ქიმიური იარაღის განვითარება უახლეს ეპოქამდე

e371ebce812445bed9126b66c71820c0

ქიმიური იარაღი ომის წარმოების ახალი მეთოდი არ არის, დადასტურებული წყაროებით მისი გამოყენება ქრ.შ.-მდე 2000 წელს დაიწყეს. მეცნიერებამ და ტექნოლოგიამ ეს იარაღი დახვეწა და დღეს მისი პოტენციალი გასაოცარია. ქიმიური ინდუსტრიის აღორძინება მე-19 საუკუნის ბოლოდან იწყება, როცა პირველად გახდა შესაძლებელი დაემზადებინათ ტოქსიკური ქიმიკატების მნიშნელოვანი რაოდენობა ფართომასშტაბიანი ბრძოლებისთვის და მართლაც მისი მასიური ფართოდ გამოყენება სწორედ პირველ მსოფლიო ომში დაიწყეს, ორივე მხარეს. შემდგომში ის პირდაპირ გამოიყენებოდა ერაყში ბრიტანეთის მიერ (1920) და მაროკოში ესპანეთის მიერ (1921). მას ასევე იყენებდა იტალია ეთიოპიაში (აბისინიაში) შეჭრის დროს 1935-36 წლებში, იაპონია ჩინეთთან ომის დროს 1937-43 წლებში და შეერთებული შტატები ვიეტნამში 1965-75 წლებში. ქიმიურ იარაღით ბრძოლას ორივე მხარე მიმართავდა ირან-ერაყის ომის დროს 1980-88 წლებში, ხოლო ერაყმა აშკარად გამოიყენა ქურთების წინააღმდეგ ჰალაბჯაში, 1988 წელს.

1988 sheteva kurteze chrdilo erayshi huseini.png
ჩრდილოეთ ერაყში ქურთებზე იერიშებისას ჰუსეინის რეჟიმი ქიმიურ იარაღს იყენებდა, 1988

საწამლავების მოხმარება, რომელიც ქიმიურ იარაღს შეიცავდა, ანტიკური დროიდან დაიწყეს. ძვ.წ. 2000 წლისთვის ძველ ინდოეთში იბრძოდნენ კვამლის საფარველით, აალებადი საშუალებებითა და ტოქსიკური კვამლით, რომელიც აძინებდა მოწინააღმდეგეს. თუკიდიდემ შემოგვინახა ცნობები გაზის გამოყენების შესახებ პელოპონესის ომში (ძვ.წ. 431-404); ასევე მიმართავდნენ პარალიზების საშუალებას, რომელიც იწვევდა განუწყვეტელ დიარეას, რის შესახებაც ცნობები შემოგვინახეს პოლიენმა, ფრონტომ და პავსანიუსმა. სპარტელები იყენებდნენ დარიშხნის კვამლს, რომელიც შედგებოდა კუპრისა და გოგირდისაგან, პლატეასა და დელიუმის ალყების დროს. კუპრი და გოგირდი ინთებოდა და შედეგად ,,ცეცხლი იმაზე დიდი იყო, ვიდრე ადამიანის მიერ მანამდე წარმოქმნილი“ – წერს ბერძენი ისტორიკოსი. საკამათოა რამდენად ეფექტური იყო ახალი იარაღი და ახდენდა გავლენას ბრძოლის საბოლოო შედეგზე, მაგრამ ცხადია, რომ ყველაზე ნედლი ქიმიური იარაღიც კი შიშსა და პანიკას წარმოქმნის. უეჭველია ისიც, რომ ორივე ალყისას სპარტის არმიამ უპირატესობა მოიპოვა, მათთან შედარებით მტრის უუნარობის გამო; ეს იყო შესაძლებლობა მათთვის, რომელსაც არ ფლანგავდნენ. ძვ.წ. 82-72 წლებში რომაელები ,,ტოქსიკურ ბოლს“ ხარაკიტანების წინააღმდეგ იყენებდნენ ესპანეთში, რომელიც სიბრმავესა და ფილტვების პრობლემებს წარმოშობდა, ხოლო მისი ეფექტურობა დიდად არ განსხვავდებოდა საუკუნეების შემდეგ შექმნილი გაზის – ფოსგენისაგან. ამ შემთხვევაში მოცემული ქიმიური იარაღის ეფექტი აშკარა იყო – ხარაკიტანები ორ დღეში დამარცხდნენ.

chemicalwarfare-1050x700.jpg
,,…ბერძნული ცეცხლის შემადგენლობა დღესაც დაუდგენელია…”

ათასწლეულის შემდეგ კონსტანტინოპოლის ალყისას (ახ.წ. 627 წ.) ბიზანტიელმა ბერძნებმა გამოიყენეს ე.წ. ,,ბერძნული ცეცხლი“. ეს იარაღი, რომელიც არქიტექტორმა, კალინუს ჰელიოპოლისელმა შექმნა, ბიზანტიელები თავიანთ კამპანიებში მეცამეტე საუკუნემდე იყენებდნენ, ხოლო კონკრეტულად დედაქალაქზე შეტევისას გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა მათ. მართლაც, შეიძლება ვთქვათ, რომ მისმა ეფექტურობამ გადაარჩინა ბიზანტია დიდი ხნის მანძილზე. ,,ბერძნული ცეცხლის“ შემადგენლობა დღემდე უცნობია, მაგრამ ფიქრობენ, რომ მთავარი ინგრედიენტი უნდა ყოფილიყო ნავთობი ან ნეფტა, შესაძლებელია გოგირდთან ან კუპრთან და სხვა მასალებთან ერთად. მართლაც, ბერძნული ცეცხლი შეგვიძლია მოვიაზროთ ნაპალმის წინამორბედად. დადგენილი არ არის, როგორ ინთებოდა, მაგრამ შესაძლებელია, რომ გამოიყენებოდა ჩაუქრობლად, ბოლო მომენტში მთავარი შემადგენელი კომპონენტების შერევით. ერთხელ დანთებული რთულად ქვრებოდა. წყალი მას ვერ აქრობდა, გამოსავალი მხოლოდ ქვიშა ან ძმარი იყო.

machine-for-throwing-greek-fire-used-in-ancient-times-B0JW7Y.jpg
როგორც ჩანს, ბერძნული ცეცხლის მსგავს ნივთიერებას ანტიკურ დროშიც იყენებდნენ

შუა საუკუნეებში, ქიმიური ომის წარმოება ჩვეულებრივ დაიწყო დელიუმის ალყის დროს და მას აქტიურად მოიხმარდნენ მე-15 საუკუნემდე. 1456 წელს, ბელგრადის ალყის დროს ერთმა ალქიმიკოსმა მომწამვლელი მიქსტურა დაამზადა რათა ქრისტიანული ქალაქი თურქების იერიშისგან დაეცვა. ქრისტიანებმა ჩვრები ქიმიკატში ამოავლეს და დაწვეს, რამაც ტოქსიკური ღრუბელი წარმოქმნა, რომელიც დასავლეთის ფრონტზე 1915 წელს გაშვებული ქლორის ღრუბლებისგან არ განსხვავდებოდა. ამ მოძრავი ღრუბლის შესახებ, რომელსაც დარიშხნის კვამლი დაჰყვებოდა, აღწერილი აქვს ავსტრიელ მწერალს, ფონ სენფტენბერგს: ,,ეს სამწუხარო საქმიანობა იყო. ქრისტიანებს არასდროს გამოუყენებიათ ასეთი მკვლელი იარაღი სხვა ქრისტიანთა მიმართ. ჯერაც კი საკმაოდ მიმართავენ მას თურქებისა და სხვა არამზადების წინააღმდეგ“. ლეონარდო და ვინჩის ,,ჩანაწერებში“ აღმოჩნდა ქიმიური იარაღის დიზაინი, რომელიც წარმოადგენდა მიქსტურას დაფშვნილი დარიშხანისა და გოგირდის. ეს მასა შეკრული იყო ჭურვებად და გამოიყენებოდა გემების წინააღმდეგ. ამ პრეცედენტმა შექმნა საფუძველი, რომლითაც შემდგომში მოწამლულ ტყვიებს ესროდნენ მოწინააღმდეგეებს და აგრეთვე ამ დროს ჰქონდათ პირველი მცდელობა აეკრძალათ ქიმიური იარაღი. ეს უკანასკნელი შემუშავდა სტრასბურგის შეთანხმებაში (27 აგვისტო 1675), ორმხრივად; ფრანგულად და გერმანულად, რომელთა მიხედვით ორივე მხარეს ეკრძალებოდა შხამიანი ტყვიების გამოყენება და ეს წარმოადგენს ზოგადად პირველ შეთანხმებას თანამედროვე ისტორიაში, სადაც მსგავსი იარაღის გამოყენება იქნა აკრძალული.

siege-belgrade.jpg
,,…1456 წელს, ბელგრადის ალყის დროს, ერთმა ალქიმიკოსმა მომწამვლელი მიქსტურა დაამზადა, რათა ქრისტიანული ქალაქი თურქების იერიშისგან დაეცვა…”

მე-19 საუკუნეში, როცა ქიმია, როგორც მეცნიერება დაწინაურდა, შეიქმნა მრავალი გეგმა ახალი ქიმიური იარაღის დასამზადებლად; მაგალითად, ორგანოდარიშხანული (organoarsenic) ბომბები და ჭურვები ყირიმის ომის დროს და ქლორის ჭურვები და სხვა საშუალებები ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. ნაპოლეონ III-მ 1865 წელს განაცხადა, რომ არ გამოიყენებდა წყალბადის ციანიდს სამხედრო მიზნებისთვის. მე-19 საუკუნის ქიმიური ომის ისტორიის გავლენიანი ფიგურა თომას კოკრეინია. 1812 წელს ბრიტანეთის პრინცმა რეგენტმა, მომავალმა ჯორჯ IV-მ, კოკრეინისგან მიიღო წინადადება ნაპოლეონის ძირის გამოსათხრელად განემტკიცებინათ სამხედრო ადათები რევოლუციური გზით. ამ დროისათვის ველინგტონის ჰერცოგი ესპანეთთან ომში იყო ჩაბმული და სამეფო ფლოტის ძლიერება ირყეოდა მოსაწყენი ბლოკადით, რომელიც მოიცავდა იმ საკვანძო პორტებს, საიდანაც იმპერატორის სამხედრო გემები შესაძლებლობას ელოდნენ ატლანტიკისკენ თავის დასაღწევად. კოკრეინის წინადადებების მიხედვით, რომელიც მთავარმა თავის მრჩევლებს აცნობა შემუშავდა საფუძვლიანი გეგმა. მათი მიხედვით შეტევა საფრანგეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე სწრაფი და გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო. კოკრეინმა მოიგონა ორი ინოვაციური იარაღის სისტემა, ,,ფეთქებადი გემი“ და ,,გოგირდის გემი“ (ან ,,მყრალი ხომალდი“). გეგმა ითვალისწინებდა, რომ ორი იარაღი დაკავშირებოდა ერთმანეთს. პირველი, ფეთქებადი გემი შესაბამის მანძილზე უნდა დაშორებოდა ბუქსირით მტრის გემებს კარგად შეიარაღებული სწორი კუთხით და ღუზა ჩაეშვა. დიდი აფეთქება ნამსხვრევებს დააყრიდა მტერს და გამოიწვევდა ქაოსს. შემდეგ გოგირდის გემს მიიყვანდნენ შესაბამის ადგილამდე და როცა ქარი დაუბერავდა ხის ნახშირს და გოგირდს მოუკიდებდნენ ცეცხლს. შედეგად ,,მომწამლავი ორთქლი“, როგორც კოკრეინი უწოდებდა მას, სავარაუდოდ, საკმარისი იქნებოდა წინააღმდეგობის შესამცირებლად, მხუთავი აირი კი მტერს თავის საშველად გაქცევას აიძულებდა. ბრიტანელთა სწრაფ დესანტს კი შეეძლო დაეცვა მიუწვდომელი პოზიციები და გაეწმინდა სანაპიროები. თომას კოკრეინი შემდეგნაირად წინასიტყვაობდა თავის გეგმებს: ,,იმპერიული თვალსაზრისით, ერთი წინადადებაც საკმარისია. ყველა გამაგრება, მათ შორის საზღვაო, შესაძლოა მჭიდროდ დაიფაროს ბოლით და სანაპიროს დამცველებისთვის გაუსაძლისი გახდეს გოგირდის კვამლი“. მან, ფაქტობრივად, გაითვალისწინა ორი ათასწლეულის გამოცდილება. პელოპონესელებმა სცადეს შეემცირებინათ ქალაქი პლატეა გოგირდის ბოლით ძვ.წ. მე-5 საუკუნეში. ექსპერტებმა გადაწყვიტეს, რომ ამ უჩვეულო სქემას გარკვეული ღირსება გააჩნდა, მაგრამ ეშინოდათ იმ გამოძახილის, რაც ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ასევე მათ ენთუზიაზმს დაესრულებინათ ომის წარმოება. რა მოხდებოდა, კითხულობდნენ ისინი, თუ მტერი შეიტყობდა ამ ტექნოლოგიის შესახებ და გამოიყენებდა მას ბრიტანეთის წინააღმდეგ? წინადადება შემდეგი მოტივით უარყვეს: ,,ომის წარმოების ეს მეთოდი ცივილიზებული ომის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა“.

Thomas_Cochrane,_10th_Earl_of_Dundonald.jpg
თომას კოკრეინი (1775-1860) – ბრიტანელი რადიკალი პოლიტიკოსი და სამეფო ფლოტის ფლაგმანი

დაახლოებით 40 წლის შემდეგ, 1853-ის ივლისში, 79 წლის კოკრეინი მოუწოდებდა ადმირალიტეტის პირველ ლორდს, სერ ჯეიმს გრაჰამს, რომ გადაეხედათ მეფის 1812 წლის გადაწყვეტილებისთვის და გამოეყენებინათ ფეთქებადი და გოგირდის გემები სევასტოპოლთან, რათა ომი მალე დასრულებულიყო. კვლავ, ეს იდეა მალევე უარყვეს. ერთი წლის შემდეგ, 1854-ში, კოკრეინი ისევ თხოვდა გრაჰამს ჩაერთო თავისი ხომალდები, რათა ეიძულებინათ რუსული ძალები კრონშტადტის პორტიდან დაეხიათ. ის ამბობდა, რომ ერთხელ გემები აფეთქდებოდა და მტერი მიმოიფანტებოდა, ბრიტანული დესანტი კი ხელში ჩაიგდებდა მათ იარაღს, ხოლო შემდეგ რუსულ ჯარსა და მათ ფლოტილიასაც შეიპყრობდნენ. მიუხედავად ამისა, მისი გეგმა ისევ უარყვეს და ბრიტანელები ბალტიის ზღვაში გაცურდნენ, სადაც საბოლოოდ კრონშტადტის დამორჩილებისას დამარცხდნენ.

კამათის მანძილზე სქემის დეტალები მაინც საიდუმლოდ დარჩა. ადმირალიტეტის სხდომათა დარბაზში, გეგმამ აჩვენა, რომ გოგირდის გემებს ნახშირის ფენებითა და გოგირდით შეეძლო გამოეშვა მომწამლავი ნისლი. განზრახული იყო, რომ გეგმისთვის დაემატებინათ კიდევ ერთი გამონაბოლქვის ფენა ნავსადგურის ზედაპირზე დაღვრილი ნავთით, ხოლო დაეწვათ კალიუმის საშუალებით; შესაძლოა საქმე გვქონოდა მე-19 საუკუნის ,,ბერძნულ ცეცხლთან“. კოკრეინი დარწმუნებული იყო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში შესრულდებოდა ის, რასაც თვეები დასჭირდებოდა და რაც ისედაც მარცხით დაუმთავრდათ ბრიტანელებს სტანდარტული ომის პირობებში. პალმერსტონის მთავრობა ახლოს იყო მიეღო სანქცირებული სტრატეგია სევასტოპოლის აღების შემდეგ 1855 წელს, ომის მიწურულს. ყველანაირი კამათი რევოლუციურ იარაღზე შეწყდა. საქმე დაილუქა და უაიტჰოლის კონფიდენციალური საკითხების თაროებზე შემოიდო. კოკრეინი 1860 წელს გარდაიცვალა და მისი გეგმა 1908 წლამდე დარჩა საიდუმლოდ, სანამ პალმერსტონის კორესპონდენციამ არ გამოაქვეყნა ის. 10 წელზე ნაკლები დროის შემდეგ გოგირდოვანმა ყვითელმა ღრუბლებმა ათასობით სიცოცხლე იმსხვერპლა საფრანგეთის სანგრებში.

crimeanwarmap.jpg
ყირიმის ომი (1853-56) და სამხედრო მოქმედებების ძირითადი მიმართულებები

კოკრეინის სიკვდილიდან, რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკის სამოქალაქო ომიც დასრულდა. ულისეს გრანტის არმია პიტერსბერგთან (ვირჯინიის შტატი) გაჩერდა, 1865 წელს. შემუშავდა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კონფედერატთა სანგრებზე შეტევას ჰიდროქლორული და გოგირდმჟავური ღრუბლებით. ეს იდეა არ განხორციელებულა, მაგრამ ეს იყო კოკრეინის მოსაზრებების გამოძახილი და სანქტ-პეტერბურგის დეკლარაციის (1868) წინაპირობა. მასში უარი ითქვა ფეთქებადი ჭურვების ელვარე ან აალებადი ნივთიერებებით შეტევაზე ომში. საბოლოოდ, იკრძალებოდა ,,ბუნებრივი მასალის ზედმეტი ტანჯვისთვის გამოყენება“. ოცი ხელმომწერიდან სამი: ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ჯერ კიდევ მისი მიმდევრები არიან.

დავით მაზმიშვილი     

წყარო: weaponsandwarfare.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s