იანოშ ჰუნიადი – ევროპის ანტიოსმალური ომისა და უნგრეთის ეროვნული გმირი

იანოშ ჰუნიადი, უნგრეთის ეროვნული გმირი, ევროპასა და თურქ-ოსმალებს შორის მიმდინარე ბრძოლის ერთ-ერთი გამორჩეული მეთაურია. ის ფაქტობრივად წყვდიადიდან აღზევდა, რათა მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში უნგრულ პოლიტიკაში დომინანტობა მოეპოვებინა უზარმაზარი თურქული იმპერიის წინააღმდეგ. ამავე ასწლეულის დასაწყისში მამამისი, ვლახი რაინდი ვოიკი უნგრეთში გადასახლდა, რათა ემსახურა იმპერატორ სიგიზმუნდ ლუქსემბურგისთვის. ამ დროისთვის უნგრეთი ევროპის ერთ-ერთ დიდი ძალა იყო, რომლის მფლობელობაშიც… Continue reading იანოშ ჰუნიადი – ევროპის ანტიოსმალური ომისა და უნგრეთის ეროვნული გმირი

Advertisements

ვეზენბერგის ბრძოლა (1268)- ლივონიელი ჯვაროსნების საბრძოლო ფრე რუსებთან

1268 წლის 18 თებერვალი... მოვლენა, რომელსაც დღეს შევეხებით უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც რამდენიმე ეროვნული წარმონაქმნი წარმართი ხალხების გაქრისტიანებას ცდილობდა თანამედროვე ესტონეთის, ლიტვის, ლატვიისა და რუსეთის ტერიტორიაზეც კი. აღნიშნულ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა 26 წლის შემდეგ, რაც რუსებმა გამარჯვება მოიპოვეს პეიპუსის ტბის ბრძოლაში (ცნობილია, როგორც ,,ბრძოლა ყინულზე“). მასზე ცნობები შემორჩენილია ორ სხვადასხვა მე-13 საუკუნის წყაროში. ისტორიული ფონი… Continue reading ვეზენბერგის ბრძოლა (1268)- ლივონიელი ჯვაროსნების საბრძოლო ფრე რუსებთან

ოქროს დეზების ბრძოლა (1302) – ფლანდრიული ლომის შურისძიება (ნაწილი II)

შუადღეს ფრანგი შუბოსნები და არბალეტისტები ფლამანდიელებისკენ დაიძრნენ. თუმცა მოწინააღმდეგის რიგებთან მიახლოებისას პირველად სწორედ მათ გაუხსნეს ცეცხლი. მცირე ხნის შემდეგ ორმხრივი სროლა დაიწყო. ფრანგ მშვილდოსანთა ეფექტიანობა ფლამანდიელთა მთავარ ხაზზე მეტად უმნიშვნელო გამოდგა. როდესაც ისინი დინებებს მიუახლოვდნენ, მტრის მრავალრიცხოვნობამ თავისი გაიტანა და უკან დაიხიეს. მათი შეჩერების მიზეზი ცხადია ის იყო, რომ წყლის გადალახვა დამხმარე ძალების გარეშე თვითმკვლელობის… Continue reading ოქროს დეზების ბრძოლა (1302) – ფლანდრიული ლომის შურისძიება (ნაწილი II)

ოქროს დეზების ბრძოლა (1302) – ფლანდრიული ლომის შურისძიება (ნაწილი I)

1302 წელს ქალაქ კურტრესთან აჯანყებულმა გილდიის მუშებმა საფრანგეთის მეფის, ფილიპე IV ლამაზის მიერ გამოგზავნილი არმიის წინააღმდეგ დაიკავეს პოზიციები. ბრძოლის შედეგმა მთელი ფეოდალური სამყარო ძირეულად შეარყია... 1302 წლის 11 ივლის ისინი ერთმანეთთან მიჯრით იდგნენ ქალაქ კურტრეს აღმოსავლეთით მდებარე ველზე. მათი ფორმაცია მრუდე ხაზს ჰგავდა, რომელიც გადაჭიმული იყო მდინარე ლისის მარცხენა ნაპირიდან ქალაქის რუხ კედლებამდე. ფლამანდიური სახალხო… Continue reading ოქროს დეზების ბრძოლა (1302) – ფლანდრიული ლომის შურისძიება (ნაწილი I)

თავდასხმა ლინდისფარნის სააბატოზე – ,,ვიკინგების ეპოქის“ დასაწყისი

  8 ივნისი, 793 ,,ნორთუმბრიის მიწაზე ავისმომასწავებელი ნიშნები გამოჩნდა, რომლებმაც ძლიერ შეაშინა ხალხი: იყო უზარმაზარი ნათება და ვხედავდით თუ როგორ დაფრინავდნენ ჰაერში ცეცხლოვანი დრაკონები. ამას მაშინვე მოჰყვა დიდი შიმშილობა; იმავე წლის 8 ივნისს, მცირე ხნის შემდეგ წარმართების თავდასხმებმა ძლიერ გაანადგურეს უფლის ტაძარი ლინდისფარნის კუნძულზე, რასაც თან სდევდა ძარცვა და ხოცვა-ჟლეტა“. ანგლო-საქსური ქრონიკიდან, რომელიც 793 წლით… Continue reading თავდასხმა ლინდისფარნის სააბატოზე – ,,ვიკინგების ეპოქის“ დასაწყისი

,,მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“ – კეისრის ტრიუმფი მცირე აზიაში (ზელას ბრძოლა)

21 მაისი, ძვ. წ. 47... კეისრის ძლიერების გარეშე ეს ბრძოლა უბრალო ჩანაწერი იქნებოდა რომის სამოქალაქო ომის ისტორიაში. ურიგო არ იქნება თვალი გადავავლოთ ამ გამოჩენილი პიროვნების ერთ-ერთ კარიერულ ეპიზოდს. ისტორიული ფონი რომის სამოქალაქო ომის ქარცეცხლის მიწურულს კეისარი თავისი უმთავრესი პოლიტიკური მეტოქის, პომპეუსის კვალს გაჰყვა ეგვიპტისკენ. გარდა ამისა, იულიუსმა საკუთარ თავზე აიღო დინასტიური ბრძოლის მოგვარება პტოლემე XIII-სა… Continue reading ,,მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“ – კეისრის ტრიუმფი მცირე აზიაში (ზელას ბრძოლა)

ტრიუმფატორი კამიკაძე – იაპონელები მონღოლებს აჩერებენ

მე-13 საუკუნეში ყუბილაი ყაენმა ორჯერ სცადა იაპონიის დაპყრობა. თუმცა დიდმა ხანმა სათანადოდ ვერ შეაფასა იაპონელი სამურაის კვალიფიკაცია და სიმამაცე. შედეგად საფრთხეების გაუთვალისწინებლობის გამო მისი გეგმები არმადასთან ერთად ჩავარდა. მე-13 საუკუნის დასაწყისში ჩინგიზ ხანმა დედამიწაზე უდიდესი სახმელეთო იმპერიის შექმნა დაიწყო. დაახლოებით 1250 წლისთვის იმპერია გადაჭიმული იყო ჩინეთიდან პოლონეთისა და ავსტრიის საზღვრებამდე ევროპაში. მისი ტერიტორია მოიცავდა 12… Continue reading ტრიუმფატორი კამიკაძე – იაპონელები მონღოლებს აჩერებენ

ჩასაფრება მორგარტენთან (1315) – თანამედროვე შვეიცარიის დაბადება

მორგარტენთან შვეიცარიელებმა ავსტრიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-ს ხაფანგი დაუგეს... უღელტეხილის ფერდობზე მორები და ქვები დიდი სიჩქარით ცვიოდა. ისინი ცხენებსა და მათზე ამხედრებულ მეომრებს ეცემოდა და ზოგიერთ მათგანს იქვე მდებარე ტბაში ყრიდა. აფთებით (,,მახვილია ბრტყელი და ტარგრძელი“-საბა), ხმლებითა და კეტებით შეიარაღებული შვეიცარიელი ქვეითები მჭიდროდ შეკრულ ავსტრიელთა ჯარს უტევდნენ. ისინი თავზარდაცემულ მტერს გაცოფებულები დაეტაკნენ, რომელიც შეურაცხყოფისა და სიძულვილისგან… Continue reading ჩასაფრება მორგარტენთან (1315) – თანამედროვე შვეიცარიის დაბადება

როგორ შეაჩერა პაპმა ლეო I-მა ატილა

,,ღვთის რისხვად“ წოდებული ატილა ჰუნი რომის აოხრებას აპირებდა. დასუსტებული დასავლეთ რომის იმპერია დაცემას განაგრძობდა... ბარბაროსული ურდო ,,მარადიული ქალაქისკენ“ მიემართებოდა, მაგრამ ატილამ უკან დაიხია. რა მოხდა? ფონი 450 წლის გაზაფხულზე ატილამ იუსტა გრატა ჰონორიასგან უჩვეულო წერილი მიიღო. იუსტა ამბიციური და უწესო ნახევარდა გახლდათ იმჟამინდელი დასავლეთ რომის იმპერატორის ვალენტინიანე III-სა. ის ძმის მოკვლას გეგმავდა და მისი ატილათი… Continue reading როგორ შეაჩერა პაპმა ლეო I-მა ატილა

მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა

შარლ ანჟუელი, რომელმაც 1266 წელს სიცილია დაიპყრო, თავად დაუკავშირდა ინგლისის პრინც ედუარდს, როცა ის 1270 წელს ტუნისში ჩავიდა. შარლის მოწოდებისთანავე, რომ ტუნისზე შეწყვეტილიყო შეტევა ედუარდი აკრისკენ დაიძრა, სირიაში ჯვაროსანთა უკანასკნელი ფორპოსტისკენ, რათა ეცადა იერუსალიმის სამეფოს აღდგენა. მისი აქ გატარებული 1271-72 წლები ცნობილია მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობის სახელით და მიჩნეულია უკანასკნელ დიდ ქრისტიანულ სამხედრო ღონისძიებად წმინდა მიწაზე.… Continue reading მეცხრე ჯვაროსნული ლაშქრობა