ჯვაროსანთა წერილები (ნაწილი V)

1

  1. იერუსალიმელი ჰოსპიტალიერთა დიდი მაგისტრი ლორდ დე მელაის, 1244

ყველაზე ძლევამოსილ ბატონს, მ. დე მელაის, ძმა გ. ნიუკასლელი, იერუსალიმის წმინდა სახლის თავმდაბალი მაგისტრი და ქრისტეს გლახაკ მიმდევართა მცველი, მოკითხვით.

ინფორმაციიდან, რომელსაც ჩვენი თქვენთან გამოგზავნილი წერილების თითოეული ნაწყვეტი შეიცავდა აშკარად შეამჩნევდით თუ როგორ ცუდად გრძელდება საქმე წმინდა მიწაზე ოპოზიციის გამო, რომელიც დიდი ხანი არსებობდა ზავის დადების პერიოდში, დამასკოელთა მხარდაჭერისთვის ბაბილონის სულთნის წინააღმდეგ; და ახლა გვსურს, რომ თქვენს აღმატებულებას შევატყობინოთ ახალი მოვლენების შესახებ. ამ წინა ზაფხულის დასაწყისში დამასკოს სულთანმა და სეისერმა, კრასის სულთანმა, რომლებიც მანამდე მტრები იყვნენ, მშვიდობა და ხელშეკრულება გააფორმეს ქრისტიანებთან შემდეგი პირობებით; კერძოდ, მათ უნდა აღუდგინონ ქრისტიანებს მთელი იერუსალიმის სამეფო და ტერიტორია, რომელიც ქრისტიანთა მფლობელობაში იყო მდინარე იორდანეს ახლოს, გარდა ზოგიერთი სოფლისა, რომლებსაც ისინი მთებში ფლობდნენ, ხოლო ქრისტიანებმა სამაგიეროდ მთელი ძალებით უნდა გაუწიონ მხარდაჭერა მათ ბაბილონის სულთნის წინააღმდეგ.

ამ შეთანხმების პუნქტებს ორივე მხარე დაეთანხმა. ქრისტიანები თავიანთი ადგილსამყოფლის აღებას შეუდგნენ წმინდა მიწაზე, სანამ მათი არმია გაზარაში იმყოფებოდა, ზემოთქმულ სულთანთან ერთად, რათა მოექანცათ ბაბილონის სულთანი. გარკვეული დროის შემდეგ რაც მათ მოქმედება დაიწყეს, იერუსალიმის პატრიარქი გადმოვიდა საზღვაო პროვინციებიდან; და მცირეხნიანი ფიზიკური შესვენების შემდეგ, მას ძლიერ სურდა სტუმრებოდა ჩვენი უფლის წმინდა საფლავს და დაიწყო მომლოცველობა, რომელშიც ჩვენც ვუბამდით მხარს. რაც აღვასრულეთ საპილიგრიმო აღთქმა, წმინდა მიწაზე გავიგეთ, რომ აურაცხელი რაოდენობის ბარბაროსული და უზნეო მოდგმა, ქორმიანებად წოდებულნი, შეიკრიბნენ და ბაბილონის სულთნის ბრძანებით დაიკავეს მთელი ქვეყანა, იერუსალიმიდან მოშორებული მიწები, რომლებიც გარს აკრავს მას და ყოველი ცოცხალი სული შეიწირეს ცეცხლითა და მახვილით.

იერუსალიმის მაცხოვრებელმა ქრისტიანებმა ამასთან დაკავშირებით მოიწვიეს კრება და რადგან მათ არ ჰქონდათ წინააღმდეგობის გაწევის ძალა მიიღეს კეთილგონივრული გადაწყვეტილება, რომ წმინდა ქალაქის ყოველი მაცხოვრებელი, ორივე სქესისა და ყველა ასაკის, უნდა წასულიყო ჩვენი რაინდების ბატალიონის დაცვის ქვეშ პოპაში, ლტოლვილებისა და უსაფრთხოების ადგილას. იმავე ღამეს, ჩვენი თათბირის შემდეგ, ფრთხილად გავუძეხით ხალხს ქალაქიდან და ნახევარი გზა ფარულად გადავლახეთ, როცა ჩვენი ძველი და ცბიერი მტრის გამო, ეშმაკმა ყველაზე დამანგრეველი დაბრკოლება მოგვივლინა; რაც ზემოაღნიშნულმა ხალხმა ქალაქის კედლებზე შტანდარტები აღმართეს, რომლებიც გაქცეულებისგან დარჩათ, წესით ამან უნდა გაგვახსენოს წინდაუხედაობა, იმის ამაო დაჯერებით, რომ ქრისტიანები, რომლებიც იქ დარჩნენ დაამარცხებდნენ მტრებს. ჩვენმა მიმდევარმა ზოგიერთმა ქრისტიანმა იჩქარა რათა შეეხსენებინათ ჩვენთვის, დავემშვიდებინეთ მხიარული სახით და გამოგვიცხადეს, რომ ქრისტიანებმა შტანდარტები, რომელთა შესახებაც კარგად იცოდნენ და იერუსალიმის კედლებზე იყო აღმართული, ნიშნად იმისა, რომ მათ მტრები დაამარცხეს; და ისინი ამდენად მოტყუვდნენ და მოგვატყუეს ჩვენც.

ჩვენც, მაშასადამე, ლხინში მყოფნი დამაჯერებლად გავბრუნდით წმინდა ქალაქისკენ, იქ მშვიდად დაბინავების ფიქრით და კიდევ მრავლის ერთგულების გრძნობით, ხოლო სხვები თავიანთი მემკვიდრეობის დაკავების იმედით, სწრაფად და გაუფრთხილებლად შებრუნდნენ ქალაქისა თუ მისი გარეუბნების მიმართულებით; თუმცა ჩვენ შევეცადეთ გადაგვეთქმევინებინა მათთვის, ღალატის შიშით ამ მუხანათი ხალხისგან და ასე გაშორდნენ ისინი მათ. გამგზავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ეს მოღალატე ქორმიანები დიდი ძალებით მოვიდნენ და გარს შემოერტყნენ ქრისტიანებს წმინდა მიწაზე, რომლებზეც ყოველ დღე უწყობდნენ სასტიკ თავდასხმებს, უჭრიდნენ ყველა საარსებო წყაროს და შედიოდნენ და გამოდიოდნენ ქალაქიდან, აწუხებდნენ სხვადასხვა გზით იმდენად, რომ ამის გამო შიმშილმა და უბედურებამ სასოწარკვეთილებაში ჩაყარა ისინი და ყველა მათგანი შეთანხმდა, რომ დაუცველებს შანსი არ ჰქონდათ და მტრის ხელით სიკვდილი ელოდათ. ამიტომ მათ ქალაქი დატოვეს ღამით, ხეტიალობდნენ ძნელსავალ და მთის უდაბნო ადგილებში სანამ ვიწრო ხეობას არ მიადგნენ, სადაც ისინი მტერს ჩაუსაფრდნენ, რომლებიც გარს ერტყნენ ყოველი მხრიდან და უტევდნენ ხმლებით, ისრებით, ქვებითა და სხვა იარაღებით, კლავდნენ და ნაწილებად ჭრიდნენ; სწორი გამოთვლების თანახმად, 7 000 კაცისა და ქალის, მორწმუნეთა სისხლი, დამწუხრებული მოგახსენებთ, რომ მოედინებოდა მთებიდან როგორც წყალი. ყმაწვილკაცები და ქალწულები გარბოდნენ მათი ტყვეობიდან და იკეტებოდნენ წმინდა ქალაქში, სადაც საფრთხეები აღარ ემუქრებოდათ, როგორც სასიკვდილოდ განწირულ ცხვრებს, მონაზვნებსა და ასაკოვან და სუსტ კაცებს, რომელთაც არ შეეძლოთ აეტანათ მოგზაურობის სიმძიმე და ბრძოლა, მოლოგინეები იყვნენ გოლგოთასა და წმინდა საფლავის ეკლესიაში, ადგილზე, რომელიც ნაკურთხი იყო ჩვენი უფლის სისხლით, ხოლო მის წმინდა ტაძარს ასეთი დანაშაულებანი არ უხილავს, როგორც კაცთა თვალებს სამყაროს დაბადებიდან.

ბოლოს, როგორც აუტანელმა მხეცობამ ამ დიდი დანაშაულისა გააღვიძა ყველა ქრისტიანის გულმოდგინება რათა შური ეძიათ ზიანისთვის და შესთავაზეს შემოქმედს საერთო თანხმობით, რომ ჩვენ ყველამ, სამოთხიდან დახმარებით წესრიგში მოგვეყვანა ჩვენი თავები და გვებრძოლა ამ მოღალატე ხალხთან. ჩვენ შესაბამისად თავს დავესხით მათ და შეუსვენებლად ვიბრძოდით დღის დასაწყისიდან ბოლომდე, სანამ სიბნელე ჯერ კიდევ განგვასხვავებდა მტრებისგან; ჩვენს მხარეს უზომო რაოდენობის კაცი დაეცა; მაგრამ ოთხჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგეებისა, როგორც აღმოვაჩინეთ ბრძოლის შემდეგ. იმავე (წმ. ლუკა მახარებლის) დღეს, ტამპლიერმა და ჰოსპიტალიერმა რაინდებმა, სული მოითქვეს და ზევიდან ითხოვეს დახმარება, ამ ომის ყველა ერთგულ რელიგიურ ადამიანთან ერთად და მათ ძალებს და ქრისტიანთა მთელ არმიას წმინდა მიწაზე, პატრიარქის პროკლამაციით შეკრებილებს და ჩაერთვნენ ყველაზე სისხლიან კონფლიქტში ზემოთქმულ ქორმიანებთან და 5 000 სარაცინ რაინდთან, რომლებიც ბოლოს ბაბილონის სულთნის დროშის ქვეშ იბრძოდნენ, ხოლო ახლა ქორმიანების რიგებში იყვნენ; სასტიკი თავდასხმა ორივე მხარეს განხორციელდა, რისი თავიდან აცილებაც ჩვენ არ შეგვეძლო. ორივე მხარეს ძლევამოსილი და რიცხვმრავალი მეომარი იყო. ბოლოს, ვერ შევძელით ამდენის წინააღმდეგ დგომა, მტრის ახალი და დაუზიანებელი ძალები აგრძელებდნენ მოსვლას, რომლებიც ჩვენს რიცხოვნობას ათჯერ აღემატებოდნენ, ჩვენ კი მოქანცული და დაჭრილი ვიყავით და ჯერ კიდევ ვგრძნობდით ბრძოლის ეფექტებს; ამდენად იძულებული ვიყავით მიგვეცა გზა, დაგვეტოვებინა ველი მათთვის, სისხლიანი და ძვირადღირებული გამარჯვებით; რადგან მათ მხარეს უფრო მეტი დაეცა ვიდრე ჩვენსას.

და ჩვენ გვეხმარებოდა ის, ვინც სულთა მხსნელია, ისე გვეხმარებოდა, რომ ასსაც არ დაუხსნია თავი გაქცევით, მაგრამ სანამ დგომა შეგვეძლო, ერთობლივად ვირწმუნეთ და ვაწყნარებდით ერთმანეთს ქრისტეში და დაუღლელად და მამაცურად ვიბრძოდით იქამდე, ჩვენი მტრების განსაცვიფრებლად, სანამ არ აგვიყვანდნენ ტყვეებად (რის თავიდან აცილებასაც ვცდილობდით) ან დაგვხოცავდნენ. ამიტომ, მტრები შემდეგ თავიანთ ტყვეებს აღტაცებით ეკითხებოდნენ: ,,თქვენ საკუთარი ნებით გაუყენეთ თავები სიკვდილის გზას; რატომ გააკეთეთ ეს?“ რაზეც ტყვეები პასუხობდნენ: ,,გვირჩევნია ბრძოლაში დავიხოცოთ და ჩვენი სხეულების სიკვდილით მივიღოთ სულთა დიდება, ვიდრე მიწიერს მივცეთ გზა და გავიქცეთ: როგორც ხალხი, რომელთაც ძლიერ ეშინიათ“.

ამ ბრძოლაში ქრისტიანული ძალები განადგურდა და დაღუპულთა რიცხვი ორივე მხარეს ურიცხვი იყო. დაიღუპნენ ტამპლიერთა და ჰოსპიტალიერთა მაგისტრებიც, ისევე როგორც სხვა ორდენების მაგისტრები ძმებთან და მიმდევრებთან ერთად. ვალტერი, ბრინის გრაფი და ბატონი ფილიპე დე მონფერატი, და ყველა ვინც იბრძოდა პატრიარქის მოწოდების ქვეშ გაანადგურეს; ტამპლიერებიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა გაქცევა, ხოლო ჰოსპიტალიერებიდან 16-მა, რომლებიც შემდეგ წუხდნენ იმაზე, რომ თავიანთი თავები გადაარჩინეს. მშვიდობით.

3
დამიეტას ალყა, 1249 – სენ-დენის ქრონიკები, XIV ს.
  1. გაი, რაინდი, ბ. შარტრელს, 1249. დამიეტადან

მის უძვირფასეს ნახევარძმას და ძმობილ მეგობარს, მაგისტრ ბ. შარტრელს, მოწაფე პარიზში, გაი, მელუნელი ვისკონტის ოჯახის რაინდი, მოკითხვითა და მზადყოფნით მისი სიამოვნებისათვის.

რადგან თქვენ შეცბუნებული ხართ წმინდა მიწის სახელმწიფოზე და ჩვენს ბატონ საფრანგეთის მეფეზე, ხოლო ამასთან დაინტერესებული ხართ ეკლესიის საერთო კეთილდღეობით ისევე როგორც მრავალი ნათესავისა და მეგობრის ბედ-იღბლით, რომლებიც მეფის ბრძანებით იბრძვიან ქრისტესთვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვევალება მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მოვლენებზე, რომლებიც უეჭველად მოაღწევდნენ თქვენამდე.

თათბირის შემდეგ გავემგზავრეთ კვიპროსიდან აღმოსავლეთით. გეგმა ითვალისწინებდა, რომ დაგვერტყა ალექსანდრიისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეში უცაბედად ამოვარდნილი ქარიშხალი დაატყდა თავს ზღვის მთელ სანაპიროს. ჩვენი გემების დიდი ნაწილი მიმოიფანტა. კაიროს სულთანმა და სხვა სარაცინმა მთავრებმა ჯაშუშების მეშვეობით შეიტყვეს, რომ განზრახული გვქონდა დაგვერტყა ალექსანდრიისთვის და შეკრიბეს აუარებელი შეიარაღებული კაცი კაიროდან, ბაბილონიდან, დამიეტადან და ალექსანდრიიდან, და გველოდნენ სანამ გამოფიტულნი მივაღწევდით მათ ხმლამდე. ერთ ღამეს ჩვენ საშინელ ქარიშხალში გადავკვეთეთ ტალღები. დილით ცა მოიწმინდა, შტორმი დაცხრა და ჩვენი მიმოფანტული გემებიც ერთად და უსაფრთხოდ გამოვიდა ნაპირზე. გამოცდილი მესაჭე, რომელმაც ზღვის ამ ნაწილის ყველა სანაპირო და ბევრი ენა იცოდა და რომელიც მორწმუნე წინამძღოლი იყო ანძის ბოლოზე ავუშვით რათა ეთქვა ჩვენთვის თუ დაინახავდა მიწას და ეცოდინებოდა სად ვიყავით. რაც მან ფრთხილად და მწუხარედ დაათვალიერა მიმდებარე ქვეყანა, შეძრწუნებულმა წამოიყვირა: ,,ღმერთო გვიშველე, ღმერთო გვიშველე, მხოლოდ მას ძალუძს; ჩვენ დამიეტასთან ვართ“.

ყოველ ჩვენგანს შეეძლო მიწის დანახვა. სხვა გემების მესაჭეებიც იგივეს აკვირდებოდნენ და ერთმანეთთან მიახლოება დაიწყეს. ჩვენმა ბატონმა, მეფემ უზრუნველყო ჩვენი პოზიცია შეუპოვარი სულით და სცადა გაემხნევებინა და გაეერთიანებინა თავისი ხალხი. ,,ჩემო მეგობრებო და მორწმუნე ჯარისკაცებო“ მიმართა მათ ,,ჩვენ უძლეველნი ვიქნებით თუ ერთმანეთის სიყვარულში განუყოფლად დავრჩებით. ღვთის ნების გარეშე ვერ მოხდებოდა, რომ ჩვენ ასე სწრაფად მოვედით აქამდე. მე არც საფრანგეთის მეფე ვარ და არც წმინდა ეკლესია, ორივე თქვენ ხართ. მე მხოლოდ ადამიანი ვარ ვისი სიცოცხლეც სხვების მსგავსად დასრულდება, როცა უფალი მოისურვებს. ყველაფერი სასარგებლოა ჩვენთვის რაც შეიძლება გადაგვხდეს. თუ ვიძლევით, წამებულები ვიქნებით; თუ გავიმარჯვებთ, უფლის დიდება ამაღლდება, როგორც საფრანგეთისა, დიახ, ქრისტიანობისაც. ჭეშმარიტად სულელი თუ დაიჯერებს, რომ ღმერთი, რომელიც წინასწარ ჭვრეტს ყველაფერს, ამაოებისკენ მიბიძგებს მე. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ქრისტესთვის, რათა მან იზეიმოს ჩვენში, ის აძლევს დიდებას, პატივსა და კურთხევას არა ჩვენ არამედ მის სახელს“.

ამასობაში ჩვენი შეერთებული გემები მიწას მიადგნენ. დამიეტას მაცხოვრებლებსა და მახლობელ სანაპიროებს შეეძლოთ ეხილათ ჩვენი 1 500 გემისგან შემდგარი ფლოტი, რომელიც შორი მანძილიდან დაუთვლელად მხოლოდ 150 ხომალდისგან შემდგარს ჰგავდა. გვჯერა, რომ ჩვენს დროში ამხელა ფლოტი არავის უხილავს. დამიეტას მაცხოვრებლებმა, ნანახით გაოცებულებმა და შეშინებულებმა, ოთხი კარგი გალერა გაგზავნეს გამოცდილ ზღვაოსნებთან ერთად, რათა გამოერკვიათ და დაედგინათ თუ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა. ეს უკანასკნელნი იმ მანძილზე მოგვიახლოვნდნენ, რომ გაერჩიათ ჩვენი გემები, მერყეობდნენ, შეჩერდნენ და მათთვის საინტერესო ცნობების მიღების შემდეგ თავიანთი მხარისკენ დასაბრუნებლად მოემზადნენ; მაგრამ ჩვენი გალერები სწრაფ ნავებთან ერთად გაჰვნენ მათ და მოიმწყვდიეს, ამდენად ისინი იძულებულნი გახდნენ, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, მოდგომოდნენ ჩვენს გემებს.

ჩვენი ხალხი, იხილეს რა სიმტკიცე ჩვენი მეფისა და მისი მშვიდი გადაწყვეტილება, ბრძანების შესაბამისად საზღვაო ბრძოლისთვის მოემზადა. მეფემ ბრძანა წაერთმიათ ისინი მეზღვაურებისთვის და ყველასთვის ვისაც კი შეხვდებოდნენ და მიგვითითა, რომ შემდეგ გადავსულიყავით ხმელეთზე და დაგვეკავებინა ქვეყანა. შემდეგ ჩვენ, მანგონელების საშუალებით, რომლებიც ერთხელ ტყორცნიდა 5-6 ქვას შორიდან, მათი განდევნა დავიწყეთ ცეცხლოვანი სასროლი შუბებით, ქვებითა და კირით სავსე ბოთლებით, რომელთაც ვამზადებდით მშვილდით სასროლად ან პატარა ჯოხებით, როგორც ისრებისა. შუბები ხვრეტდა მათ ხომალდებსა და მეზღვაურებს, ქვები ანადგურებდა, ხოლო გაფრენილი კირით სავსე ბოთლები სკდებოდა და აბრმავებდა მათ. შესაბამისად მტრის სამი გალერა მალევე ჩაიძირა. თუმცა მტრის მცირე რაოდენობა გადაგვირჩა. მეოთხე გალერა ძიერ დაზიანებული გაცურდა. დახვეწილი წამებით, მეზღვაურებისგან, რომლებიც ცოცხლად ჩავიგდეთ ხელში, სიმართლე გავიგეთ და შევიტყვეთ, რომ დამიეტას მოქალაქეებს ქალაქი მიუტოვებიათ და ალექსანდრიასთან გველოდებოდნენ. მტრები, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს და ვისი გალერაც გადარჩა, მძიმედ დაიჭრა და საზარლად მოთქვამდა, მრავალრიცხოვან სარაცინებთან წავიდნენ, რომლებიც ნაპირზე ელოდებოდნენ, რათა ეთქვა, რომ ზღვა დაფარული იყო ფლოტით და სულ ახლოს დაცურავდა და საფრანგეთის მეფე მტრულად მოიწევდა მათკენ ბარონების უსასრულო რიცხვით, ხოლო ქრისტიანები 10 000 – ერთზე იყვნენ და ისინი ხსნიდნენ ცეცხლს, ისროდნენ ქვებსა და მტვრის ღრუბლებს აწვიმდნენ მათ. ,,თუმცა“ დაამატეს მათ ,,სანამ ისინი ჯერ კიდევ დაღლილები არიან საზღვაო შრომით, ხოლო თქვენ ქვეშევრდომთა სიცოცხლე და სახლები გადარდებთ, იჩქარეთ მათი დახოცვა, ან უკიდურეს შემთხვევაში მტკიცედ მოიგერიეთ სანამ ჩვენი ჯარისკაცები დაბრუნდებიან. ჩვენ რთულად გადავრჩით და გაგაფრთხილეთ. ჩვენ ვიცანით მტრის სიმბოლოები. ნახეთ რა მძვინვარედ გვიტევენ და ერთნაირად მზად არიან იბრძოლონ როგორც ზღვაზე ისე ხმელეთზე“.

ამ სიტყვის შემდეგ შიში და ეჭვები გაიზარდა მტრის რიგებში. ყოველი ჩვენგანი დარწმუნდა სიმართლეში და უდიდესი იმედები ჩაესახა. ერთმანეთის მეტოქეობაში ისინი თავიანთი გემებიდან ბარკებში გადახტნენ; წყალიც ნელ-ნელა იკლებდა სანაპიროსთან, ასე რომ ბარკებსა და პატარა გემებს არ შეეძლოთ მიწამდე მიეღწიათ. რამდენიმე მეომარი, მეფის ბრძანებით ზღვაში გადახტა. წყალი წელამდე მისწვდათ. პირდაპირ დაიწყო სასტიკი ბრძოლა. წინა ხაზის ჯვაროსნებს სწრაფად მიჰყვებოდნენ სხვები და ურწმუნოთა მთელი ძალები მიმოიფანტა. ჩვენ ერთადერთი კაცი დავკარგეთ მტრის ცეცხლით. ორი თუ სამი კიდევ სხვა, ასევე ბრძოლას მოწყურებული, გადახტა წყალში და თავიანთ სიკდილში ვალი მათ უფრო ედოთ, ვიდრე სხვებს. დანებებულმა სარაცინებმა ქალაქისკენ აიღეს გეზი, გარბოდნენ სამარცხვინოდ და დიდი დანაკარგებით. მრავალი მათგანი დასახიჩრდა ან სასიკვდილოდ დაიჭრა.

ჩვენ მათ ახლოს მივყვებოდით, მაგრამ მეთაურები, ჩასაფრების შიშით უკან გვაბრუნებდნენ. სანამ ვიბრძოდით ზოგიერთმა მონამ და ტყვემ თავიანთი ბორკილები გატეხა და ახლა მოხუცებიც ჩვენ გვებრძოდნენ. მხოლოდ ქალები, ბავშვები და ავადმყოფები დარჩნენ ქალაქში. ეს მონები და ტყვეები სიხარულით ისწრაფოდნენ ჩვენთან შესახვედრად, მიესალმნენ ჩვენს მეფესა და მის არმიას და ყვიროდნენ ,,კურთხეულია ის ვინც მოვიდა უფლის სახელით“. ეს მოვლენები პარასკევს, უფლის ვნების დღეს მოხდა; ჩვენ მისგან კეთილმოსურნე ნიშანიც მივიღეთ. მეფე უსაფრთხოდ და სიხარულით გადმოვიდა ხმელზე, ისევე როგორც ქრისტიანთა არმიის უდიდესი ნაწილი. მომდევნო დღემდე შევისვენეთ, როცა მონების წინამძღოლობის დახმარებით, რომელთაც ქვეყანა და გზები იცოდნენ, ხელთ ვიპყარით მიწა და სანაპირო. მაგრამ ღამით სარაცინებმა, რომელთაც აღმოაჩინეს, რომ ტყვეები გაიქცნენ, გადარჩენილები დახოცეს. ამდენად, თავიანთი წყევლით ისინი გახადეს ქრისტესთვის წამებულები.

მომდევნო ღამის სიბნელეში და კვირა დილას, რადგან არ ჰქონდათ იარაღი და არ ჰყავდათ რაზმები, ხოლო სარაცინები უყურებდნენ ქრისტიანთა სიმრავლეს, რომლებიც გადმოდიოდნენ ხმელეთზე, მათ სიმამაცესა და სიმტკიცეს და მათი ქალაქის მოულოდნელ აოხრებას, ხელმძღვანელების, ლიდერებისა და პიროვნებების ნაკლებობას განიცდიდნენ, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ, ისევე როგორც ძალისა და იარაღის ნაკლებობას, წავიდნენ და თან წაიღეს ყველაფერი რაც მოძრავი იყო, თავიანთ ქალებთან და ბავშვებთან ერთად. ისინი ქალაქის მცირე კარიბჭეებიდან გავიდნენ სხვა მხრიდან, რომელიც ადრე ჰქონდათ გაკეთებული. ისინი ტოვებდნენ ქალაქს ხმელეთითა და ზღვით, დატვირთულნი ყველა სახის მარაგით. იმავე დღის 9 საათზე, ორი ტყვე, რომლებმაც სარაცინებისგან თავის დახსნა მოახერხეს მოვიდნენ ჩვენთან მომხდარის მოსაყოლად. მეფე, რომელსაც აღარ ემუქრებოდა ჩასაფრება, ქალაქში სამ საათზე შევიდა დაბრკოლებისა და სისხლის ღვრის გარეშე. ყველა შემსვლელიდან მხოლოდ ჰუგო ბრუნი, მარშის გრაფი დაიჭრა მძიმედ. მან ჭრილობებიდან ბევრი სისხლი დაკარგა გადასარჩენად, ის უყურადღებოდ მოეპყრო თავის სიცოცხლეს, მის მიმართ საყვედურების გამო და სწრაფად შეიჭრა მტრის შუაგულში. ის გარკვეულ დონეზე გაჩერდა, რადგან იცოდა, რომ ეჭვის ობიექტი იყო.

არ დამავიწყდება იმის თქმა, რომ რაც სარაცინებმა გაქცევა გადაწყვიტეს, ჩვენკენ ტყორცნეს დიდი რაოდენობის ბერძნული ცეცხლი, რომელიც ძალზე საზიანო იყო ჩვენთვის, რადგან ქარი მას ქალაქისკენ უბერავდა. მაგრამ ქარი უცებ შეიცვალა, ცეცხლი დამიეტადან უკან განდევნა, სადაც რამდენიმე პირი და სიმაგრე შეიწირა. უფრო მეტი ქონება განადგურდებოდა, მონებს რომ არ ჩაექროთ იმ საშუალებით, რომელიც იცოდნენ, და უფლის მფარველობით, რომელსაც არ სურდა რომ ჩვენ გვქონოდა ქალაქი, რომელიც მიწამდე დაიწვა.

მეფე სიხარულით შევიდა ქალაქის შუაგულში, მაშინვე გაემართა სარაცინთა ტაძრისკენ სალოცავად და ღვთისთვის მადლობის სათქმელად, რომელსაც ავტორად თვლიდა იმ მოვლენისა რაც მოხდა. ტრაპეზამდე, ყველა ქრისტიანი სიტკოებით ტიროდა, ხოლო სიხარულის წმინდა ცრემლებითა და ლეგატის წინამძღოლობით საზეიმოდ მღეროდნენ ანგელოზთა ჰიმნს, ,,Te Deem Laudamas”-ს. შემდეგ წმინდა ქალწულის მესა აღინიშნა ამ ადგილას სადაც უძველეს დროში აღნიშნავდნენ ქრისტიანები და რეკავდნენ ზარებს, და რომელიც ახლა გაწმინდეს და რომელსაც ასხურეს წმინდა წყალი. ამ ადგილას, ოთხი დღით ადრე, როგორც ტყვეები ყვებოდნენ, უწმინდურ მუჰამედს სცემდნენ თაყვანს საძაგელი მსხვერპლით, ხმამაღალი შეძახილებითა და ხმაურიანი საყვირებით. ქალაქში აღმოვაჩინეთ აუარებელი საკვები, იარაღი, მოწყობილობა (სამხედრო), ძვირფასი სამოსელი, ვაზები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სხვა საგნები. გარდა ამისა, მრავლად გვქონდა ჩვენი პროვიზია, ისევე როგორც სხვა ძვირფასი და საჭირო საგნები ჩვენი გემებიდან.

ამ სიკეთის გაყოფით, ქრისტიანული არმია, როგორც აუზი, რომელიც შენაკადებით ივსება, ყოველდღიურად იზრდებოდა ჯარისკაცებით ლორდ ვილ-ჰარდუნის მიწებიდან და ზოგიერთი ტამპლიერითა და ჰოსპიტალიერით, გარდა ახალგამოჩენილი პილიგრიმებისა. ასე რომ ღვთის წყალობით ძალიან გავძლიერდით. ტამპლიერებსა და ჰოსპიტალიერებს ასეთი ტრიუმფის დაჯერება არ უნდოდათ. ფაქტია, რომ რაც მოხდა შესაძლებელი იყო. ყველაფერი სასწაულებრივად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით ბერძნული ცეცხლი, რომელსაც ქარი იმათკენ ტყორცნიდა, რომლებიც ჩვენ გვიტევდნენ მისი საშუალებით. მსგავს სასწაულს ჰქონდა ადგილი ანტიოქიასთან. რამდენიმე ურწმუნო ქრისტესკენ მოიქცა და ამ დრომდე ჩვენთან დარჩნენ.

ჩვენ წარსულით განსწავლულნი უფრო წინდახედულად ვიმოქმედებთ მომავალში. ჩვენ თან გვყავს მორწმუნე აღმოსავლეთმცოდნეები (Orientals), რომელთაც ანგარიში შეუძლიათ. მათ ყველა ქვეყანა და ხიფათი იციან; ისინი მოინათლნენ ჭეშმარიტი ერთგულებით. სანამ ვწერთ ჩვენი მეთაურები განიხილავენ რა არის საჭირო გასაკეთებლად. საკითხი დგას იმისა თუ საით წავიდეთ ალექსანდრიის, კაიროსა თუ ბაბილონისკენ. არ ვიცით რა გადაწყდება. თუ გადავრჩით შედეგს შეგატყობინებთ. ბაბილონის სულთანმა გაიგო რაც მოხდა და შემოგვთავაზა საერთო მიწვევა ბრძოლისთვის წმ. იოანე ნათლისმცემლის მოხსენიების დღეს, დილით და ადგილი, რომელსაც ორი არმია აირჩევდა და წესით როგორც ის ამბობს, ფორტუნა გადაწყვეტს აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ხალხის ბედს, შესაბამისად ქრისტიანებისას და მათსას და მხარეს თუ ვის მიანიჭებს გამარჯვებას, ხოლო დამარცხებული მორჩილად მიიღებს მას. მეფემ უპასუხა, რომ მას არ ეშინია ქრისტეს მტრის ერთ დღეზე უფრო მეტად და მან შესთავაზა მას, რომ არ დაესვენათ, არამედ მოიწვია იგი ხვალისთვის მისი სიცოცხლის ნებისმიერ დღეს, სანამ შეუძლია შეინანოს თავისი სული და შეუძლია შემობრუნდეს უფლისკენ, რომელსაც სურს მთელი მსოფლიოს ხსნა და რომელიც მოიღებს წყალობას მათზე ვინც მობრუნდება მისკენ;

ამ ამბების შესახებ აღნიშნულ წერილში გიამბეთ ჩვენი ნათესავის გვისკარის მეშვეობით. ის არაფერს ეძიებს სხვას გარდა რაც მას სურს, ჩვენი ხარჯებით, თავს ამზადებს პროფესურისთვის და აქვს შესაბამისი საცხოვრებელი უკვე ორი წელია.

ჩვენ არაფერი ვიცით რათა შეგატყობინოთ თათრების შესახებ. ჩვენ არ ველით არც კეთილსინდისიერებას მოღალატეებისგან, არც ჰუმანურობას არაჰუმანურებისგან, არც გულმოწყალებას ძაღლებისგან, თუ ღმერთი, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი, იქმნის ამ სასწაულს. ეს არის ის ვინც გაწმინდა წმინდა მიწა ბოროტი ხორეზმელებისგან. მან გაანადგურა და საერთოდ გააქრო ისინი მიწიდან. როცა რაიმე მნიშვნელოვანსა და აღსანიშნს შევიტყობთ თათრებზე, ან სხვებზე, გამოგიგზავნით სიტყვას წერილით ან როჯერ დე მოტეფაგის მეშვეობით, რომელიც ბრუნდება საფრანგეთში გაზაფხულზე, ჩვენი ბატონის ვისკონტის მიწებზე, რათა შეაგროვოს ფული ჩვენთვის.

2

დავით მაზმიშვილი

P.S. აქ სრულდება ბლოგის თემა ჯვაროსანთა ეპისტოლარულ ციკლზე. ბუნებრივია, კიდევ უფრო ბევრი წერილი და საინტერესო ამბავი უკავშირდება ჯვაროსანთა ისტორიას, მაგრამ ამ ეტაპზე აქ შევჩერდები. როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად რვა ჯვაროსნულ ლაშქრობას ვიცნობთ. ზემოთ მოყვანილ წერილში კი მე-7 მათგანის დოკუმენტია მოყვანილი, რომელიც 1248 წელს დაიწყო და 1254 წელს ომამდელი სტატუს-კვოთი დასრულდა. ლაშქრობები წმინდა მიწაზე, სამწუხაროდ, სრული კრახით დასრულდა ევროპელებისთვის. მას მოჰყვა მე-8 და უკანასკნელი გამოჩენა ახლო აღმოსავლეთში, რასაც ასევე არ ჰქონია წარმატება და 1270 წელს აკრის დაცემით ჯვაროსანთა უკანასკნელი კვალიც გაქრა წმინდა მიწიდან (თუ არ ჩავთვლით წმინდა ადგილებს).

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s