გონსალო პისაროს ექსპედიცია ამაზონის აუზში

gonzalo-pizarro-wc-9442314-1-402
გონსალო პისარო უ ალონსო (1510-1548) – ესპანელი კონკისტადორი და ფრანსისკო პისაროს, ინკების იმპერიის დამპყრობლისა და ქალაქ ლიმას დამაარსებლის ნახევარძმა 

გონსალო პისარომ აშკარა სიხარულით მიიღო სიახლე მისი ქალაქ კუიტოს მთავრობაში დანიშვნის შესახებ; არა იმდენად მფლობელობისთვის მიეცა მას ინდიელთა ძველი პროვინცია, არამედ იმ სივრცისთვის, რომელიც ახალი აღმოჩენების მეშვეობით იხსნებოდა აღმოსავლეთით – ზღაპრული მიწა საუცხოო სანელებლებით, რომელიც დიდი ხანი ატყვევებდა დამპყრობელთა წარმოდგენებს. მან დაუყოვნებლად აღიდგინა მმართველობა და ყოველგვარი სირთულის გარეშე გააღვიძა ენთუზიაზმი მისსავე მიმდევრებში. მოკლე დროში მან შეკრიბა 350 ესპანელი და 4 000 ინდიელი. მისი მხლებლებიდან 150 მხედარი იყო და ყველა მათგანი საფუძვლიანად იყო აღჭურვილი. გონსალომ დიდი სამუშაო გასწია შიმშილობის თავიდან ასაცილებლად, რისთვისაც დიდი რაოდენობის პროვიზიები გამოჰყო და ღორების უზარმაზარი კოლტიც თან გაიყოლა.

პისარომ ეს სახელოვანი ექსპედიცია 1540 წლის დასაწყისში წამოიწყო. მოგზაურობის პირველ ნაწილს გარკვეული სირთულეც ახლდა თან, სანამ ესპანელები ჯერ კიდევ ინკების მიწაზე იმყოფებოდნენ; განსაკუთრებული სხვაობა პერუსი არ იგრძნობოდა ამ შორეულ პროვინციაში, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ,,მზის ბავშვების“ პრიმიტიული მმართველობის ქვეშ ცხოვრობდა. მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა, როცა ისინი კუიკოს ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც მცხოვრებთა მახასიათებლები, ისევე როგორც კლიმატი, სხვა აღწერილობისა იყო. ქვეყანას კვეთდა ანდების ძალიან მაღალი რიგები და მოგზაურებიც მალე აირივნენ ღრმა და რთულ გადასასვლელებში. როცა ისინი უფრო მაღალ რეგიონებში ავიდნენ, ყინულოვანი ქარები კორდილიერებიდან ყრიდა მათ გაყინულ კიდურებს და მრავალი ადგილობრივის ცივი სამარე ხდებოდა იქაურობა. ამ უზარმაზარი ბარიერის გადალახვისას მათ გამოსცადეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მიწისძვრა, რომელიც ამ ვულკანურ რეგიონში ხშირად აზანზარებდა მთებს მათ ბაზამდე. ერთ ადგილას მიწა საშინლად იყო გარღვეული, სადაც გოგირდოვანი ორთქლის დინებები სიღრმიდან ამოდიოდა და სოფელი ასობით სახლით ჩავარდნილი იყო საზარელ უფსკრულში!

Francisco_de_Orellana_Amazon_River_voyage_(1541-1542).svg
ფრანსისკო დე ორელიანას მოგზაურობა მდინარე ამაზონის აუზში (1541-42 წწ.)

აღმოსავლეთის ფერდობზე დაშვებისას, ამინდი შეიცვალა; და როცა ქვემო დონეზე ჩამოვიდნენ, საზარელი სიცივე სულის მხუთავმა სიცხემ შეცვალა, სადაც ჭექა-ქუხილისა და ელვის ქარიშხალი იყო მომძლავრებული მთაგრეხილთა ხეობებში, მხოლოდ ხანმოკლე შესვენებებით დღისითა თუ ღამით, რისთვისაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ადგილის ღვთაებებს, რომლებიც შესაბამისად სჯიდნენ მათ. ექვსი კვირის მანძილზე გაუჩერებლად გრძელდებოდა წყალდიდობა და უბედური მწირები, სველი და დაქანცული განუწყვეტელი მძიმე შრომით, ძლივს მიათრევდნენ თავიანთ კიდურებს დატეხილ და ნესტით გაჟღენთილ მიწაზე. ამ მტანჯველი მოგზაურობის რამდენიმე თვეში, რაც მათ გადალახეს ბევრი ჭაობი და მთის დინება, საბოლოოდ მიაღწიეს კანელასს, დარიჩინის მიწას. მათ ნახეს ხეები ძვირფასი ქერქით, რომელიც ფართო ტყეებში იყო გავრცელებული; მიუხედავად იმისა, რომ ძვირფასი სავაჭრო საქონელი იყო ეს შესაფერის სიტუაციებში დამტკიცდა, ხოლო ამ შორეულ რეგიონებში ნაკლებად ღირებული გახლდათ. მაგრამ როცა ისინი მოხეტიალე ველურ ტომებს შემთხვევით გადააწყდნენ გაიგეს, რომ ათი დღის სავალზე იყვნენ მდიდარი და ნაყოფიერი, ოქროთი სავსე მიწიდან, რომელიც ასევე მრავალრიცხოვანი ხალხებით იყო დასახლებული. გონსალო პისაროს ექსპედიციისთვის გამოყოფილი მარაგი უკვე ეწურებოდა. ამ ამბებმა კი იმედები განუახლა მას და გადაწყვიტა უფრო შორს წასულიყო. მისთვის და მისი მიმდევრებისთვის კი აჯობებდა, რომ დაკმაყოფილებულიყვნენ და მათსავე ნაფეხურებს გაჰყოლოდნენ უკან.

მათ გააგრძელეს სვლა, სადაც ქვეყანა ფართოვდებოდა სავანებით და ბოლოვდებოდა ტყეებით, რომელიც მიახლოებისას უფრო ცხადად გამოჩნდა, რომ ჰორიზონტის მთელ კიდეზე იყო გადაჭიმული. აქ მათ შეამჩნიეს საოცრად მაღალი ხეები, რომლებიც მხოლოდ ეკვატორულ რეგიონებში იზრდებოდა. ზოგი იმდენად დიდი იყო, რომ 16 კაცი ძლივს შემოერტყმებოდა გარს გაშლილი ხელებით! ტყე ფართოდ იყო აწეწილი ჭიანჭველებითა და პარაზიტული ხვიარა მცენარეებით, რომლებიც ხიდან ხეზე ეკიდა კაშკაშა ფერების გირლიანდებად და თვალისთვის ლამაზად იყო მოფარდაგებული, მაგრამ წარმოადგენდა გაუვალ ქსელს. გზის ყოველ ნაბიჯზე, ისინი იძულებულნი იყვნენ ჩეხვით ეთავისუფლებინათ ბილიკები თავიანთი ნაჯახებით, ხოლო მათი ტანსაცმელი ლპებოდა კოკისპირული წვიმით, რომლის წინაშეც უძლურები იყვნენ, ფერხდებოდნენ ყოველ ბუჩქნარსა და ეკალ-ბარდში, რომელიც სამოსს უფლეთდა მათ. მათი მარაგი ამინდმა გააფუჭა, რომელიც წინათ ბევრი ჰქონდათ და მასთან ერთად განადგურდა ცოცხალი მარაგიც ან მიმოიფანტა ტყეებსა და მთის უღელტეხილებზე. მათ მოაგროვეს ათასამდე ძაღლი, რომელთაგან ბევრს როგორც საშიშ ჯიშს უიღბლო ადგილობრივები სანადიროდ იყენებდნენ. მათ ახლა სიხარულით ხოცავდნენ, მაგრამ მათი საბრალო გვამები ახლა წარმოადგენდა საცოდავ ნადიმს დამშეული მოგზაურებისთვის; და როცა ისინი წავიდნენ, მათ მხოლოდ სამკურნალო მცენარეები და საშიში ფესვებიღა გააჩნდათ, რომელთა მოგროვებაც ტყეში შეძლეს.

tumblr_mbl4z88xFL1qmvhifo1_1280

ბოლოს ეს გზაგაცვეთილი კამპანია წყლის დიდ სივრცემდე გაფართოვდა, რომელსაც მდინარე ნაპო ქმნიდა, ამაზონის ერთ-ერთი მსხვილი შენაკადი და რომელიც თუმცა მხოლოდ მესამე ან მეოთხე მდინარეა ამერიკაში, ძველ სამყაროში ერთ-ერთი უპირველესი მნიშვნელობა ჰქონდა თავისი მასშტაბით. ნანახმა დიდად გაახარა მათი გულები, დაკლაკნილი ნაპირებით ისინი იმედოვნებდნენ, რომ იპოვიდნენ უსაფრთხო და უფრო სასარგებლო მაშრუტს. მისი საზღვრების დიდი მანძილის გადალახვის შემდეგ, მჭიდროდ გარშემორტყმული ეკალ-ბარდებით, რომელიც ძალზე ღლიდა მათ ძალას, გონსალომ და მისმა მხარემ გაიგონა ხმა, რომელიც წააგავდა მიწისქვეშა გრგვინვას. მდინარე, რისხვით შეფარული, საშინელი სისწრაფით აჩქარდა დაქანებაზე და დინებამ გაიყვანა ისინი საუცხოო ჩანჩქერამდე, რომელიც მათი განსაცვიფრებელი წარმოდგენით ეშვებოდა ქაფის უზარმაზარ სივრცეში, 12 ასეულ ფუტამდე! საზარელი ხმები, რომელიც ექვსი ლიეს მანძილზე ესმოდათ უფრო მეტად მძიმე იყო მათი სულებისთვის, რასაც ემატებოდა მიდამო ტყეების პირქუში სიმშვიდე. ძლიერი მეომრები აღვსილნი იყვნენ შიშის სენტიმენტებით. არცერთი გემი არ შედიოდა ღრმა ადგილას. უდაბური ადგილის ველური ბინადრების მეტი არცერთი ცოცხალი არსება არ უხილავთ. მათ ნახეს ვეებერთელა ბოა და საზიზღარი ალიგატორი, რომელიც მდინარის ნაპირებზე მზეზე თბებოდა. ფართოდ განფენილი ხეები დიდმშვენიერ სამოთხეს სწვდებოდა, მდინარე ისევე მიედინებოდა კლდოვან კალაპოტში, როგორც საუკუნეების მანძილზე. მდუმარებასა და სიჩუმეს ამ ადგილისა მხოლოდ წყლის ვარდნის ხრინწიანი ხმა არღვევდა ან ტყის გულის წამღები შრიალი, – თითქოს ყველაფერი მას შემდეგ გავრცელდა რაც ისინი ველურ და პრიმიტიულ სახელმწიფოში მოვიდნენ ღვთის ხელის წყალობით.

გარკვეულ მანძილზე ჩანჩქერის მაღლა და დაბლა, მდინარის კალაპოტი იმდენად იყო შევიწროებული, რომ მისი სიგანე 20 ფუტს არ აღემატებოდა. საშინელი შიმშილი მძვინვარებდა და მოგზაურებმა გადაწყვიტეს ნებისმიერ ფასად გადასულიყვნენ საწინააღმდეგო მხარეს, იმის იმედით, რომ იპოვიდნენ ქვეყანას, რომელიც სარჩოს მისცემდა მათ. ხეების ღეროებით სუსტი ხიდი ააგეს უფსკრულის გავლით, სადაც კლდეები ბუნების ძვრებისგან იყოფოდა და სწრაფად დაეშვნენ ქვემოთ რამდენიმე ასეული ფუტის სიღრმეში. ეს საჰაერო წანწალი ცხენებითა და ადამიანებით ერთი ესპანელის სიცოცხლე დაჯდა, რომელიც თავბრუდამხვევი გაუფრთხილებლობით იხედებოდა ქვემოთ, ფეხი დაუცდა და მდუღარე დიდ ტალღებში გადაეშვა.

Francisco_de_OrellanaDescubrimiento_del_Rio_Amazonas

მიუხედავად ამისა, მათ მცირეს მიაღწიეს ამ გაცვლით. ეს ქვეყანაც უნუგეშო იყო მათთვის და მდინარის ნაპირები გიგანტური ხეებით იყო შეკრული და შემოზღუდული იყო გაუვალი ტევრებით. ინდიელთა ტომები, რომელთაც ისინი შემთხვევით გადააწყდნენ უგზო და უდაბურ ადგილას, სასტიკი და არამეგობრულები იყვნენ და გაუთავებელი შეტაკებები ჰქონდათ მათთან. აქედან მათ ის გაიგეს, რომ ნაყოფიერი მიწა შეიძლებოდა ეძებნათ მდინარის ქვემოთ, მხოლოდ რამდენიმე დღის სავალზე და დაქანცული ესპანელები ჯერ კიდევ იმედოვნებდნენ და ჯერ კიდევ ტყუვდებოდნენ, რომ დაპირებული მიწა მათ წინ იყო, იმ მანძილზე როგორც ცისარტყელა იყო დაშორებული მათგან.

საბოლოოდ, მძიმე შრომისა და ტანჯვის შემდეგ, გონსალომ გადაწყვიტა, რომ აეგო დიდი ბარკა (გემი), რომელიც საკმარისი იქნებოდა მისი კამპანიის უფრო სუსტი ნაწილისა და ბარგის გადატანისათვის. ტყეები აწვდიდა მას ხის მასალას; ხოლო ფეხსაცმელები და ცხენები, რომლებიც გზაში განადგურდა ან საკვებად დაკლეს, ლურსმნებად გადააკეთეს; წებოს, რომელიც ხეებიდან გამოდიოდა ფისად ხმარობდნენ; ხოლო ჯარისკაცთა დაფლეთილ ტანსაცმელს ძენძის ნაცვლად იყენებდნენ. ეს ძალზე რთული საქმე იყო; მაგრამ, გონსალომ თავისიანების საქმიანობა მოიწონა და საკუთარი შრომით მაგალითს აძლევდა მათ. ორ თვეში ბრიგანტინის (გემი) აგება დაასრულეს, რომელიც საკმაოდ უხეში იყო, მაგრამ ძლიერი და საკმაოდ ტევადი კამპანიის ნახევრის სატარებლად, – ეს პირველი ევროპული ხომალდი გახლდათ, რომელიც კონტინენტის შიდა წყლებში დაცურავდა.

გონსალომ კაპიტნობა ფრანსისკო დე ორელანას გადასცა, კავალერს ტრუხილოდან, ვისი სიმამაცე და ერთგულება საიმედოდ გამოიყურებოდა მისთვის. არმია ახლა წინ მიიწევდა და ჯერ კიდევ მდინარის მიმართულებას მიჰყვებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბრიგანტინი მჭიდროდ მიცურავდა; და როცა შეუპოვარი კონცხი ან უსარგებლო დანიშნულების მიწა გადაეყრებოდათ, ის დროულად ეხმარებოდა უძლურ ჯარისკაცებს ტრანსპორტირებით. ამ მოგზაურობასა და მოღუშულ უდაბურებაში ნაპოს ნაპირებზე მათ მრავალი დამქანცავი კვირა გაატარეს. მთლიანი მარაგი დიდი ხანი იყო, რაც ამოეწურათ. უკანასკნელი ცხენებიც შეჭმული ჰქონდათ. აუტანელი შიმშილის შესამცირებლად, იძულებულნი იყვნენ უნაგირებისა და ქამრების ტყავი ეჭამათ. ტყეები ღარიბული საკვებით ამარაგებდა მათ და ხარბად შეექცეოდნენ გომბეშოებს, გველებს და სხვა რეპტილიებს რასაც შემთხვევით გადააწყდებოდნენ ხოლმე.

Pizarroshipbuilding

აქ არ არის ადგილი ორელანას ექსტრაორდინალური ექსპედიციის გარემოებების აღწერისა. მან წარმატებებს მიაღწია თავის წამოწყებაში. საოცარია, რომ მან გემი დაღუპვისგან გადაარჩინა მდინარის საშიშ და უცნობ დინებაში. ბევრჯერ ყოფილა ხომალდი კლდეებზე ნამსხვრევებად დაშლასთან ახლოს და ნაპოს სწრაფ დინებაში; და ის ჯერ კიდევ დიდი საშიშროების წინაშე იდგა მეომარი ტომების მხრიდან მის საზღვრებზე, რომლებიც მიწასთან მიახლოებისას ესხმობდნენ მისსავე პატარა რაზმს და კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მას მრავალი მილის მანძილზე კანოეებით. საბოლოოდ, ის დიდი მდინარიდან გამოვიდა; და აი ერთხელ ზღვაზე ორელანამ კუნძული კუბაგუა შენიშნა (კუნძული აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1498 წელს); აქედან მან ესპანეთამდე აღადგინა მმართველობა და ისაუბრა მოგზაურობის გარემოებების შესახებ, – ამაზონის ხალხების შესახებ, რომლებიც მდინარის ნაპირებზე იპოვა; ელ დორადოზე, რომლის არსებობის შესახებაც მიღებული ცნობების შედეგად დარწმუნდა, რომ ის ახლომახლო ადგილებში მდებარეობდა და მრავალ სხვა საოცრებაზე, – ეს უფრო მეტად გახლდათ გადამეტებული სინამდვილე ვიდრე ყურისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი ფანტაზია. დამსწრეები გულმოდგინედ ისმენდნენ მოგზაურთა მონათხრობს; და საოცრებათა ხანაში, როცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მისტერიები მუდმივად გამოდიოდა სააშკარაოზე მათ უნდა გაევლოთ სიმართლის ზღვარი ფანტაზიასა და რეალობას შორის.

მან ყოველგვარი სირთულის გარეშე მიიღო უფლებამოსილება აღმოჩენილი სამეფოების დაპყრობისა და კოლონიზაციისა. ის მალე გახდა 500 მიმდევრის მეთაური, მოემზადა თავისი წილი საფრთხეებისათვის და ექსპედიციის მოგების მისაღებად. მაგრამ არც მას და არც მის ქვეყანას ჰქონდათ წინასწარ განსაზღვრული ეს მოგება. ის უკანა გზაზე გარდაიცვალა, ხოლო ის მიწები, რომლებსაც მდინარე ამაზონი რეცხავდა პორტუგალიის ტერიტორია გახდა. უიღბლო ნაოსნის სახელი არც მის მიერ აღმოჩენილ წყლებს მისცემია განუყოფელი დიდებისთვის. მას მიეცა მხოლოდ აღმოჩენების უნაყოფო დიდება, რა თქმა უნდა, უსამართლო გარემოებებით დაუბალანსებელი, რომელთაც ის შეესწრო. ორელიანას ერთმა მხარემ შეინარჩუნა მტკიცე ოპოზიცია მისი საქმიანობისა, როგორც ჰუმანურობისა და ღირსებისთვის შეუთავსებელმა. ეს გახლდათ სანჩეს დე ვარგასი; და ბოროტმა მეთაურმა შური იძია მასზე ბედის ანაბარა მიტოვებით უდაბურ რეგიონში, სადაც ახლა მისმა თანამემამულეებმა იპოვეს.

orelanas biusti trujiloshi espaneti
ფრანსისკო დე ორელიანა (1511-1546) – ესპანელი მკვლევარი და კონკისტადორი. მისი ბიუსტი ტრუხილოში, ესპანეთი

ესპანელები ვარგასისგან დაწვრილებით ისმენდნენ მათ საშინელებას და ვენებში სისხლი გაეყინათ, როცა ისინი მიტოვებულნი იხილეს ამ შორეული და უდაბური ადგილის გულში და ღატაკნი იმ საშუალებებით, რომლებიც აქედან გაიყვანდა მათ. მათ ძალები მოიკრიბეს მოგზაურობის გასაგრძელებლად ნაპირების გასწვრივ, მაგრამ რამდენიმე დღეში ძალა და სულისკვეთება დაეცა და ისინი სასოწარკვვეთილებამ მოიცვა!

მაშინ გონსალო პისაროს ხასიათი გამოაშკარავდა, როგორც ლიდერისა გულგატეხილობისა და საფრთხის ჟამს. უფრო შორს წასვლის იმედი აღარ იყო. ამ ადგილას დარჩენა საკვებისა თუ ტანსაცმლის გარეშე, ასევე თავდაცვისუნარიანობის ნაკლებობით ტყის მძვინვარე მხეცებთან და კიდევ უფრო სასტიკ ადგილობრივებთან, შეუძლებელი იყო. ერთადერთი გამოსავალიღა გახლდათ დარჩენილი; კუიტოში (კიტო) დაბრუნება. მაგრამ ამან წარსული მოგონებები მოიტანა, ტანჯვისა, რომელიც კარგად ახსოვდათ, – რისი წარმოდგენაც კი ძალიან რთული იყო. ახლა ისინი 400 ლიეთი იყვნენ დაშორებულნი კუიტოდან და მთელი წელი იყო გასული ამ მტკივნეული პილიგრიმობის დაწყებიდან. როგორღა შეეძლოთ მათ კვლავ შეხვედროდნენ ამ საფრთხეებს?

Francisco-de-Orellana

ალტერნატივა ჯერ კიდევ არ ჩანდა. გონსალო ცდილობდა დაეყოლიებინა თავისი მიმდევრები აქ დაბინავებულიყვნენ, სანამ ცოცხლები იყვნენ; ეფიცებოდა მათ რათა ეჩვენებინა კასტილიელთა სახელის ღირსება. მან შეახსენა მათ ის დიდება, რასაც ოდესმე მიიღებდნენ საქმის გმირული დაბოლოებით, როცა მიაღწევდნენ თავიანთ სამშობლოს. ის გაუძღვებოდა მათ უკან, სხვა მარშრუტით და თუმცა ეს შეუძლებელი იყო ისინი შეხვდებოდნენ ბარაქიან რეგიონებს, რომლებზეც ასე ხშირად ესმოდათ. ეს იყო სულ მცირე, რაც მათ სახლამდე აახლოებდა; და როგორც ყველა შემთხვევაში, ეს ერთადერთი გზაღა იყო დარჩენილი, რომელსაც კაცებივით უნდა შეხვედროდნენ. სულს უნდა შეენარჩუნებინა სხეული; და სირთულეები, რომლებსაც გადააწყდებოდნენ ნახევრად უკვე დაიძლეოდა!

ჯარისკაცები მგზნებარედ ისმენდნენ მისი დაპირებისა და სარწმუნო სიტყვებს. თავიანთი ლიდერის ნდობა სიცოცხლეს უბრუნებდა მათ უიმედო მდგომარეობას. ისინი გრძნობდნენ მისი აზროვნების ძალას და როცა ისმენდნენ მისგან გარანტიებს, მათ გულში ძველი კასტილიური სიამაყე გაცოცხლდა და ყოველი მათგანი შეიპყრო დიდსულოვანმა ენთუზიაზმმა მათი ლიდერისა. ის ჭეშმარიტად იმსახურებდა მათ ერთგულებას. ექსპედიციის პირველივე საათიდან თავისუფლად ატარებდა მის წილ ხელმოკლეობას. ის თავისი უპირატესობის მოთხოვნისგან შორს იყო და თან გაიყოლა მრავალი უღარიბესი ჯარისკაცი; თავისი სურვილით ეხმარებოდა ავადმყოფთ, სულიერად ამხნევებდა იმედდაკარგულებს, დამშეულ მიმდევრებთან ერთად იზიარებდა მცირე ულუფას, ტანჯვასა და შრომაში ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს, რასაც თავისივე მორწმუნე ამხანაგებს უჩვენებდა, არა ნაკლებს ვიდრე მათი კაპიტანი. ასეთი მოქცევით მან დიდი სარგებელიც ნახა.

მკითხველს მოვახსენებ, დასკვნის სახით, იმ საშინელებებზე, რაც გადახდათ ესპანელებს უკანა გზაზე კუიტოსკენ. მათ გეზი ახლა ჩრდილოეთისკენ აიღეს, ვიდრე ამაზონს მიაღწევდნენ; და უფრო მცირე სირთულეებს გადააწყდნენ, რადგან მათ გაცილებით დიდი ხიფათის გადალახვა მოუწიათ რომელთა წინაშეც უუნარონი იყვნენ. მათ საკვებს ისევ ღარიბული, ტყიდან მოპოვებული საჭმელი წარმოადგენდა და ის რასაც ინდიელთა მიტოვებულ დასახლებებში გადააწყდებოდნენ, ან ძალით წაართმევდნენ ადგილობრივებს. ზოგი დაავადდა და გზად დაიხრჩო, ხოლო მიმხმარე კი არავინ იყო. მუდმივმა უბედურებამ ეგოისტებად აქცია ისინი; და ბევრი ღარიბი უბედური მიატოვეს ბედის ანაბარა, რათა ამ უდაბურ ადგილას მომკვდარიყო სიმარტოვეში, ან შესაძლოა, მაწანწალა ველურ ცხოველებსაც შეეჭამათ ისინი.

საბოლოოდ, 1542 წლის ივნისში, ერთი წლის მანძილზე განადგურებულმა ექსპედიციამ სახლისკენ მიმავალ გზაზე, კუიტოს მეზობლად ფართო ადგილამდე მიაღწია. თუმცა საოცრად განსხვავებული სახე ჰქონდათ ორ წელიწად-ნახევრის შემდეგ მათ იმასთან შედარებით, როცა ისინი ამავე დედაქალაქის კარიბჭეებიდან გამოვიდნენ, რომანტიკული იმედებითა და სამხედრო სამოსში ამაყად გამოწყობილნი! მათი ცხენები განადგურდა, იარაღი დაიმტვრა და დაიჟანგა, სხეულებზე ველური ცხოველების ტყავი ეკიდათ, მათი გრძელი და აჩეჩილი სამაგრები ახლა ველურად ეცემოდათ მხრებზე, სახეები დამწვარი და გაშავებული ჰქონდათ ტროპიკული მზისგან, სხეულები შიმშილით გალეული და შრამებით საშინლად დამახინჯებული, – აკლდამიდან ახალამოსულებს ჰგავდნენ, არეული ნაბიჯით, ლანდებივით ნელა მოლასლასებდნენ! ექსპედიციის მონაწილე 4 000 ინდიელიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა, ხოლო ესპანელთაგან მხოლოდ 80, მათგან ბევრი კი განადგურებული იყო კუიტოში დაბრუნებისას.

ამ ადგილის ქრისტიან მცხოვრებთაგან მცირე რაოდენობა გამოვიდა, ცოლებთან და ბავშვებთან ერთად რათა შეგებებოდნენ თანამოქალაქეებს. მათ ეხმარებოდნენ და ასვენებდნენ როგორც შეეძლოთ. და როცა მოისმინეს სამწუხარო ამბები მათი ტანჯვისა, მწირებთან ერთად ცრემლი მოერიათ თვალებზე. მთელი კამპანია შემდგომ დედაქალაქში შევიდა, სადაც მათი პირველი მოქმედება ის იყო, რომ ეკლესიაში წავიდნენ და მადლობა შესწირეს ყოვლისშემძლეს სასწაულებრივი ხსნისთვის გრძელი და სახიფათო პილიგრიმობის შემდეგ. ასეთი იყო ექსპედიციის დასასრული ამაზონში; ექსპედიცია, რომელიც ხიფათითა და გაჭირვებით იყო აღსავსე მთელ მანძილზე და მუდმივად ითმენდნენ მრავალ გაჭირვებას, იდგნენ მტკიცედ და შესაძლოა, უბადლოდ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს, რომელიც ჩაიწერა ამერიკის აღმოჩენათა ანალებში.

დავით მაზმიშვილი

წყარო: weaponsandwarfare.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s