ბერ-მონაზონთა სამხედრო მანქანა (1225-1309) (ნაწილი II)

bb89a03d21f4fadaf37bfd49da272757.jpg

ტევტონ რაინდთა სულიერი მოტივი, ისევე როგორც ყველა ჯვაროსნისა იყო მონანიების დიდი სურვილი მსახურებით. არჩეული მეთოდი შესაძლოა არასწორია, განსაკუთრებით  მაშინ როცა სიყვარულის საქმეზე ზრუნავდნენ ფრანცისკანელები, მაგრამ ტევტონი რაინდები და მონაზვნები ერთად მუშაობდნენ და საერთოც ჰქონდათ: ორივე ცდილობდა მიეღწია ხსნისა და სიწმინდისათვის მიწიერი სამყაროსგან მოწყვეტის გარეშე. მათი ორდენები, იმავე პერიოდში, 1220-1250 წლებში უმეტესად ძლიერად განივრცო და თან ისე რომ ერთმანეთს ავსებდნენ; ისინი იზიარებდნენ როგორც სამონასტრო საერთო სისტემას ისე არამონასტრული ცხოვრების წესს. და ისევე როგორც ლათინო ქრისტიანები უშვებდნენ წარმართთა წინააღმდეგ ბრძოლას საქებრად და წინდა საქმიანობად, ასევე რაინდ ძმად გახდომით ხდებოდნენ ბერ-მონაზვნები.

როცა რაინდი ძმები დომინანტურ კასტას წარმოადგენდნენ ორდენში, ისინი მხოლოდ წევრები არ ყოფილან. მათი საქმე ის იყო, რომ სამწყსოები და საავადმყოფოები მღვდელი ძმებისთვის, ნახევრად ძმებისთვის და დებისთვის დაეტოვებინათ, ამდენად საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და საქადაგო საქმეები უშუალოდ სამხედრო მანქანას მიუერთდა. 1400 წლისთვის ერთი ჰოსპიტალი დაარსდა ელბინგთან, სადაც ავადმყოფის მოვლის მოვალეობით – მაგრამ არა წამლობისთვის – ხელმოკლე ავადმყოფს უვლიდნენ, რომელიც წარმოდგენილი იყო თანხმობით წმ. იოანეს ორდენის რეგულაციებით. ჰოსპიტალიერებს ევალებოდათ მოეარათ მაცხოვრებლებისთვის, როგორც ,,უფალი უვლიდა გლახაკთ“. ეს ნიშნავდა, რომ უზრუნველეყოთ მოწყალება, თავშესაფარი და მესები, მეტად ვიდრე მედიცინა, ხოლო ქალაქებში ჰოსპიტალებს ფლობდნენ ბიურგერები და არა ძმები. საქმიანობის წარმატება შეიძლება განისაჯოს იმ ფაქტით, რომ 1229 წელს ორდენის წესი მიიღო წმ. თომა კენტერბრიელის ინგლისურმა ჰოსპიტალმა აკრაში, ვინჩესტერის ეპისკოპოსის შეთავაზებით.

ტევტონთა ორდენს შეეძლო ეღვაწა და შეგუებოდა სხვადასხვა რელიგიური გრძნობების დაძაბვას, ასე რომ ჩრდილოეთის ჯვაროსნულ ლაშქრობებს დიდად უბამდნენ მხარს გერმანელები, რომლებიც იმავე რეგიონში იყვნენ წარმოდგენილნი განსაკუთრებით სეკულარული მიზეზებით. გერმანელ ვაჭართა გოტლანდის გაერთიანება რუსეთში ვაჭრობით იყო დაკავებული გვიანდელი მე-12 საუკუნიდან და ეპისკოპოსმა ალბერტ ლივონიელმა დაიწყო გერმანელი ემიგრანტების გამოყენება რათა გაეძლიერებინა თავისი ეპარქია რიგასთან ახალი ქალაქით და ეხმარებოდა ქვეყნის დაკავებაში სასოფლო მიწების მიღებით. ქალაქმშენებლობისა და უძრავი ქონების ჩუქების ამ ნიმუშს დასაწყისიდანვე მიჰყვებოდნენ ტევტონი რაინდები; ყოველი ახალმოსახლე რომელიც მოდიოდა პრუსიაში იღებდა სამოსახლოს ბიურგერისგან და მცირე რაოდენობის სარაინდო ვასალებს, ჩამოსულის სამსახურისა და ორდენის სამხედრო სამსახურისთვის.

127972.jpg

ჯერ კიდევ 1233 წელს გამოიცა ქარტია დასახლებებისთვის – შელმნოსა (კიულმი) და ტორუნისთვის (თორნი) – ,,კიულმის ნუსხა“ – სადაც ჰერმან ფონ სალზამ აღწერა თუ რას მიიჩნევდა სწორ პოლიტიკურ პირობებად თავისი ბიურგერებისთვის. ქარტია მოქალაქეებს უწყალობებდა გარკვეულ თავისუფლებას, მაგრამ სამაგიეროდ სასამართლოს მოგებიდან, ერთწლიანი რენტიდან, ზარაფხანიდან, სამხედრო სამსახურიდან და ტერიტორიის საკუთრებიდან ქალაქის გარშემო იღებდა წილს. ეს ,,კანონი“ – წარმოიშვა მაგდებურგის საქალაქო კონსტიტუციიდან და დათმობებზე მიდიოდა ყველა კოლონიზირებულ მთავრებთან – მაგრამ უფრო ნაკლებად იყო ხელსაყრელი მოქალაქეებისთვის ვიდრე ლიუბეკის სამართალი, რომელიც სანაპირო ქალაქებს რიგას, რევალსა და ელბინგს ჩუქნიდა გასაკონტროლებელ ოლქებს და დამოუკიდებელ მილიციას და ეს ხდებოდა 1255 წლამდე სანამ ორდენი იმდენად ძლიერი იყო, რომ შეეძლოთ მოეთხოვათ სხვადასხვა საკითხებში ჩართულობა; მაგრამ ამ დროიდან უზრუნველყოფილი იყო მისაღები ზომები კოოპერაციისათვის ქალაქებსა და ორდენს შორის და შეგულიანება იმიგრაციის გასაფართოებლად. კავშირი გადამწყვეტი იყო, რადგან ის აერთებდა ორდენის დაპყრობებს ყველაზე ძლიერ სოციალურ კატალიზატორთან აღმოსავლეთ ბალტიის რეგიონში: გერმანულ პატარა ქალაქთან. სიმდიდრემ, ინდუსტრიამ და გამჭრიახობამ ახალმოსახლეებისა აქცია ისინი ლივონიისა და პრუსიის taches d’huile-ად (?) საიდანაც ვაჭრობა, კულტურა და ტექნოლოგიები ვრცელდებოდა ტყეებისა და ჭაობების მიღმა და ტრაიბალურ საზოგადოებებში ტრანსფორმირდებოდა უფრო ეფექტურად ვიდრე ნათლობითა და დაპყრობით.

დაპყრობის დროს, ხმლის ძმებისა და ტევტონი რაინდების ინოვაციური უპირატესობა განაპირობა კონტაქტებმა გერმანიის ვაჭრებთან, კოლონისტებთან და ხელოსნებთან. ბალტიურ სამყაროში ამ ხალხმა მასობრივად დაიწყო შესვლა 1158 წელს ლიუბეკში პრივილეგიების მინიჭების შემდეგ, ხოლო დანიელების მიერ ვენდების საზღვაო ძალის განადგურების შემდეგ მისცა მათ თავისუფალი და მომგებიანი მისადგომი ნოვგოროდის სავაჭრო გზასთან თავიანთივე გემებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინოვაციებიდან იყო უფრო დიდი გემის შექმნა, ვიდრე სკანდინავიური ფართო ბირთუნგი იყო, მოცულობით გაოთხმაგებული და შესაბამისობაში გემზე განლაგებულ საჭესა და გემბანსა თუ მომრგვალებულ ფართომხრიან კოგზე. ,,კოგი“ საერთოდ ეწოდებოდა ნებისმიერ გემს სწორი ღერძითა და კიჩოთი, კუთხიდან გემის ხერხემლამდე შეერთებულს, მაგრამ მე-12 საუკუნის დასასრულიდან გერმანელებმა აღმოაჩინეს გზა ამ ფორმის ახლებური გამოყენებისა, კერძოდ ტევადი ხომალდის მართვა ნამდვილი საჭით, ვიდრე გემის მარჯვენა ქიმის ნიჩბით. კოგი იტევდა 500 მგზავრს, ან ქალაქის მთელი ზამთრის მარაგს; მისი გამოყენება შეიძლებოდა საბრძოლო გემად და აღემატებოდა ბალტების თავდასასხმელ ნავებს, ხოლო დროთა განმავლობაში მეტოქეობას უწევდა გრძელ გემებს. ეს იყო საუკეთესო საშუალება ძალების გადასაყვანად მეკობრეებით სავსე წყლებში და აუცილებელი ეკონომიკური კავშირისთვის ახალ სავაჭრო საზოგადოებებსა და კარგად დამკვიდრებულ ბაზრებს შორის. მდინარის ნავის კომბინაციით – ბოლსკიპისა და ლიხტერის ფორმებისა – რაინდებს მიეცათ დიდი ლოგისტიკური უპირატესობა, იმ შემთხვევაშიც თუ მათ საკუთარი კოგები არ გააჩნდათ გვიანდლამდე.

kogebi.jpg
ჯვაროსნული კოგები

სხვა ინოვაცია იყო ქვის კოშკი. ტევტონი რაინდები პალესტინაში გამოცდილი ციხის მშენებლები იყვნენ, მაგრამ ჩრდილოეთში ეს საქმიანობა სამუშაო ძალის გარეშე უნდა დაეწყოთ, ადგილობრივი ოსტატების გარეშე და გამოსაყენებელი ქვის მცირე დეპოზიტებით; ისინი აშენებდნენ ხის ძველებურ სახლებს, რომელიც შემოსაზღვრული იყო მესერით. ვალდემარ I მიხვდა თუ რამდენად ეფექტური შეიძლებოდა ყოფილიყო აგურის კოშკები სანაპიროს დაცვისთვის, მაგრამ აგურის წარმოების ხელოვნება ჩრდილოეთში ფართოდ ცნობილი დანიის გარდა არ იყო და ნებისმიერ შემთხვევაში მას სჭირდებოდა ცოცხალი ძალა, მაგრამ დასასახლებელი გარემო აღმოსავლეთ ბალტიის რეგიონში არახელსაყრელი გახლდათ. ალტერნატივას წარმოადგენდა აგურის ან ქვის წყობა, რომლის ხელობაც კარგად დაინერგა საქსონელთა შორის მას შემდეგ რაც გრაფებმა დაიწყეს ციხე-სიმაგრეების აგება ადრეულ მე-12 საუკუნეში; გერმანიიდან ემიგრირებულმა ქვისმთლელებმა საშუალება მისცეს რაინდებს, ჩაენაცვლებინათ ძველებური სახლები კოშკებით და ამდენად თავი დაეღწიათ მტრების ყველაზე საშიში იარაღის, ცეცხლისთვის. სავარაუდოდ, 1250 წლისთვის პრუსიაში ხუთ კოშკზე მეტი არ ყოფილა, შესაძლოა ათიოდე იყო ლივონიაში, მაგრამ მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა: ისინი ცოცხალს ინარჩუნებდნენ მცირე გარნიზონებს, როცა სხვა შემთხვევაში ნადგურებოდნენ. მე-14 საუკუნეში აგური ჩაანაცვლა ქვამ, როგორც იაფმა და ადვილად ხელმისაწვდომმა მასალამ.

023723a73cb89e2f0b2cb3be6b4f30db.jpg

და ბოლოს არტილერია – განსაკუთრებით არბალეტი, რომელიც 1200 წლისთვის გერმანელ ვაჭარ-ავანტიურისტთა საყვარელი იარაღი გახდა, ხოლო ქალაქის მილიციისთვის შეუცვლელი იარაღი. ეს არ იყო რაინდული ინსტრუმენტი და არც ხმლის ძმებსა თუ ტევტონ რაინდებს მოუტანიათ ის ჩრდილოეთში, მაგრამ ადრეულ ბრძოლას გადარჩენისთვის მის გარეშე ისინი ვერ მოიგებდნენ; მისი სიზუსტე და შეღწევადობის ძალა ამცირებდა განსხვავებებს ბრძოლაში მცირესა და მრავალს შორის. გადაზრდილი ბალისტასა თუ დიდ კატაპულტაში და ამაღლებული კოშკსა თუ კედელზე ის გახდა იარაღი, რომელსაც შეეძლო გაენადგურებინა მოწინააღმდეგის მთელი რაზმები მჭიდრო შეტევისას და შეეჩერებინა თავდამსხმელები, სხვა შემთხვევაში კი თავდასაცავ იარაღად ქცეულიყო.

toruni poloneti , tevtonTa sasimagro qvis koshki.jpg
ტევტონთა ქვის სასიმაგრო კოშკი. ტორუნი, პოლონეთი

ეს სამი მაგალითი არჩეულია ომის წარმოებაში მათი უშუალო გამოყენებადობის ნიშნით, თუმცა არსებობდა სხვა გამოგონებებიც, სამშენებლო მოედანზე, ინსტრუმენტების წარმოებაში, მეტალურგიულ საქმეში, მეთუნეობაში, მიწათმოქმედებაში, თევზაობასა და ხუროს საქმიანობაში, რომელმაც მატერიალური სუბსტანცია მისცა შეიარაღებულ რაინდთა საჭიროებას, რადგან ისინი ქმნიდნენ ახალ საზოგადოებებს ბარბაროსთა მიწების გარეთ. ეს ცვლილებები არ მოსულა მესის წიგნებიდან, ან წესებიდან, რომელიც საზღვრავდა მათ ცხოვრების მეთვალყურეობით მატერიალური ასკეტიზმისა; ისინი მოვიდა საჭირო პარტნიორობიდან სეკულარ გერმანელებთან მოგების, მიწისა და ხელისუფლების დევნის კვალდაკვალ და იმით რისი მიღებაც მათ სურდათ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპა ვერ უძლებდა რელიგიური და ეკონომიკური ძალების კომბინაციას რომელსაც მამულის მოქალაქეებისთვის მცირე მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ შეწყობილი იყო ცვალებადი წარმატებით. 1300 წლისთვის, ქვემო გერმანული, ლიუბეკის, მაგრამ არა პრუსიელ რაინდთა ენა, გახდა საქმოსნობის საერთო ენა რეგიონში, ჩრდილოეთის ზღვიდან ნოვგოროდამდე და ყველა ხალხს ბალტიის გარშემო კონკურენციას უწევდა ჩრდილოეთში მზარდი სიმდიდრით. ამ ბრძოლაში, ტევტონი რაინდები, ჯვაროსნები, კოლონისტები და ადგილობრივები კონკურენტები იყვნენ, თან არათანაბრად შერჩეულნი.

დავით მაზმიშვილი

წყარო: https://weaponsandwarfare.com/2015/11/13/the-monastic-war-machine-1225-1309-part-ii/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s