მეომარი კლერიკალები – ალბერო ტრირელი და სასულიერო პირები არმიაში

einhard_vita-karoli_13th-cent.jpg
მინიატურა Vita Caroli Magni – დან, მე-13 ს.

გვიანი მე-9 საუკუნის ძეგლი, Vita Сaroli Magni (კარლოს დიდის ცხოვრება, ეინჰარდის ავტორობით) ეხება კარლოს დიდის ცხოვრებას, ხოლო მის მე-13 საუკუნის ერთ-ერთ ხელნაწერზე კი გამოსახულია მეომრული ეკლესიის წარმომადგენელი, არქიეპისკოპოსი ტურპინსი. მის ჩაფხუტს ეპისკოპოსის ქუდი ადევს, ხოლო მიტრის ქვეშ ჯავშანი აქვს, რომელიც ბრძოლაში ჩვეულებრივი ჯარისკაცისგან არ განასხვავებს. ეს ჩაფხუტი გადამრჩენის ფუნქციას არ გვიჩვენებს და საეჭვოა, რომ მომავალაში დაემატებინათ რომელიმე გამაგრებითი სისტემის ნაწილი წინ.

მეომარი ეპისკოპოსები ადრეული მე-10 საუკუნიდან ჩნდებიან, იმ დროიდან, როცა ოტო დიდი ავალდებულებს თავის ეპისკოპოსებს სამსახურს გერმანიის იმპერიის სამხედრო მიზნებისთვის. როცა განვიხილავთ შუა საუკუნეების ეპისკოპოსებსა და მღვდლებს, ჩვენთვის ისინი წარმოდგენილნი არიან საეკლესიო მანტიებში, რომლებიც მოუწოდებენ ლოცვისაკენ ან უქადაგებენ თავიანთ მრევლს. თუმცა ისინი შეგვეძლო გვეხილა თავიანთი ამალით ბრძოლაში, ხანდახან სრულად აღჭურვილიც.

CRU057_4(l).jpg
მეომარი სამღვდელოება შუა საუკუნეების ევროპისთვის უცხო არ იყო

1124 წელს, ჰაინრიხ V-მ დაინახა, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც უცხოელებთან, ბევრ გერმანელს არ სურდა. თუმცა 1235 წლის მაგიდას (რაიხის პარლამენტი) კერძო ამალის 12 000 რაინდი ესწრებოდა, სინამდვილეში კი იმპერიული არმია ხშირად ეყრდნობოდა ეკლესიის ძალებს. კლერიკალები არ ფლობდნენ ალოდურ მიწას, სამაგიეროდ ერჩივნათ აეღოთ ის იმპერიული დეკრეტით. ამიტომ მათი სამსახური არ იყო ფეოდალური. ამ ქონების შემოსავლიდან ისინი სავარაუდოდ პატარა სამხედრო ჯგუფებს აფინანსებდნენ. ეს იყო ტვირთი, რომელიც ხანდახან აგირავებინებდა მათ თავიანთ მიწებს ან საქონელს. ბევრი აბატი, ეპისკოპოსი და არქიეპისკოპოსი სამხედრო მეთაური იყო და შესაძლოა ისინი მხედართმთავრადაც გვეხილა. მათი მნიშვნელობა იმ ფაქტიდანაც ჩანს, რომ 1046 წელს, იმპერატორმა ჰაინრიხ III-მ იტალია სამ არქიეპისკოპოსთან, ათ ეპისკოპოსთან და ორ აბატთან ერთად დაიპყრო.

holy-roman-emperor-henry-iv-arguing-with-pope-gregory-vii-at-worms-DAX0P8.jpg
კამათი ვორმსში, გერმანიის იმპერატორ ჰაინრიხ IV-სა და რომის პაპ გრეგორი VII-ს შორის. ,,ინვესტიტურისთვის ბრძოლის” მნიშვნელოვანი ეპიზოდი

მოყვანილი მაგალითები არაფერია, რადგან  ისინი ხანდახან აჩვენებდნენ კონფლიქტს, როცა სულიერი ლიდერები მოუწოდებდნენ დესტრუქციული ომისკენ. 1003 წელს, ჰაინრიხ მეორემ გააგზავნა ეპისკოპოსი ჰაინრიხ ვურცბურგელი და აბატი ერკენბალდ ფულდელი შვაინფურტის გასანადგურებლად  და აჯანყებული მარკგრაფის, ჰაინრიხის დასასჯელად. როცა ჰაინრიხს განურისხდა დედა, რომ დარჩენილიყო, ეკლესიის ორი მსახური ,,…[გადგა] სეკულარული დამოკიდებულებიდან ქრისტეს სიყვარულით’’ და მის სანაცვლოდ მიიღეს მხოლოდ ზიანი. მეორეს მხრივ, ეპისკოპოსებს, არნულფ ჰალბერშტადტელსა და მეინვერკ პადერბორნელს, სხვათა შორის, ჰაინრიხ II-მ დაავალა პოლონური ტერიტორიების გაძარცვა, მისი ექსპედიციის დროს ბოლესლავ მამაცის წინააღმდეგ 1010 წელს: ,,და ეს ასეც გააკეთეს“ , დაგეგმვის გარეშე. არქიეპისკოპოსი გერო მაგდებურგელი იყო ჰაინრიხის არიერგარდის თანაშემწე პოლონეთის კამპანიის ბოლოსთვის  1015 წელს. მისმა ძალებმა მძიმე დანაკარგები განიცადა და როცა საკუთარი თავი დაიხსნა, აღმოჩნდა მელანქოლიურ პოზიციაზე, რადგან მონაწილეობას იღებდა უახლოეს თანამებრძოლთა დაკრძალვის პროცესიებში, რომლებმაც გადარჩენა ვერ მოახერხეს. არქიეპისკოპოსი ტაგინო მერსბურგელი, რომელმაც დააფინანსა ტიტმარი, ხელმძღვანელობდა ამალას ბოლესლავის წინააღმდეგ 1007 წელს.

oto didi.jpg
ოტო I დიდი, საღვთო რომის იმპერატორი 962 წლიდან

რა თქმა უნდა, ბრძოლებში ეკლესიის მაგნატთა მონაწილეობის მაგალითები მრავლადაა, სადაც ისინი არა მხოლოდ ნომინალურად იყვნენ თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლეზე პასუხისმგებელნი, არამედ თავად იმოსებოდნენ მძიმე აღჭურვილობით. ეპისკოპოსი ან აბატი შესაძლოა რამდენჯერმე იყვნენ ნაგულისმები როგორც სამხედრო მეთაურები, მაგრამ მათი დაზიანების რიცხვი მცირეა. უიარაღო ლიდერობის კარგი მაგალითი აჩვენა უდალრიხმა აუგსბურგის დაცვისას, ისევე როგორც  ბერნუად ჰილდეშაიმერმა ოტო III-ს წინააღმდეგ რომაელების აჯანყების დროს. ტიტმარი მსგავსი ქმედებით აღწერილია სლავების წინააღმდეგ ბარდენგაუში, 997 წელს: ,,ეპისკოპოსი რამუარდი თავად მონაწილეობას იღებდა ბრძოლაში. მიჰყვებოდა მებაირაღეებს (მედროშეებს), ხელთ ეპყრა ჯვარი და მიიწევდა თანმხლებებთან ერთად. უნგრეთის საზღვრებთან დამარცხების შემდეგ“.

ეპისკოპოსმა დაკარგა ყური, დაიჭრა კიდურებში და მკვდრებს შორის დაეცა, თითქოს ისიც გარდაიცვალა. ეს ყველაფერი მტრის ჯარისკაცთან ძალიან ახლოს მოხდა. როცა ეპისკოპოსი მიხვდა, რომ მხოლოდ ის ცოცხალი იყო და თავი მტრის ხაფანგიდან დახსნილად ჩათვალა შუბს ხელი დაავლოდა და ჯარისკაცის მოკვლას შეეცადა. დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ, უფლის წყალობით მოახერხა კიდეც ეს. საბოლოოდ, რთული გზის შემდეგ ნაცნობ მიწაზე აღმოჩნდა, თავის სამწყოსთან და ყველა ქრისტიანთან. კლერგმა ის საუკეთესო მეომრად შერაცხა, ხალხმა კი საუკეთესო მღვდლად. დაზიანებამ არათუ სირცხვილი არ აჭამა, პირიქით დიდი ღირსებაც კი შესძინა მას.

map-of-europe-at-the-time-of-the-third-crusade-1190-B7R1MT.jpg
ევროპა მე-11 საუკუნის მიწურულს

ვინიეტი (წიგნის, (ხელნაწერის) ან მისი რომელიმე ნაწილის თავში ან ბოლოში დართული ორნამენტი, ნახატი) ხშირად გვიჩვენებს ოტონ ეპისკოპოსთა მეომრულ ბუნებას.

არქიეპისკოპოსმა არინერ მილანელმა შემოიტანა კაროჩო (Carroccio – ოთხთვლიანი სამხედრო საკურთხეველი), რომელსაც ხარი ატარებდა ზედ წმ. ამბროსის შტანდარტით. თუ მტერი დაეპატრონებოდა მას ეს უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა მისი მცველებისთვის. იდეა მართალია იტალიური ქალაქებიდან მოდის, მაგრამ ზოგჯერ გერმანიაში და სხვაგანაც გამოიყენებოდა.

594361655.jpg
კაროჩო

მე-12 საუკუნის დოკუმენტი გვატყობინებს, რომ კიოლნის არქიეპისკოპოსის სამსახურში ირიცხება მინისტერიალთა მცირე რაოდენობა… [მინისტერიალების თემას შემდგომშიც შევეხებით]

მეომარი ეპისკოპოსი ალბერო ტრირელი

არქიეპისკოპოსი ალბერო ფონ მონროილი – ლორენის ტრირელი არქიეპისკოპოსი იყო 1131-1152 წლებში. ის გახლდათ ენერგიული მთავარეპისკოპოსი ჩაბმული ეკლესიის რეფორმაში, იმპერიულ პოლიტიკასა და ტერიტორიულ მმართველობაში. მღვდელმთავარი ხშირად მუშაობდა პაპებთან – ინოკენტი II-სთან, ევგენი II-სთან და წმ. ბერნარდ კლერვოელთან ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის. ის დაუპირისპირდა იმპერატორებს – ჰაინრიხ V-სა და ლოთარ III-ს და დაეხმარა მეფე კონრად III გერმანელს ტახტზე ასვლაში, ეკლესიის თავისუფლების მხარდაჭერისათვის. ის ცხოვრობდა ,,ინვესტიტურისთვის ბრძოლის“ (1076-1122) შემდგომ პერიოდში. კონფლიქტი მიმდინარეობდა ეკლესიასა და გერმანიის იმპერატორს შორის და ფოკუსირებული იყო კითხვაზე – ვის უნდა დაენიშნა ეპისკოპოსები და გაევრცელებინა საკუთარი ძალაუფლება. რეფორმის დევიზი გახლდათ ,,Libertas Ecclesiae” (ეკლესიის თავისუფლება), ან თავისუფლება ეკლესიას. დაძაბულობა საერო და სასულიერო ძალებს შორის კვლავაც ძლიერი დარჩა ვორმსის კონკორდატის (1122) შემდეგაც და ალბერომ სწრაფად გამოაცხადა საკუთარი თავი პაპის პარტიის ლიდერად.

1200px-Coat_of_arms_of_Trier.svg.png
ტრირის გერბი

მთავარეპისკოპოსი ტრირში, ეკლესიის სულიერი საქმეების გაძღოლასთან ერთად, პოლიტიკური მმართველობის გამოცდილებას იღებდა სამთავროში. შემდგომში ის ხალხის მთელ არმიებს ხელმძღვანელობდა. მისი გმირობანი აღწერილია ბალდერიხის ,,Gesta Alberonis-ში”ან უბრალოდ ,,ალბეროს საქმეებში“, რომელიც წარმოადგენს მომაჯადოებელ აღწერას მე-12 საუკუნის კლერიკალი გმირისა, რომელმაც მახვილით დაიცვა თავისი სამფლობელო და ეკლესიის თავისუფლება.

Konrad_III_Miniatur_13_Jahrhundert.jpg
კონრად III, გერმანიის მეფე 1138-1152 წლებში

კონფლიქტი ნამიურის გრაფთან

1140 წელს, ნამიურის გრაფმა, ჰაინრიხ I-მა (ჰაინრიხ IV, ლუქსემბურგის გრაფი), ალბეროს, სუზერენის ერთგულების ფიცი გატეხა და ტრირთან მივიდა 1500 მეომრით რათა ხელში ჩაეგდო წმ. მაქსიმეს სააბატო. გარდა ამისა, ტრირი გამაგრებული არ ყოფილა. არც თხრილები და კედლები იცავდა მას. ქალაქი დიდი ხნის მშვიდობის გამო შეუჩვეველი იყო ომს. თავად არქიეპისკოპოსი ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგან მიწვეული იყო სამეფო შეკრებაზე.

გრაფს თავისუფლად შეეძლო მიეყენებინა ზიანი ქალაქისთვის, თუ ღმერთი არ ააცილებდა ამ ბოროტებას მას. საბედნიეროდ, ქალაქში იმყოფებოდა გრაფი ფრიდრიხ ვონ ვიანდენი და ნამიურელ კოლეგას პირადად შეხვდა და მოახერხა მისი დარწმუნება, რომ უკან გაბრუნებულიყო. ის მიანიშნებდა იმაზე, რომ ჰაინრიხი მარადიულ შერცხვენას დაიმსახურებდა თუ ის საკუთარი სუზერენის წინააღმდეგ წავიდოდა. კერძოდ, ეს იქნებოდა დანაშაული სამეფო უდიდებულესობის წინააღმდეგ თუ ნამიურის გრაფი ბოროტებას მიაგებდა არქიეპისკოპოსს, სანამ ის სამეფო მანდატით ესწრებოდა კრებას.

899-004-990D2303.jpg
გერმანია X-XI სს.

კრებიდან დაბრუნებამდე, არქიეპისკოპოსმა დაიწყო ზრუნვა მშვიდობის ჩამოგდებაზე და გრაფთან საუბარი რათა ეს სიგიჟე შეეჩერებინა. მიუხედავად ამისა, ჰაინრიხმა მთელი საპისკოპოსო დაწვა , დახოცა და ააწიოკა. არქიეპისკოპოსმა უკვე საკუთარი თავის დაცვა დაიწყო.

როგორ იცავდა ალბერო თავის მიწას

ალბერო ნამიურის გრაფის მიწებზე შევიდა და რუდოლფის მთის ციხესიმაგრეს ორჯერ შემოარტყა ალყა. თავიდან ის ყველა გზით აუღებელი ჩანდა, მაგრამ მეორე ცდაზე მღვდელმთავარმა გაანადგურა ის. ამის შემდეგ ააგო ახალი ციხესიმაგრე სახელად მერკურის მთა. მისი დაპყრობა ნამიურის ძალების უშიშრად მოახერხა, რომლებიც საკუთრივ ალბეროს ტერიტორიის გულში იმყოფებოდნენ.

შემდგომ არქიეპისკოპოსმა მადერშაიდის ციხე აიღო, რომელიც ბუნებრივად ძალიან კარგად იყო გამაგრებული და სიკვდილამდე შეინარჩუნა ის. ასევე აიღო ქალაქები გერლანდი და ზოლვერი. აგრეთვე 30 ციხესიმაგრე  ნამიურის საგრაფოსი და მათგან ზოგი დაიჭირა, ზოგიც გაანადგურა. მას დამორჩილდა ქალაქი ეხტერნახიც, სადაც გრაფს არმიის რეზერვები ჰქონდა დატოვებული.

the-figures-shown-here-represent-german-warriors-around-ad-1100-the-BPAG0D.jpg
გერმანელი მეომრები, XI-XII სს.

რუდოლფის მთის პირველ და მეორე ალყებს შორის პერიოდში არქიეპისკოპოსი და გრაფი გაშლილ ველზე შეხვდნენ ერთმანეთს. აი როგორ მოხდა ეს.

როცა ალბერომ პირველად შემოარტყა ალყა რუდოლფის მთას, გრაფმა პფალცელს დაარტყა, ქალაქს, რომელიც ასევე არქიეპისკოპოსს ეკუთვნოდა და ტრირის გარეთ მდებარობდა. ღვთისმშობლის ეკლესიის გადაწვით მას იმედი ჰქონდა, რომ მღვდელმთავრის სიმაგრე გაანადგურა. როცა ეს ამბავი ალბეროს ყურამდე მივიდა, მან ალყა სასწრაფოდ მოხსნა და ჯართან ერთად, შუაღამისას, გაემართა მტრის წინააღმდეგ რათა საკუთარი ძალა ეჩვენებინა მოუმზადებელი მტრისთვის, უეცარი ტერორით.

გრაფმა მზვერავთა მეშვეობით შეიტყო არქიეპისკოპოსის მოახლოების შესახებ, უსწრაფესად გაბრუნდა და ღამითვე დაიხია უკან საეპისკოპოსო სოფელ ვიტლიხისაკენ.  ის ფიქრობდა, რომ აქ მოასვენებდა ჯარსა და ცხენებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ვერაფერი იპოვა აქ, მთელი სოფელი დაწვა. შემდგომ გადაინაცვლა ჰიმროდის სააბატოსკენ. გრაფი შიმშილმა ძლიერ შეაწუხა და დასაპურებლად გაჩერდა, მაგრამ მისი სურვილი ვერ აღსრულდებოდა, რადგან აცნობეს, რომ არქიეპისკოპოსის არმია უკვე ძალიან მიუახლოვდა.

ალბერო დაეწია მას და სასტიკ ბრძოლაში ჩაერთო მის წინააღმდეგ. გრაფმა კუდი მოიბრუნა და ძლივსძლივობით გააღწია ბრძოლის ველიდან სწრაფი ცხენით, მაშინ, როცა მისი არმიის უდიდესი ნაწილი შეიპყრეს და მათგან უმრავლესობა დახოცეს.

საბოლოოდ ჰაინრიხი შპაიერისკენ გაემართა, სადაც მეფე კონრადი იმყოფებოდა, რომელიც იერუსალიმისკენ ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ემზადებოდა და უდიდეს მუშაობას სწევდა, რათა მიეღწია არქიეპისკოპოსის შეღავათისთვის გრაფზე.

შეთანხმება შედგა 1147 წლის იანვარში. გრაფმა ფიცი დადო, რომ: აღარასდროს აღმართავდა მახვილს წმ. მაქსიმეს სააბატოს წინააღმდეგ, ტრირთან; არც ის და არც სხვა აღარ აღადგენდა რუდოლფის მთის ციხესიმაგრეს; და აღარასდროს აიღებდა მანდერშაიდს გამოსასყიდითა თუ  ძალით. ეხტერნახი და გრაფის სხვა ციხეები და სიმაგრეები არქიეპისკოპოსს გადაეცემოდა.

თავის მხრივ, ალბერო უბრუნებდა ჰაინრიხს ტრირის ეკლესიაზე პრივილეგიებს, რომელიც გრაფმა იქ შეჭრის დროს დაკარგა, გარდა მსახურებისა, რომლებიც ალბერომ კონფლიქტის პერიოდში მისცა მას.

ამდენად, ალბერომ დაიბრუნა წმ. მაქსიმეს სააბატო და მიიღო სახელოვანი გამარჯვება ნამიურის გრაფის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მან კიდევ მრავალი რამ სრულყო.

დავით მაზმიშვილი

წყაროები:  

  1. weaponsandwarfare.com
  2. Adapted from The Deeds of Albero, in A Warrior Bishop of the Twelfth Century, trans. by Brian A. Pavlac, Pontifical Institute of Mediaeval Studies, 2008, pp.49-52. Posted July 6, 2013
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s