირავებული არმიის სახით ჩარიცხულიყვნენ ბიზანტიის არმიაში, ამას მასობრივ მოძრაობაზე ნაკლები შედეგი არ მოჰყოლია. აღმოსავლეთისკენ არა მხოლოდ საფრანგეთისა და გერმანიის იმპერიის უდიდესი ფეოდალები დაძრულან თავიანთი ვასალებითა და ყმა მეომრებით, არამედ ეს იყო ,,სახალხო ჯვაროსნული ლაშქრობა“ შემდგარი გლეხებისა და მცირემიწიან აზნაურთაგანაც კი, რომელთაც პეტრე მეუდაბნოე ედგა სათავეში. ეს რაზმი, როგორც დადგენილია, შეიკრიბა 1096 წლის აპრილში, დიდაზნაურთა არმიის დაძვრამდე რამდენიმე თვით ადრე. უდიდესიდან უმდაბლესამდე, დასავლეთ ევროპელი კაცები და ქალები ჯვაროსნული ენთუზიაზმით იყვნენ აღსავსენი.

 

maxresdefault (1).jpg
მანასკერტის ბრძოლაში, 1071 წელს, თურქ-სელჩუკებმა, ალფ-არსლანის მეთაურობით, ბიზანტიის იმპერიის არმია დაამარცხეს, ხოლო იმპერატორი რომანოზ IV დიოგენესი კი დაატყვევეს

პირველი ლაშქრობა საერთოდ არ ითვალისწინებდა ბიზანტიისთვის დახმარების აღმოჩენას თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში; და საერთოდ საშუალო ჯვაროსანი საერთოდ ვერ ხედავდა ამ ომებში მსგავს თვალსაზრისს. ბევრისთვის მთავარი ის იყო, რომ სელჩუკები ქრისტიან პილიგრიმებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ; აგრეთვე საქრისტიანოსთვის წმინდა მიწის გამოხსნა, რომელიც მე-7 საუკუნიდან მუსლიმების მიერ იყო ოკუპირებული. სწორედ ამ მიზეზებითა და მომავალ ცხოვრებაში სულიერი ჯილდოს დაპირებებით პაპი ურბანი მგზნებარედ მოუწოდებდა ქრისტიან რაინდებს წმინდა მიწაზე მოგზაურობისკენ და იქ საღვთო ადგილებისა თუ პილიგრიმთა დაცვისკენ:

,,თურქები დაწყევლილი რასაა, მოდგმა, რომელიც უკიდურესად დაშორებულია ღმერთისგან… შეიჭრნენ რა ქრისტიანთა მიწებზე მახვილით, ძარცვითა და ცეცხლით, გააუკაცრიელეს ისინი… მაშ ვისზეა შურისძიება და ამ მიწების კვლავ აღორძინება თუ არა თქვენზე?“

51242664.jpg
ურბან II – რომის პაპი 1088-99 წწ.; მისმა მგზნებარე მოწოდებამ Deus Lo Vult (ღმერთს სურს ეს) უამრავ ევროპელს ააღებინა მახვილი…

თუ შორს დავდგებით აგრესიის მაპროვოცირებელი აქტისგან მშვიდობიანი მუსლიმი მოსახლეობისა და მათი მიწების მიმართ ახლო აღმოსავლეთში, როგორც ხშირად გამოსახავენ ამ მოვლენას, პირველი ლაშქრობა იყო როგორც დასტური ბიზანტიის მიერ დახმარების მოთხოვნისა, ისე დაგვიანებული პასუხი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული მიწების დაპყრობებისა მუსლიმთა მიერ (ტერიტორიებს, რომელიც მოიცავდა ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილო აფრიკასა და ესპანეთს). ეს იყო პასუხი, აგრეთვე, თურქულ ბანდიტიზმზე, რათა დაეცვათ და უზრუნველეყოთ ღია საპილიგრიმო გზები ევროპიდან წმინდა მიწისაკენ.

კლერმონის კრების შემდეგ მრავალმა პრინცმა აიღო ჯვარი და ჩაერთო ომში. დიდწილად ისინი რელიგიური მოვალეობებით შთაგონების გამო მოდიოდნენ. ეს არ იყო ღარიბთა ფენა, რომელიც სალაშქროდ გამდიდრების მიზნით მიდოდა. მათ შორის მრავლად ნახავდით დასავლეთ ევროპის უმდიდრეს და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე კაცებს. ისინი საკმაოდ რისკავდნენ ამ გრძელი მოგზაურობისას, რადგან დასაკარგი ბევრი რამ ჰქონდათ. მე-11 საუკუნის ევროპა იყო ერთგულებასა და თავდადებას შორის ბრძოლის არენა, ასევე კონფლიქტის ველი ძველი უკმაყოფილებისა და უძველესი მტრობის, არასაიმედო საზღვრებით. მიწების მიტოვება იზიდავდა კონკურენტებს, ადგილზე არმყოფისთვის წაერთმიათ მამულები. მხოლოდ ღრმა რწმენა მათი მიზნის სისწორისა და შანსი გამხდარიყვნენ მსოფლიო ისტორიის უდიდესი მოძრაობის მონაწილენი აძლევდა მოტივაციას ძლევამოსილ ხელმწიფეებს მიეტოვებინათ თავიანთი დომენები და ელაშქრათ აღმოსავლეთში.

16265970_274763299607513_7444030625462825832_n.jpg
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ლიდერები: გოდფრუა ბულონელი, რაიმონდ ტულუზელი(სენ-გილელი), ბოემუნდ ტარანტელი და ტანკრედ ჰოტვილელი

ლიდერები:

გოდფრუა ბულონელი – ქვემო ლორენის (შემდგომში ქვემო ქვეყნების) ჰერცოგი, იყო შარლემანის (კარლოს დიდის) შთამომავალი. მაღალი, ქერა და ლამაზი აღნაგობის; იგი მიიჩნეოდა საუკეთესო ქრისტიან რაინდად. გოდფრუამ ან დააგირავა ან სრულად გაყიდა თავისი მიწები, რათა მონაწილეობა მიეღო ლაშქრობებში. აღებული ფულით მან რამდენიმე ათასი რაინდი და ქვეითი აღჭურვა. როგორც წინამძღოლი ის გულგრილობას იჩენდა: და ბრძნულად იღებდა უნარიან კაპიტანთა რჩევებს, ისეთებისას, როგორებიც იყვნენ ბოემუნდი და რაიმონდი. მას კომპანიონობდნენ თავისი ძმები, ბალდუინი და ეუსტახი, ბულონის გრაფი.

რაიმონდ IV ტულუზელი – ტულუზის გრაფი, პროვანსის მარკგრაფი და ნარბონის ჰერცოგი; იყო ერთ-ერთი უმდიდრესი კაცი ევროპაში. საღვთო რომის იმპერიისა და საფრანგეთის მსხვილი მემამულე. ის იყო უხუცესი ყველა მონაწილე ლიდერს შორის და პაპის კურიის მოწონებული სარდალი მისი შესაძლო წინამძღოლი როლის გამო ამ ომში. თუმცა, მას არ შეეძლო მიეღწია ამ როლისთვის. სამაგიეროდ ის გოდფრუასა და ბოემუნდთან ერთად გასცემდა ბრძანებებს, როგორც ლაშქრობების თანამოთავე.

ბალდუინ ბულონელი – გოდფრუას უმცროსი ძმა; და მასზე მაღალი. ის იყო სრულყოფილი რაინდი და ამტკიცებდა, რომ შეეძლო უფრო უკეთ ეხელმძღვანელა ლაშქრობისთვის ვიდრე ნებისმიერ სხვა ლიდერს. შემდგომ წლებში ის იყო მომავალი იერუსალიმის სამეფოს უხვ გამარჯვებათა ავტორი.

რობერტი, ნორმანდიის ჰერცოგი – მეტსახელად ,,მოკლეშარვლიანი“ (სავარაუდოდ, მოკლე შარვლის ტარების გამო), უილიამ დამპყრობლის უფროსი ძმა, სარდლობდა ევროპის უზენაეს მხედრობას, ნორმანებს. როგორც სხვა სარდლებმა, მანაც დააგირავა თავისი მამული მისსავე ძმაზე უილიამ II წითურზე, რომელმაც ჯამში 10 000 მარკით დააფინანსა მისი მონაწილეობა. ის ხელმძღვანელობდა ჩრდილოელი ფრანგების კონტიგენტს და მოვიდა ბიძაშვილთან, ფლანდრიის ჰერცოგ რობერტ II-სთან და სიძესთან, ბლუის ჰერცოგ სტეფანთან ერთად.

შესაძლოა, მხოლოდ ბოემუნდი, ტარანტოს პრინცი, რობერტ გვისკარის შვილი და იტალიის ჯვაროსან ნორმანთა ლიდერი არ იყო განსაკუთრებულად მდიდარი და აპირებდა, რომ დაეარსებინა სამთავრო წმინდა მიწაზე. ის იყო არაჩვეულებრივად მაღალი და კარგი აღნაგობის, მეომართა მეომარი. გამოცდილი და ნიჭიერი სარდალი, რომელიც იბრძოდა ბიზანტიის იმპერატორის, ალექსის წინააღმდეგ მამამისის ბრძოლების დროს საბერძნეთში. როგორც იტალიელ ნორმანთა მეთაური სარდლობდა აღმოსავლეთის ომებში გამოცდილ ჯვაროსნების ყველაზე ეფექტურ საარმიო ჯგუფს. ის თავის მზაკვარ ძმიშვილთან, ტანკრედთან ერთად ლაშქრობდა.

procession_of_crusa.jpg
ადემარ მონტეილელი ჯვაროსნებს თან ახლდა და ურთიერთგადამტერებული მთავრების მორიგებას ცდილობდა 

ადემარ მონტეილელი (ლე პუას ეპისკოპოსი) – იყო პაპის ლეგატი და წარმომადგენელი ჯვაროსნულ ლაშქრობებში. ის კლერიკი იყო ისევე, როგორც გამოცდილი დიპლომატი. აგრეთვე წარმოადგენდა კეთილშობილთა ოჯახს. მან ბევრი გააკეთა ერთმანეთს გადამტერებულ ლიდერთა შორის მშვიდობის ჩამოსაგდებად.

მიუხედავად უფრო დიდი ბარბაროსებისა ევროპაში, როგორცაა მიჩნეული, აღმოსავლეთში ისინი უფრო მეტად იყვნენ თანასწორნი მუსლიმი მტრების წინააღმდეგ; თუმცა თურქებთან მიმართებით უფრო ცივილიზებულები. აქ იყო წარმოდგენილი ევროპის კულტურული ელიტები, შესაძლოა უფრო დაუხვეწავი, ვიდრე ბიზანტიელი და მუსლიმი დიდებულები, რომლებიც ისეთივე განათლებულები იყვნენ, როგორც კარგად აღზრდილი მეომრები.

seljuk.jpg
თურქ-სელჩუკი მხედარი

მეომრები:   

სელჩუკი თურქები ამტანი მეომრები იყვნენ, თუმცა სასტიკი მომთაბარეები, რომლებიც სულ ახალი მოსულები იყვნენ ცენტრალური აზიის სტეპებიდან. მათ ისლამი მე-9 საუკუნეში მიიღეს; და სწრაფად დაწინაურდნენ აბასიდთა ხალიფატის მოიერიშე ძალებად. მალე, როგორც რომაელმა პრეტორიელებმა, თავიანთ ზემდგომებზე დომინანტობა მოიპოვეს. მე-11 საუკუნის მიწურულისთვის თურქი ამირები უკვე მრავალ მუსლიმურ სახელმწიფოს მართავდნენ არალიდან ბოსფორამდე. თუმცა მათ სრულად არ მიუტოვებიათ მომთაბარე ცხოვრების წესი; ჯერ კიდევ საძოვრიდან საძოვრამდე დაჰყავდათ ცხვარი. ცხოვრობდნენ იურტებში, ცხოვრების დიდ ნაწილს უნაგირზე ატარებდნენ და (როგორც დასავლური ქრონიკები გადმოგვცემენ) ნომად ხალხთა უმრავლესობის მსგავსად საშინლად არაჰიგიენურები იყვნენ პირად ცხოვრებაში (მათ შორის დღის მანძილზე დადგენილში).

თურქული მხედრობა, ძირითადად, მსუბუქი კავალერიისგან შედგებოდა. მათი მთავარი იარაღი მოკლე, კომპოზიტური მშვილდი იყო. ისევე როგორც მთელი ისტორიის მანძილზე, თურქი ცხენოსანი მშვილდოსნების მთავარი ტაქტიკაც ფუტკრების გუნდი იყო, დაეგესლათ მტერი უსაფრთხო დისტანციიდან ისრების წვიმით. როცა მტერი შეეცდებოდა მიახლოვებოდა მათ შესაბრძოლებლად (სადაც მძიმე შეიარაღებისა და პატარა ცხენების ნაკლებობა თურქებთან არახელსაყრელ პირობებს უქმნიდათ) თურქები უბრალოდ შემოატრიალებდნენ ცხენებს და მიქროდნენ უსაფრთხო ადგილებისაკენ და შემობრუნებულები აგრძელებდნენ მტრის დაცხრილვას. მხოლოდ თუ მტერი დაეცემოდა ხელჩართული ბრძოლისას ან არეულობისას, მშვილდს გადაიკიდებდნენ და შინ ბრუდნებოდნენ მახვილით, ბუნიკიანი კვერთხით ან ცულის სარტყელით.

fatimid.jpg
ფატიმიდთა სახალიფოს მეომრები, XI ს.

კიდევ ერთი მტერი ჯვაროსნებისა იყო ფატიმიდების ხალიფატი ეგვიპტეში. მათი არმია შედგებოდა როგორც თურქი დაქირავებულების (მონა-მეომრების, რომელთაც ღულამებს უწოდებდნენ), ისე ადგილობრივი ეგვიპტური და სუდანური ძალებისგან. ისინი ნაკლებად ეყრდნობოდნენ თურქულ შეტაკების ტაქტიკას, თუმცა ჰქონდათ დიდი და მრისხანე ქვეითთა კომპონენტი. ჯვაროსნების პირველი ლაშქრობის დროს ისინი აკონტროლებდნენ იერუსალიმს. მანამდე მათ სელჩუკ მეზობლებთან რამდენიმე თაობის ბრძოლა ჰქონდათ გამოვლილი; და ჯვაროსნებმა მათ მოუმზადებლებს მოუსწრეს, როცა ისინი ძალების აღდგენის პროცესში იყვნენ.

frankebi.jpg
ფრანკი მეომრები წმინდა მიწაზე

კონტრასტულად შემტევი მსუბუქი მხედრობა თურქული არმიის ხერხემალი იყო, როცა ფრანკები თავიანთ მძიმე კავალერიას ეყრდნობოდნენ გამარჯვებათა მოსაპოვებლად. შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპელი რაინდი თავისი დროის საბრძოლო ტანკი იყო. ომისას დიდი ცხენები (ულაყები) აღჭურვილი იყო 10-12 ფუტიანი შუბით, მათი ძირითადი ტაქტიკა ძლიერი იერიში იყო. ეწყობოდნენ ისე მჭიდროდ, რომ რაინდთა უზანგები ერთმანეთისას ეხებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მათ იერიშებს შეეძლოთ ,,ბაბილონის კედლებიდან ორმო გაეკეთებინათ“. ფრანკ რაინდებს პირველ ლაშქრობაში ფეხოსან მეომართა ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდათ; რომელთაგანაც ბევრი მშვილდოსანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მათი სასროლი ჯერი თურქი მტრების კომპოზიტურ მშვილდთან შედარებით მცირე იყო, მათი ნასროლი უფრო ძლიერი გახლდათ და ახლო მანძილზე მტრის ჯავშანსაც კი აზიანებდა; და თურქულ მშვილდებზე უფრო დიდი დიაპაზონი ჰქონდათ. ყველაზე სასარგებლო რაინდ ქვეითთა არმია და ოფიცერთა კორპუსი აღმოჩნდა. ევროპელი შემტევები, ისევე, როგორც თურქი მშვილდოსანი მხედრობა ახლო აღმოსავლეთის ცხელ გარემო პირობებში ადვილად მოწყვლადი იყო. თუმცა ფეხით ბრძოლისას ისინი უზრუნველყოფილნი იყვნენ ცხენოსანი ჯარის მედგარი ბაზით, რომელიც მათ გარშემო მანევრირებდა. ჩამოქვეითებულები იღებდნენ კურთხევას, რომ ხელი შეეშალათ თურქთა ძლიერი იერიშებისთვის, რომელსაც თავს არიდებდნენ მათ ხაფანგში შეტყუებისგან თავის დასაღწევად.

Map-of-fatimid.gif
ახლო აღმოსავლეთი 1100 წლისთვის

ამ ლაშქრობების მანძილზე, პირველიდან უკანასკნელამდე, გამარჯვება იმის ხარეს იხრებოდა, ვისაც შეეძლო ,,ებრძოლა თავისი ბრძოლა“. თუ ფრანკები უფრო მარჯვე და უნარიანი გამოდგებოდნენ, დღის შეტაკებებს თავისუფლად უგებდნენ თურქებსა და არაბებს. სამაგიეროდ, თურქებს ან სარაციენებს (ახლო აღმოსავლეთის არათურქი მუსლიმი მეომრების კოლექტიური სახელი) შეეძლოთ გაენადგურებინათ ფრანკები სასროლი იარაღით უსაფრთხო მანძილიდან (ან ახლო აღმოსავლური მზით, რომელიც თავის ,,ბინძურ საქმეს“ აკეთებდა). როცა დასავლური ტრანსპორტი ჩვეულებრივ ,,მტკიცებულება“ იყო თურქების მოკლე, მსუბუქი ისრების წინააღმდეგ, მათ შეუიარაღებელ ცხენებს ხშირად აზიანებდნენ მოწინააღმდეგეთა დაბრკოლებები.

14601123_697495567083297_8656972319485332260_n.jpg
ღმერთს სურს ეს

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

1096 წელს ევროპელი მონარქები, ინდივიდუალური არმიებით დაიძრნენ აღმოსავლეთით. ჯვაროსანთა ბრიტანელი ისტორიკოსის, დევიდ ნიკოლის მტკიცებით, არმია, საერთო ჯამში, შედგებოდა 35 000 მეომრისგან (რომელთაგანაც 5 000 მხედარი იყო). ისინი მიჰყვებოდნენ ,,ხალხის ჯვაროსნულ ლაშქრობას“, საერთო სახალხო მოძრაობას, რომელსაც შეცდომით სჯეროდა, რომ ღმერთი მისცემდა საზრდოსა და გამარჯვებას თურქებზე. ორივე შემთხვევაში ისინი გაწბილდნენ და ჯვაროსნებს თურქებთან პირველივე შეტაკებისას, ნიკეასთან ახლოს, ბითინიაში (ანატოლია) დიდი უბედურება დაატყდათ თავს.

2000px-Map_Crusader_states_1135-nl.svg.png
ჯვაროსნების მიერ დაარსებული სამეფო-სამთავროები ლევანტესა და პალესტინის მიწაზე

მთავართა უკეთ შეჭურვილი და ორგანიზებული არმია კონსტანტინოპოლთან გამოჩნდა, სადაც აღელვებულმა და მოუმზადებელმა ბიზანტიის სამეფო კარმა სწრაფად გადაიყვანა ისინი სრუტით აზიაში (ჯვაროსანთა რიცხვი იმაზე ბევრად დიდი იყო, ვიდრე ამას ალექსი წარმოიდგენდა, ხოლო ამაყი ფრანკი მთავრები დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ კონსტანტინოპოლისა და იმპერიისათვის, რადგან მისი ხელში ჩაგდება თავისუფლად შეეძლოთ). ბიზანტიელებმა ისინი გზამკვლევებით, ინჟინრებითა და საკვები რესურსებით მოამარაგეს. მაგრამ იმპერატორს არ ჰქონდა გარანტია იმისა, რომ ჯვაროსნები ბიზანტიურ ციხეებს არ დალეწავდნენ ამ გზაზე ან თუნდაც უკან დაბრუნებისას კვლავ იმპერიის გავლით უბედურებას არ დაატეხდნენ მას. თუმცაღა წმინდა მიწა საუკუნეთა მანძილზე იყო მუსლიმთა მმართველობის ქვეშ (ბიზანტიურმა არმიამ მე-10 საუკუნეში სირიის გარკვეული ნაწილი გაათავისუფლა, მაგრამ მანასკერტის კატასტროფის შემდეგ ისევ დაკარგა), ჯვაროსნები ამ ტერიტორიას ბიზანტიელთა კუთვნილებად არ მიიჩნევდნენ. ეს კი სამომავლოდ დიდ რისკს წარმოშობდა, რომ გათავისუფლებული მიწები ,,განხეთქილების ვაშლად“ ქცეულიყო ჯვაროსნულ სახელმწიფოებსა და მეზობელ ბიზანტიას შორის. მსვლელობამ (გადაუჭარბებლად) ჯვაროსან ხალხთა ძვლებზე გადაიარა, მათმა მთავარმა არმიამ ბითინია გაიარა და თურქული ციტადელის ალყის შემორტყმით ახლოს იყვნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნიკეისა და კონსტანტინოპოლისთვის. ეს ძლიერი პუნქტი მხოლოდ 5 კვირიანი ალყის შემდეგ აიღეს და თურქთა სულთნის, ყილიჩ არსლანის შესუსტებული არმიის წინააღმდეგ დიდი გამარჯვება მოიპოვეს. ნიკეას ბოლოს მისმა გარნიზონმა უღალატა, რომელიც ბიზანტიელებს დანებდა, რათა თავიდან აეცილებინა ფრანკებისგან განადგურება. უკმაყოფილონი ნადავლის დაკარგვით, ჯვაროსნებმა ბიზანტიელი მფარველების გარეშე გააგრძელეს ლაშქრობა წმინდა მიწისკენ. ჩრდილოეთ ანატოლიის მშრალი საძოვრების გავლით მიმავალ ჯვაროსნებს თურქები დორილეასთან ჩაუსაფრდნენ. ხელჩართული ბრძოლის შედეგად, ფრანკებმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს თურქებზე. შემდგომი ათწლეულების მანძილზე თურქები ფრანკთა არმიას პატივისცემითა და სიფრთხილით ეპყრობოდნენ. საშინელი მსვლელობის შემდეგ სამხრეთ ანატოლიის უდაბნოში, ჯვაროსნები ანტიოქიასთან გაჩერდნენ, ერთ დროს ბიზანტიის მეორე ქალაქთან. ხანგრძლივი და რთული ალყის შემდეგ, 1097 წლის 21 ოქტომბრიდან მოყოლებული 1098 წლის 2 ივნისამდე და რომლის განამავლობაშიც ისინი თითქმის შიმშილობდნენ მომარაგების სიმცირის გამო, ქალაქი ბოემუნდს ღალატით ჩააბარეს, რომელმაც მოტყუებით, იერიშით აიღო ის.

1374242.jpg
…სამხრეთ ანატოლიის უდაბნოში…

არცთუ ისე ადრე დაიწყეს ჯვაროსნებმა ძალების აღდგენა და ზეიმი, როცა აღმოსავლეთიდან თურქთა დაგვიანებული დამხმარე ნაწილები გამოჩნდნენ ქერბუღას, მოსულის სულთნის, წინამძღოლობით. ქალაქი მეორე ალყას ვეღარ გაუძლებდა, ამიტომ როცა თურქებმა იქვე ბანაკი დასცეს, ჯვაროსნები გარეთ გამოვიდნენ ბრძოლის გასამართად. მათ წინ აღმართული იყო ,,წმინდა შუბი“; საღვთო რელიქვია, რომლითაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ის სასწაულებრივად აღმოაჩინეს ანტიოქიაში; და ახლა შიმშილით შთაგონებული ჯვაროსნები ბრძოლისთვის მოემზადნენ. მათ გამარჯვებას ბოემუნდ ტარანტელი ხელმძღვანელობდა, ხოლო ქერბუღას არმია დამარცხდა და გაიფანტა (ძირითადად მის მოკავშირეთა განდგომის გამო, ბრძოლის დაწყებისას).

first crusade.png
ჯვაროსნებმა სასწაულებრივად იმარჯვეს ანტიოქიის მისადგომებთან, რის შემდეგაც გზა გაეხსნათ იერუსალიმისკენ

ბოემუნდი ანტიოქიის მმართველად დარჩა (სადაც საკუთარი თავი მთავრად გამოაცხადა) მაშინ, როცა ჯვაროსნების ძირითადმა ნაწილმა ლევანტის სამხრეთით გაარძელა სვლა. 1099 წლის ივნისში, ჯვაროსნები იერუსალიმთან, წმინდა ქალაქთან გამოჩნდნენ. საალყო კოშკების (,,სამრეკლო“) აწყობას 5 კვირა მოანდომეს, კედლები გაანგრიეს და ფატიმიდ ეგვიპტელთა და მოქალაქეთა დიდი ნაწილი იმსხვერპლეს. მოსახლეობის გაწყვეტა, ისტორიულად, საშინელი ზიანის მომტანი იყო ჯვაროსნებისთვის. მაგრამ თავისთავად არა უჩვეულო. ომის მარეგულირებელი კონვენციების მიხედვით, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, ქალაქს ან ციხე-სიმაგრეს, რომელიც ალყის მიმდინარეობისას უარს აცხადებს დანებებაზე, თავდამსხმელს უხსნის პასუხისმგებლობას მის შეწყალებაზე (ასევე ობიექტი უფლებას კარგავს ითხოვოს შეწყალება). ხალხი და ნადავლი კი ჩამოერთმევა დამარცხებულებს და გადაეცემა დამპყრობლებს. სანამ იერუსალიმი იარაღს დაყრიდა, შემდეგ ,,სამრეკლოებს“ ააშენებდნენ და მიაყენებდნენ მის კედლებთან, ფატიმიდთა გარნიზონს შეეძლო თავი დაეხსნა. უნდა ითქვას, რომ ზოგადად,  ქალაქის დაცემას გამოსახავენ, როგორც მცხოვრებთა ამოჟლეტას. ეს ტყუილია. ,,Gesta Francorum” (ფრანკთა გმირობები), პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის თვითმხილველთა მიერ ნანახ მოვლენებს ასახავს; შედგენილია დაახლოებით 1100-1101 წლებში და წარმოადგენს ლათინურ საისტორიო ქრონიკებს:

,,ჩვენმა ხალხმა ბევრი ტყვე აიყვანა, როგორც ქალები და კაცები ტაძრებში. ვისაც აირჩევდნენ კლავდნენ, ხოლო ვინც მოეწონებოდათ სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ“.

უცნობია ქალაქის მოსახლეობის დანაკარგი; მაგრამ ეს სრული ხოცვა-ჟლეტა არ ყოფილა.

1374243.jpg
ჯვაროსნები იერუსალიმს იღებენ

იერუსალიმის დაცემის შემდეგ, ჯვაროსანთა სამეფო შეიქმნა პალესტინასა და ლევანტეში. გოდფრუა მისი პირველი მეფე გახდა; რაიმონდი ტრიპოლის გრაფი; ხოლო ბოემუნდ ტარანტელი ანტიოქიის მთავრად იწოდებოდა. მცირე მთავრებმა ცოტ-ცოტა მიწები მიიღეს. ახალბედა იერუსალიმის სამეფო და სხვა ჯვაროსნული სახელმწიფოები (კოლექტიური სახელით ,,უტრემერ“ (ზღვისიქითა)) მუსლიმ ფატიმიდთა კონტრშეტევისგან მალევე დაზარალდა; მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იერუსალიმის აღებიდან. თუმცა გოდფრუამ მუსლიმები მაინც დაამარცხა ასკელონის ბრძოლაში (1099 წლის 12 აგვისტოს). ამ ბრძოლის შემდეგ 87 წლის განმავლობაში სამეფო სხვადასხვა წარმატებებით უმკლავდებოდა მუსლიმთა შემოტევებს. ამ დროისათვის სამეფოს თავდაცვითი სისტემა მუდმივი შენების პროცესში იყო. ევროპულმა არისტოკრატიამ მყარად გაიდგა ფესვები აქ და ისინი ადგილობრივ მოსახლეობაზე იპოვებდნენ გავლენას (რომელთა დიდი ნაწილი ძველი მარონიტული (სირიულ-კათოლიკური) ეკლესიის წევრი იყო საუკუნეების მანძილზე; თუმცა აგრეთვე ძალიან ბედნიერი მუსლიმური მმართველობის ქრისტიანულით ჩანაცვლების გამო). ქალაქგარეთ ციხე-სიმაგრეები დომინირებდა, ხოლო ყველა ქალაქი კარგად იყო გამაგრებული. იოანიტებისა (მათი მეტროპოლია კრაკ-დე-შევალიე იყო სირიაში) და ტამპლიერთა (რომელთა ცენტრიც იერუსალიმის ტაძარი იყო) სამხედრო ორდენები ზედამხედველობდნენ სამეფოს და იცავდნენ საპილიგრიმო გზას ყაჩაღებისა და მუსლიმთა თავდასხმებისაგან. ორდენები მეფეს უზრუნველყოფდა ნახევრად-პროფესიონალური ელიტური სამხედრო კორპუსით ბრძოლაში. მათ შეეფერებოდათ ფანატიზმი ღაზი მტრების წინააღმდეგ. მათი სძულდათ და ეშინოდათ სამეფოს მუსლიმ მტრებს.

godfrey-of-bouillon-in-the-first-crusade-1096-ad-DBPKD2.jpg
ბალდუინ ბულონელი, ედესის პირველი გრაფი (1098-1100) და იერუსალიმის პირველი მეფე (1100-1118)

ამ დროს, ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და სირიის ნაწილში თურქები ნელ-ნელა ერთიანდებოდნენ ზენგიდთა მეთაურობით. პირველი ზენგი (იმად ად-დინ ზენგი, ან ზანგი), მოსულის სელჩუკი ათაბაგი იყო; მისი მემკვიდრეების ნურადდინის და მისი ქურთი თანაშემწის სალადინის (სალაჰ ალ-დინ იუსუფ იბნ აიუბ) დროს ზენგიდებმა წარმატებებს მიაღწიეს ჯვაროსანთა საზღვრების შევიწროვებაში; რომელთა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში დამარცხება ზენგიდების მიერ ედესის დაკავებით დაიწყო. ნურედინი გაერთიანებულ სასულთნოზე ფიქრობდა ნილოსიდან ტიგროსამდე და ამ მიზანს მან სიკვდილამდე მიაღწია. სალადინმა მემკვიდრეობით მიიღო და გააფართოვა მისი ავტორიტეტი მას შემდეგ რაც გახდა, შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე ცნობილი მუსლიმი მმართველი. მაგრამ როგორი სარდალიც თავად იყო ის მალევე დადგა იმ ეპოქის უდიდესი მებრძოლი მეფის რიჩარდ ლომგულის პირისპირ.

1374245.jpg
იერუსალიმის დაცემას მალევე მოჰყვა ხანგრძლივი რეაქცია მუსლიმი მეზობლების მხრიდან, რასაც ჯვაროსანი ევროპელები წარმატებით უმკლავდებოდნენ XI საუკუნის მანძილზე…

დავით მაზმიშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s