ჰულაგუ ხანის წერილი ბაღდადის ხალიფას

HulaguAndDokuzKathun.JPG
მინიატურა, რომელზეც გამოსახულნი არიან ჰულაგუ ყაენი და მისი ქრისტიანი (ნესტორიანელი) ცოლი დოქუზ ხათუნი. რაშიდ ად-დინი ,,მსოფლიოს ისტორია”, მე-14 ს. 

,,ერეტიკოსთა ციხე-სიმაგრეთა შემუსვრის ჟამს, ჩვენ გამოგიგზავნეთ ელჩები ძალთა მოსაძებნად. შენ გვიპასუხე, რომ ჩვენი მორჩილი იყავი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოგიგზავნია მხედრობა. მორჩილებისა და თანხმობის ნიშანი არის ის, რომ დამხმარე ნაწილები მოგვაშველო მტრების წინააღმდეგ ლაშქრობაში, მაგრამ შენ ამის მაგივრად ბოდიშები გამოაგზავნე. მიუხედავად იმისა, რომ შენი ოჯახი დიდებული და პატივსაცემია და შენმა სახლმა გამოსცადა იღბალი და წარმატებული მმართველობა, ჯერ კიდევ შეუძლია მთვარეს კაშკაშებდეს, როცა მცხუნვარე მზე აბნელებს მას.

რა თქმა უნდა, გაიგებდი უმაღლესისა და უმდაბლესისაგან თუ რა მოუვიდა მსოფლიოსა და მის მაცხოვრებლებს ჩინგიზ ხანიდან მოყოლებული დღევანდლამდე და რა სირცხვილი ეწვია ხვარაზმშაჰთა და სელჩუკთა დიდებულ სახლებს, დეილემის მეფეებს, ათაბაგებს და ყველა სხვა ძალას ,,მუდმივი და მარადიული ღვთისა“. ამათგან არცერთს არ ჩაუკეტავს ბაღდადის კარები და მათ აქ აქვთ ძალაუფლება. მთელი ჩვენი ძალმოსილებისა და შესაძლებლობისთვის როგორ ძალუძთ დაგვიკეტონ ის?

წინათ შემოგთავაზეთ და ახლაც გავიმეორებთ: თავი შეიკავო ბოროტებისა და სიჯიუტისაგან, არ სცადო ის რისი ქმნაც არ შეგიძლია და არც უგულებელყო ის რაც აშკარაა, რისთვისაც ბოდიშს მოიხდი. დაე წარსული წარსულად დარჩეს. ახლა, დაშალე შენი ბურჯები და ამოავსე თხრილები. გამგებლობა მიანდე შენს ვაჟს და პირადად გვეახლე ჩვენ. თუ თავად არ ისურვებ წვევას, დესპანი, სულეიმან შაჰი და მარშალი გამოაგზავნე – სამივე – რათა ზედმიწევნით გადმოგცენ ჩვენი გზავნილი.

როცა ჩვენი ბრძანება შესრულდება, საჭირო აღარ იქნება ანგარიშსწორება და შეინარჩუნებ სამფლობელოს, ჯარსა და ობიექტებს. თუ უყურადღებოდ დატოვებ ჩვენს რჩევას და აპირებ წინააღმდეგობასა და დაპირისპირებას ჩვენთან, მოამზადე არმია და აარჩიე ბრძოლის ველი, რადგან ჩვენ უკვე მზად ვართ და ხმალი წელზე გვარტყია. როცა დიდი სიბრაზით ვუსარდლებ ჩემს ჯარს ბაღდადის წინააღმდეგ, სადაც გსურს დაიმალე, გინდ სამოთხეში და გინდ დედამიწაზე

დაწნული სფეროდან ჩამოგიყვან;

ჰაერში გადაგაგდებ, როგორც ლომს.

შენს სამეფოში ცოცხალს არავის დავტოვებ;

დავწვავ შენს ქალაქსა და მიწებს.

თუ გსურს რომ იხსნა საკუთარი თავი და შენი პატივსაცემი ოჯახი, უსმინე ჩემს რჩევას გონების ყურით, ხოლო თუ არა, მაშინ იხილავ ღვთის სურვილს“.

ჰულაგუ ხანის (ჩინგიზ ხანის შვილიშვილი) წერილი ალ-მუსთასიმს, ბაღდადის აბასიანთა სახალიფოს უკანასკნელ მმართველს. 1258 წლის 10 თებერვალს, მონღოლებმა, რომელთა გვერდითაც ქართველები წინა ხაზზე იბრძოდნენ ბაღდადი აიღეს და მუსლიმ მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი ამოხოცეს. ჰულაგუს ქრისტიანი ცოლის დოქუზ ხათუნის გავლენით ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა განადგურებას გადაურჩა.

დესტრუქცია: მრავალმა ისტორიულმა წყარომ შემოინახა დეტალური აღწერა მონღოლ დამპყრობთა ბოროტების შესახებ.

  • ბაღდადის დიდი ბიბლიოთეკა (,,სიბრძნის სახლი”), რომელიც შეიცავდა აურაცხელ და ძვირფას ისტორიულ დოკუმენტებსა და წიგნებს მედიცინიდან დაწყებული ასტრონომიით დამთავრებული განადგურდა. გადარჩენილთა აღწერით, მდინარე ტიგროსი შავად და წითლად შეღებილი მოედინებოდა წიგნების მელნისა და ფილოსოფოსთა და მეცნიერთა სისხლის გამო.
  • მოქალაქეები ცდილობდნენ გაქცევას, მაგრამ მონღოლი ჯარისკაცები მათ მრავლად იჭერდნენ და კლავდნენ, არ ინდობდნენ არც ბავშვებს და არც ქალებსაც. დახოცილთა რაოდენობა სხვადასხვა ავტორის ცნობითა და თანამდეროვე ისტორიკოსთა გამოთვლებით მერყეობს 90 000-დან 2 000 000-მდე.
  • მონღოლებმა გაძარცვეს და შემდეგ დაანგრიეს მეჩეთები, სასახლეები, ბიბლიოთეკები და საავადმყოფოები. დიდი შენობები, რომლებსაც თაობები აშენებდნენ მიწასთან გაასწორეს.
  • ხალიფა ალ-მუსთასიმი შეიპყრეს და აყურებინებდნენ თუ როგორ ხოცავდნენ მოქალაქეებსა და ძარცვავდნენ მის სიმდიდრეს. მრავალი წყაროს ცნობით, ხალიფა გადათელვის შედეგად დაიღუპა. მონღოლებმა ის ხალიჩაში გაახვიეს და ცხენები მიაყენეს, რადგან სჯეროდათ, რომ მიწას შეურაცხყოფდნენ თუ მასზე სამეფო სისხლი დაიღვრებოდა. მაგრამ ვენეციელი მოგზაურის მარკო პოლოს მიხედვით, ალ-მუსთასიმი კოშკში გამოამწყვდიეს, სადაც საკვების მაგივრად მხოლოდ ოქრო ჰქონდა და ,,მოკვდა, როგორც ძაღლი”.
  • ერთის გარდა ალ-მუსთასიმის ყველა ვაჟი მოკლეს, რომელიც მონღოლეთში გაგზავნეს, სადაც მონღოლ ისტორიკოსთა გადმოცემით დაქორწინდა და შვილებიც ეყოლა, მაგრამ ისლამში მას შემდეგ აღარანაირ როლს აღარ ასრულებდა.

ბაღდადი მოსახლეობისგან დაიცალა და ძველი დიდება მხოლოდ თანდათანობით დაიბრუნა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s