ბერ-მონაზონთა სამხედრო მანქანა (1225-1309) (ნაწილი I)

Zakon_Kawalerów_Mieczowych_COA.svg.png

1225 და 1229 წლებს შორის ტევტონთა ორდენი ორი მიმართულებით გაფართოვდა. იმპერატორს სურდა ეს გამოეყენებინა ჯვაროსნული ლაშქრობისთვის პალესტინაში, ხოლო პოლონელი ჰერცოგი, კონრად მაზოვიელი კი იმისთვის რომ დაეცვა მისი საჰერცოგო პრუსიელი წარმართების წინააღმდეგ. ჰერცოგმა კონრადმა მონაწილეობა მიიღო წარუმატებელ ჯვაროსნულ ლაშქრობაში პრუსიელთა წინააღმდეგ 1222-3 წლებში, მაგრამ მის მიზანს წარმოადგენდა პოლონელი ჰერცოგების დამორჩილება იმ მოტივით, რომ ის გამხდარიყო კრაკოვის მფლობელი და პოლონეთის სამეფოს უფროსი მთავარი. მისი ჩრდილოელი მეზობლების დაშინების გზით, ორდენი მას თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა მიზნის მისაღწევად. დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად, ის უბრალოდ გაჰყვა სხვა აღმოსავლეთ ევროპის მონარქთა მაგალითს: ტამპლიერები და ჰოსპიტალიერები უკვე დაფუძნდნენ მდინარე ოდერის აღმოსავლეთით. ამავე ხანებში დანციგის მახლობლად მიწებს ფლობდა კალატრავას ესპანური ორდენიც. თუმცა, ეს ორდენები უხალისოდ იბრძოდნენ პალესტინისა და ესპანეთის გარეთ; ჰერმან ვონ სალზას (ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი) რაინდები უფრო მორჩილნი შეიძლებოდა წარმოჩენილიყვნენ, მას შემდეგ რაც მათ სახელოვნად იმსახურეს უნგრეთის მეფისთვის.

თუმცა უნგრულმა ეპიზოდმა ჰერმანი წინდადეხული გახადა. 1211-დან 1225 წლამდე მისი მხედრები იცავდნენ ტრანსილვანიის აღმოსავლეთის საზღვრებს კუმანელთა (პაჭანიკებთან ახლოს მდგომი თურქული ტომი) წინააღმდეგ უნგრეთის მეფის ანდრაშ II-ის მოწვევით; მათ ააგეს ხუთი საფორტიფიკაციო ნაგებობა და დაიმორჩილეს ბურზენლანდის სახელით ცნობილი რეგიონი. მაგრამ, როგორც კი იმსახურეს, მეფემ როგორც ჰერმანს ისე მის ეპისკოპოსებს დაუმორჩილებლობა დააბრალა და უმალვე უკან გაიწვია. პაპმა ჰონორიუს III-მ ეს გააპროტესტა, თუმცა ამით ვერ იხეირა. მაშასადამე ჰერმანმა გადაწყვიტა, არ დაევალებინა ორდენისთვის პრუსიელთა წინააღმდეგ ბრძოლა, სანამ მას გარანტირებული ავტონომია გააჩნდა; სანამ კონრადი იცდიდა, ის მხედრობას პალესტინაში გაჰყვა იმპერატორთან ერთად და მხოლოდ 1229 წელს გააგზავნა რაზმი ვისტულაზე (ვისლა), მას მერე რაც მიიღო ნებართვები ფრიდრიხისა და კონრადისგან, რომ შეეძლო დაეჭირა შელმნოს პროვინცია და ორდენის ხელმძღვანელობა მომავალ დაპყრობებში. მან არ მიატოვა ერთი ჯვაროსნული ლაშქრობა მეორესთვის, პრუსიული ავანტიურა კი მომზადება იყო იერუსალიმისკენ მომავალი ლაშქრობებისთვის.

e480a65d531c4ad79d49c4a81177208b.jpg

ამდენად ტევტონ რაინდებს რამდენიმე უპირატესობა ჰქონდათ, რაც მათ წინამორბედებს აკლდათ. პირველად, ისინი პრუსიაში თავისუფლად შევიდნენ. ფრიდრიხ II-მ რიმინიში (იტალია) ბულა გამოსცა, მაზოვიის ჰერცოგმა სიგელი დაბეჭდა კრუშვიცას ხიდზე, ხოლო პაპ გრეგორი IX-ის ბულები ეთანხმებოდა ორდენის მთავარ საქმიანობის სფეროს, წარმართებთან ბრძოლას, რომლებიც მის თვალსაწიერს მიღმა იყო და სხვა უფლებამოსილებას, თუმცა მისია ქრისტიანი ეპისკოპოსის ხელში უნდა დარჩენილიყო. 1233 წელს ეპისკოპოსი პრუსიელმა მოთარეშეებმა შეიპყრეს, რომელიც 1239 წლამდე არ გაუთავისუფლებიათ; ის აქ არ ყოფილა რათა ხელი შეეშალა პირველი ლაშქრობებისთვის და 1243 წლამდე ორდენის გამარჯვებებში წილი ნაკლებად ედო სხვა მისიონერ-ეპისკოპოსებს.

მეორე, მათი დიდი ნაწილი გადანაწილებული იყო ჯვაროსან ახალწვეულებში. ეს არსებითი მნიშვნელობის ფაქტი იყო, რადგან სეკულარი ჯვაროსნების გარეშე მათ დიდი იერიშების ცდა არ შეეძლოთ. გრეგორი IX-მ პრუსიაზე ჯვაროსნული ქადაგება ოფიციალურად დომინიკანელებს გადაულოცა. ორდენი გერმანიის საზღვრებს გარეთ სწრაფად ფართოვდებოდა 1230-იანებში, ხოლო 1245 წელს პაპმა ინოკენტი IV-მ ინდულგენციებით სრული გარანტია მისცა პრუსიაში წამსვლელთ, პაპის ან ორდენის მოწოდების საპასუხოდ; ის ეხებოდა ყველას ვინც რჩებოდა სახლში და ფულს იღებდა მხოლოდ 1260-იანებში. ამას გარდა, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ევროპის მთელი კლერგი არაერთხელ ქადაგებდა პრუსიული ომისთვის და ორდენი ცოდვებს თავის თავზე იღებდა. მაშინ როცა, ეპისკოპოსი ალბერტ რიგელი იძულებული იყო ეძებნა ძალები ლივონიისთვის, ტევტონთა ორდენი დახმარებებს მიჰქონდა. პირველი კონტიგენტი, 1232 წელს შვიდ პოლონელ ჰერცოგთან, ხოლო 1233 წელს მარკგრაფი ჰენრი მაისენელი გამოჩნდა 500 რაინდთან ერთად. ბრანდენბურგის მარკგრაფები, ავსტრიის ჰერცოგები, მეფე ოტოკარ ბოჰემიელი მოგვიანებით მოვიდნენ. ისინი იმის გამო ჩაერთვნენ კამპანიაში, რომ ორდენის შემომწირველები და მოკავშირეები იყვნენ და რადგან აღმოსავლეთლები გახლდნენ – პრუსია უფრო ახლოს მდებარეობდა ვიდრე პალესტინა და ლაშქრობების სრული გამოსასყიდის მოგროვება რამდენიმე კვირაში იყო შესაძლებელი. მინიმუმ ხუთ შემთხვევაში გადაარჩინა მთავართა გამოჩენამ ორდენი კატასტროფას, მაგრამ მაგისტრსა და პრუსიის მარშალს ყოველთვის ჰქონდა პაპისგან უფლებამოსილება ძალები სურვილისამებრ გამოეყენებინა. იმ მომენტიდან როცა მათ აღარ იყენებდნენ, ცენტრალურ პრუსიელთა დამორჩილების შემდეგ, 1273 წლიდან ისინი აღარ იგზავნებოდნენ. ბოემუნდები არ მოსულან როგორც ჯვაროსნები და თავიანთი სახელმწიფოები დაარსეს.

Deutscher_Orden_in_Europa_1300.png
ტევტონ რაინდთა გავრცელების არეალი 1300 წლისთვის

უფრო მეტიც, ორდენის ურთიერთობები პაპობასთან უფრო უკეთესი იყო, ვიდრე ხმლის საძმოსთან. სანამ მაგისტრი პრუსიაში იბრძოდა, დიდი მაგისტრი კურიას ადევნებდა თვალს. როცა პრუსიელმა ძმებმა გადაუხვიეს პაპის პოლიტიკიდან, რომში ჩვეულებრივ იყო ვიღაც, ვინც უარყოფდა სახიფათო ჭორებს, ასწორებდა გაუგებრობებს და სიტყვას აგდებდა საჭირო დროს. მე-13 საუკუნის მანძილზე მხოლოდ ალექსანდრე IV-მ და ექსცენტრიულმა კალესტინ V-მ უსაყვედურეს ორდენს დანაშაულებების გამო საჯაროდ; დაუცველობა , რომლის წინაშეც რაინდები აღმოჩნდნენ ლივონიაში 1236-37 წლებში შენელდა მე-14 საუკუნის დასაწყისამდე. პაპის ლეგატები ასე ადვილად არ მშვიდდებოდნენ, მაგრამ მათ ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა არ შეეძლოთ, აი ორდენს კი შეეძლო.

და საბოლოოდ, ტევტონი რაინდები დაეუფლნენ მამულების ფართო ქსელს ბალტიის რეგიონის მიღმა. ტერიტორიისა და სამუშაო ძალის დაკარგვას ფრონტზე სერიოზული ეკონომიკური შედეგები არ მოუტანია. 1250 წლისთვის უკვე იყო 12 ბეილივიკი (ტევტონთა ორდენის ტერიტორიული ერთეული) ან მიწების, შემოსავლებისა და უფლებების  ერთობლიობა საკუთრივ გერმანიაში, ხოლო ხელმძღვანელთა ერთობლიობა დაახლოებით ასი პირისგან იყო დაკომპლექტებული. ბეილივიკები მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვაზეც, მაგრამ რაინდი და მღვდელი ძმები გაწვეულნი იყვნენ გერმანიიდან, განსაკუთრებით ვესტფალიიდან, შუა რაინლანდიდან, ფრანკონიიდან და თიურინგიიდან და თუმცაღა წმინდა მიწა თამაშობდა კონტრ-მიზიდულობის როლს პრუსიაზე, მაინც შემცირებული იყო მათი რიცხვი. სადაც კი რაინდები მიწებს ფლობდნენ იქიდან იღებდნენ შევსებას. 1210-სა და 1230 წლებს შორის დადასტურებული დონაციები მთლიანობაში გასამმაგდა, ხოლო 1230-დან 1290 წლამდე ერთობლივად გაორმაგდა. შუა საუკუნეების სამუშაო ძალის რიცხვი ცნობილი სრულად არაა, მაგრამ როგორც ჩანს, მე-14 საუკუნეში უნდა ყოფილიყო 2000 რაინდი ძმა და 3000 მღვდელი, მონაზონი და სერჟანტი, ნებისმიერ დროს.

ასეთი იყო ორდენის აქტივები. რჩება კითხვა ვინ და რატომ შედიოდა მასში?

1216 წელს ჰონორიუს III-მ დაიჟინა, რომ აბიტურიენტი ,,სამხედრო პირი“ უნდა ყოფილიყო – ანუ, სამხედრო საქმის უნარიანი ამთვისებელი; მაგრამ ეს იყო გაურკვეველი კატეგორია. ამავე დროს, ის გარშემორტყმული იყო მდიდრითა თუ ღარიბით, როგორც ტერიტორიის მფლობელებით ისე უმიწო მოჯამაგირეებით. პირველი 15 დიდი მაგისტრიდან, ოთხი აღმოჩნდა მინისტერიალის შვილი, ხალხი, რომლის სტატუსიც მოდიოდა ადმინისტრაციული ცენტრიდან მმართველის სამსახურში; ხუთი რაინდი მიწათმფლობელის შვილი იყო, რომელთა რანგიც მემკვიდრეობითი ფეოდიდან მოდიოდა; ერთი ბიურგერის შვილი იყო; ერთიც ტერიტორიული პრინცი; ხოლო ოთხს გაურკვეველი წარმომავლობა ჰქონდა. უხეშად რომ ვთქვათ იგივე პროპორციები ჭარბობდა მე-13 საუკუნეშიც, მაგრამ რაც ამ პერიოდიდან გერმანული საზოგადოება შორს იყო ჰომოგენურობისგან, რთულია დავხატოთ საერთო კლასის, რანგისა და სტატუსის სურათი მთლიანობაში. მათი უმრავლესობა მაინც ,,მინისტერიალებს“ (მომსახურეებს) ეკუთვნოდა; მაგრამ, დროთა განმავლობაში, როცა ხაზი დიდებულსა და არადიდებულს შორის უფრო აშკარა გახდა, ახალწვეულები მაღალი წრიდან მოდიოდნენ, თუ არადა კიდევ უფრო მაღლიდან. თუმცა, 1340-იან წლებამდე დიდი მაგისტრი მოითხოვდა, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატი კეთილშობილი წარმომავლობის ოჯახიდან უნდა ყოფილიყო, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ყველა დროს, გეოგრაფია და საოჯახო ტრადიცია იყო მთავარი განმსაზღვრელი მათთვის ვინც ხდებოდა რაინდი-ძმა. ამდენად, 1250 და 1450 წლებს შორის, 15 მთავარი ოფიცერი მსახურობდა პრუსიაში, ხუთი წარჩინებული ოჯახიდან, რომლებიც მიწებს ფლობდნენ ვიურცბურგთან ახლოს და მთელი პერიოდის მანძილზე 1200-დან 1525 წლამდე სამხედრო სამსახური ვიურცბურგ-ნიურმბერგის რეგიონში ძალზე რთული იყო. ჰესენელთა და რაინლანდელთა მნიშვნელობა პრუსიაში გაიზარდა 1300 წლის შემდეგ, ხოლო ბავარიელების 1400-ის; ვესტფალიელები და ქვემო-რაინლანდელები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ლივონიაში ემსახურათ. როცა თავად ორდენში ფრაქციები ჩამოყალიბდა, ყურადღება, უფრო მეტად, მახვილდებოდა ენასა და დიალექტზე, ვიდრე სოციალურ წარმომავლობაზე. როცა საქმე კლასამდე მივიდა, მე-13 საუკუნის ძმები შერეულნი იყვნენ, თუმცა მათ შორის დაბადებით გლეხი არცერთი იყო; მაგრამ ყველანი გერმანელები იყვნენ.

hbtrh.jpg

ეროვნული განსაკუთრებულობის მოთხოვნა თავიდან მკაცრი არ იყო. ისე მოხდა, რომ ხმლის საძმო, დობრზინის რაინდები და ტევტონი რაინდები, ეს სამეული, გერმანიის გარეთ იყვნენ დასაქმებულნი, როგორც საქსონელები, რომლებიც მსახურობდნენ დანიის, უნგრეთისა და ბოჰემიის მეფეებისთვის და პოლონელი და პომერანიელი ჰერცოგებისთვის. ტევტონთა ორდენის მფარველები იმედოვნებდნენ, რომ ამას როგორც საშუალებას ისე გამოიყენებდნენ მათ მისაზიდად პალესტინაში, იტალიასა და სომხეთში (სავარაუდოდ კილიკიაში); ისინი უფრო დაინტერესებულნი იყვნენ შეგულიანებით, ვიდრე რიგების შევსების შეზღუდვით. შედეგად მათ მიიღეს ზოგიერთი პოლონელი, შვედი და ფრანკი თავიანთ რიგებში.

მსგავსი ჯგუფები არ ჩამოყალიბებულა სკანდინავიაში, რადგან ბრძოლებში ჩრდილოელ წარმართ სკანდინავიელებს არმიაში რიცხავდნენ თავიანთი მეფეები და არ შეეძლოთ დაეტვირთათ სახელმწიფო დაწესებულებები. ის ვისაც იზიდავდა სამხედრო მონაზვნობა უზრუნველყოფილნი იყვნენ ჰოსპიტალიერთა გამოსვლით, რომლებიც ასევე დაფუძნდნენ დანიასა და შვედეთში, სანამ ტევტონთა ორდენი წავიდოდა ჩრდილოეთში.

ესპანური და პორტუგალიური სამხედრო ორდენები, რომლებიც დაარსდა ადრეული რაინდთა საძმოების, მღვდლებისა და ქალაქელების მიღმა 1150-1220 წლებში, ტევტონთა ორდენის მსგავსი იყო ადგილობრივ ჯვაროსნებთან ერთგული დამოკიდებულებით ურჯულოთა წინააღმდეგ და თავიანთი რიგების შევსების ტენდენციურობით, თუმცა სხვა მხრივ ძალზე განსხვავდებოდნენ მათგან. მათი დაარსების მიზეზი ის იყო, რომ ესპანური სამეფოები და ეკლესიები უკვე აუნაზღაურებლად იყვნენ დავალებულნი წმინდა ომთან; ხოლო ტევტონტა ორდენი კი იმიტომ, რომ გერმანელ მთავართა უმრავლესობა არა. ამდენად, ესპანური ორდენები ემსახურებოდნენ თავიანთ მეფეებსა და ეპისკოპოსებს; ტევტონი რაინდები ცდილობდნენ, რომ მმართველებსა და პრელატებს ემსახურათ ჯვაროსნებისთვის. მათი ძირითადი დანიშნულება იყო, გამოეყენებინათ გერმანელები საქრისტიანოს გასაფართოებლად და არა გერმანიის გასავრცობად.

დადგენილი წესით, მისაღებ კანდიდატებს, როგორც რაინდ ძმებს დამაკმაყოფილებელი პასუხები უნდა გაეცა ხუთი კითხვისთვის (ისმებოდა კანდიდატი ტამპლიერებისთვის): ეკუთვნი თუ არა სხვა ორდენს? დაქორწინებული ხარ? გაქვს თუ არა რაიმე ფარული ფიზიკური ავადმყოფობა? გაქვს თუ არა ვალი? ხარ თუ არა ყმა? ხუთი არა და შემდეგი ხუთი კითხვა მოდიოდა დადებითი პასუხებისთვის – დიახ. ხარ თუ არა მზად იბრძოლო პალესტინაში? ან სადმე? იზრუნო ავადმყოფზე? გაიწვრთნა ყველა ხელობაში რომელიც იცი, როგორც ნაბრძანებში? დაემორჩილო წესს? შემდეგ მან წარმოთქვა:

მე, კუნო ვონ ჰატტენშტაინი, ვაცხადებ და უბიწოებას ვფიცავ, უარს ვამბობ ქონებაზე და ვემორჩილები ღმერთსა და წმინდა ქალწულ მარიამს და შენ ძმაო ანნო, ტევტონთა ორდენის მაგისტრო და შენს მემკვიდრეებს, ორდენის წესების და დადგენილებების მიხედვით, და მე დაგიჯერებ შენ და შენს მემკვიდრეებს, სიკვდილამდე.

ის უკვე დავალებული და დაქვემდებარებული იყო რეჟიმზე, რომელიც გარანტირებულ პირობას იძლეოდა, რომ ყოველ დროს ის შეასრულებდა ორ ფუნქციას, ბერისა და რაინდის, თანაბარი უნარით. მისი ცხოვრება იმართებოდა წესით (რომელიც მიღებული იყო 1245 წლამდე, ლეგატის, უილიამ საბინელის მიერ), დადგენილებებითა და მაიორთა ადათების მიერ, ტამპლიერთა, ჰოსპიტალიერთა, სულიწმიდისა და დომინიკანელთა ორდენის ადათების შთაგონებით. შემდგომი ბრძანებულებები დაემატა დიდი მაგისტრების მიერ, იმდენად რომ მთელი კოლექცია ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდ საკანონმდებლო წიგნად; ასლები დაცული იყო ყოველ სამეთაუროში, სრულად იკითხებოდა სამჯერ წელიწადში, ხოლო მონაკვეთები ყოველ კვირას.

teutonicknightsarms-occulthistorythirdreich-petercrawford1.png

ეს ტექსტები მოითხოვდა რელიგიური წესჩვეულებების სრულ რუტინას. რაინდი ძმა მთელი დღე ელოდა უწყების ამბებს. როგორც მონასტერში ისე მოქმედ სამსახურში, იყენებდნენ გარკვეულ გამარტივებულ ლიტურგიას, რომელიც დომინიკანელებმა დაამტკიცეს, რათა სამსახურისთვის უფრო მეტი დრო მიეცათ. როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა მკაცრად სრულდებოდა. 1344 წელს, დიდმა მაგისტრმა რუდოლფ კიონიგმა, პაპისგან მიიღო ნებართვა, რომ პირველი მესა დაეწყოთ განთიადამდე, როცა კამპანიაში, რადგან ზამთარში დღეები ძალიან მოკლე იყო რაინდი ძმობა მზად უნდა ყოფილიყო სანამ ჯერ კიდევ ბნელოდა ემოქმედა. მიუხედავად ამისა, ჩვეულების ეს ნაწილი დროულად უნდა დამთხვეოდა ამომავალი მზის პირველ სხივებს. ბანაკში, მაგისტრის ან მარშლის კარავი არმიის ეკლესია გახდა, ხოლო მსახურებას მთელი საათების განმავლობაში ისმენდნენ მცველები შიგნით, გადაადგილებად საველე-საკურთხეველში. მაშინ როცა ტამპლიერები ამ სიწმინდეს სამჯერ იღებდნენ წელიწადში, ტევტონები უკავშირდებოდნენ შვიდჯერ და მარხვით დაავადება მტკივნეულად მძიმე იყო. იყო დიდმარხვაც, მაგრამ უხორცო სეზონი გრძელდებოდა ნოემბრისა და დეკემბრის უმეტეს ნაწილზე; ხორცის ჭამა აკრძალული იყო ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს ისევე როგორც სხვა 12 სამარხვო დღეს. კვერცხი, რძე, შვრიის ფაფა და წყალი ჩამოყალიბდა მათ მთავარ დიეტად.

სამხედრო და მონასტრული დისციპლინა ერთად არსებობდა. ისინი მზად იყვნენ შეესრულებინათ საძმოს ყველა მოვალეობა და თანხმდებოდნენ მცირე პრივილეგიებს. მათი აღჭურვილობა და იარაღი ფორმა შემდეგი იყო, თითოეულის ეკიპირებაში შედიოდა პერანგის წყვილი, მოკლე შარვლის (ბრიჯის) წყვილი, ორი წყვილი ჩექმა (არც თავისუფალი, არც მჭიდრო), ერთი მანტია (ჯვაროსნის), ერთი საძილე ტომარა, ერთი საფარი, ერთი კურთხევანი და ერთი დანა. ბრძანების მიხედვით შეეძლო ჰყოლოდა ორი ან ოთხი ცხენი, მაგრამ თავისით არა; ისინი ეკუთვნოდა მონასტერს. მას უფლება არ ჰქონდა კავშირი ჰქონოდა ერისკაცებთან, ხოლო მისი ბეწვიანი სამოსი იაფფასიანი იყო: თხისა და ცხვრისტყავიანი. ეძინა პერანგით, ბრიჯითა და ჩექმებით და არ ჰქონდა საშუალება დაეყენებინა ბოქლომი ან სხვა დამცავი ყუთზე. მდუმარებას იცავდა საკვების მიღებისას, საცხოვრებელში, მარშზე და საპირფარეშოში. მისი ერთადერთი კანონიერი გართობის საშუალება ხეზე კვეთა იყო. თავაზიანობა და მხიარულება სეკულარი საძმოსი დაფარული იყო. არ ჰქონდათ უფლება გამოეჩინათ საკუთარი გერბი, თუ მას ჰქონდა შემდეგი: ვერცხლის და სამგლოვიარო ჯვარი. არ იღებდა მონაწილეობას ტურნირებზე, ხოლო არ ნადირობდა უმრავლეს სახეობებზე; შეეძლო მოეკლა მხოლოდ დათვები და მგლები, მაგრამ ქოფაკი ძაღლების გარეშე. შეეძლო გაეზარდა წვერი, მაგრამ თმა მოკლედ და აკურატულად უნდა ჰქონოდა.

e4dd2477125cf372ee87dc712db87ca9.jpg
ტევტონი რაინდის ეკიპირება

ეფექტურობის ერთადერთი გამოხატულება იყო ის, რომ მარტო ემართათ მთელი დივიზია მარშლის ავტორიტეტის ქვეშ. მაშასადამე მარშალს შეეძლო გამოეყენებინა კეტი ძმებზე ბრძოლაში, ხოლო წკეპლა ბანაკში. მობილიზაცია, აღლუმები, საგზაო-მარშები, დაცვის მოვალეობა და ყოფაქცევა, ველზე ყველაფერი რეგულირდებოდა რუტინითა და სიმშვიდის დაცვით. არ შეიძლებოდა ალაფის საკუთარი წილის ინდივიდუალური ათვისება, გამოსასყიდი თანხის ინდივიდუალური მოჭრა და როგორც რაინდ ძმას არც საკუთარი ცხენისა თუ ხმლის ქონის უფლება ჰქონდა, ის არ იყო სეკულარი ორეულის მსგავსი. მას არც საკუთრება გააჩნდა. მას არც ნება და არც ხალისი ჰქონდა საკუთარი სახლის გაყიდვით ეხეირა, იმ დროს როცა ეს არ მიიჩნეოდა მიწიერ მეომართა შესაფერის საქმიანობად.

მიუხედავად ამისა, ის მზად იყო სიკვდილის, დაშინებისა და მართვისთვის. როცა ის დარწმუნებული იყო, რომ ავრცელებდა ქრისტიანობას ამის მეოხებით მას შეეძლო შერიგებოდა აღნიშნულ მოქმედებებს თავისი რელიგიური მოწოდებით; თუ არ შეურიგდებოდნენ რელიგიურ ხელმძღვანელობას  ეს სხვა საკითხი იყო. როგორც უბიწო, რაინდი ძმა დაუცველი იყო ძლიერი ცდუნებებისგან, რადგან ომი და ძალაუფლება მუდმივად აძლევდა ქალებს წყალობად. ეს ნადავლი იყო და გაუპატიურების მოლოდინი იყო ის რის გამოც იცავდნენ მას დამხმარეები. ზოგიერთი ძმა უერთდებოდა მათ როგორც მოწმე პარტიზანი, მაგრამ არაოფიციალური მტკიცებულებებით პოლონელი მოწმეები აღწერენ ინციდენტებს 1329-32 წლების ომში. რაინდის აღწერით ორდენის ძმებმა გააუპატიურეს უფრო მეტი ქალი, ვიდრე ძველმა პრუსიელმა მოხელეებმა და ქალაქელები უყურებდნენ თუ როგორ ათრევდნენ ქალებს კარვებში. მოქმედი სამსახურის ცდუნებები ამტკიცებდა მათ უძლეველობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უბიწოების აღთქმა იგნორირებული ან ადვილად დარღვეული იყო. ეს შეიძლება სერიოზულად იქნას მიღებული. პიტერ დიუსბურგელის ქრონიკები გადმოგვცემს კიონიგსბერგის მმართველის, ბერხტოლდ ბრიუჰეივის (1289-1302) მაგალითს, რომელიც წავიდა სასამართლო ქორწინების წინააღმდეგ, სანამ ორდენში გაწევრიანდებოდა. მან აარჩია ყველაზე მშვენიერი გოგონა, რომელიც კი იპოვა და მთელი წელი იწვა მასთან ისე, რომ არ შეხებია. ვინც განიცდიდა ბრიუჰეივის გონების ძალის ნაკლებობას ტკივილს იყენებდა ანტიდოტად, იცვამდნენ თავიანთ ჯაჭვის პერანგს კანზევე, სანამ მოუხეშავ ხორცს არ გახეხდა მეტალი. ზოგი ამბობდა, რომ სასწაულები ეხმარებოდა. იოჰან ვონ გილბერშტედტ ჰალელი იმდენად ენერგიული იყო სეკულარულ ცხოვრებაში, რომ უკანასკნელი წესების მიღების შემდეგ თავისი მომვლელის გაუპატიურებაზე გადავიდა. თუმცა, ეშმაკებმა გამოარჩიეს ის და მოშორებით, ჭაობში გადააგდეს, საიდანაც ამობობღდა და დამცირებული მომნანიებელი წარდგა ორდენის წინაშე. როგორც ჩანს, სექსუალური ლტოლვა და უბიწოების კულტი ძმებში განუწყვეტლად იბრძოდნენ, რომელთაგან გამარჯვება არცერთს შეეძლო; თუმცა იმაზე ღირებული არაფერია, რომ მეთაურმა ალფრედ მაისენელმა შექმნა სპეციალური ლოცვა, რომ აღმოეფხვრა შეუკავებლობა: ,,ო უზენაესო სიხარულო, მოგვანიჭე შენი ჭეშარიტი სიყვარული და წმინდა ცხოვრება, მოგვეც სუფთა სინდისი და დაგვიცავი გულისთქმებისაგან“.

დავით მაზმიშვილი

წყარო: weaponsandwarfare.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s