ადრიანოპოლის ბრძოლა – რომის დაცემის დასაწყისი (ნაწილი II)

Edirne1.jpg
ადრიანოპოლის რომაული ნაშთები, დღევანდელი ედირნე, თურქეთი

რომაელ მხედართმთავრებსა და უმაღლესი რანგის პირებს შორის, რომლებიც იმპერატორს იცავდნენ, მნიშვნელოვანი დებატები გაიმართა. კამათი ძირითადად ეხებოდა საკითხს, თუ რა ჯობდა; დარჩენილიყო აღმოსავლეთის იმპერიის არმია დასაცავ პოზიციაზე თუ გამოსულიყო ბანაკიდან და გრაციანესა და დასავლეთის იმპერიული არმიის ნაწილების დალოდების გარეშე დატაკებოდა გოთებს. რომაული ტრადიციის გავლენის წყალობით, იმპერიის ახალი სტრატეგიული მდგომარეობის გაუცნობიერებლობა და სამხედრო გამოცდილების ნაკლებობა ვალენსის ძირს უთხრიდა, მაგრამ ყველაფერი მაინც იქით მიდიოდა რომ მას მიეღო გონივრული გადაწყვეტილება და დალოდებოდა გრაციანეს გამოჩენას. აგრესიულმა, ულმობელმა და სასტიკმა სამხედრო აქციებმა რომაული ტრადიციის ხმელთაშუა ზღვის აუზში დამკვიდრება და იმპერიის დომინანტობა გამოიწვია, ხოლო შემდგომში ამ უზარმაზარი სივრცის დაცვა. ტრადიციულად რომაელი გენერლები ჯერ კარგად სწავლობდნენ და მხოლოდ ამის მერე არტყამდნენ მტერს. მარტო გამოუვალ სიტუაციებში იდგნენ ისინი თავდაცვის პოზიციაზე. თავისი სისულელის გამო, კონსულ ვარონის ბედი, კანეს (ძვ.წ. 216) ბრძოლაში ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო; აჩქარებულმა შეტევამ რომის მარცხი გამოიწვია. რომაელებმა ის არათუ დასაჯეს, პირიქით ღირსეულად შეაფასეს მისი საქციელი აგრესიულობის გამო.

1705fd99445b20915aef743a12b9a003.jpg
ბიზანტიელი უმაღლესი რანგის ოფიცრის სამოსელი და აღჭურვილობა

მაგრამ ეს კურსი შეიცვალა ნახევარ ათასწლეულში – კანედან ადრიანოპოლამდე: რომს აღარც დიდი მოსახლეობა ყავდა და აღარც ძველი სამხედრო ტრადიცია გააჩნდა გლეხებში, რომლებიც ძვ. წ. მე-3 საუკუნეში ლეგიონერები და თანაც სასტიკი ჯარისკაცები იყვნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმპერიის უკანასკნელი იმედები ემყარებოდა სიფრთხილეს, რომლითაც იმპერატორები და გენერლები ინარჩუნებდნენ არმიის წევრთა სიცოცხლეს და მათი მზრუნველობა შთაბეჭდილებას ახდენდა ჯარზე.

მინიმუმ, სტრატეგიული იძულებები იმპერიის წინაშე აყენებდა თუ შთაგონებულს არა, კომპეტენტური გენერალიტეტის არსებობის აუცილებლობას. არმიის საუბედუროდ, ვალენსი გენერალი არ ყოფილა. მცირე სამხედრო გამოცდილებითა და ცოდნის ნაკლებობით, იმპერატორი მოუმზადებელი იყო, რომ შეეფასებინა ოფიცერთა რჩევები დალოდებოდნენ მის ძმიშვილს ან სასწრაფოდ შეეტიათ ბარბაროსებისთვის. ამდენად, გადაწყვეტილება უმთავრესად თავად მიიღო და არმია ადრიანოპოლიდან გამოიყვანა. ის ემზადებოდა იმისთვის, რომ დაერტყა გოთებისთვის გრაციანეს გამოჩენამდე. გრაციანესგან მოწერილი წერილები მისი და მისი ჯარის გამარჯვებებზე, გერმანელების წინააღმდეგ, რაინის ორივე მხარეს, უეჭველად დაეხმარა ვალენსის გონების ამუშავებაში. ეს წარმატებები სრულად განსხვავდებოდა აღმოსავლეთში გოთების წინააღმდეგ წარუმატებლობებისაგან.

Gratian_Solidus.jpg
იმპერატორი გრაციანე (367-383) გამოსახული გვიანდელი იმპერიის ოქროს სოლიდზე

მხოლოდ სამეფო პირებს შეეძლოთ მიენიშნებინათ იმპერატორის ფიგურის სისუსტეზე თუ მისი ბიძაშვილი ბარბაროსებთან ბრძოლაში გადამწყვეტ წარმატებებს მიაღწევდა. სამხედრო საბჭოში მრავალი მნიშვნელოვანი არგუმენტი ითქვა, მაგრამ იმპერატორი თავიდან აგრესიული მოქმედებისკენ იხრებოდა. მე-4 საუკუნის ისტორიკოსი მარცელიანე გადმოვცემს: ,,იმპერატორში ფატალური სიჯიუტე ჭარბობდა, რასაც ამაგრებდა ზოგიერთი მთავრის პირფერობა, რომლებიც მოუწოდებდნენ მას სიჩქარისკენ. ამდენად ისინი ფიქრობდნენ, რომ ასე, გრაციანეს, გამარჯვებაში წვლილი არ ექნებოდა, რისთვისაც მას თითქმის უკვე მიღწეული ჰქონდა“. ოპტიმისტური ინფორმაციები გოთთა რაოდენობაზე (რომ ტერვინგების რიცხვი ძლივს აღწევდა 10 000-ს), იმპერატორს გულს უმაგრებდა და გამარჯვების იმედს უნერგავდა, ძმიშვილის გამოჩენამდე. თუმცა ფაქტია, რომ გოთები ორჯერ მაინც აღემატებოდნენ ნავარაუდებ რიცხვს, რადგან მათ შეუერთდნენ თანატომელი გრეიტუნგები.

რომაული დაზვერვა ტერორისტებითა და ჯაშუშებით მიუთითებდა იმაზე, რომ გოთები ადრიანოპოლის ჩრდილოეთით იყვნენ დაბანაკებულნი და რომაულ არმიებს ადვილად მიაღწევდნენ. მას შემდეგ რაც გოთებმა მოგზაურობა დაიწყეს თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად ვაგონებით და საკავალერიო დანაყოფებით, ნელ-ნელა გადაადგილდებოდნენ. რომაელებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდათ, მაგრამ ისინი ვერ აფასებდნენ მათ რეალურ ძალასა და რიცხვს.

ancient-world-migration-period-germanic-peoples-on-the-move-wood-engraving-BA1PDE.jpg
გერმანელები მიგრაციისას

ამდენად, ვალენსიმ მარშის ბრძანება გასცა. შეტევის არჩევითა და სწრაფი გადაწყვეტილებებით იმპერატორმა არაკომპეტენტურობა გამოამჟღავნა სამხედრო ლიდერობის თვალსაზრისით. პირველ რიგში, მან ჯარებს დილისთვის უბრძანა მოქმედების დაწყება, მაშინ როცა საკვებით მომარაგების საკითხი მოგვარებული არ იყო. გენერლებმა და იმპერატორმა არასწორად განსაზღვრეს წყლისა და საკვების მარაგი გზისთვის, რაც არმიას უდიდეს პრობლემებს უქმნიდა. უწყლობა საშინელ დაბრკოლებას წარმოადგენდა მათთვის, რადგან ბალკანეთში ზაფხულის ტემპერატურა 90OF -ს (32OC) აღწევდა. ჯარი, საკვებისა და წყლის გარეშე, ჩრდილოეთში დაახლოებით 8 მილის (12-13 კმ) მანძილზე მიიწევდა წინ. მოულოდნელი არ ყოფილა, რომ  როცა გზად ისინი გოთების ბანაკს გადააწყდნენ უკვე გამოფიტულნი და მნიშვნელოვნად დემორალიზებულნი იყვნენ.

0_97f69_90daf230_XXXL.jpg
,,ხალხთა დიდი გადასახლება” და ტომთა ძირითადი მიმართულებები

გოთებმა, რომელთაც ძლიერ უნდოდათ დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ მათი დანარჩენი ნაწილები მოვიდოდნენ, თავიანთ კავალერიას მოუხმეს, რომლებიც რეიდებს აწყობდნენ საკვების მოსაპოვებლად, აუპატიურებდნენ და ძარცვავდნენ ყველა იმ უიღბლოს ვისაც კი გზად აწყდებოდნენ. როგორც კი მიიღეს გოთებმა უტყუარი ნიშანი იმისა, რომ რომაული არმია ადრიანოპოლიდან გამოემართა და ათასობით ჯარისკაცისა და ცხოველისგან სამხრეთით მტვრის ღრუბელი დადგა, ეს პირდაპირი ინდიკატორი გახდა, რომ მომზადებულიყვნენ ბრძოლისთვის. იმისათვის, რომ გაერთულებინათ რომაელებისთვის მათკენ მიმავალი გზა, ცეცხლს უკიდებდნენ მოსავალს, რაც მოწინააღმდეგის მომარაგების წყაროს წარმოადგენდა. შემდგომ გოთებმა წარუმატებლად სცადეს რომაელებთან შეხვედრა, როცა ისინი მიუახლოვდნენ მათ. როგორც ამიანე მარცელიანე გადმოგვცემს:

,,[გოთები] უეჭველად შეჩერდნენ, იმ მატყუარა ზავის დადების შემდეგ რაც მათ აძლევდათ მხედრების მობრუნების საშუალებას და რასთანაც ასე ახლოს იყვნენ; და ჩვენი ჯარები იტანჯებოდნენ ზაფხულის სიცხისგან, ასევე მტრის მიერ განადგურებული საკვები მარაგებისა და დამატებით მათგან გაჩაღებული ხანძრებისგან. ამ ბოროტებას ისიც ემატებოდა, რომ ხალხი… საშინლად იტანჯებოდა შიმშილით“

23ostgots.jpg
გოთი მხედარი

გოთებმა თავიანთი მეომრები ფურგონების წინ განალაგეს, რომელსაც დიდი წრიული ფორმა ჰქონდა, ისევე როგორც ამას ბევრ ამერიკულ დასავლეთზე გადაღებულ ფილმში იხილავთ. ქალები და ბავშვები ვაგონების უკან, უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევაში, ბანაკის მცველთა რიცხვი წარმოუდგენლად დიდი იყო, რაც რომაელებს მათზე თავდასხმისას დიდ სირთულეებს შეუქმნიდა. გარდა ამისა, გოთების ბანაკის განფენილობა რომაელი მზვერავებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა მათი ზუსტი რიცხვის დასადგენად, ამისთვის საუკეთესო პოზიციის შერჩევა წარმოუდგენელი იყო. ვალენსი, მას მერე, რაც დარწმუნებული იყო, რომ ებრძოდა მხოლოდ ტერვინგებს, სჯეროდა თავისი არმიის რიცხობრივი უპირატესობისა. ბრძოლის დაწყებისთანავე, გოთებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს, რადგან მათი მეომრები კარგად იკვებებოდნენ, ბევრ წყალს სვამდნენ და ადრეულ დილითა და შუადღისას ისვენებდნენ.

მოლაპარაკებებამდე რომაული უკანასკნელი საკავალერიო დივიზია საერთო ჯარს ჩამორჩა და ვერ მოასწრო დროულად შევსება მარცხენა ფლანგისა. არმიის უახლესი და მართლზომიერი დათვლის შედეგად ვალენსის ურჩიეს გრაციანეს დასავლურ ნაწილებს დალოდებოდა, რითიც რომაელები ორმაგ უპირატესობაში იქნებოდნენ გოთებთან. ვალენსი, სავარაუდოდ, ფიქრობდა რომ მისი და ტერვინგების ძალების შეფარდება 1,5/1-ზე იყო. თუმცა, ფაქტია, რომ როცა მოწინააღმდეგის ორივე ტომი გამოჩნდა, მისი არმია რიცხოვნობით აღემატებოდა მათ, მაგრამ ეს გარდაუვლად ვალენსის მოგებას არ წინასწარმეტყველებდა. ბოლო გამოთვლებით იმპერატორის არმია შედგებოდა 15 000 ქვეითისა და 5 000 მხედრისგან, ხოლო სარეზერვო ნაწილები ასევე ქვეითი ფორმაციის იყო. გოთებისთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით 20 000 მეომარი გახლდათ.

battle-of-adrianople-ad-378.jpeg
ადრიანოპოლის ბრძოლის ტაქტიკური რუკა, 378 წლის 9 აგვისტო

რომაელები ბრძოლის ველზე გამოფიტული და მოწყურებულები გამოვიდნენ, ეს კი ფათერაკიანი გზის შედეგი იყო. ისინი უწესრიგოდ იდგნენ ბრძოლის ველზე. ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მიხედვით, ვალენსისა და მის გენერლებს არ ჰქონდათ სუფთა გეგმა შეტევისათვის, გარდა ქვეითი არმიის ცენტრში დარტყმისა, რომელსაც მშვილდოსნები დაიცავდნენ. მათ პირდაპირ უნდა შეეტიათ გოთებისთვის, ხოლო კავალერია ორივე ფლანგზე უკან დახეულებს გაანადგურებდა. როცა ვალნესის ბოლო დესპანი გოთების ბანაკს მიუახლოვდა, რომაული არმიის ნაწილი ბრძანების გარეშე გადავიდა შეტევაზე. საგიტარიებმა (მშვილდოსნები) და სკუტარიებმა (ადრეული იმპერიის პრეტორიელთა ექვივალენტი) თავად გადაწყვიტეს შეტევაზე გადასვლა, მაშინაც კი როცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ისინი აშკარად მოწინააღმდეგის დაშინებას ცდილობდნენ, მაგრამ მაინც დამცველ პოზიციაზე რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი ,,თავაუღებლად გაემართნენ მტრისკენ და მიახლოებისას პირველებმა დაარტყეს და ბრძოლის დაწყებისთანავე ლაჩრულად და შერცხვენილები გაიქცნენ“. ისე არაფერი მიუთითებს გვიანდელი იმპერიის არმიის უდისციპლინობაზე, ვიდრე ეს გაუაზრებელი და დაუგეგმავი შეტევა, რომელიც მალევე კატასტროფული შედეგით დამთავრდა.

pict105.jpg
იმპერატორი ვალენსი ბრძოლაში დაიღუპა

მაგრამ ამ  მომენტისთვის ეს რომისთვის ბოლო საფრთხე იყო. ფრონტი მაშინვე შემცირდა როგორც კი სკუტარები და მშვილდოსნები ბრძოლის ველიდან გაუჩინარდნენ. ქვეითი ლეგიონების ძლიერება სუსტად გამოიყურებოდა რომაელ გენერალთა ხელში. მე-3 საუკუნის დასაწყისიდან ტაქტიკური დისციპლინის შემცირება მკვეთრად გამოჩნდა. რომაული ქვეითი ჯარი უფრო მეტად დამოკიდებული გახდა ფსიქოლოგიურ კავშირზე, თანამებრძოლთა ფიზიკურ სიახლოვეზე, ვიდრე ცენტურიონთა ტაქტიკურად მოქნილ დისციპლინაზე, რაც ადრეული საუკუნის უძლეველ ლეგიონებს ახასიათებდათ. გვიანდელი რომაული არმიის ტაქტიკური ფორმაცია, ფაქტობრივად მჭიდრო ბლოკებად იყოფოდა, რაც მანევრირებას ართულებდა; არც ინდივიდუალურ ჯარისკაცს ჰქონდა სამოძრაო სივრცე. ასეთი სიმკვრივე ქვეითი ფორმაციისა ძალზე არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა მეომრებს, რადგან ფლანგებიდან დაწოლის დროს მათ უფრო და უფრო უჭირდათ იარაღის გამოყენება.

იმ დროს როცა სკუტარებმა და საგიტარიებმა კოლაფსი განიცადეს, ბრძოლის ველზე ალანებთან ერთად გამოჩნდნენ გოთთა ლიდერები, ალათეუსი და საფრაქსი, რა თქმა უნდა, გოთური კავალერიით. მარცელიანეს გადმოცემით: ,,ისინი ელვისებურად დაეშვნენ მთებიდან. ამას მოჰყვა არმიაში უწესრიგობა და ხოცვა-ჟლეტა“. წყაროები არ გადმოგვცემენ თუ ზუსტად საიდან დაარტყა რომაელებს გოთურმა კავალერიამ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი ფლანგი ცხენოსნებისა განადგურდა. მათი გამოჩენის შედეგად, რომაულ არმიას ტალღასავით გადაუარა შოკმა, რასაც ამწვავებდა მშვილდოსნებისა და სკუტარების მარცხი. ფაქტობრივად, ვალენსიმ და მისმა გენერლებმა ბრძოლაზე კონტროლი დაკარგეს და იმედი მხოლოდ ქვეითების უნდა ჰქონოდათ. წყაროები ასევე დუმს რომაული კავალერიის მეორე ფლანგის ბედზე, მაგრამ მისი ყველაზე დამაჯრებელი ახსნა არის ის, რომ უძველესი სამხედრო პრინციპების მიხედვით სიფრთხილე საუკეთესო ნაწილი იყო მამაცობისა და ამდენად სავარაუდოა, რომ მათ ბრძოლის ველის სამხრეთით გადაინაცვლეს.

late-roman-cavalry-pursuit.jpg
რომაული კავალერიის ორივე ფლანგზე განადგურებით ბრძოლაზე კონტროლი სრულად დაკარგეს იმპერატორმა და მისმა გენერლებმა 

მარცხენა ფლანგზე, რომაელმა ქვეითებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. თუმცა ბრძოლის  ორივე მხარეს განადგურებულმა კავალერიამ მათ გოთი ქვეითების წინააღმდეგ ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვა. სანაცვლოდ, ბრძოლა ისევე დაიწყო, როგორც თავის დროზე კანესთან, როცა რომაელმა ჯარისკაცებმა, პატარა სივრცეში შეკუმშულებმა, საბოლოოდ იარაღი ვერ გამოიყენეს და ერთმანეთიც კი დახოცეს. ახლა ეს ბრძოლა, მარცელიანეს მიხედვით, დაიწყო ადრე შუადღეზე, რამაც რომაელ ქვეითთა მოთხოვნების შესრულება შეუძლებელი გახადა, რომლებიც დამჭლევებულნი იყვნენ შიმშილისგან, ხოლო მძიმე შრომისგან სიქაგაცლილნი საკუთარ აღჭურვილობასაც ძლივს უმკლავდებოდნენ.

ბევრი ისე იღუპებოდა, რომ არც იცოდა ვინ ებრძოდა; ზოგიერთს ხალხის მასის მიწოლა ღუპავდა; ზოგსაც თანამებრძოლთაგან მიყენებული ჭრილობები. ბარბაროსები არავის ინდობდნენ; არც მათ ვინც წინააღმდეგობას უწევდა და არც მათ ვინც ნებდებოდა.

როგორც რამდენიმე ევროპულ საფეხბურთო მატჩსა და როკ-კონცერტზე ვიხილეთ დაწყებულმა პანიკამ და სხეულების დაჯახებამ ბევრი ადამიანი დაახრჩო. იგივე რამ მოხდა ადრიანოპოლშიც. როგორც კანეში, აქაც რომაული კავალერია ბრძოლით გადარეკეს და ქვეითთა უზარმაზარი რაოდენობა დახოცეს. კართაგენელებმა მაშინ 50 000-ზე მეტი გაჟლიტეს. საშინელებას ისიც ემატებოდა, რომ ბრძოლის ველზე გალონობით სისხლი იღვრებოდა. ამ აღუწერელი სისასტიკით ბრძოლის ველზე ექსკრემენტები, შარდი და სისხლი ერთმანეთში ირეოდა და საზარელ ჭაობს ქმნიდა, რაშიც დახოცილი რომაელები ცვიოდნენ.

adrianopoli.jpg
ქაოსსა და არეულობაში რომაელები ერთმანეთსაც ხოცავდნენ

მიწაზე სისხლის ნაკადულები მოედინებოდა, რაც ფეხით გადაადგილებას აძნელებდა, ამიტომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მალე ეშველათ საკუთარი თავებისთვის; ზოგიერთს წინააღმდეგობისას საკუთარი იარაღი კლავდა. საბოლოოდ, სისხლის შავი აუზი ამახინჯებდა ყველაფერს და საითაც არ უნდა გაეხედა ადამიანს ყველგან დახოცილ გვამთა გროვას დაინახავდა და უსულო ცხედრებს, რომლებიც შეუბრალებლად იყო გადათელილი.

როგორც ჩანს ვალენსი შეიპყრეს ქვეითებთან ერთად  და მას თავის დაღწევის შანსი აღარ ჰქონდა, თანაც რომაული კავალერია სწრაფად განადგურდა. საბოლოოდ, ის ლეგიონებთან ერთად დაიღუპა, მაგრამ მისი სხეული არასდროს გამოუტანიათ ბრძოლის ველიდან. შესაძლოა, იმიტომ, რომ შემდეგ დილას ბალკანური სიცხისა და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების გამო ენთუზიაზმი გაშავებული და აყროლებული გვამების გამოსატანად აღარავის ჰქონდა. ასე დაიღუპა აღმოსავლეთ რომის იმპერიის არმია, რაშიც უდიდესი წვლილი არაკომპეტენტურობასა და რომაული სამხედრო ტრადიციის ქედმაღლობას მიუძღვის.

ეს დამარცხებულ რომაელთა ბრალი კი არ იყო, არამედ მათი ლიდერების პასუხისმგებლობისა ამ უდიდეს კატასტროფაში. თუმცა, ის ფაქტიც, რომ რომაელებს ბრძოლაში მხოლოდ 15 000 მეომრის გამოყვანა შეეძლოთ მანიშნებელია იმპერიის დაკნინებასა და უუნარობაზე, დაეცვა საკუთარი თავი. ადრიანოპოლი აღმოსავლეთ რომის იმპერიისთვის დასასრული არ ყოფილა. ბიზანტია კიდევ ერთ ათასწლეულზე მეტხანს აგრძელებდა ბრძოლას.

12274358_720909984709724_1879775906277620516_n.png
ΧΡΙΣΤΟΣ – ქრისტოგრამა 

მიუხედავად ამისა, ვალენსის კატასტროფა იმპერიისთვის უდიდესი დარტყმა იყო, რადგან განადგურდა იმპერიის სამხედრო ძალის რეზერვები. გრაციანეს შეეძლო გადაეყვანა დასავლეთის სახმელეთო არმიები ბალკანეთზე ბიძის დასახმარებლად. ვალენსიმ თავად გადაწყვიტა შეეტია გოთებისთვის. ამდენად, როცა ბარბაროსთა ტალღამ მე-5 საუკუნეში დასავლეთ რომის იმპერიას გადაუარა აღმოსავლეთს სარეზერვო ნაწილები აღარ გააჩნდა მის დასახმარებლად, ხოლო დასავლეთს კი უნარი არ გააჩნდა მათ შესაჩერებლად. არმიების ნაცვლად, ბარბაროსებმა წალეკეს პროვინციები, რომელთაც ემყარებოდა ჯარი. როცა რომის მტერმა ტომებმა ეს მიწები ხელში ჩაიგდეს, დასავლეთის იმპერია აღარასდროს აღდგენილა.

თანაბრად მნიშვნელოვანი იყო დისციპლინირებული, გაწვრთნილი არმიის განადგურება, რაც რომის იმპერიისთვის იყო დამახასიათებელი მისი ძლიერების მწვერვალზე. ის ვინც მომავალში ბიზანტიის არმიებს ქმნიდა და რომლებიც რთულად გადარჩნენ, ბრძოლის ველზე გამოცდილებას თავად იღებდა. ჯარში უკვე მსახურობდნენ სასტიკი მეომრები, მაგრამ არა მცოდნე, ნაწრთობი ჯარისკაცები. ათასი წელი გავიდა, სანამ ევროპაში, ადრეულ მე-17 საუკუნეში აღდგებოდა არმია რომაული კონცეფციით – რკინის დისციპლინითა და სპეციალური წვრთნით. პირველი იყო მორის ორანელი, ჰოლანდიის დიდი მმართველი, რომელმაც მსგავსი ტიპის ჯარი გამოიყენა აჯანყების დროს ესპანელების წინააღმდეგ. ასევე, გუსტავ ადოლფმა, შვედეთის მეომარმა მეფემაც ასეთივე არმიით დაამახსოვრა მსოფლიო ისტორიას თავი. აღსანიშნავია, რომ გუსტავის მიერ გამოქვეყნებული შვედური სტატიები ომზე პირდაპირ მიუთითებენ, რომ ,,ჯარისკაცებმა უნდა თხარონ, როცა ამას უბრძანებენ“.  მარიუსის, კეისრისა თუ ტრაიანეს რომაელი ლეგიონერები უარს არასდროს ამბობდნენ ასეთი ბრძანების შესრულებაზე. ბიზანტიელები, არაბები და შუა საუკუნეების ევროპელები ასეთ მითითებებს სერიოზულად არც იღებდნენ და თუ განწყობა არ ჰქონდათ არც ასრულებდნენ.

img03.jpg
დასავლეთ რომის იმპერიის კავალერისტი

ისტორიკოს ჩარლ ომანის მითითებით, ადრიანოპოლის ბრძოლა შესაძლოა იმ პერიოდს ეკუთვნის როცა ბრძოლის ველზე კავალერია დომინირებდა, მაგრამ გარდაუვალი შედეგი მაინც ქვეითთა უდისციპლიონობას უნდა მივაწეროთ, რადგან ისინი ძლიერი მხედრობის წინააღმდეგ მყარად ვერ იდგნენ. მიწაზე მყარად მდგარ ქვეითებს ცხენები არ უტევდნენ. მაგრამ როცა დაჯგუფება იშლებოდა ჯარისკაცები ინდივიდუალურად უწევდნენ მხედრებს წინააღმდეგობას.

ადრიანოპოლმა დიდი გაკვეთილი ჩაუტარა იმპერიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს იყო ახალი რელობა, რომელსაც სამხედრო ძალის სიმყიფე ეწოდებოდა. ბიზანტია მომდევნო ათასწლეულის მანძილზე ამ გაკვეთილს ითვალისწინებდა. ამდენად, აღმოსავლეთ რომის იმპერიის არსებობა ხაზგასმით ეფუძნებოდა საგარო პოლიტიკის დიპლომატიურ და მანიპულაციურ ასპექტებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზანტიამ შექმნა სტრატეგიის კონცეფცია. ომი იმპერიისთვის უკანასკნელი გამოსავალი გახდა თუ სხვა საშუალებები აღარ ჭრიდა მიზნის მისაღწევად. ისე კი ბიზანტიურ პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა დიპლომატიის, ქრთამისა და სამხედრო ძალის ნაზავმა, მხოლოდ ომის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებით. ბიზანტია არმიას უკვე გონივრულად და რესურსების გათვალისწინებით იყენებდა.

[…]

og_og_1466523166216823627.jpg

P.S. სტატიის ბოლო ორი აბზაცი ადრიანოპოლის ბრძოლასა და ბერძნულ-რომაული ცივილიზაციის მნიშვნელობას ეხება. მე არ ვდაობ იმაზე, რომ დასავლეთის ძლიერება დიდწილად გრეკო-ლათინურ ძლიერებას ემყარებოდა, მაგრამ მსურს ჩემი აზრი დავაფიქსირო ხმელთაშუა ზღვის აუზსა და სამ კონტინენტზე გაბატონებულ იმპერიასთან დაკავშირებით. ეს იყო სამყარო, რომელიც ერთმანეთში თქვეფდა ხალხებისა თუ ტომების უზარმაზარ მასებს, რომლებშიც წინარე ქართული კულტურაც შედიოდა. მისი არსებობის გახანგრძლივების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ზუსტი განსაზღვრა თუ რა ბედი ელოდა მსოფლიოს მომავალში. ძალადობრივმა სისტემამ, კოლიზეუმის სისხლიანმა სცენებმა, უაზროდ სასტიკმა იმპერატორებმა და ,,დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკამ რომს პასუხად დიდი სისხლისღვრა და სრული განადგურება დაუბრუნა. მართალია, დასავლეთი რამდენიმე საუკუნით ბარბაროსულ ბნელეთში ჩაიძირა, მაგრამ შეუძლებელია მცოდნე ადამიანმა მასში მხოლოდ ჩამორჩენილობა დაინახოს. ამასთან, გაიმარჯვა ჩაგრულმა და იმპერიასთან მიმართებით სრულიად მართალმა სარწმუნოებამ, რომელიც სისხლიანი სიუჟეტების ნაცვლად კაცობრიობას ცივილიზაციის განვითარებულ სტადიას სთავაზობდა თავისი სწავლებით. ამ ყოველივედან გამომდინარე, უფლებას ვიტოვებ არ დავეთანხმო სევდიან, ერთგვარ ნოსტალგიურ რიტორიკას, რომელსაც რომის იმპერიის კოლაფსთან დაკავშირებით ხშირად ვაწყდები.

დავით მაზმიშვილი

წყარო: https://weaponsandwarfare.com/2016/08/18/adrianople-ii/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s