გერმანელები ანატოლიაში – იკონიის ბრძოლა

zpage087.gif

[ბლოგი წარმოადგენს წინა თემის გაგრძელებას, ჯვაროსნული ლაშქრობების კონკრეტული ეპიზოდის უკეთ წარმოსაჩენად]

,,ამ წერილით, ამაყი და ურჯულო ტირანის მიერ დაწერილმა, თავისი აბსურდებით, დიდებული იმპერატორი შეურაცხყო და პრინცის ღირსება აღაშფოთა. ის მთელი არმიებით მოემზადა ომისათვის. მას მთელი იმპერიის მთავრები მიჰყვებოდნენ და როცა ისინი მაინცში შეხვდნენ ერთმანეთს, იმპერიული ედიქტის მიხედვით, ყველა ერთად შეუერთდა კეთილშობილ პილიგრიმთა აღთქმას“.

გერმანელთა ჯვაროსნული ლაშქრობა 1189-90

6866.jpg
ევროპა მე-12 საუკუნეში

ფრიდრიხ I-მა 1188 წლის 27 მარტს მაინცში, პაპის ლეგატ ჰაინრიხ ალბინოელისგან მიიღო ჯვარი და ამით დაადასტურა დასავლეთ ევროპის ლიდერი მონარქის პოზიცია მომავალ ლაშქრობაში. როგორც ერთი, გერმანელ ჯვაროსნებთან ახლოს მყოფი, თანამედროვე აღნიშნავდა, ფრიდრიხმა იკისრა ,,საქრისტიანოს საქმეთა მართვა“. არა მხოლოდ ცერემონიით იქნა აღიარებული მისი ძალისხმევა იმპერიის პრეტენზიათა პოლიტიკური ავტორიტეტის გერმანიაში გადატანისა, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენდა ახალი ევროპული წესრიგის ბაზაზე დაფუძნებულ კონსოლიდაციას იმპერიასა და პაპობას შორის ათეული წლების მტრობისა და კონფლიქტის შემდეგ, რაც აჯიუტებდა ფრიდრიხს საშინაო თუ საერთაშორისო პოლიტიკაში. ფრიდრიხი წარმატებულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა პაპებთან 1180-იან წლებში მყარი უზრუნველყოფის მისაღებად, საეკლესიო იურისდიქციისათვის გერმანიასა და პოლიტიკური გავლენისათვის იტალიაში. ეკლიანი მილანელის, ურბან III-ის გარდა, უმთავრესად მხცოვანი და ფრთხილი პაპების სურვილით, თუ ძლიერ მოსურნენი არ იყვნენ, იმპერატორთან ხანგრძლივად მაინც რიგდებოდნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ პაპობის მზარდი ფინანსური სასოწარკვეთილება და შეენარჩუნებინათ გარკვეული ერთიანობა იტალიის პოლიტიკური თუ ტერიტორიული მდგომარეობისათვის, სადაც ფრიდრიხის ვაჟმა ჰაინრიხმა პაპის სახელმწიფოს ოკუპაცია მოახდინა 1186 წელს. ჰაინრიხის ქორწინებამ კონსტანცაზე, დეიდასა და შესაძლო მემკვიდრეზე მცირეწლოვანი მეფის უილიამ II სიცილიელის, უფრო გააღრმავა პაპთან ურთიერთობა. სტრასბურგის 1189 წლის იმპერიასა და პაპს შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ, დაადასტურა ეს წარმატებული დიპლომატია და აგრეთვე უზრუნველყო ფრიდრიხის აღმოსავლეთში გამგზავრებისთვის საჭირო პოლიტიკური კონტექსტი.

ამდენად, ფრიდრიხის ვალდებულებამ წმინდა მიწაზე გადალახა პოლიტიკური უპირატესობის ზღვარი. ის თამაშობდა წამყვან როლს მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, როგორც კონრად III-ის უფროსი ლეიტენანტი. 1184 წლის შემოდგომაზე, იერუსალიმის პატრიარქ ჰერაკლიუსთან მისიის პასუხად, ის დაპირდა ლუციუს III-ს, რომ სასწრაფოდ დაიწყებდა გადაუდებელ მომზადებას აღმოსავლეთში ლაშქრობისთვის. გვიან 60-იანებში მან მოახერხა შიდა ოპონენტების დამარცხება, ხოლო 1170-იანებში დამარცხებას გადაურჩა ლომბარდიის ქალაქებთან და თავისი ვაჟი, ჰაინრიხი დაამტკიცა მემკვიდრედ გერმანიაში. ფრიდრიხს შეეძლო აზრი მიეცა კანცელარიის პრეტენზიებისთვის მსოფლიო ავტორიტეტთან და ერთდროულად შეესრულებინა პიროვნული და იმპერიული ამბიციები. მხოლოდ რამდენიმე მოვლენამ უარყო მისი ცენტრალური ფიგურა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. თუმცა, ფრიდრიხის ექსპედიცია წარსულის ტრადიციებს მიუყვებოდა და ამით უფრო მეტად მისი სიძლიერე დამტკიცდა, ვიდრე წინდაუხედაობა.  გარკვეულწილად, ფრიდრიხი პირველი და მეორე ლაშქრობების მსგავსად იბრძოდა; 1190 წლის 10 ივნისამდე ის ძალიან კარგად აკეთებდა თავის საქმეს.

12b4e97ce0d68fbe6f4d396e23695f19.jpg
გერმანელი მეომრები, მე-12 ს.

ისტორიის გავლენა ვრცელდება ფრიდრიხის მზადებასა და მართვის ინიციატივაზე. ის იყო ასევე მიმღები რობერტ რეიმსელის პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ანგარიშის უახლესი, პოპულარული და გავლენიანი გამოცემისა. ფრიდრიხის გეგმები მოიცავდა იდეალიზმს, მაგრამ თავიდან იყო აცილებული წარსულის შეცდომები. მისი არმია შესაბამისად იყო დაკომპლექტებული, კარგად დისციპლინირებული და რიცხვმრავალი. ზოგიერთის გამოთვლით ფრიდრიხის წინამძღოლობის ქვეშ გაერთიანებული იყო 20 000 რაინდი და 80 000 ქვეითი; სხვები დაახლოებით 85 000 მებრძოლს ასახელებენ. ერთი თაობის შემდეგ, არნოლდ ლიუბეკელმა განაცხადა, რომ აღწერა აღებულია ბალკანეთის გადალახვისას და რეალურად ფრიდრიხის განკარგულებაში 50 000 რაინდი და 100 000 ქვეითი იმყოფებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ჩანაწერები გადაჭარბებულია, ორივე მათგანი გაკეთებულია ლაშქრობის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ. ამ ძლიერი ლაშქრის გზა მოკირწყლული იყო ფრთხილი დიპლომატიით, ცენტრალური ევროპის მმართველებთან, ბიზანტიის იმპერატორთან, სელჩუკთა რუმის სულთანსა და ასევე სალადინთან. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო მარშრუტებიც მოიაზრებოდა ლაშქრობაში, სახმელეთო გზა უფრო გამოსადეგი იყო ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და ამ ძალის ადვილად მომარაგებისთვის, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ზღვით ტრანსპორტირებისთვის ძალიან დიდი რიცხვი იყო. როგორც გახანგრძლივებული სამხედრო მდგომარეობის დროს ლუი თიურინგელისა, 1189 წელს, ლეოპოლდ ავსტრიელისა 1190-91 წწ., ან ფილიპე II-ის, საფრანგეთის მეფის კამპანიების პერიოდში 1190 წელს, იტალიური საზღვაო ქალაქების ფლოტები ფრიდრიხის გვერდში არ იდგნენ. სავარაუდოდ, ბარბაროსას არც ფული და არც დიპლომატიური გავლენა ჰქონდა საჭირო შეთანხმებების მისაღწევად. სახმელეთო მარშრუტი ძალიან ჰგავდა პირველი და მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის გზებს, ისევე როგორც დიპლომატიური და კომერციული ურთიერთობები უნგრეთთან. ჰაინრიხ ლომის, საქსონიის ჰერცოგის მიერ 1172 წელს შემუშავებული საპილიგრიმო გზა დუნაისა და ბალკანეთის გავლით კონსტანტინოპოლისკენ მიუყვებოდა, რომელიც მთავრდებოდა აკრასთან ზღვის სანაპიროზე. ხმელეთზე კონტროლის მოპოვებით ფრიდრიხს შეეძლო იმედი ჰქონოდა პოლიტიკური კონტროლის მოპოვებისა საკუთარ არმიასა და ბედ-იღბალზე.

როგორც არის აღწერილი, 1188 წლის მარტში, მაინცში ,,ქრისტეს სამსჯავროზე“ დადგინდა ლაშქრობის აქცენტები და შემუშავდა გეგმები და ვალდებულებები. ეს გაიწელა შემდგომ რამდენიმე თვეზე. საბოლოოდ, ლაშქრობა დამტკიცდა 1189 წლის 23 აპრილს. კრებებმა და სხვა თავყრილობებმა ხელახლა დაადასტურა რიგების შევსება და დააკანონა ნამდვილი წესები, რომლის მიხედვითაც ჯვაროსნები მთელი წლის მანძილზე უნდა ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი. როგორც 1147 წელს, პოლიტიკური კონფლიქტები ახლაც უზენაეს პირთა ეგიდით გადაწყდა, რამაც იმპერიულ ავტორიტეტს მორალური მხნეობა შესძინა. ჰაინრიხ ლომი, რომლის ახალგაზრდული ამბიციებიც დროებით გააქარწყლა კონრად III-ის ჯვაროსნულმა ლაშქრობამ, ახლა წარმოდგენილი იყო მისი მეტოქის ბატონობის აღიარებით. ის ფრიდრიხთან ერთად ილაშქრებდა ან იმპერიული სამართლით სამი წლით გადაასახლებდნენ. ჰაინრიხმა ამ ორი არასასურველი ვარიანტიდან აირჩია ნაკლებ გამანადგურებელი – მამინაცვლის, ჰენრი II ინგლისის მეფის სამართლით გადასახლება (თუმცა ის მალევე დაბრუნდა უკან). ელჩები და წერილები დაიგზავნა გერმანელთა მიერ შემოთავაზებულ გზებზე, უნგრეთის მეფე ბელა III-სთან, სერბეთის მეფე სტეფანთან და ბიზანტიის იმპერატორ ისააკ II ანგელუსთან. ფრანკონი რაინდი, გოდფრუა ვისენბახელი, თავად ესტუმრა რუმის სულთან ყილიჩ II არსლანს (1155-92), იმ სულთნის შვილიშვილს, რომელიც პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას დამარცხდა და რომელთანაც ბარბაროსას კავშირი ჰქონდა შეკრული. დასავლური წყაროების მიხედვით, მაგრამ არა აიუბიდ სულთნებთან ახლოს მყოფი არაბი მწერლების გადმოცემით, ბირშტეინის გრაფი, ჰაინრიხ დიცელი, გაიგზავნა სალადინთან. სიახლეები ფრიდრიხის მზადებისა და მის მიერ ჯარის შეკრების შესახებ, დაგეგმილ გზაზე, მაცხოვრებლებს აშინებდა. ნიურმბერგის კრებაზე, 1188 წლის დეკემბერში, უნგრეთისა და ბალკანეთის წარმომადგენლები თანამშრომლობის დაპირებებს არიგებდნენ. ამასვე აკეთებდა ყილიჩ არსლანთან გაგზავნილი დელეგაციაც. კონსტრუქციული დიპლომატია სელჩუკებთან და თუ არა საეჭვო, მისია სალადინთან, შეესაბამებოდა აშკარა თანმიმდევრულ ნიმუშს გერმანულ გეგმებში, განსაკუთრებით, სამხედრო კამპანიის პერიოდში. ყოველმხრივ, ფრიდრიხის ყურადღება მიპყრობილი იყო წმინდა მიწისა და იერუსალიმისკენ. მას თავი წარმოედგინა, როგორც ქრისტეს შურისმაძიებელი მხედარი 1187 წელს, განურჩევლად ისლამისა თუ სხვათა წინააღმდეგ. ბიზანტიელი ელჩები ნაკლებად იყვნენ მასში დარწმუნებულნი, ამიტომ მოითხოვდნენ ისააკ II-სთან გერმანელებს სხვა ელჩობა გაეგზავნათ, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ მას და სხვა დასავლელ მონარქებს ბერძენთა იმპერიის მიმართ მტრული დამოკიდებულება არ ჰქონდათ; ესეც 1147 წლის ჩრდილები გახლდათ. ფრიდრიხი დაეთანხმა მათ, რომ  მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გაეგზავნა ახალი ელჩობა მათთან, ხოლო თავად ბიზანტიის წარმომადგენლებმა დაარწმუნეს თავიანთი მთავრობა, დახმარებოდნენ ჯვაროსნებს გიდებით, სურსათით, დაცვითა და ტრანსპორტით მცირე აზიაში გადასასვლელად. გერმანელი დესპანები ამ დახმარებას თავადაც უნდა მიშველებოდნენ. ბერძენთა შიშიც სწრაფად დაცხრა. ასეთ დიდ არმიას, მისი მოტივების მიუხედავად, შეეძლო შემოსევების მსგავსი მატერიალური შედეგი მოეტანა.

bela-III.jpg
უნგრეთის მეფე ბელა III (1173-1196)

მიუხედავად ფრიდრიხის ენერგიული მზადებისა, აჩქარების საჭიროებაზე ხმამაღლა საუბრობდნენ, ამის მაგალითად ჰაინრიხ ალბანოელი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც წუხდა  ჯვაროსანთა ერთი ჯგუფის მიერ ლაშქრობაზე ხელაღებასა და ურთიერთ შორის ომებზე, რომელთაც ის ადარებდა ძაღლებს, რომლებიც საკუთარ ამოღებულს უბრუნდებიან. ინგლისისა და საფრანგეთის მეფეებთან შედარებით, ფრიდრიხი უფრო მხნედ და სწრაფად მოქმედებდა. ის სათავეში ჩაუდგა ნამდვილად პოპულარულ მოძრაობას, რომელიც იზიდავდა კეთილშობილთა სიცოცხლესა და მარაგს, მათ რაინდებსა და მინისტერიალებს, მცირე ფეოდალებს, უმაღლეს და მცირე სასულიერო წოდებას, სასოფლო და საქალაქო ელიტებსა და თავისუფალ ადამიანებს გერმანიის ყველა კუთხიდან. როგორც გულშემატკივარი თანამედროვე აღნიშნავდა, ფრიდრიხი, ,,რომელიც პილიგრიმობის აღთქმის შემსრულებელი უკანასკნელი მეფე იყო, ჩქარობდა, რომ პირველს გაეკეთებინა ეს“. 1147-8 წლების გამოცდილებამ აიძულა ფრიდრიხი, რომ შეენარჩუნებინა უზარმაზარი კოალიციის ძალიან მჭიდრო ძალაუფლება. კონსტანტინოპოლისკენ ორი მსვლელობის დროს, მან დახვეწა სადისციპლინო განკარგულებები ჯარისა და არამეომრებისათვის. მან დაამტკიცა სამართლიანობისა და სასჯელის სისტემა მთელი არმიის ფიცით და შემდგომ ხალხი დაყო თვითრეგულირებულ სასამართლო ერთეულებად ამ კომუნალურ სისტემასთან თანხმობით. 1147 წლის ლაშქრობაში საფრანგეთის მეფის, ლუი VII-ის მიერ გამოცემული ბრძანებულებებისგან განსხვავებით, ფრიდრიხის განკარგულებები იძულებით გამოიყენებოდა. უხეში მოქცევისთვის სასჯელად ხელის მოკვეთა იქნა დაწესებული; ქურდობისთვის სიკვდილი. ასეთი მკაცრი დისციპლინა გაერთიანებული იყო იურიდიული მოქმედების ღვთისმოშიში ბუნების მუდმივ ხაზგასმასთან. ვენაში ფრიდრიხმა გაწმინდა არმია არასასურველი ელემენტებისგან, მათ შორის პროსტიტუტებისგან. მთავარი ეფექტი მორალური და სამხედრო ეფექტურობისა გამოჩნდა კონტრასტში,  1147 წლის შემოდგომაზე, კონრად III-ის მიერ მცირე აზიაში გადაყვანილ ქაოსურ არმიასთან. ბარბაროსას ეს კარგად ახსოვდა. მისი არმია წესრიგითა და ღვთისმოსაობით გახდა ცნობილი. იბნ შადადის გადმოცემით, შესაძლო უტყუარი წერილი, რომელიც ჩრდილოეთ სირიის სომეხთა კათალიკოსმა მისწერა სალადინს, 1190 წელს, ადასტურებს გერმანელთა პროპაგანდის წარმატებას, თუ მათ რეალურ ღვთისმოსაობას არა:

,,არსებობს მრავალი მოდგმა და ბევრი უცხო გზა. მათი წამოწყება დიდია, ისინი სერიოზულად და  საოცარი დისციპლინით უდგებიან მას, იმდენად, რომ თუ ერთი მათგანი ჩაიდენს დანაშაულს, ყელს როგორც ცხვარს ისე მოაჭრიან. მე შევიტყვე მათი ერთი აზნაურის შესახებ, რომელიც თავის მსახურს არასწორად მოექცა და შეუბრალებლად სცემა იგი. მღვდლები შეიკრიბნენ, რათა გაესამართლებინათ იგი და საბოლოოდ მოითხოვეს მისთვის ყელის გამოჭრა. ბევრმა მიმართა თხოვნით იმპერატორს, მაგრამ მან ყური არ ათხოვა მათ და სასჯელი აღასრულებინა. ისინი თავს იკავებენ სიამოვნებებისგან იმდენად, რომ თუ ამას სხვებს შეამჩნევენ მას რიყავენ და სჯიან. ეს ყველაფერი კი იერუსალიმის მწუხარების გამო“.

 ,,ქრისტიანი მხედრობის” იმიჯი წაქეზებული იყო ფრიდრიხის მოგვიანო მეხოტბეების მიერ, მაგრამ ეს მხოლოდ მქადაგებლების, მიმომხილველებისა და ისტორიკოსთა აშენებული რეპუტაცია არ იყო, არამედ ეს გახლდათ პირველი ჯვაროსნული ლაშქრის თვითრეგულირებისა და მორალის შედეგი. მაკაბელთა და თებეს ლეგიონის შედარებისას ქრონიკები უსაბამებენ არმიებს, რომლებიც იბრძოდნენ 1190 წლის გაზაფხულზე, მცირე აზიაში. 1189 წლის შემოდგომაზე, ფრიდრიხი, შინ მიწერილ წერილებში თავის თავსა და ჯარებს უწოდებდა ,,წმინდა ჯვრის არმიას“ ან ,,სიცოცხლის მომნიჭებელი ჯვრის …“, რაც ცენტრალური ხატი იყო კამპანიის რეკრუტირებისა. იდენტობისა და ბედის ეს შეგრძნებები საერთო ინიციატივას ემყარებოდა. ექსპედიციის ტონი დამტკიცდა ფრთხილი ორკესტრირებით, რომელიც ფრიდრიხმა მიიღო 1188 წლის მარტში ჯვრით და ჰაგენაუს პილიგრიმებისთვის 1189 წლის აპრილში. თუმცა, გერმანელთა მსვლელობის მანძილზე, მორალური მხარდაჭერისა და მიზნის ტანდემით, ბარბაროსა ფრთხილ გეგმებს აწყობდა და ძალებს გონივრულად იყენებდა.

გერმანული კონტიგენტის შეკრება და წესრიგში მოყვანა მოხდა რეგენსბურგში 1189 წლის 23 აპრილს. 11 მაისს, არმია, ან უფრო სწორად არმიები, დუნაის გაუყვნენ, უმაღლესი ხელმძღვანელობა ნავებით, ძირითადი ნაწილი ნაპირით. ვენიდან ბრატისლავამდე (პრესბურგი), პროგრესი ჩქარი და მშვიდობიანი იყო,  სადაც სადისციპლინო რეგულაციები გამოქვეყნდა. 4 ივნისისათვის გერმანელებმა ესცერგომს (გრანი) მიაღწიეს უნგრეთის საზღვართან. მათ გულუხვი სტუმართმოყვარეობით შეხვდა მეფე ბელა III და მისი ცოლი მარგარიტა. ბიზანტიასა და დასავლეთს შორის მოქცეული უნგრეთი მონაწილეობას იღებდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში და ასოცირდებოდა ლათინურ საქრისტიანოსთან, რაც როგორც მინიმუმ დამოუკიდებლობის გარანტიას ნიშნავდა. დედოფალი მარგარიტა, საფრანგეთის მეფის, ლუი VII-ის ქალიშვილი, ფრიდრიხის თანმხლები მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, განსაზღვრავდა ამ პოლიტიკას. უნგრელებმა მაშინვე დაიწყეს ჯვაროსანთა მომარაგება სურსათ-სანოვაგით, შეიარაღება და მათთვის ძვირადღირებული ბაზრის ხელმისაწვდომად გადაქცევა. მას მერე, რაც მათ გაუჩნდათ ეს ყველაფერი, უნგრეთის ტერიტორია ჯვაროსნებმა კომფორტულად გადაკვეთეს და ბიზანტიის საზღვართან აღმოჩნდნენ, ბრანიცასთან (ბრნიჩა) 2 ივლისს.

Death_of_andronic_I.png
იმპერატორი ანდრონიკე კონსტანტინოპოლის ქუჩებში წამებით მოკლეს

ურთიერთობები ბიზანტიის იმპერიასთან გართულებული იყო ისააკ II-ის მიერ ბალკანური პროვინციების მოუხერხებელი ფლობის გამო. მას აღმოსავლეთი საზღვრის დაცვისთვის ესაჭიროებოდა სელჩუკ თურქებთან კავშირი, ხოლო გამოცდილება გერმანელებთან იტალიაში დაპირისპირებისა, ისევე როგორც სიცილიასთან უკვე ჰქონდა. ახლა კი ფრიდრიხის მოკავშირე, ფიქრობდა იტალიელთა სავაჭრო უფლებებისა და ანტიოქიის წინააღმდეგ გამოსვლას. ეს ყველაფერი კონსტანტინოპოლის ელიტებში შიშს ამყარებდა იმისას, რომ დასავლეთის არმიები გამოჩნდნენ ფარული მოტივით, ბერძენთა იმპერიის დასაპყრობად. დასავლეთელთა წარმოდგენით კი, რელიგიურმა სქიზმამ ჩამოაყალიბა განცდა იმისა, რომ ბერძნები ცუდი ქრისტიანები იყვნენ გამომდინარე წმინდა მიწასთან მათი ინდიფერენტული დამოკიდებულებიდან. ისააკ ანგელუსმა გვირგვინი 1185 წელს ბრბოს სადისტური გადატრიალების შედეგად დაიდგა, რაც ბიზანტიისთვისაც კი უჩვეულო იყო. წინა იმპერატორი, ანდრონიკე I კომნენოსი, თავად იყო მკვლელი უზურპატორი და ის დედაქალაქის ქუჩებშივე მოკლეს წამებით. ისააკი თავის პოლიტიკურ სისუსტეს, გულფიცხი დიპლომატიური მოუსვენრობით აბალანსებდა. გერმანელებისადმი დაპირებული დახმარების მიუხედავად, 1189 წლის ზაფხულში ისააკმა მოულოდნელად გერმანელი ელჩები ციხეში ჩაყარა. მან გააგრძელა სალადინთან მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც გერმანელთა მსვლელობაზე ახალ-ახალ ამბებს ატყობინებდა. სალადინის დესპანები კონსტანტინოპოლში იყვნენ, როცა გერმანელთა ელჩები გამოჩნდნენ და თითქოს მათ უიღბლო დასავლეთელების ცხენებიც კი მიიღეს, როცა ისინი ციხეში გამოამწყვდიეს. რთულია შევრისხოთ ბერძნები აიუბიდებთან კავშირისათვის, რაც ბიზანტიის პოლიტიკის სახასიათო თვისება იყო, 1182 წლის შემდეგ. ისააკს იმედი ჰქონდა, რომ დაუპირისპირდებოდა ნებისმიერ შეთანხმებას, რომელსაც ბარბაროსამ მიაღწია სიცილიელებთან თუ სელჩუკებთან ან გამოიყენებდა მას სუზერენობის აღიარებისთვის ანტიოქიასა და სხვა ყოფილ ბერძნულ ტერიტორიებზე, რომელიც ჯვაროსნებს ჰქონდათ დაპყრობილი. აქამდე ყველა იმედი ფატალურად შეირყა ისააკის არაადეკვატური სამხედრო ძალის გამო, რომლითაც მას სურდა ჯვაროსნებზე ზეწოლა მოეხდინა. უფრო სწრაფად დაზიანდა იგი მას შემდეგ, რაც მარცხი განიცადა გერმანული არმიის დარტყმის პრევენციისათვის მათი ლაშქრობის მთელ სიგრძეზე დუნაიდან თრაკიის ველებამდე. სუფთა შედეგი ისააკის პოლიტიკისა იყო ის, რომ ასეთი ნაზავი ვიწრო ხედვისა და სისულელის შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ფრიდრიხის პროვოკაცია დაფიქრებულიყო, რისიც ბერძნებს ყველაზე მეტად ეშინოდათ, კონსტანტინოპოლზე დარტყმისთვის.

ბრანიციდან, გერმანელებმა გზა ნიშისკენ გააგრძელეს, რომელსაც 27 ივლისს მიაღწიეს. უხეში რელიეფისა და ჯვაროსანთა სალაშქრო გზის სიგრძის გამო, არმია ოთხ დივიზიად დაიყო. ადგილობრივებისგან მუდმივი შევიწროების მიუხედავად, ბევრს სჯეროდა, რომ ისააკის მითითებით, ფრიდრიხი თავს არიდებდა სერბ ამბოხებულებს, რომელთაც სწორედ ნიშთან შეხვდა. ბულგარეთში მათი მოგზაურობა უფრო მეტად საბრძოლო მარშის მსგავსი იყო, რაც უფრო მეტად პირველ და მეორე ჯვაროსნული ლაშქრობიდან აღმოსავლურ ტაქტიკას მოგვაგონებდა. სოფიასთან, 13 აგვისტოს, გერმანელებმა აღმოაჩინეს, რომ დაპირებული ბაზრები და სავალუტო გაცვლა იმპერიული ბრძანებულებებიდან ამოღებული იყო და გზა მარიცას ველამდე და თრაკიამდე გამაგრებული იყო მათ წინააღმდეგ. მთებში სიარულის შემდეგ, 24 აგვისტოს, ჯვაროსნებმა მიაღწიეს ფილიპოპოლისს, რომელიც მოსახლეობას მიეტოვებინა და ისააკის ბრძანებით თრაკიის მმართველის, სამოქალაქო მოხელისა და ისტორიკოსის ნიკიტა ქონიატეს მიერ მისი თავდაცვითი ნაგებობებიც განადგურებული იყო. წლების შემდეგ, 1204 წლის კონსტანტინოპოლის აღების ჩრდილში, ნიკიტამ დახატა ახლობელი, მაგრამ სამართლიანი პორტრეტი იმ დროის ბიზანტიური არეულობის, ორპირობისა და უძლურების.

ფრიდრიხი მიტოვებულ ფილიპოპოლისში 26 აგვისტოს შევიდა, გაიგო ელჩების შეპყრობის შესახებ კონსტანტინოპოლში და ისააკის მოთხოვნების შესახებ, რომ გერმანელებისგან გარანტია ჰქონოდა კარგი მოქცევისა და მასთან ერთად გაეზიარებინა მომავალი ჯვაროსნული დაპყრობები. მომარაგების პრობლემის გაზრდის მიუხედავად, ფრიდრიხი კომპრომისის ხასიათზე ნამდვილად არ იყო, განსაკუთრებით მას მერე რაც აშკარა სამხედრო უპირატესობა გააჩნდა. ისააკის დიპლომატიური უტაქტობა, როგორიც იყო მიმოწერაში ფრიდრიხის არასათანადო ტიტულით მოხსენიება, უფრო მეტად ძაბავდა ურთიერთობებს. როცა ბრაზიანი დიპლომატიური გაცვლა-გამოცვლა გრძელდებოდა, გერმანელი ელჩების გათავისუფლებამ რასაც ბარბაროსა განიხილავდა, როგორც ადეკვატურ ზიანის ანაზღაურებას, ცოტა რამ გაკეთდა ბიზანტიის თანამშრომლობისა და ჯვაროსანთა მცირე აზიაში გადაყვანის საქმის მოსაწესრიგებლად. ფილიპოპოლისის ოკუპაციითა და რეგიონის დაჭერით, საკვების მარაგისა და ბაზრების დაცვით, ნოემბერში ფრიდრიხმა გადაწყვიტა ბერძნებთან სტრატეგიული იძულებით ეთანამშრომლა.

4788-004-A4A301A2.gif
თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო და მისი დომინიონები მე-12 მე-13 სს.

შესაძლოა, 1147-8 წლის ზამთარში მცირე აზიაში გაჭირვებით გადასვლიდან გამომდინარე, ფრიდრიხმა ამჯერად გააგრძელა თრაკიის ოკუპაცია, ხოლო ადრიანოპოლი შტაბად აირჩია. ამავე დროს, მან კავშირი დაამყარა ბალკანური პროვინციების აჯანყებულებთან და მზერა კონსტანტინოპოლზე თავდასხმისკენ მიაპყრო. თრაკიის დაჭერაცა და ბერძენთა დედაქალაქის აღებაც ლუი VII-ისადმი შეთავაზებული პოლიტიკის ნაწილი იყო, 1147 წელს. შუა ნოემბერში, ბარბაროსამ თავის შვილსა და რეგენტს ჰაინრიხ VI-ს მისწერა წერილი, რომელშიც იგი მას სთავაზობდა გამგზავრებულიყო იტალიაში და სამხედრო ფლოტი იტალიის პორტებიდან გამოეყვანა, ხოლო გერმანულ არმიას მარტის შუა რიცხვებში შეხვედროდა, რათა ერთად დაერტყათ კონსტანტინოპოლისთვის. იმავე პერიოდში, იმის აღნიშვნით, რომ საბოლოო მიზანი არ შეცვლილა, მან სთხოვა ჰაინრიხს ოფიციალურ პირებთან და ვენეციელ ბანკირ ბერნარდ გერმანელთან ერთად თანხების ტირში (ტვიროსში) გადატანის მოწესრიგება, ,,შენ უკვე იცი, რომ ჩვენ ბევრი ფული გვჭირდება მოულოდნელი შეყოვნების გამო“. თანხა გვირგვინის გადაუხდელი ჯამიდან უნდა წამოსულიყო, ხოლო უმთავრესად ფრიდრიხი აღნიშნავდა, ანკონას, მეცს, ბრემენსა და ჰანაუს გრაფს. ეს შემოსავალი წარმოადგენდა გადაუხდელ სამეურნეო გადასახადს, რეგალიათა ობლიგაციებს თუ სხვა გამოსაღებს უცნობია, მაგრამ ფრიდრიხის მოთხოვნები ადასტურებს აშკარა ფინანსური ინსტრუმენტის არსებობასა და ფისკალურ ბაზას ექსპედიციისთვის. ის თუ როგორ სერიოზულად გეგმავდა ამ ყველაფერს შემდეგნაირად აღნიშნავდა ,,იმპერიის მთელი ტერიტორია უნდა ავიყვანოთ კონტროლქვეშ“, მაგრამ ეს ნაკლებად დასაჯერებელი იყო. 5 თვე საკმაოდ ცოტა დრო გახლდათ იმისთვის, რომ დაექირავებინა და შეეიარაღებინა სამხედრო ფლოტი და დამატებით, დანიშნულების ადგილზე დროულად გამოჩენით. ქალაქები, მაგალითად გენუა, როგორც ბარბაროსა აღნიშნავდა, მზად იყო ტრანსპორტი მოემარაგებინა ბრძანებისთანავე; ადრეულ 1190 წელს, გენუელებმა უარი განაცხადეს ეზრუნათ საფრანგეთის მეფის, ფილიპე II-ის სამხედრო მდგომარეობაზე, რომლის გამოჩენაც აგვისტოსთვის იგეგმებოდა. თუმცა, მოკავშირეობას ართულებდა, ასევე, გერმანული პოლიტიკა იტალიაში, როგორც კომერციული მეტოქეობა ქალაქებს შორის. ვენეცია მხოლოდ ბოლოს შეუერთდა ბიზანტიასთან შეთანხმებას და უარი განაცხადა გენუასა და პიზასთან თანამშრომლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდრიხმა ეს არ იცოდა, როცა ის ჰაინრიხს სთავაზობდა ფლოტს, ერთი პოტენციური საზღვაო მოკავშირე, უილიამ II სიცილიელი გარდაიცვალა, ხოლო ტახტზე ავიდა მისი ანტი-ჰოჰენშტაუფენი ნაბიჭვარი ბიძაშვილი ტანკრედ ლეჩელი. მაშასადამე, ჰაინრიხ VI-ის ინტერესი იტალიაში მიმართული იყო სიცილიური მემკვიდრეობის დაცვისკენ თავისი ცოლის, კონსტანცასთვის, უილიამ II-ის დეიდისა და  მემკვიდრისთვის. ეს მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ იყო, ვიდრე მამამისისთვის გემების მიწოდება. ფრიდრიხის ნოემბრის მითითებებიც კი, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებდა თანხების გაგზავნას წმინდა მიწაზე, უფრო მეტად გახლდათ ხმამაღალი დიპლომატიური მუქარა ან სამხედრო პარტიის ქრთამი გერმანიის უმაღლესი სარდლობისთვის, რათა დაეპყროთ ბიზანტია. პიზელი დესპანები ფრიდრიხმა გალიპოლში 1190 წლის მარტში შეიპყრო, იმ დროს როცა კონსტანტინოპოლზე შეტევის გეგმის შემუშავება შეჩერდა.

როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი განზრახვები, ბარბაროსამ ბერძნებზე ზეწოლა გააგრძელა ღია მოლაპარაკებებით სერბ და ვლახ დელეგაციებთან ანტი-ბიზანტიურ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ურთიერთობები ბერძნებთან გაუარესდა, რაც გერმანელებმა  გაამკაცრეს თრაკიის ოკუპაცია, სადაც ეჭვი მიიტანეს ადგილობრივ ღვინოზე, რაც მათ გემოვნებაში არ ჯდებოდა. მასზე იფიქრეს, რომ მოწამლული იყო და რომელიც მხოლოდ გულს ურევდა მათ. ბიზანტიის შეიარაღებული ძალები გერმანულ გარნიზონსა და თავდამსხმელებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა, რაც ძირს უთხრიდა ისააკის სანდოობის შენარჩუნებას. სერიოზულად შეშფოთებულმა ისააკმა მოლაპარაკებები მხოლოდ 1189 წლის საშობაო დღესასწაულზე განაახლა,  რათა მოეშორებინა ისინი, მაგრამ შეთანხმების დროს გამოჩნდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დიპლომატიურმა შეუსაბამობამ და სამხედრო უძლურებამ ბერძნული პოლიტიკის ნგრევა გამოიწვია. ნიკიტა ქონიატესმა დამცინავად აღწერა ისააკის მერყეობა. გერმანელთა განადგურების სამხედრო შესაძლებლობის გარეშე, ისააკმა გადაწყვიტა უკან დაეხია და შერიგებოდა საკუთარ მდგომარეობას. 14 თებერვალს, შეთანხმება საზეიმოდ წაიკითხეს აია-სოფიას ტაძარში, კონსტანტინოპოლში, რომელშიც იგივე არსი იყო გადმოცემული რაც 1188 წლის ნიურმბერგის შეთანხმებაში. ისევე როგორც რამდენიმე დებულება ხელშეკრულებიდან 1189 წლის აგვისტოდან წარმოშობილ პრობლემებს აგვარებდა, ასევე აძლევდა ჯვაროსნებს გარანტიას იმპერიის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილებისა, ასევე უზრუნველყოფდა მათ გემებით გალიპოლზე გადასასვლელად და აძლევდა ბაზრის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასებში. სანაცვლოდ, ფრიდრიხი პირდებოდა ბიზანტიას კონსტანტინოპოლზე გასვლის თავიდან აცილებასა და ძალადობით მარაგის მიღებისგან თავის შეკავებას იმპერიის მიწებზე. ყველა გაურკვეველი შემთხვევა გერმანელებისთვის ექვსი თვით გადაიდო. მართალია მათ აიცილეს ზამთრის კამპანია მცირე აზიაში, მაგრამ სალადინი ისააკისგან იყო ინფორმირებული, ის გახლდათ ჩრდილოეთ სირიაში მისი დაცვის მარშალი. როგორც ბიზანტიის მოწინააღმდეგეები და აჯანყებულები უყურებდნენ დასავლურ ძალებს, ისააკის მერყევი ხასიათი სიტუაციის კონტროლზე მის უუნარობას ამჟღავნებდა. ნიკიტას მტრული ხედვით, უმნიშვნელო პოლიტიკური შორსმჭვრეტელობის თავაშვებული ფუფუნება, ყველა მისი გატაცებისა და ყოყოჩობისთვის ისააკს აჩქარებინებდა საკუთარი იმპერიის დეზინტეგრაციას.

Iconium germaneli mxatvrisHermann Wislicenus naxati 1890.jpg
ფრიდრიხი ამარცხებს სელჩუკებს იკონიის ბრძოლაში, ჰერმან ვისლიკენუსის ნახატი (1890)

გერმანელებს ჰელესპონტი 22 და 28 მარტს შორის პერიოდში უნდა გადაელახათ, ან აღდგომა დღეს (25 მარტს), შემდეგ კი ფილადელფიას, ჰიეროპოლისსა და სელჩუკთა საზღვრებს მიაღწევდნენ. კვლავ აიცილეს 1147 წლის შეცდომები, ფრიდრიხის ბრძანებით დივიზიები ბიზანტიის ტერიტორიებზე იმდენ ხანს დარჩნენ, რამდენიც შესაძლებელი იყო. თუმცა, ეს კვლავ ჯვაროსანთა 42 წლის წინანდელი გამოცდილების გამოძახილი იყო, მაგრამ ადგილობრივებში მტრობასა და წყენას აღვივებდნენ, რომლებიც უხალისოდ უხსნიდნენ ბაზრებსა და ბეღლებს დასავლეთელებს გაზაფხულზე, შიმშილობის თვეებში. ფილადელფიასთან, ჰელესპონტიდან ოთხკვირიანი მარშის შემდეგ, კინკლაობისა და ბანდიტობის ნაზავი ძალადობად გადაიქცა, მხოლოდ მთავარი სამხედრო კონფრონტაცია თავიდან იქნა  აცილებული. აპრილის ბოლო დღეებში ბერძნული ტერიტორიის დატოვების შემდეგ, გერმანელები მთავარ გზას გაჰყვნენ ფილომელიუმის (აკშეჰირი) გავლით იკონიუმამდე (კონია), სელჩუკთა დედაქალაქამდე. მარში ბიზანტიის იმპერიაში მოგზაურობის ანარეკლი იყო, მხოლოდ უფრო რთული და სასიკვდილო.

წელიწადზე მეტი იყო გასული მას შემდეგ რაც გერმანელებმა ადრიანოპოლი დატოვეს, რომლებთანაც მშვიდობიანი დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა რუმის სასულთნოს სელჩუკ მმართველებს, ყილიჩ არსლან II-სა და მის ვაჟს ქუთბ ალ-დინს. ისინი მეგობრულ დაპირებებს გასცემდნენ ჯვაროსნებისთვის, წინააღმდეგობის გაუწევლობასა და ღია ბაზრებს აღუთქვამდნენ მათ. როგორც ბიზანტიაში, ისევე აქაც, შიდა დაძაბულობა, განსაკუთრებით, ყილიჩ არსლანსა და მის ვაჟს შორის, ხელს უშლიდა რაიმე ფორმალურ შეთანხმებას. ქუთბ ალ-დინი სალადინის სიძე იყო. მან ეფექტურად შეძლო მამის ტახტის უზურპირება, ააჯანყა ადგილობრივი თურქული ოპოზიცია და გზად მყოფ გერმანელებთან კონფრონტაციისთვის მოემზადა. უფრო მეტიც, მცირე აზიაში თავი მოუყარა ნომად თურქმანთა რაზმებს, რომლებიც რეგიონში 1185 წლიდან მოქმედებდნენ და იბრძოდნენ ნებისმიერი სელჩუკი პოლიტიკური ავტორიტეტისთვის, მაგრამ ძლიერ სურდათ ესარგებლათ კარგად აღჭურვილი, თუმცა ცუდი მომარაგების მქონე ქრისტიანთა არმიით ანატოლიის მთებში. ფილომელიუმთან, 7 მაისს ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ჰერცოგმა ფრიდრიხ შვაბმა სახიფათო ჩასაფრება მოიგერია, მძიმე დანაკარგებით. ჰერცოგმა ფრიდრიხმა რამდენიმე წინა კბილი დაკარგა, ქვის ჩარტყმით. ამ დროისთვის თურქთა პერმანენტული დარტყმების შედეგად, რამდენადმე მნიშვნელოვანი დანაკარგები მიადგა არმიას, მაგალითად მუტრიბის, ფრიდრიხ ვონ ჰაუზენის სახით, ასევე სურსათისა და წყლის ნაკლებობით. პირობები მკვეთრად გაუარესდა და იმდენად, რომ ზოგი უბრალოდ სიკვდილს ელოდებოდა ან ტყვედ ჩავარდნას. ცხენები და ჯორები დახოცეს, რაც ბრძოლაში სამხედრო ეფექტურობას ამცირებდა, მაგრამ მხურვალედ იყენებდნენ მძარცველურ რაზმებს.

kilic arslan II.jpg
ყილიჩ არსლან II 1156-1192

მიუხედავად მათი მდგომარეობის დასუსტებისა და თურქთა ულმობელი დარტყმებისა, გერმანელებმა გზა იკონიაზე გადაჭრეს, რომლებიც დაცულნი იყვნენ სამხედრო დისციპლინით, რიცხობრივი სიმრავლითა და ალტერნატივების ნაკლებობით. ქრისტიანების მიერ სელჩუკთა დედაქალაქთან მიახლოებისას შეტაკებებმა უფრო მასშტაბური და ინტენსიური ხასიათი მიიღო, ხოლო ფრიდრიხმა მისი აღება დაჟინებით მოითხოვა, ვიდრე მისი მტრის ცენტრად დატოვება ზურგში. 18 მაისს, იკონიასთან, გერმანელები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებნენ ქუთბ ალ-დინის მთავარ ძალებთან. არმიის ორად გაყოფით, ჰერცოგ ფერდინანდს ქალაქისთვის უნდა დაერტყა, სანამ მოხუცი იმპერატორი თურქ ქვეითებს შეებრძოლებოდა. ფრიდრიხი ამით მოწინააღმდეგის შეცდენას ვარაუდობდა. ქალაქი ადვილად დაეცა, სავარაუდოდ დამცველთა გარეშე დარჩენის გამო. დიდი და დაძაბული ბრძოლის შედეგად, რომელშიც თავად იმპერატორი იღებდა მონაწილეობას, თურქები ქალაქგარეთაც დამარცხდნენ, თანაც ისინი გერმანელებზე ბევრად მეტნი იყვნენ, ხოლო ქალაქი საძარცვავად და საყაჩაღოდ ფრიდრიხის მეომრებს დარჩათ.

იკონიის გამარჯვებამ ჯვაროსნები სამხედრო თვალსაზრისით იხსნა და საკვების, სხვა საჭირო მარაგითა და ფულით შეავსო. მას მერე, რაც ქუთბ ალ-დინის სტრატეგია ჩავარდა, მისი ადგილი კვლავ ყილიჩმა დაიკავა, რომელმაც გერმანელებთან მიმართებით მშვიდობიანი პოლიტიკა გააგრძელა. ხანმოკლე შესვენების შემდეგ, გადაიარაღებულმა გერმანულმა არმიამ იკონია დატოვა 23 მაისს, ოღონდ მნიშვნელოვან თურქ ტყვეებთან ერთად, რათა შემდგომი გზა უსაფრთხოდ გაეგრძელებინათ. 30 მაისს ავანგარდმა ყარამანს, ქრისტიანული კილიკიის საზღვარს მიაღწია. ბარბაროსამ თითქმის გაიმეორა 1101 წლის ლაშქრობის შედეგი, მაგრამ არა მეორე ლაშქრობისა. აზიაში გადასვლიდან ორ თვეში, იგი უზარმაზარი არმიით, გამოლეული მაგრამ უცვლელი, მედგარი თურქი მტრის პირისპირ წარსდგა, მძიმე მსხვერპლითა და მომარაგების დეფიციტით, ქრისტიანთა კეთილმოსურნე ტერიტორიებზე. თავისი პირობებით, ეს შეგვიძლია შევადაროთ ყველაზე მეტად აღსანიშნ მიღწევებს მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. თაობის შემდეგ ერთი უტრემერელი (ასე ეწოდებოდა კოლექტიურ ჯვაროსნულ სახელმწიფოებს სირია-პალესტინაში) მწერალი გადმოგვცემდა, სალადინს ისე ეშინოდა ფრიდრიხის მოახლოებისა, რომ მან სირიული პორტების კედლები დაშალა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მისი ვარაუდით პორტებს გერმანელები დაიკავებდნენ და მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. თუმცა ფრიდრიხის ძალისხმევა წარმატებული ვერ გამოდგა. ანტიოქიისკენ მიმავალ გზაზე, ახლა მხოლოდ რამდენიმე კვირის დაშორებით, როცა გერმანული არმია  მდინარე სალეფზე გადადიოდა, ფრიდრიხი როგორღაც დაცურდა, დავარდა ან ცხენიდან პირდაპირ მდინარეში გადავარდა. ის, შესაძლოა, იმიტომ გადავარდა, რომ გულმა დაარტყა ან გაყინული წყლისგან შოკი მიიღო (ის ამ დროისთვის უკვე 68 წლის იყო, 1122-1190). ეს ფაქტი 10 ივნისს მოხდა. არსებობს სხვა ალტერნატივაც, თუმცა ნაკლებად სარწმუნო, რომ ის გაცურვისას დაიხრჩო ცივ წყალში. მიუხედავად იმისა, რომ წყაროები ამას არ ეთანხმებიან, ზოგიერთი მაინც ფიქრობს, რომ ფრიდრიხი მაშინ ჩაყვინთვით გადარჩა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დაიღუპა. ჭეშმარიტება კი ისაა, რომ იმპერატორი 1190 წლის 10 ივნისს მიიცვალა, კვირა დღეს, მდინარე სალეფის ფონს გასვლისას, ხოლო სიკვდილი გულის უკმარისობამ გამოიწვია, დახრჩობამ ან სხვა ტრავმამ, რაც გარკვეულწილად დაკავშირებული იყო იმერსიასთან მდინარეში.

frederick-i-barbarossa-circa-1122-1061190-king-of-germany-holy-roman-BA80J8.jpg
ფრიდრიხის სიკვდილმა ჯვაროსანთა გრანდიოზული გეგმები ჩაშალა

პრაქტიკულად და სიმბოლურად, ფრიდრიხის სიკვდილისგან მიღებული შოკი ძალიან ღრმა იყო. მისი მიზეზი ეჭვქვეშ იდგა. რეტროსპექტულად მისი წარმოდგენა ახალ მოსედ შეუძლებელი იყო, რადგან მის არმიას არც საბოლოო მიზნისთვის მიუღწევია და არც აღთქმული მიწა მიუღია ფრიდრიხს. ამავე დროს მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ ჯარის მორალი და ერთიანობა დასცა. მტრულად განწყობილი ადგილობრივებისგან გარდაუვალი თავდასხმებისგან გათავისუფლებულმა დიდმა არმიამ, რომელიც მთელი წლის მანძილზე ერთად მიიწევდა წინ და ერთად უმკლავდებოდა ნებისმიერ ჭირ-ვარამს ახლა დაშლა დაიწყო. მისი ნაწილები კილიკიისა და შემდგომში სირიისკენ გაიკრიფა, რათა სახლში დაბრუნებულიყო. სხვებმა მთავარი ძალები დატოვეს, რათა ტარსუსიდან ტვიროსისკენ (ლიბანი) გაეცურა. მთავარმა ძალებმა გზა ანტიოქიისკენ გააგრძელეს ხმელეთით, ფრიდრიხ შვაბიელთან ერთად, რომელმაც მამის დამკრძალავი პროცესია ზღვით გაამგზავრა. ჰერცოგმა ფრიდრიხმა ანტიოქიას 1190 წლის 21 ივნისს მიაღწია, სადაც მას გამოფიტული არმიაც შეუერთდა. აქ დაავადებამ გადარჩენილებიც გაანადგურა, მათ შორის უმაღლესი სარდლობისა და სამეფო ადმინისტრაციის ბევრი უმნიშვნელოვანესი ფიგურა. ფრიდრიხ ბარბაროსას სხეული მოხარშეს და ძვლები გამოაცალეს. ხორცი კი დაწვეს ანტიოქიის წმ. პეტრეს კათედრალში. განცალკევებული ძვლები, ახლა რელიქვიის სტატუსში აყვანილი, აღდგომის ტაძრისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ბოლოს მისი დაკრძალვა ტვიროსში ღვთისმშობლის ტაძარში გადაწყდა. ეს ნაკლებად იყო მისი ხელმძღვანელობისა და პიროვნების როლის კომპენსაცია.

მისი ვაჟი, რომელიც ფლობდა როგორც მამაცობას, ისე სამხედრო უნარებს, მამის ავტორიტეტს, წინამძღოლობასა და გაბედულებას მოკლებული იყო. შემცირებული რესურსებით, ჰერცოგი ფრიდრიხი თამაშობდა იდეით, რომ საკუთარი თავი, რაც ბოემუნდ III-სგან იყო შეთავაზებული, წარმოედგინა, როგორც ძალა ჩრდილოეთ სირიაში, ან სხვა გადმოცემით, მოითხოვდა კონტროლს ანტიოქიაზე. ამას გარკვეული სტრატეგიული აზრი ჰქონდა, როგორც ზეწოლას შედარებით სუსტ სალადინზე, რომელიც რეგიონის დიდ ნაწილს ფლობა და ჰქონდა ეფექტი სულთანზეც, რომელიც იძულებული გახდა აკრას გამაგრებაზე ეზრუნა. ქრისტიანთა მმართველობის აღდგენა აკრასთან, 25 ივლისის გამარჯვების შემდეგ და მდგომარეობის შემსუბუქება და ჰენრი შამპანელის დადგენა მის გამგედ, შესაძლოა, ჰერცოგ ფრიდრიხის ანტიოქიური პოლიტიკის შედეგი იყო. თუმცა, ჰერცოგმა ფრიდრიხმა, სავარაუდოდ, ძალების შემცირების გამო გადაწყვიტა, ჩრდილოეთის კამპანიის წინააღმდეგ გამოსულიყო. 29 აგვისტოს მან ანტიოქია დატოვა, სამხრეთით გაემართა და გზად, სანაპიროზე ტრიპოლიდან ტვიროსამდე ჯარებს აგროვებდა, რომელიც თურქული თავდასხმებისგან ძლიერ იყო შევიწროებული. ტვიროსში მან კონტაქტი დაამყარა კონრად მონფერატელთან და ფრიდრიხმა, გალეულმა და ნატანჯმა გერმანელმა მმართველმა, საბოლოოდ, 1190 წლის 7 ოქტომბერს ქრისტიანთა ბანაკს მიაღწია აკრასთან.

salepi goksu turqeti.jpg
მდინარე სალეფი, დღევანდელი გოკსუ, თურქეთი

რაც მან ადგილზე იხილა მისი ნდობა შეარყია. ალყა ძალადობის ჩიხში იყო მომწყვდეული, რაც ბევრი სიცოცხლე და ნაკლები წარმატება ჯდებოდა. ჯვაროსანთა ცოლებიც კი ასრულებდნენ უხეშ მოთხოვნებს, საალყო ბრძოლისას, რათა ამოევსოთ ქალაქის კედლებამდე მისასვლელი თხრილები. ერთ-ერთი მათგანი თურქებისგან სასიკვდილოდ დაიჭრა და ბოლოს მეუღლეს სთხოვა, რომ ისიც იმავე თხრილში დაემარხა რათა მის ამოვსებაში დახმარებოდა. გერმანელ ჯვაროსანთა ნაშთები შთაგონებულნი იყვნენ კონკრეტული საქმისთვის ქალაქისა და მისი მუსლიმი დამცველების წინააღმდეგ, თუმცა მათ ვერ შეძლეს სხვაობის პოვნა. ფრიდრიხის მოსვლიდან მალევე, ლუი თიურინგიელის წასვლის შემდეგ მეომართა მორალი საგრძნობლად ამაღლდა. ეროვნული კონკურენციები საფრთხეს ქმნიდა, რასაც ახალი ძალების მოსვლა ამწვავებდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, როცა ფრიდრიხი მოვიდა, აკრასთან გადმოსხდნენ ინგლისის სამეფო არმიის მოწინავე ნაწილები, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ ბალდუინ კენტერბრიელი, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებული რანულფ გლენვილი და მისი ძმიშვილი, ხოლო ცოტა ხანში ანჟუს მმართველი და ამომავალი ვარსკვლავი, ჰუბერტ ვალტერი, სელისბერის ეპისკოპოსი. 1190 წლის აგვისტოში, მათ რიჩარდ I მარსელში დატოვეს, ხოლო პალესტინამდე მისასვლელად ორი თვე დასჭირდათ. ინგლისელები ეხმარებოდნენ მათ ფრონტის ხაზის მოწყობაში და აწყობდნენ თავდასხმებს მტრის წინააღმდეგ, მაგრამ მათი იქ ყოფნით ძლიერდებოდა პოლიტიკური დაყოფა ქრისტიანთა ბანაკში, სადაც ისინი გამოდიოდნენ გერმანელთა წინააღმდეგ.

გარკვეულ დროში, 1190 წლის ოქტომბერში, დაავადება გაჩნდა ბანაკში, რაც განპირობებული იყო მისი სიბინძურით და მისი მატარებელი ბევრი ახალჩამოსული იყო. მან შეიწირა სწორედ იერუსალიმის ყოფილი დედოფალი სიბილა თავის ორ ქალიშვილთან ერთად. ამან იერუსალიმის მემკვიდრეობა კვლავ ეჭვქვეშ დააყენა, რომლის ტახტის ერთადერთი ღირსეული პრეტენდენტიც მისი ქმარი იყო, გაი (გი დე ლუზინიანი). გაის მტრებმა უტრემერის ბარონებში, ბალიან იბელინელისა და მისი მეუღლის მარია კომნენოსის მეთაურობით (დედა სამეფოს ახალი მემკვიდრის, იზაბელასი), ხელი შეუწყვეს კონრად მონფერატელის სამხედრო წარმატებას, რათა მას ჩაენაცვლებინა ის კაცი, რომელმაც დაკარგა იერუსალიმი. ამის მისაღწევად მათ იზაბელა სჭირდებოდათ, რათა იგი გაყროდა ქმარს, არაბულად მოსაუბრე და როგორც ამბობენ, სუსტ ჰემფრი III ტორონელს და დაქორწინებულიყო კონრადზე. იზაბელასა და ჰემფრის უშვილობამ, სავარაუდოდ, სქემა უფრო გაადვილა. თუმცა არასასიამოვნო ფაქტი ის იყო, რომ კონრადს კონსტანტინოპოლში უკვე შეერთო ცოლი და შესაძლოა სხვაც ჰყავდა იტალიაში, რაც მას ანცალკევებდა გეგმისგან. გერმანელები, პაპის ლეგატი, პიზის არქიეპისკოპოსი და ფილიპე II-ის ვასალები კონრადისა და იზაბელას ქორწინების უკან იდგნენ. მათ წინააღმდეგ იყვნენ პატრიარქი ჰერაკლიუსი, რომელიც ახლა ძალიან ცუდად მოქმედებდა და ანჟუელები არქიეპისკოპოს ბალდუინის ხელმძღვანელობით, რომელიც გაის უჭერდა მხარს. ბალდუინი აღდგა უხერხული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ და ჰემფრი ტორონელის მორჩილმა, როგორც ჩანს, გააფრთხილა რალფ ტიბერიელი, სახელოვანი ადვოკატი, რომ ეშუამდგომლა მისი საქმისთვის. თუმცა, ბალდუინი 19 ნოემბერს მოულოდნელად გარდაიცვალა და ხუთი დღის შემდეგ, რაც ჰემფრიმ გამოამჟღავნა პოლიტიკური და პირადი ზეწოლა და ძლივს ფარავდა ფიზიკურ საფრთხეებს, იზაბელას პირველი ქორწინება გაუქმდა და გაყვა კონრადს, ფილიპე II-ის ბიძაშვილის, ბუვიეს ეპისკოპოსის დახმარებით, პაპის ლეგატად დამტკიცებით. ზოგიერთისთვის, იერუსალიმის გვირგვინის პრეტენზია წამოყენებული იყო წყვილით, რომელსაც პოლიტიკა და ბიგამია (ორცოლიანობა) აერთიანებდა. სხვებისთვის, ეს იყო ყველაზე გონივრული შედეგი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მათ შემდეგ წელს ბავშვი გაუჩნდათ. აკრასთან მყოფი არმიისთვის, ეს განხეთქილების რისკი გახლდათ, რადგან გაი კვლავ ამტკიცებდა, რომ მეფე იყო. მხოლოდ წყვილის ტვიროსისკენ უკანდახევამ და ბანაკში ეპიდემიის გამწვავებამ დააშოშმინა მათი ემოციები.

a715d8b5289bacdfecf9b20c302ece7b.jpg
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა, 1189-1192 წწ.

კონრადის ქორწინების ჩაშლა წარმოადგენდა ფრიდრიხ შვაბიელის საბოლოო მიზანს. რამდენიმე კვირაში ის დაავადდა და 1191 წლის 20 იანვარს დაიღუპა. ის ბრემენელმა და ლიუბეკელმა მოქალაქეებმა დაკრძალეს საველე სამკურნალოს სასაფლაოზე, რომელიც აკრასთან მდებარეობდა, ადრეულ 1190 წელს. 1196 წლისთვის ეს საზოგადოება დაავადებულებზე ზრუნავდა, ხოლო 1198 წელს გადაკეთდა ჰოსპიტალიერთა ორდენად და ივალდებულა ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლა. ტევტონთა ორდენი დაარსდა იერუსალიმის ღვთისმშობლის სამკურნალოში და ის წარმოადგენდა ყველაზე მნიშვნელოვან და ხანგრძილ მემკვიდრეობას გერმანელთა მონაწილეობისა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. ბედის ირონიით, ის არაფრით იყო ვალდებული ფრიდრიხ ბარბაროსას ინიციატივასთან და ძალისხმევასთან. გერმანული ექსპედიციის კოლაფსი გამოხატავდა ჯვაროსანთა სავარაუდო ,,რა მოხდებოდა თუს“. თუ ფრიდრიხი თავის ათი ათასობით მეომარს მოიყვანდა დამატებით აკრასთან, 1190 წლის ზაფხულში, დიდი დანაკარგების მიუხედავად, ქალაქი შესაძლოა, ერთი წლით ადრეც დაცემულიყო. სალადინი მიხვდა, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. მისი ავტორიტეტი, ალბათ, საგრძნობლად შესუსტდებოდა ბევრად უფრო ადრე სანამ ინგლისისა და საფრანგეთის მეფეები გამოჩნდებოდნენ. სამაგიეროდ, მათ ამხელა ძალების დაძაბვა არ დასჭირდებოდათ აკრას ასაღებად. პოლიტიკური კონკურენციები კი არ შემცირდებოდა. ფრიდრიხი უკვე მოხუცი და ჟინიანიც იყო. არც ფილიპე II-სა და რიჩარდ I-ს ჰქონდათ დიდად სურვილი, მის წინაშე მუხლი მოეყარათ. თუმცა, ამ ერთობლივ ძალას შესაძლოა 1191 წელს იერუსალიმიც კი აეღო, სადაც მყარ ბაზას კვლავ დაიცავდნენ ჯვაროსნებისთვის. როგორც იყო, ეს უკანასკნელი დიდი დასავლეთ-ევროპული სახმელეთო შეტევა გამოდგა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე და რომელიც სრული ფრუსტრაციითა და ჩავარდნით დასრულდა.

ამ ყველაფერმა აკრაში დემორალიზებული ჯვაროსნები დატოვა. როგორც ჰუბერტ ვალტერი წერს, ისინი შეწუხებულნი იყვნენ 1191 წლის პირველ კვირებში, უმოქმედო ინგლისელი ბიუროკრატისგან, რიჩარდ ფიცნილის, ლონდონის ეპისკოპოსისგან, რომელიც ,,ინარჩუნებდა ძალისხმევასა და უძლებდა ალყის დროს დისკომფორტს, ჩვენი მეფეების მოსვლამდე“. მას იმედი ჰქონდა, რომ ისინი აღდგომა დღეს, 14 აპრილს გამოჩნდებოდნენ. მათ გარეშე, როგორც ჰუბერტი წინასწარმეტყველებდა, ,,იმედი ამქვეყნიური ნუგეშისა მოკვდებოდა“.  ქრისტიანთა და მუსლიმთა თვალი დასავლეთისკენ იყო მიმართული, რომლებიც საფრანგეთისა და ინგლისის მეფეთა გამოჩენას ელოდნენ.

დავით მაზმიშვილი   

წყარო: God’s War: A New History of the Crusades – Christopher Tyerman

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s