ჯვაროსანთა წერილები (ნაწილი IV)

deus_vult_flag_by_arminius1871-dakfip8.png

1197 წლის გერმანელთა ჯვაროსნული ლაშქრობა: ცნობილი როგორც ჰაინრიხ VI-ის ჯვაროსნული ლაშქრობა. წამოიწყო ჰოჰეშტაუფენმა იმპერატორმა ჰაინრიხ VI-მ მამამისის, ფრიდრიხ I ბარბაროსას მოულოდნელად და ტრაგიკულად შეწყვეტილი მცდელობის პასუხად მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში 1189-90 წლებში. ამდენად, კამპანია ცნობილია ,,იმპერატორის ჯვაროსნული ლაშქრობის“ სახელითაც.

მაშინ როცა მისი ძალები ჯერ კიდევ წმინდა მიწისკენ მიემართებოდნენ, თავად ჰაინრიხ VI მესინაში გამგზავრებამდე დაიღუპა 1197 წლის 28 სექტემბერს. სამეფო ტახტისთვის დაწყებულმა კონფლიქტმა მის ძმას, ფილიპე შვაბიელსა და ველფ მეტოქე, ოტო ბრიუნსვიკელს შორის მრავალი მაღალი რანგის ჯვაროსანი დააბრუნა გერმანიაში, რათა დაეცვათ თავიანთი ინეტერესები შემდგომ იმპერიულ არჩევნებში. დიდებულებმა, რომლებიც დარჩნენ კამპანიაში გერმანიაში დაბრუნებამდე, დაიკავეს ლევანტის სანაპირო ტვიროსიდან ტრიპოლამდე. ეს ლაშქრობა მოულოდნელად დასრულდა სიდონისა და ბეირუთის დაცემის შემდეგ 1198 წელს.

templars_flag_by_historybuf-d8z80on.png

  1. ლოთარინგიის ჰერცოგი კიოლნის არქიეპისკოპოსს, 1197

მას მერე რაც თქვენ დიდად გაიხარეთ ქრისტიანთა ღირსებისა და კეთილდღეობის გაზრდით, ჩვენ ვატყობინებთ თქვენს კეთილგონიერებასა, რომ რაც მე ამირჩიეს მთელი არმიის მოთავედ რომის იმპერიის მთავრებმა, იერუსალიმის სამეფოს ბარონებმა და საერთოდ ხალხმა, ვუხელმძღვანელეთ მსვლელობას ბეირუთისკენ, მთავართა და მთელი არმიის რჩევით. როცა ჩვენ მივდიოდით საუცხოო წესრიგით ტვიროსსა და სიდონს შორის, წმ. სევერინის დღესასწაულის ღამეს, დამასკოსა და ბაბილონის ყველა არმია სარაცინთა უზარმაზარი რიცხვით გამოჩნდა მთის მხარეს. ისინი გარშემოერტყნენ ჩვენს არმიას ზურგიდან ზღვის სანაპირომდე და მძიმე და გამუდმებულ თავდასხმებს აწყობდნენ ჩვენს ხაზებზე. მათი დარაზმული ბოროტი ხალხი მთელ თავიანთ ძალებს ცდიდნენ ჩვენს წინააღმდეგ. ისინი მართლაც მთელ თავიანთ ძალებს ანთხევდნენ შეტევებისას და ამოწმებდნენ ჩვენს ბრძოლისუნარიანობას.

მაგრამ ღმერთმა, მცველმა მათი ვისაც სწამს მისი და რომელიც ათავისუფლებს გლახაკთ ძლიერთა ძალმოსილებისგან, ხელიდან გამოსტაცა ისინი ცოდვილთ და არა ამ უკანასკნელთა დიდი ზიანის გარეშე. ნამდვილად, მათ აქ დატოვეს სიდონის მთავარი და მრავალი სარაცინი დაიღუპა, ხოლო მას შემდეგ აღარ გაუბედავთ ჩვენზე თავდასხმა. შესაბამისად, იმავე დღეს აღტაცებით გავშალეთ ჩვენი კარვები მდინარე სიდონის ზევით. გარდა ამისა, ჩვენი გემები არმიის წინ მიიწევდნენ და სარაცინებმა, რომლებიც ბეირუთის სიმაგრეში იმყოფებოდნენ დაინახეს ისინი, ხოლო შეშინებულებმა მიატოვეს იგი და გაიქცნენ ამ კარგად გამაგრებული ადგილიდან. მომდევნო დღეს ჩვენ ავიღეთ ის, ყოველგვარი სირთულის გარეშე.

და ჩვენ აქ აღმოვაჩინეთ ძალზე დიდი რაოდენობის მშვილდოსანთა და არბალეტელთა იარაღი, რომელთა დაცვაც ოცს ძლივს შეეძლო და ბევრი სურსათ-სანოვაგე, რომელიც საკმარისი იყო 500 კაცისთვის შვიდი წლის მანძილზე. უფრო მეტიც, აქ ყოფნიდან ოცი დღის გასვლის შემდეგ, სხვა სარაცინებმა შიშით მიატოვეს ციხეები სახელად გიბელი [გიბელინი] და ძალზე ძლიერი სიმაგრე ლიხე [ლაოდიკეა]. ამის გაგებითა და იმის გამორკვევით რომ ყველა სიმაგრე ანტიოქიიდან სანაპირომდე ქრისტიანთა ხელში იყო, შემოვბრუნდით სიდონისკენ და გავაუკაცრიელეთ მიწა ყველა მიმართულებით, რომელსაც სარაცინები ფლობდნენ. ზეციური მეფის დახმარებით სარაცინები განიდევნენ, იმდენად, რომ მას მერე აღარ გაუბედავთ გამოჩენა, ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ მალე დავიკავებთ წმინდა ქალაქ იერუსალიმს. სარაცინებმა გაიგეს ჩვენი არმიის ერთიანობისა და ძლიერების შესახებ, თავიანთი თავის გამოჩენას კი ვეღარასდროს გაბედავენ.

ეს არის მიზეზი იმისა თუ რატომ მოვუწოდებთ ასე მხნედ თქვენს პატიოსნებას, რომელიც ძლიერ არსებობს თქვენს ძალმოსილებაში, რომ გახსოვდეთ ჩვენ სიცოცლეზე მთელ თქვენს საარქიეპისკოპოსოში, ჩვენი წარმატებისა და ქრისტიანობის დასაცავად და იძულებისთვის ყველასი, ვინც აიღო ჯვარი აღთქმის დასაცავად და ქრისტიანობის დასაცავად. უფრო მეტიც, თუ ვინმეს სურს აღთქმულ მიწაზე დარჩენა, ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რაოდენობის შემოსავლები, რომელიც დაენიშნებათ იმავე მიწაზე.

მშვიდობით.

frederick-ii-26121194-13-121250-holy-roman-emperor-22111220-13121250-B45WXT.jpg
ფრიდრიხ II საღვთო რომის იმპერატორი 1220-1250 წწ.
  1. ფრიდრიხ II ჰენრი III-ს ინგლისის მეფეს, 1229

ფრიდრიხი, ღვთის წყალობით რომაელთა ავგუსტუსი იმპერატორი, იერუსალიმისა და სიცილიის მეფე, მის ძმობილ მეგობარს, ჰენრის, ინგლისელთა მეფეს, ჯანმრთელობა და გულწრფელი სიყვარული.

ვიხაროთ და ვილხინოთ ღმერთში, ვინც გამოაცხადა თავისი ძალა და არ ამაყობს ცხენებითა და ეტლებით, არამედ დიდებას მიაღწია ჯარისკაცთა სიმცირით, ის დიდმშვენიერია და საოცარი თავის გეგმებში კაცთა მოდგმისადმი, რომელიც ცვლის სეზონებს სურვილისამებრ და სხვადასხვა ერის გულებს აერთებს; ამ რამდენიმე დღეში, უფრო მეტად სასწაულით ვიდრე ძალით, საქმე დასასრულამდე მივიდა, რომელსაც ვერცერთმა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის მეთაურმა თუ მმართველმა ვერ მიაღწია.

არა იმის გამო, რომ დიდხანს გალოდინოთ, გვსურს ვაცნობოთ თქვენს უწმინდესობას, რომ ჩვენ მტკიცედ გვწამს უფლის და გვჯერა, რომ იესო ქრისტე, მისი ძე, რომელსაც ერთგულად ვემსახურებით სხეულითა და სიცოცხლით, არ დაგვტოვებს უცხო და შორეულ ქვეყნებში, არამედ მოგვცემს სასარგებლო რჩევას და მოგვაშველებს მის სახელს, ქებასა და დიდებას. მისი სახელით აკრადან 15 დღის სავალზე უსაფრთხოდ მივაღწიეთ იაფამდე და სურვილი გვაქვს, აღვადგინოთ ციხე ამ ადგილას შესაფერისი სიძლიერით, რათა შემდგომ მივუდგეთ წმინდა ქალაქს. იერუსალიმი იქნება უფრო ახლოს და უფრო მოკლე მანძილზე. ღვთის რწმენით დავიკავეთ იაფა, თვალს ვადევნებდით ციხის მშენებლობას და ქრისტეს გამო, როგორც იყო საჭირო და გვევალებოდა და იმ დროს, როცა ყველა პილიგრიმი დაკავებული იყო ამ საქმეებით, რამდენიმე მაცნე ხშირად მიმოდიოდა სულთანსა და ჩვენს შორის; ის და სხვა სულთანი, სახელად ხაფათი, მისი ძმა დიდი არმიით იდგნენ ღაზასთან ჩვენგან ერთი დღის სავალზე; სხვა მიმართულებით, ქალაქ სიჩენში, რომელსაც უმთავრესად ნეაპოლისს უწოდებენ და დაბლობზე მდებარეობს, დამასკოს სულთანი, მისი ძმიშვილი იდგა რაინდთა და ჯარისკაცთა უზარმაზარი რაოდენობით ასევე ერთი დღის სავალზე ჩვენგან და ქრისტიანთაგან.

და როცა შეთანხმება მზადდებოდა მხარეებს შორის წმინდა მიწის აღდგენასთან დაკავშირებით, იესო ქრისტემ, ძემ ღვთისა ზეციდან გარდმოავლინა გამძლეობა და შეუპოვარი თავდადება თავისი საქმისა, მისი გულმოწყალე თანაგრძნობა ჩვენზე და საბოლოოდ დაარწმუნა ბაბილონის სულთანი, აღედგინა წმინდა ქალაქი ჩვენთვის, მიწა, რომელზეც ქრისტე დააბიჯებდა და სადაც მართლმორწმუნეები თაყვანს სცემენ მას სულითა და ჭეშმარიტებით. თუმცა ჩვენ დეტალებში უნდა გაგაცნოთ ქალაქის ჩაბარება და გაცნობებთ, რომ არა მხოლოდ ქალაქის სხეული აღვადგინეთ, არამედ მთელი ქვეყანა გადაჭიმული აქედან ზღვის სანაპირომდე, იაფას ციხე-სიმაგრემდე. ასე რომ სამომავლოდ მომლოცველებს ექნებათ თავისუფალი გზა და უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება უფლის სამარხიდან. თუმცა, ამ ქვეყნის სარაცინები, მას მერე რაც დიდი მოწიწებით ფლობდნენ ტაძარს, შეუძლიათ მოვიდნენ იმდენად ხშირად რამდენადაც მოისურვებენ, რათა თავიანთ ადათებს სცენ პატივი და სამომავლოდ ნებას ვრთავთ კვლავ გააგრძელონ ასე, თუმცა მხოლოდ იმდენს რამდენსაც ჩვენ გადავწყვეტთ, ყოველგვარი იარაღის გარეშე, არც ქალაქში დაბინადრების დაპირებით, გარდა მის გარე ტერიტორიაზე, და იმდენად მალე რამდენადაც ისინი  ილოცებენ გულმოდგინედ.

henri mesame inglisis mefe 1216-1272.gif
ჰენრი III ინგლისის მეფე 1216-1272 წწ.

უფრო მეტიც, ქალაქი ბეთლემი და ყველა ქვეყანა იერუსალიმსა და ამ მიწას შორის დაგვიბრუნდა; ასევე ნაზარეთი, და ყველა მიწა ამ ქალაქსა და აკრას შორის; ტურონის მთელი მხარე, რომელიც ძალზე ვრცელი ადგილია და ძალიან ხელსაყრელი ქრისტიანებისთვის; აგრეთვე ქალაქი სიდონი, მთელი ველითა და მისი სამფლობელოებით, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება ქრისტიანებისთვის და აქამდე სარაცინებს ეპყრათ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აქ მდებარეობს ნავსადგური და აქედან დიდი რაოდენობის იარაღი და  სხვა აუცილებელობები იცავს დამასკოს და ხშირად დამასკოდან ბაბილონამდე. და თუმცა ხელშეკრულების მიხედვით ჩვენ შევთანხმდით იერუსალიმის აღდგენაზე ისეთ სახელმწიფოდ როგორიც მანამდე არასდროს ყოფილა, და ასევე ციხე-სიმაგრეების სიდონის, იაფას, კესარიისა და ტევტონთა ორდენის მარიამ ღვთისმშობლის სახლის განახლებაზე, რომლის აშენებაც ძმებმა აკრის ოლქის მთიანეთში დაიწყეს და რისი უფლებაც არცერთი წინანდელი ზავით არ მისცემიათ ქრისტიანებს; მიუხედავად ამისა, სულთანი არ დაეთანხმა, რომ შეთანხმების ბოლომდე ჩვენსა და მას შორის, რომელიც დაიდო ათი წლით, აღგვედგინა ნებისმიერი სიმაგრე ან ციხე.

და კვირას, თებერვლის მეთვრამეტე დღეს, როცა ქრისტე, ძე ღვთისა აღსდგა მკვდრეთით და რომელიც გვახსენებს მის აღდგომას, რომელიც საზეიმოა და ყველა ქრისტიანი წმინდად იცავს მთელს მსოფლიოში, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა ჩვენს შორის. ის დღე განსაკუთრებულად ანათებდა ჩვენთვის, ხოლო ანგელოზები გალობდნენ უფლის სადიდებელს ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. და ამ პატივისა და ღირსების აღიარებით, რომელსაც ჩვენი უდაბნოების მიღმა მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავს, უფალი მოგვაკუთნებს ჩვენ, მისი თანაგრძნობის ხანგრძლივი დიდებით და მის წმინდა ადგილზე ჩვენ პირადად მოვუწოდებთ მას მსხვერპლად შეიწიროს ტუჩნი. ცნობილი იყოს თქვენთვის, რომ მეორე ინდიქტიონის მარტის თვის მე-17 დღეს, ჩვენ ყველა პილიგრიმთან ერთად, რომლებიც ერთგულად მიჰყვებიან ქრისტეს, უფლის ძეს, და წმინდა ქალაქ იერუსალიმში შევიდნენ, წმინდა სამარხის თაყვანისცემის შემდეგ, მე როგორც კათოლიკე იმპერატორმა, იმავე დღეს დავიდგი გვირგვინი, რომელიც ყოვლისშემძლე ღმერთმა თავისი ხელისუფლებიდან გვიბოძა და თავისი განსაკუთრებული სიმშვენიერით მან აამაღლა ჩვენზე მსოფლიოს მთავართა შორის; ასე რომ, როცა ჩვენს მხარეს ასეთი პატივი და მაღალი ღირსებაა, რომელიც გვეკუთვნის სუვერენობის უფლებით, უფრო და უფრო ნათელია, რომ ეს ყველაფერი ღმერთის ნამოქმედარია; და მას შემდეგ რაც წყალობაა მის ყველა საქმეში, მართლმადიდებლური რწმენის თაყვანისმცემლებს მთელ სამყაროში ვაუწყოთ, რომ ის, რომელიც დალოცვილია სამარადისოდ, მოვიდა და გამოისყიდა თავისი ხალხი, და აღამაღლა ხსნის საყვირი თავისი მსახურის დავითის სახლში.

და სანამ დავტოვებთ ქალაქ იერუსალიმს, ჩვენ ჩინებულად დავადგინეთ, რომ აღვადგინოთ ის, თავისი კოშკებითა და კედლებით და ჩვენ განვიზრახეთ, რომ მოვაგვაროთ საკითხები   ჩვენი არყოფნის დროს, საქმეში არანაკლები ზრუნვითა და შრომისმოყვარეობით, ვიდრე ჩვენ აქ ვიქნებოდით პერსონალურად. იმისათვის, რომ ჩვენი წერილი ყოველმხრივ საზეიმო იყოს, ბედნიერი დასასრულით ბედნიერი დასაწყისის ბოლოს, გვსურს გაცნობოთ როგორც მოკავშირეს, რომ როგორც სულთანი ვალდებულია ყველა ტყვე, რომელიც არაა მითითებული ხელშეკრულებაში მასსა და ქრისტიანთა შორის, დააბრუნოს დამიეტას დაკარგვის შემდეგ და ასევე მოიქცეს მანამდე შეპყრობილებთან მიმართებით.

დადგენილია წმინდა ქალაქ იერუსალიმში, მარტის თვის მე-17 დღეს, უფლის განხორციელებიდან 1229 წელს.

16114737_227241541068490_1921397711215548045_n.jpg

  1. გეროლდი ყველა მორწმუნეს, 1229

გეროლდი, იერუსალიმის პატრიარქი სალამს უძღვნის ყველა მორწმუნეს.

სრულად უნდა იყოს ცნობილი თუ როგორი განსაცვიფრებელი გახლდათ, არა იმდენად სამწუხარო, იმპერატორის საქმიანობა აღმოსავლეთის მიწებზე დასაწყისიდან დასასრულამდე, დიდ ზიანამდე იესო ქრისტეს მიზეზით და დიდ ვნებამდე ქრისტიანული რწმენისა, მისი თავიდან ტერფამდე ვერ იპოვით საერთო გრძნობას მასში. რაც ის მოვიდა, ეკლესიიდან მოკვეთილი, უფულოდ და ძლივსძლივობით 40 რაინდთან ერთად, იმედი ჰქონდა, რომ ნადავლით შეინახავდნენ სირიის მაცხოვრებლები. პირველად კვიპროსში მოვიდა და უდიერად შეიპყრო დიდებული იოანე იბელინელი და მისი შვილები, რომელიც მაგიდასთან მიიწვია წმინდა მიწის საქმეებზე სასაუბროდ. შემდეგ მეფე, რომელთან შეხვედრაც მან ისურვა, ტყვედ აიყვანა. ამდენად მან ძალადობითა და მოტყუებით დაიჭირა სამეფო.

ამ მიღწევების მერე გზა სირიაში განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ის საოცარ დაპირებებს იძლეობდა და სულელების თანდასწრებით ხმამაღლა ტრაბახობდა, მან დაუყოვნებლად გააგზავნა მშვიდობის მოთხოვნა ბაბილონის სულთანთან. ამ საქციელმა განაახლა სულთნის თვალებსა და მის მორჩილებში სიავე, განსაკუთრებით მას მერე რაც აღმოაჩინეს, რომ ის სათავეში აურაცხელ ჯარისკაცს არ ედგა, რასაც თავის სიტყვებში ასე ადებდა წონას. იაფას დაცვის პრეტექსტით, ქრისტიანთა არმიასთან ერთად გადაკვეთა ქალაქი, წესით იმისთვის, რომ სულთანს მიახლოებოდა და იმისთვის, რომ ადვილად დაედო სამშვიდობო შეთანხმება ან ეცნო დროებითი ზავი. მეტი რა შემიძლია ვთქვა? გრძელი და საიდუმლო შეხვედრების შემდეგ და ადგილობრივი ხალხისთვის ყოველგვარი რჩევის კითხვის გარეშე, მან ერთ დღეს უეცრად გამოაცხადა სულთანთან მშვიდობის ჩამოგდებასთან დაკავშირებით. არავის უხილავს ტექსტი ამ მშვიდობისა თუ ზავისა, როცა იმპერატორმა მისი პუნქტების დასაცავად დადო ფიცი. უფრო მეტიც, თქვენ უნდა გენახათ რამხელა ღვარძლი იყო და გაიძვერობა გარკვეულ საკითხებში თავად ტექსტში, რომლის გამოგზავნაც გადავწყვიტეთ. იმპერატორმა, რომელიც მიენდო თავის სიტყვებს, სურვილით მხოლოდ სულთნის სიტყვებს მისცა გარანტია და რომელიც მისთვის იყო მისაღები. როგორც მან განაცხადა, ყველაფერზე მეტად წმინდა ქალაქი ეკუთვნის მას.

ის მისკენ გაემართა ქრისტიანულ არმიასთან ერთად წმინდა კვირას ,,Oculi Mei“-ის მღერით [დიდმარხვის მესამე კვირა]. მომდევნო კვირას ყოველგვარი პომპეზური ცერემონიის გარეშე და მიუხედავად ეკლესიიდან განკვეთისა, ჩვენი უფლის აღდგომის ტაძრის სამლოცველოში, მისი ღირსების ცრუ აზრითა და საიმპერატორო წოდებით თავზე დაიდგა დიადემა, მიუხედავად იმისა, რომ სარაცინები ფლობდნენ ჯერ კიდევ უფლისა და სოლომონის ტაძრებს და მიუხედავად მათ მიერ საჯაროდ გამოცხადებული მუჰამედის კანონისა, რომელშიც აღნიშნული იყო დიდ არეულობასა და წყენაზე პილიგრიმებთან დაკავშირებით.

იგივე პრინცი, რომელმაც მანამდე არაერთხელ დადო დაპირება იერუსალიმის გამაგრებისა, უჩუმრად გაიპარა ქალაქიდან ორშაბათს განთიადისას. ჰოსპიტალიერებმა და ტამპლიერებმა საზეიმოდ და დარწმუნებით დადეს პირობა მის დასახმარებლად მთელი თავიანთი ძალებითა და რჩევით, თუ მას სურდა ქალაქის გამაგრება, როგორც მას ჰქონდა განცხადებული. მაგრამ იმპერატომა, რომელიც საქმეებზე არ ზრუნავდა, არ იყო მტკიცე მისი ნამოქმედარნი და ქალაქის არც გამაგრება და არც დაცვა შეეძლო და იმავე დღეს ოჯახთან ერთად სასწრაფოდ წავიდა იაფაში. პილიგრიმები, რომლებიც იმპერატორთან ერთად შევიდნენ ქალაქში ახლა მის წასვლას უცქერდნენ და არ სურდათ მის უკან დარჩენა.

მომდევნო კვირას, როცა გალობენ ,,Laetare Jerusalem”-ს [დიდმარხვის მეოთხე კვირა], ის აკრაში გამოჩნდა. აქ მას უნდა შეეცდინა ხალხი, რათა მიეღოთ თავიანთი დამხმარე, გარკვეული პრივილეგიების მინიჭების სანაცვლოდ. ღმერთმა უწყის რატომ იქცეოდა ასე, თუმცა შემდგომმა ქმედებამ გამოააშკარავა ეს ყოველივე. გასასვლელი ისევე ახლოს იყო, როგორც ყველა პილიგრიმი, თავმდაბალი და დიდი. აღდგომის ტაძრის მოლოცვის შემდეგ, წასასვლელად ემზადებოდნენ, თუ ისინი დაასრულებდნენ პილიგრიმობას. დამასკოს სულთანთან დადებული ზავი ჯერ არ იყო გასული, მაგრამ ჩვენ ვნახეთ წმინდა მიწა უკვე დაცარიელებული და მიტოვებული მომლოცველთა მიერ, ხოლო ჩვენს კრებაზე განვიხილავდით გეგმას ჯარისკაცთა ადგილზე დატოვების შესახებ, იმ მოწყალებების საშუალებით, წმინდა ხსოვნისთვის რომ გაიღო საფრანგეთის მეფემ.

როცა იმპერატორმა გაიგო ამის შესახებ, განგვიცხადა, რომ გაოცებული იყო ამით, მას მერე რაც დასრულდა დროებითი ზავი ბაბილონის სულთანთან. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ დანა ჯერ კიდევ ჭრილობაში იყო, დამასკოს სულთანთან მშვიდობისა და ზავის დასრულების შემდეგ. სულთნის ზემოთქმული ბიძაშვილი კი დაუპირისპირდა მას, იმის დამატებით რაც თავად ბაბილონის სულთანს არ სურდა, ხოლო მანამდე შეიძლება კიდევ დიდი ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მან. იმპერატორმა გვიპასუხა, რომ ჯარისკაცებს არ ევალებათ სამეფოში დარჩენა მისი რჩევისა და თანხმობის გარეშე, რადგან ახლა ის იყო იერუსალიმის მეფე. ჩვენ შევუთვალეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ყველა მსგავსი ბუნების ქმედებაში, სამწუხაროდ არ შეგვეძლო, საფრთხეში ჩაგვეგდო ჩვენი სულების ხსნა, მისი სურვილების დაჯერებით, რადგან ის ეკლესიიდან იყო განკვეთილი. იმპერატორს აღარაფერი უთქვამს, მაგრამ მომდევნო დღეს მისი მიზეზით ქალაქის მაცხოვრებელი პილიგრიმები მის გარეთ შეიკრიბნენ საჯარო მაცნის მიერ და სპეციალური დესპანებით მან მოიწვია პრელატები და ბერები.

words-of-the-faithful.jpg

მათ მიმართ პირადად მიმართვისას, დაიწყო მწარე ბრალდებები ჩვენს მიმართ, აშკარა სიყალბით. შენიშვნებით ტამპლიერთა საპატიო მაგისტრის მიმართ ბრალდებების შემობრუნება სცადა უშედეგოდ, შემდგომში კი რამდენიმე ამაო სიტყვით, ხოლო ამასთან ერთად ცდილობდა საკუთარი შეცდომები გადაებრალებინა და ესაყვედურა სხვებისთვის და ბოლოს დაამატა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით ჯარებს მის საზიანოდ. შემდგომ ყველა ერის უცხო ჯარისკაცებს უბრძანა, თუ მათთვის საკუთრებასა და სიცოცხლეს ძვირი ფასი ჰქონდა, აღარ დარჩენილიყო იმ მიწაზე და უბრძანა გრაფ თომას, რომელიც როგორც განზრახული ჰქონდა უნდოდა დაეტოვებინა ბეილიფად ამ ქვეყანაში, დაესაჯა სასტიკად ისინი რათა სამაგალითო ყოფილიყო ეს ყველასთვის. წასვლის შემდეგ, არც ბოდიშსა და პასუხებს დაელოდა მათსას, ვისაც სამარცხვინოდ დააბრალა ზემოთქმული. მან დაადგინა, რომ დაეტოვებინა მშვილდოსნები ქალაქის კარიბჭესთან, და უბრძანა მათ დათანხმებოდნენ ტამპლიერებს წასვლაზე, მაგრამ არა უკან დაბრუნებაზე.  შემდეგ მან ეკლესიები მშვილდოსნებით გაამაგრა, ხოლო სხვებმა დაიკავეს პოზიციები განსაკუთრებით სახელმძღვანელოდ ტამპლიერებსა და ჩვენს შორის. და დარწმუნებული იყავით, რომ მას არასდროს უჩვენებია მტრობა და სიძულვილი სარაცინთა მიმართ.

ჩვენი მხრიდან კი, ამ აშკარა უზნეობის შემხედვარე, შევკრიბეთ ყველა პრელატი და პილიგრიმი და დავემუქრეთ ყველა მას, ვინც მიემხრობოდა და ემსახურებოდა იმპერატორს ეკლესიის, ტამპლიერების, პილიგრიმებისა და წმინდა მიწის ბერების წინააღმდეგ ეკლესიიდან განკვეთით.

იმპერატორი უფრო და უფრო ბრაზდებოდა და დაუყოვნებლად გადაწყვიტა გზების უფრო მტკიცედ დაცვა და ყოველგვარ მომარაგებაზე უარი განაცხადა, რომელიც ჩვენკენ მოდიოდა ან ჩვენს მხარეში და ყველგან მშვილდოსნები დააყენა, რომლებიც ჩვენ, ტამპლიერებსა და პილიგრიმებს გვიტევდნენ. საბოლოოდ მისი ბოროტების დასაკმაყოფილებლად მან გამოიწვია ზოგირთი დომინიკანელი და მაიონირიტი [ფრანცისკანელი], რომლებიც ბზობას მოვიდნენ ჩვეულ ადგილას ღვთის სიტყვის განსაცხადებლად, რათა გენადგურებინა საქადაგო კათედრა, დაეგდო და ეთრია მიწაზე და მთელს ქალაქში გაემათრახებინა ისინი, როგორც ყაჩაღები. როცა დაინახა მან, რომ რასაც იმედოვნებდა იმას ვერ იღებდა ის მშვიდობაზე დათანხმდა. ჩვენ შევუთვალეთ მას, რომ მშვიდობა მანამდე არ ჩამოვარდებოდა სანამ არ გაიყვანდა მშვილდოსნებსა და სხვა ძალებს მიწებიდან, არ დაგვიბრუნებდა ქონებას, არ აღგვიდგენდა ყველაფერს შესაბამისი პირობებით და თავისუფლებას, რომელიც გაგვაჩნდა მისი იერუსალიმში შესვლამდე. ის ყველაფერზე დაგვთანხმდა, მაგრამ არაფერი შეუსრულებია. ამდენად ჩვენ ქალაქში მისი მოქმედებები შევაჩერეთ.

იმპერატორმა, იმის გაცნობიერებით, რომ ასეთი უზნეობით წარმატებას ვერ მიაღწევდა, აღარ ისურვა ქვეყანაში დარჩენა. და რახან ისურვა ყველაფრის განადგურება, მან უბრძანა მშვილდოსნებსა და ომის მანქანებს, რომლებიც დიდი ხანი იყვნენ აკრაში წმინდა მიწის დასაცავად, საიდუმლოდ დაეცვათ მისი საჭურჭლე. რამდენიმე მათგანი ბაბილონის სულთანთანთანაც გაგზავნეს, როგორც მის ძვირფას მეგობართან. ჯარისკაცები გააგზავნა აგრეთვე კვიპროსში რათა მძიმედ დაეხარკა ადგილობრივები და რაც ჩვენთვის ყველაზე საკვირველი იყო, მან გაანადგურა ნავები, რომელთა თან წაღების შესაძლებლობაც არ ჰქონდა. ამის გაგების შემდეგ გადავწყვიტეთ გვესაყვედურა მისთვის, მაგრამ პროტესტის თავიდან არიდებითა და გასწორების მიზნით ჩუმად შევიდა ნავში, ფარული გზით, წმინდა მოციქულების იაკობისა და ფილიპეს მოხსენიების დღეს და სწრაფად მიაღწია კუნძულ კვიპროსს, დამშვიდობების გარეშე. იაფა მან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მიატოვა; და ალბათ აღარასდროს დაბრუნდება!

ძალიან მალე სულთანმა და ბეილიფებმა დაკეტეს ყველა უკან დასახევი იერუსალიმიდან, ქრისტიან გლახაკთათვის და სირიელებისთვის, ამდენად მრავალი პილიგრიმი დაიღუპა გზაზე.

ეს არის რაც გააკეთა იმპერატორმა, რითიც დააზიანა წმინდა მიწა და თავისი სული, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ რაც აქ აღარ მოვყევით. დაე, მოწყალე ღმერთმა ინებოს შედეგების შემცირება! მშვიდობით.

16114288_227040744421903_7895457257023222236_n.jpg

დავით მაზმიშვილი      

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s